შპს,,კავკასიის ციფრული ქსელი’’-ს რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5795-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/5795-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

 

განმცხადებ ელი შპს  ,,კავკასიის   ციფრული    ქსელი’

დირექტორი დავით თუთბერიძე

 

რეაბილიტაციის მმართველი ირაკლი ქაშაკაშვილი

 

მოთხოვნა რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი და

 

გამოარკვია

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით განმცხადებლის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის ნათია სახოკიას განცხადება შპს  ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური  განისაზღვროს 25717,78 ლარით, პირველ რიგში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 9 იანვარს განცხადებით მომართა შპს  ,,კავკასიის   ციფრული    ქსელის’’ დირექტორმა დავით თუთბერიძემ და რეაბილიტაციის მმართველმა ირაკლი ქაშაკაშვილმა,  რომლებმაც მოითხოვეს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 13 იანვარს.

კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე განხილული იქნა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

საქმეზე წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციის პროცესში შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი’’ ხელმძღვანელობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმით. იმისათვის , რომ აღნიშნული რეაბილიტაციის გეგმა შესაბამისობაში მოვიდეს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინების მოთხოვნებთან, აუცილებელია ცვლილებების შეტანა აღნიშნულ რეაბილიტაციის გეგმაში.

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ განცხადება რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით  პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური. ამავე მუხლის მეორე ნაწილით  ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შპს  ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური  განისაზღვრა 25717,78 ლარით, პირველ რიგში, კრედიტორთა რეესტრში შევიდა ცვლილება, შესაბამისად ცვლილება უნდა განხორციელდეს ასევე რეაბილიტაციის გეგმაშიც.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დაადგინა

 

1. დამტკიცდეს შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის გეგმაში შეტანილი ცვლილებები და რეაბილიტაციის გეგმა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

2.1. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის გეგმის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

ა) პირველი რიგი – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვროს 25.717.78 ლარის ოდენობით;

2.2. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის გეგმის პუნქტი 4.2 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

4.2. ,,კომპანიის’’  ყოველთვიური შემოსავალი/ხარჯებისა და კრედიტორული დავალიანების მოცულობიდან გამომდინარე, წინამდებარე რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება ეტაპობრივად, რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულ ვადებში;

2.3. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის გეგმის პუნქტი 4.3.1 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

4.3.1. პირველი რიგი – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური

 

კრედიტორების დასახელება

კრედიტორული მოთხოვნების მოცულობა ( ლარებში )

დავალიანების დაფარვის ვადა ( თვეებში ) 2017 წლის 1 იანვრიდან

ყოველთვიური გადასახდელი თანხა

შენიშვნა

1

აღსრულების ეროვნული ბიურო

25,717,78

24

1,072

 

 

2.4. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ რეაბილიტაციის გეგმის 4.3.7. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

4.3.7. მეშვიდე რიგი

 

კრედიტორის დასახელება

კრედიტორული მოთხოვნების მოცულობა ( ლარებში )

დავალიანების დაფარვის ვადა ( თვეებში ) 2019 წლის 1 აპრილიდან

ყოველთვიური გადასახდელი თანხა

შენიშვნა

1

შპს ,,ჯეოსელი

162,841.81

36

4,523

 

2

შპს ,,ჯორჯია ექსპრესი’’

1,133.66

36

31

 

3

შპს ,,ახტელი’

15,438.91

36

429

 

4

შპს ,,მობიტელი’

66,472.32

36

1,846

 

5

სს ,,სილქნეტი’

1,834,65

36

51

 

6

შპს მაგთიკომი’’

13,452.5

36

374

 

7

სულ

261,173,85

 

7,254,83

 

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.Tcc.Gov.Ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                           თამარ ჭუნიაშვილი