განჩინება შპს „სალთვისი-2“-ის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8750-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/8750-11

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2013 წლი ს 3 ივლისი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ხათუნა ჯამასპიშვილი

განმცხადებელი: მოვალე – შპს ,,სალთვისი-2“

საიდენტიფიკაციო კოდი: 217892608

წარმომადგენელი: ლევან ბუზალაძე (დირექტორი)

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – თამაზ კიკიანი

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

 

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 04 აგვისტოს განცხადებით მომართა შპს ,,სალთვისი-2“-ის დირექტორმა ლევან ბუზალაძემ და ითხოვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, შპს ,,სალთვისი-2“-ის გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო .

2011 წლის 05 ოქტომბერს ჩატარდა კრედიტორთა კრება, შემოწმებულ იქნა შპს ,,სალთვისი-2“-ის მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები და შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

2013 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოადგინა შპს ,,სალთვისი -2”-ის საბოლოო ანგარიში.

2013 წლის 25 ივნისს მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის 03 ივლისს, კრებაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას.

შპს ,,სალთვისი-2-ის’’ ქონების აუქციონზე რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელდა შპს „სალთვისი”-2ის ქონების შეფასება, შეფასების შედეგად შპს ”სალთვისი 2-ის” ქონების საბაზრო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 169 100 ლარი.

შპს „სალთვისი- 2-ის” ქონებაზე პირველი (ონლაინ) აუქციონი დაიწყო 2012 წლის 11 მაისს და დამთავრდა 2012 წლის 21 მაისს (აუქციონი დასრულდა უშედეგოდ). პირველ აუქციონზე შპს „სალთვისი- 2“-ის ქონება გამოტანილი იყო ერთ ლოტად, აუქციონზე ქონების საწყისი ფასი (დღგ-ი ს) ჩათვლით განისაზღვრა 84 550 ლარით.

შპს „სალთვისი- 2“-ის ქონებაზე ჩატარებულ მეორე აუქციონზე, უზრუნველყოფილი კრედიტორის – სსიპ „შემოსავლების სამსახურის“გადაწყვეტილების საფუძველზე, განხორციელდა ერთიანი ქონების ლოტებად დაყოფა, სულ 39 ლოტად. მეორე აუქციონის შედეგად 39 ლოტიდან აუქციონის წესით გაიყიდა სულ 12 ლოტი და აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ ჯამში შეადგინა 14 978.5 ლარი, საიდანაც 2284.81 ლარი წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადს და გადარიცხულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

მეორე აუქციოინის დასრულების შემდეგ დარჩენილ 27 ლოტზე კანონით დადგენილ ვადაში უზრუნ ვ ელყოფილმა კრედიტორმა შემოსავლების სამსახურმა, გამოთქვა თანხმობა, საკუთრებაში მიეღო აღნიშნული ქონება ნატურის წესით, რის შესაბამისადაც კრედიტორს შემოსავლების სამსახურს საკუთრებაში გადაეცა 27 დასახელების სულ 15 1630 ლარის ღირებულების ქონება.

შპს „სალთვისი- 2-ის” ქონებაზე ჩატარებული აუქციონის შედეგად ამოღებულმა და კრედიტორებზე გასანაწილებელმა თანხამ (დღგ-ი ს თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის შემდგომ) შეადგინა 12 693.69 ლარი.

შპს „სალთვისი- 2-ის” გადახდისუუნარობის საქმის მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ შედგენილ კრედიტორთა რეესტრში, პირველ და მეორე რიგის კრედიტორთა არარსებობის გამო, პირველ რიგში დაკმაყოფილებას ექვემდებარება მეურვისა და გაკოტრების მმართველის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა (საფასური), რომლის საფასურიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის და ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რაც შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7 %-ს , მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარი. ამავე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად გაკოტრების ფუნქციის განხორციელებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7 %-ით , მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ა .

ვინაიდან სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების (169100 ლარის) 7 % შეადგენს 11837 ლარს, მეურვის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური განისაზღვრება 11837 ლარით, გაკოტრების მმართველის ფუნქციის შესრ უ ლებისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური კი ასევე განისაზღვრება 11837 ლარით. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური (მეურვისა და გაკოტრების მმართველის ფუნქციების განხორცილებისათის) ჯამში შეადგენს 23674 ლარს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდ ი ნარე, შპს „სალთვისი-2“-ის ქონებაზე ჩატარებული აუქციონების შედეგად ამოღებული და გასანაწილებელი თანხა 12693,69 ლარი სრულად გადაეცა მეურვესა და გაკოტრების მმართველს – სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“.

„გადახდისუუნაროების საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,„ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. გამომდინარე აქედან, ვინაიდან აუქციონების შედეგად ამოღებული თანხმებიდან სრულად ვერ იფარება მეურვისა და გაკოტრების მმართველის საფასური, სხვა შემდგომი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების თუნდაც ნაწილობრივი დაკმაყოფილება შეუძლებელია.

გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშით დადგენილია, რომ შპს ,,სალთვისი-2“-ის ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით ამოღებული თანხების განაწილება დასრულებულია. გაკოტრების მმართველი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას და სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს, კრედიტორს და მიაჩნია , რომ შპს ,,სალთვისი-2“-ის გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს .

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს ,,სალთვისი-2“-ის სამეურვეო ქონება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით რეალიზებული იქნა, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,სალთვისი-2“-ის გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და ასევე გაუქმდეს საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 38-42-ე, 511, 552 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.    დასრულდეს შპს ,,სალთვისი-2-ის’’ გაკოტრების საქმის წარმოება (მისამართი: გორის რ-ნი, სოფ. ქვ. ხვითი; საიდენტიფიკაციო კოდი 217892608) .

2.    სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,სალთვისი-2-ის’’ (საიდენტიფიკაციო კოდი 217892608) რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3.  განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.

4.    განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,სალთვისი-2-ის’’ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

         მოსამართლე                  თამარ ჭუნიაშვილი