აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.11.2017 ძალადაკარგული 16.05.2019
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №6

2017 წლის 14 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა.   
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 17 იანვარის  №2 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016101).  
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიავთანდილ მესხიძე