📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2013
ძალის დაკარგვა 01.02.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №125
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,321 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2013 მიღება
01.02.2017 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №125 2013 წლის  15 ივლისი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 23 თებერვლის №33 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 02/03/2012; სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016025); 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიზაურ ფუტკარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თავი I ადმინისტრაციული დეპარტამენტი მუხლი 1🔗 ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ' საქართველოს კანონი; ზ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ' სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. მუხლი 2🔗 ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III,  IV და VI თავები; ვ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'.  მუხლი 3🔗 ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება; 2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი III,  IV და VI თავები; ე) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. მუხლი 4🔗 ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. მუხლი 5🔗 ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი  ეკონომიკური განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ვ) ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბერის №7 ბრძანება; ზ) ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვალის №2 ბრძანება; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. მუხლი 6🔗 ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი  განათლება; 2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ე) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ვ) ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბერის №7 ბრძანება; ზ) ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვალის №2 ბრძანება; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. თავი II სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი მუხლი 7🔗 სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“; ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონი; ზ) ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  №47 დადგენილება; კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. 5. შემდეგი თემატიკის ცოდნა: სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგია; მცენარეთა დაცვა; ნიადაგის ეროზიისაგან დაცვა; სასურსათო უსაფრთხოება და რისკების ანალიზი; აგრომენეჯმენტი; სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროგნოზირება. მუხლი 8🔗 სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი აგრარული განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ნიადაგის დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონი; ვ) ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  №47 დადგენილება; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. 5. შემდეგი თემატიკის ცოდნა: ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნიკური ღონისძიებები (ციტრუსი, ვაზი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი); მცენარეთა დაცვა (ციტრუსი, ვაზი, კარტოფილი, კიტრი, პომიდვრის ძირითადი მავნებელ–დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები); ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; მეცხოველეობა. მუხლი 9🔗 სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი აგრარული განათლება; 2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  №47 დადგენილება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. 4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:  ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნიკური ღონისძიებები (ციტრუსი, ვაზი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი); მცენარეთა დაცვა (ციტრუსი, ვაზი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორის ძირითადი მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები); ნიადაგის ეროზიისგან დაცვა; მუხლი 10🔗 სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება აგრარულ სფეროში (ვეტერინარის სპეციალობით); 2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“; ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  №47 დადგენილება; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. 4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:    მესაქონლეობა (ძირითდი ჯიშები);  მეფუტკრეობა (ძირითდი დაავადებები და წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები); მეაბრეშუმეობა; მეთევზეობა (სატბორე მეურნეობის მოწყობის პრინციპები, ჯიშების შერჩევა და კვება); მეცხოველეობის დარგების ვეტერინარია (დაავადებები და  მათთან ბრძოლის ღონისძიებები) და ზოოტექნიკა (ჯიშთგანახლება). მუხლი 11🔗 სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და რეფორმების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი აგრარული განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“; ე) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  VI, VIII, IX თავები; ვ) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  №47 დადგენილება; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. 5. შემდეგი თემატიკის ცოდნა: სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების (ციტრუსი, ჩაი, ხეხილი) და გადამუშავების ტექნოლოგია (ციტრუსის, ჩაის, რძის გადამუშავების ტექნოლოგია); აგრომენეჯმენტი; სასურსათო უსაფრთხოება და რისკების ანალიზი. მუხლი 12🔗 სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და რეფორმების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი აგრარული განათლება (კვების მრეწველობის ტექნოლოგი); 2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“; ე) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  №47 დადგენილება; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. 4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:    სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების (ციტრუსი, ჩაი, ხეხილი) და გადამუშავების ტექნოლოგია (ციტრუსის, ჩაის, რძის გადამუშავების ტექნოლოგია); აგრომენეჯმენტი; სასურსათო უსაფრთხოება და რისკების ანალიზი. მუხლი 13🔗 სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და რეფორმების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი აგრარული განათლება (აგრო-ინჟინერი); 2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბერი №2-206 ბრძანება. ე) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  №47 დადგენილება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. 4. შემდეგი თემატიკის ცოდნა: სასოფლო-სამეურნეო სამექანიზაციო საშუალებების (მ.შ. მცირე მექანიზაციის) დანერგვა სოფლის მეურნეობიაში. სამელიორაციო ღონიძიებების მნიშვნელობა მიწის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით. მუხლი 14🔗 სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის რეგიონალური განვითარების ანალიტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI, XIII, XX, XXIX თავები; ე) „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  №47 დადგენილება; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. 5. შემდეგი თემატიკის ცოდნა:   სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკა (პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია და წარმოების დანახარჯები);  ბიზნეს პროექტის შედგენის ძირითადი პრინციპები; ინდიკატორული გეგმის (პროგნოზის) შემუშავება. მუხლი 15🔗 სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის რეგიონალური განვითარების ანალიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება (აგრარულ სფეროში); 2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI, XIII, XX, XXIX თავები; ე) „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის  №47 დადგენილება; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. 4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:   სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკა (პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია და წარმოების დანახარჯები);  ბიზნეს პროექტის შედგენის ძირითადი პრინციპები; ინდიკატორული გეგმის (პროგნოზის) შემუშავება. თავი III საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი მუხლი 16🔗 საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება (ბუღალტრის/ფინანსისტის სპეციალობით); 2. მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ; საქართველოს კანონის II თავი; ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავი;  ვ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; ზ) ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ' საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის  №231 ბრძანებულების დანართი N1; თ) ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 16 აპრილის N364 ბრძანება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. მუხლი 17🔗 საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება (ბუღალტრის სპეციალობით); 2. მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონის II თავი; ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავი;  ვ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; ზ) ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ' საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის  №231 ბრძანებულების დანართი N1; თ) ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2008 წლის 16 აპრილის N364 ბრძანება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. თავი IVიურიდიული დეპარტამენტი მუხლი 18🔗 იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი იურიდიული განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 3  წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს შრომის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (VII​1 –VII​9 თავების გარდა); ზ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი; თ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ი) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. მუხლი 19🔗 იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი იურიდიული განათლება; 2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს შრომის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (VII​1 –VII​9 თავების გარდა); ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. თავი V შიდა აუდიტის დეპარტამენტი მუხლი 20🔗 შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი; ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1013 განკარგულება; ი) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1014 განკარგულება; კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1015 განკარგულება; ლ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1016 განკარგულება; მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება'. მუხლი 21🔗 შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1013 განკარგულება; თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1014 განკარგულება; ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1015 განკარგულება; კ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1016 განკარგულება; ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“. თავი VI ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური მუხლი 22🔗 ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება; 2. მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; 3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება (I, IV თავი); თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება". მუხლი 23🔗 ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება;  2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება (I,IV თავი); თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება".