ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2013 წლის 9 ივლისი ქ.ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულება, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3🔗
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია
დანართი №11.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე შექმნილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც კორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების შემუშავებაში, უზრუნველყოფს ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგს.2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.3.
სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.4.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი დადგენილი წესის შესაბამისად.5.
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90.თავი II
სამსახურის ფუნქციები
მუხლი 2.🔗
სამსახურის ძირითადი ფუნქციები:1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავების კოორდინაცია და მის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, ანალიზი და გამგებლისათვის პერიოდიული იფორმაციის მიწოდება შესრულების მიმდინარეობაზე;2.
განვითარების პროგრამების სწორად შედგენის მიზნით ინფორმაციების შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურებთან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიუდიულ პირებთან.3.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მდგომარეობის შესახებ SWOT ანალიზის განხორციელება;4.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და კვლევების ჩატარება;5.
დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრების, საერთო კრების მოწვევის ორგანიზაცია.6.
დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელება;7.
ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედგენაში მოქალაქეთა ჩართულობის, მონაწილეობის გაუმჯობესებას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად.8.
მიღებული სტატისტიკური ინფორმაციების, მოსახლეობიდან, იურიდიული პირებიდან შემოსული წერილების შესაბამის სამსახურებში განხილვის შემდგომ დარგობრივი სამსახურებიდან მიღებული წინადადებების აკუმულაცია და მათი გათვალისწინება საპროექტო წინადადებებში.9.
მუნიციპალიტეტის რესურსების შეფასების შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადება;10.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების რეგიონალური განვითარების სტრატეგიებთან ჰარმონიზების, თავსებადობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;11.
განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნა, არსებული რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათი გათვალისწინება.12.
განვითარების პროგრამების პროექტის განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზება;13.
განვითარების პროგრამების პროექტების შედგენა, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზება, პროექტის პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაცია, მისი საკრებულოში ინიციირება;14.
აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების შესაბამის სამინისტროში წარდგენა, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობა;15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილობის მიღება;16.
ქალაქის, რეგიონის განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, სათანადო წინადადებების ინიციირება.17.
სოფლებში პროექტით მოსარგებლე ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზება, წამოჭრილი საკითხების, მიღებული გადაწყვეტილებების ფიქსირება და მათი ჩართვის მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადება;18.
მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავება.19.
მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღება.20.
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ინვესტორ ბანკებთან (მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი და სხვა ) ურთიერთობის ორგანიზება განვითარების საკითხებზე.21.
საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება განვითარების საკითხებზე.;22.
განვითარების საკითხებზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა;23.
განვითარების განსახორციელებელი პროგრამებისა და განხორციელებული პროექტის შესახებ ბიულეტენის გამოშვების ორგანიზება;24.
შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადება და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენა;25.
გამგეობის თათბირებზე საკრებულოს სხდომებზე და კომისიებზე განვითარების პროგრამების, შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.26.
შესრულებული პროექტების სიცოცხლისუნარიანობაზე პერიოდული ინფორმაციების შეგროვება და გამგებლისათვის წარდგენა.27.
წლის შედეგების მიხედვით განვითარების ყველა სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენა და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა.28.
მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შედგენის ორგანიზება, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება.29.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა უფლებამოსილების სფეროში;30.
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.ა)
უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკაშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით გამგებელთან შეთანხმებით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მათგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;ბ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზებული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები გამგებელთან შეთანხმებით.1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარომოხელეებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან მთავარი სპეციალისტი.
2.
სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.3.
სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.4.
სამსახური ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.