აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.01.2017 ძალადაკარგული 14.11.2017
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2

2017 წლის 17 იანვარი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ

 


,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები  და თემატიკა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის  15 ივლისის №125 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17/07/2013; სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016044).
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრილაშა კომახიძე