ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №169 |
|
2013 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი |
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საბჭოს თანათავმჯდომარე
- საქართველოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი - საბჭოს თანათავმჯდომარე
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
- საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
- რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის მოადგილე
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე / მოადგილე
- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე / მოადგილე
- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე / მოადგილე
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოადგილე
- საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში
- ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში
- ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას საქართველოში
- USAID-ის წარმომადგენლობას საქართველოში
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას
- ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას - კონსტიტუციის 42-ე მუხლს
- არასამთავრობო ორგანიზაციას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“
- სხვა პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებს
|
ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება
1. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდეგში - საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საბჭო იქმნება დებულებით განსაზღვრული მიზნის შესრულების ვადით.
3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
საბჭოს ძირითადი ამოცანაა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის (შემდგომში - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) შემუშავება 2014-2017 წლებისათვის.
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
გ) საბჭო შემუშავებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა.
1. საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.
2. საბჭოს სხდომების პერიოდულობას დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს საბჭოს თანათავმჯდომარე.
3. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომის მოწვევის უფლება აქვთ საბჭოს წევრებსაც.
4. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს მომხსენებელს.
5. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თანათავმჯდომარე/თანათავმჯდომარეები.
2. საბჭოს თანათავმჯდომარეების არყოფნის შემთხვევაში მის/მათ უფლებამოსილებას ასრულებს თანათავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი.
3. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია.
4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თანათავმჯდომარე.
5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თანათავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე საბჭოს მომხსენებელსა და სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თანათავმჯდომარეები.
9. საბჭოს სხდომის ოქმი ეგზავნება საბჭოს წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს თანდართული დებულება.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი