„საზღვაო ინციდენტების/ შემთხვევების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/183
სარეგისტრაციო კოდი 310020000.22.024.016286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,801 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2013 მიღება
01.01.2025 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
„საზღვაო უბედური შემთხვევისა და ინციდენტების მოკვლევის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსი“
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 1997 წლის 27 ნოემბრის A.849(20) რეზოლუციის დანართს „საზღვაო უბედური შემთხვევისა და საზღვაო ინციდენტების მოკვლევის კოდექსი“, ცვლილებათა გათვალისწინებით
მუხლი 3
სერიოზული საზღვაო შემთხვევა - განიმარტება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტისა და ზღვის გარემოს დაცვის კომიტეტის 2008 წლის 18 დეკემბრის ცირკულ
არის MSC-MEPC.3/Circ.3 შესაბამისად, ცვლილებათა გათვალისწინებით.
მუხლი 3
რეკომენდაცია უსაფრთხოების შესახებ -
ნიშნავს ნებისმიერი სახის შეთავაზებას, რეგისტრაციის მიზნისა და კონტროლის ჩათვლით, რომელიც გაცემულია:
მუხლი 3
სხეულის სერიოზული დაზიანება
საზღვაო ინციდენტის დროს ადამიანისთვის მიყენებული სხეულის დაზიანება, რომლის მიყენებიდან 7 დღის განმავლობაში პირი 72 საათზე მეტი დროით შრომისუუნარო გახდა
მუხლი 3
საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ხელმძღვანელი სახელმწიფო
სახელმწიფო, რომელიც მოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ხელმძღვანელობს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევას
მუხლი 3
საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევით არსებითად დაინტერესებული სახელმწიფო
სახელმწიფო:
მუხლი 3
სერიოზული ზიანი
ზიანი, რომლის ხარისხსაც (დონეს) განსაზღვრავს ის სახელმწიფო, რომელსაც მიადგა ასეთი ზიანი
მუხლი 3
გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურება
გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურება, რომლის დაბინძურების ხარისხსაც (დონეს), განსაზღვრავს ის სახელმწიფო, რომელსაც მიადგა ასეთი ზიანი (საქართველოსთან მიმართებაში – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტრო)
მუხლი 3
დებარკადერი
გემის დგომისათვის საგანგებოდ აღჭურვილი მცურავი საშუალება
მუხლი 3
ტექნიკური აქტი საზღვაო ინციდენტის შესახებ
დოკუმენტი, რომელშიც გემის კაპიტანი ან/და საკლასიფიკაციო საზოგადოება დეტალურად აღწერს გემის/მისი მექანიზმების ტექნიკურ მდგომარეობას საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შემდეგ
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საზღვაო ინციდენტების/ შემთხვევების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/183 2013 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი „საზღვაო ინციდენტების/ შემთხვევების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის 5​1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო ინციდენტების/შემთხვევების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი „საზღვაო ინციდენტების/ შემთხვევების  სამსახურებრივი მოკვლევის წესი“ თავი I საერთო დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე „საზღვაო ინციდენტების/შემთხვევების  სამსახურებრივი მოკვლევის წესი“ (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. ამ წესის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტი დადგენილია - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის 10 დეკემბრის საერთაშორისო საზღვაო კონვენციის მე-2 მუხლის, ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის 1 ნოემბრის კონვენციის I/21 წესის შესაბამისად (SOLAS 74), 1966 წლის 5 აპრილის საერთაშორისო კონვენციის დატვირთვის ხაზების შესახებ (LL 1966) და საერთაშორისო კონვენციის გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (MARPOL 1973) იმ დებულებების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ სანაპირო სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საზღვაო ინციდენტების/ შემთხვევის მოკვლევის პროცესში; აგრეთვე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 1997 წლის A.849(20) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევისა და ინციდენტების მოკვლევის კოდექსის“ (შემდგომში რეზოლუცია A.849(20)), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 1997 წლის 27 ნოემბრის A.861(20) რეზოლუციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2004 წლის 17 მაისის რეზოლუციის MSC.163(78), რომელიც განსაზღვრავს „გემის საბორტო თვითჩამწერს” (Voyage Data Recorder) (შემდგომში MSC.163(78)),, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2008 წლის 16 მაისის MSC.255(84) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევებისა და საზღვაო ინციდენტების უსაფრთხოების მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის კოდექსის (უბედური შემთხვევების მოკვლევის კოდექსი) (შემდგომში შემთხვევების მოკვლევის კოდექსი), აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2007 წლის 29 ნოემბრის A.996(25) რეზოლუციის დანართის „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სავალდებული ინსტრუმენტების იმპლემენტაციის კოდექსის“ (შემდგომში - A.996(25) რეზოლუციის დანართი), ევროპული პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის 2009/18/EC დირექტივის „საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ინციდენტების მოკვლევის ძირითადი პრინციპების დაფუძნების და 1999/35/EC და 2002/59/EC დირექტივებში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საზღვაო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A.996(25) რეზოლუციის მოთხოვნების შესაბამისად თითოეული დროშის სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო ინციდენტის მოკვლევა კვალიფიციური მომკვლევის მიერ. აგრეთვე, თითოეული დროშის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური მომკვლევის მონაწილეობა ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში მიუხედავად ინციდენტის ან შემთხვევის ადგილისა. 4. წინამდებარე წესები განსაზღვრავს საზღვაო შემთხვევას, საზღვაო ინციდენტს, მათ კატეგორიებს, სამსახურებრივი მოკვლევის (შემდგომში – საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა) პროცედურებს, გემის კაპიტნისა და გემთმფლობელის ვალდებულებებს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის დროს, მოკვლევის ვადებს და სხვა. 5. საზღვაო შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევის მიზანია მისი თანმდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზების და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება შემდგომში მსგავსი  შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. 6. წინამდებარე წესების მიზნებისათვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოსაკვლევად. 7. ბიურო, მოკვლევის ჩატარებისას, არის ფუნქციურად დამოუკიდებელი, არ ხელმძღვანელობს არავის მითითებით და მოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით გააჩნია შეუზღუდავი უფლებამოსილება კანონმდებლობის ფარგლებში.  მუხლი 2🔗. მოქმედების სფერო 1. ამ წესების მოქმედება ვრცელდება:                     ა) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე, განურჩევლად საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილისა; ბ) უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელსაც საზღვაო ინციდენტი შეემთხვა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან საქართველოს შიგა წყლებში, ასევე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, თუ ინციდენტის/შემთხვევის შედეგად ზიანი მიადგა ზღვის გარემოს; გ) უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, თუ საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა განხორციელდა საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ, თუ ამ გემის კაპიტანი, ან/და გემთმფლობელი, ან/და გემის დროშის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შესახებ წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს ბიუროს და ეს უკანასკნელი თანხმობას განაცხადებს მოკვლევის ჩატარებაზე; დ) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან საქართველოს შიგა წყლებში, ასევე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, თუ  ინციდენტის/შემთხვევის შედეგად ზიანი მიადგა საზღვაო გარემოს მცურავ დოკზე, სახელოსნოზე, პლატფორმაზე, სადგურსა და დებარკადერზე, რომელსაც საზღვაო ინციდენტი შეემთხვა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანის დროს. 2. ამ წესების მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფოს კუთვნილ გემებზე, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის, მათ შორის სამხედრო გემებზე; ბ) ბარჟაზე; გ) მცურავ საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდება ადამიანის კუნთის ძალით ან არამექანიკური გამწევი მექანიზმით, პრიმიტიულ ხის გემებზე, ზომამცირე გემებზე საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად, იმ ზომამცირე გემების გარდა, რომლებსაც ჰყავთ ეკიპაჟი ან შეუძლიათ თორმეტზე მეტი მგზავრის გადაყვანა კომერციული მიზნებისათვის; დ) სამდინარო ნაოსნობაში ჩართულ მცურავ საშუალებებზე; ე) თევზსაჭერ/თევზსარეწ გემებზე, რომლებიც 15 მეტრზე ნაკლებია; 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ მცურავ საშუალებებზე მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებას და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შიდა მოკვლევას (შემდგომში – შიდა მოკვლევა) აწარმოებს ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის კაპიტანი/გემთმფლობელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, თუ საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა მოხდა საქართველოს სანაპირო წყლებში, ხოლო საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევას – ბიურო. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მეთვალყურეობას ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი ახორციელებს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის დროს ინციდენტში ჩართული გემის ნავსადგურიდან გასვლამდე და შემდგომში ბიუროში გადაცემაზე. 6. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა არ ცვლის მასთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას. მუხლი 3🔗. ტერმინებისა და ცნებების განმარტება ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „საზღვაო უბედური შემთხვევისა და ინციდენტების მოკვლევის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსი“ – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 1997 წლის 27 ნოემბრის A.849(20) რეზოლუციის დანართს „საზღვაო უბედური შემთხვევისა და საზღვაო ინციდენტების მოკვლევის კოდექსი“, ცვლილებათა გათვალისწინებით; ბ) შემდგომი ტერმინები და ცნებები უნდა განიმარტოს „საზღვაო უბედური შემთხვევისა და ინციდენტების მოკვლევის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსის“ შესაბამისად: ბ.ა) საზღვაო შემთხვევა; ბ.ბ) ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა; ბ.გ) საზღვაო ინციდენტი; ბ.დ) საზღვაო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევა. გ) სერიოზული საზღვაო შემთხვევა - განიმარტება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტისა და ზღვის გარემოს დაცვის კომიტეტის 2008 წლის 18 დეკემბრის ცირკულარის MSC-MEPC.3/Circ.3 შესაბამისად, ცვლილებათა გათვალისწინებით. დ) „საზღვაო ინციდენტების დროს მეზღვაურთა თანაბარი მოპყრობის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები“ - განიმარტება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამართლებრივი კომიტეტის მიერ 2006 წლის 27 აპრილს მიღებული LEG.3(91) რეზოლუციის დანართის შესაბამისად, რომელიც მიღებულია საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის 296-ე ასამბლეის მიერ 2006 წლის 12-16 ივნისს. ე) ბორანი და მაღალ-სიჩქარიანი სამგზავრო გემი - განიმარტება ევროკომისიის დირექტივის 1999/35/EC შესაბამისად. ვ) გემის საბორტო თვითჩამწერი (VDR) - განიმარტება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუციის A.861(20) და საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუციის MSC.163(78) შესაბამისად. ზ) რეკომენდაცია უსაფრთხოების შესახებ - ნიშნავს ნებისმიერი სახის შეთავაზებას, რეგისტრაციის მიზნისა და კონტროლის ჩათვლით, რომელიც გაცემულია: ზ.ა) მომკვლევი სახელმწიფოს, ან მოკვლევის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მიერ, მოკვლევისას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე; ზ.ბ)  მომკვლევის მიერ, რომელიც მოქმედებს ინფორმაციის ანალიზისა და მოკვლევის შედეგების შესაბამისად. თ) სხეულის სერიოზული დაზიანება – საზღვაო ინციდენტის დროს ადამიანისთვის მიყენებული სხეულის დაზიანება, რომლის მიყენებიდან 7 დღის განმავლობაში პირი 72 საათზე მეტი დროით შრომისუუნარო გახდა; ი) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ხელმძღვანელი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც მოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ხელმძღვანელობს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევას; კ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევით არსებითად დაინტერესებული სახელმწიფო – სახელმწიფო: კ.ა) რომლის დროშითაც დაცურავს ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემი; კ.ბ) რომლის ტერიტორიულ ზღვაში ან შიგა წყლებში მოხდა საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა; კ.გ) რომელსაც შემთხვევამ ან მისმა შედეგებმა მიაყენა სერიოზული ზიანი ან შეუქმნა გარემოსათვის სერიოზული ზიანის  მიყენების საფრთხე, ზღვის იმ ნაწილისა და ხმელეთის ჩათვლით, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღიარებულია სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილად. კ.დ.) რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ხელოვნურ კუნძულებზე ან სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე ზღვაში და რომელთა მიმართაც საზღვაო ინციდენტმა/შემთხვევამ გამოიწვია სერიოზული ზიანი; კ.ე.) რომლის მოქალაქე დაიღუპა ან მიიღო სხეულის სერიოზული დაზიანება საზღვაო შემთხვევის შედეგად; კ.ვ.) რომელიც ფლობს გარკვეული სახის ინფორმაციას, რასაც მომკვლევი სახელმწიფო ჩათვლის სასარგებლო ინფორმაციად საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის სწორად წარსამართად; კ.ზ.)    რომლის იურისდიქციაც ვრცელდება საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის რაიონში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; კ.თ.) რომელიც სხვა მიზეზით განაცხადებს თავის დაინტერესებას მოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ხელმძღვანელი სახელმწიფო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ დაინტერესებას; ლ) ძალიან სერიოზული საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა - საზღვაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც მოხდა გემის სრული განადგურება ან პირის დაღუპვა ან გარემოსათვის სერიოზული ზიანის მიყენება; მ) სერიოზული ზიანი – ზიანი, რომლის ხარისხსაც (დონეს) განსაზღვრავს ის სახელმწიფო, რომელსაც მიადგა ასეთი ზიანი ; ნ) გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურებაგარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურება, რომლის დაბინძურების ხარისხსაც (დონეს), განსაზღვრავს ის სახელმწიფო, რომელსაც მიადგა ასეთი ზიანი (საქართველოსთან მიმართებაში – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტრო); ო) დებარკადერი – გემის დგომისათვის საგანგებოდ აღჭურვილი მცურავი საშუალება; პ) ტექნიკური აქტი საზღვაო ინციდენტის შესახებ – დოკუმენტი, რომელშიც გემის კაპიტანი ან/და საკლასიფიკაციო საზოგადოება დეტალურად აღწერს გემის/მისი მექანიზმების ტექნიკურ მდგომარეობას საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შემდეგ; ჟ) მომკვლევი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო; რ) მოწვეული სპეციალისტი - შესაბამისი კომპეტენციის/კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც მომკვლევს უწევს კომპეტენტურ/კვალიფიციურ დახმარებას საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცესში და რომლის მოწვევაზეც გადაწყვეტილებას ღებულობს ბიურო  საჭიროებისამებრ; ს) დაინტერესებული მხარე - ორგანიზაცია ან პირი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ინტერესი, უფლება ან ლეგიტიმური მოლოდინი საზღვაო ინციდენტის ან/და შემთხვევის მოკვლევის შედეგისადმი; ტ) მოკვლევის ანგარიში - მომკვლევის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ტ.ა.) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკლე აღწერას, იმაზე მითითებით გამოიწვია თუ არა ამ ინციდენტმა/შემთხვევამ ადამიანის დაღუპვა, სხეულის დაზიანება ან/და გარემოს დაბინძურება; ტ.ბ.) დროშის სახელმწიფოს, გემთმფლობელის, ოპერატორის, საკლასიფიკაციო საზოგადოების შესახებ მონაცემებს; ტ.გ.) გემის საერთო მოცულობისა და ძრავის შესახებ იმფორმაციას, ასევე ინფორმაციას ეკიპაჟის შემადგენლობისა და მათი სტაჟის შესახებ; ტ.დ.) ინციდენტის ან შემთხვევის მიზეზების დეტალურ აღწერას; ტ.ე.) ანალიზს და კომენტარს მომხდარის გამომწვევი მიზეზების შესახებ, როგორც ადამიანური, ისე მექანიკური და ორგანიზაციული  ფაქტორების გათვალისწინებით; ტ.ვ.) მსჯელობა მომკვლევის მიერ აღმოჩენილ ფაქტორებზე, უსაფრთხოების საკითხების განსაზღვრა და მომკვლევის დასკვნა; ტ.ზ.) რეკომენდაციები, მსგავსი სახის შემთხვევების და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად მომავალში. მუხლი 4🔗. საზღვაო ინციდენტების/შემთხვევის კატეგორიები 1. საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია ორი ან მეტი გემის შეჯახებით, გამოიკვლევა როგორც ერთი საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა, ხოლო მისი სახეობა და კატეგორია განისაზღვრება ცალ-ცალკე თითოეული გემისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შედეგი ფორმდება ერთიანი მოკვლევის ანგარიშის სახით. 2. საზღვაო ინციდენტების/შემთხვევის კატეგორიათა ცხრილი მოცემულია წინამდებარე წესების დანართში 1. მუხლი 5🔗. მოკვლევის სტატუსი საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა წარმოადგენს დამოუკიდებელი მოკვლევის სახეს, რომელიც: ა) დამოუკიდებელია ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ან სხვა პარალელური გამოძიებისაგან, რომლებიც თავისმხრივ გამიზნულია პირის პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე ან ბრალეულობის დასადგენად; ბ) არ არის თავიდან არიდებული, დროში გაწელილი ან გადადებული ამ მუხლის „ა“ პუნქტში მითითებული გამოძიების გამო. მუხლი 6🔗. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის სახელმწიფო 1. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან საქართველოს შიგა წყლებში მომხდარ საზღვაო ინციდენტს/შემთხვევას იკვლევს საქართველო, როგორც მომკვლევი სახელმწიფო. ამასთან, თუ საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა შეემთხვა უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემს, მაშინ აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თხოვნით, ბიუროს ურთიერთშეთანხმებით შეუძლია გადასცეს მას საზღვაო ინციდენტის მოკვლევის უფლებამოსილება. 2. თუ ამ წესების მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველო წარმოადგენს მოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს, მაშინ ბიურო ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში, მომკვლევ სახელმწიფოს აცნობოს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ბიურო ჩაერთოს მოკვლევის პროცესში და საზღვაო ინციდენტის ადგილზე გააგზავნის/ადგილზე დანიშნავს თუ არა თავის წარმომადგენელს, აგრეთვე, მიაწოდოს მას მის ხელთ არსებული ინფორმაცია გემის და გემის ეკიპაჟის წევრების თაობაზე. 3. თუ აღნიშნული საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა გამოწვეულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი გემების შეჯახებით, მაშინ საზღვაო ინციდენტის/ შემთხვევის მოკვლევას ხელმძღვანელობს შეჯახებაში მონაწილე გემის ერთ-ერთი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, მათი შეთანხმებით. 4. ამ წესების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, მოკვლევაში, მისივე მოთხოვნით, ჩართული უნდა იქნეს მოკვლევით არსებითად დაინტერესებული სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო. 5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვაო ინციდენტის მოკვლევას ხელმძღვანელობს მომკვლევი, მაშინ იგი უზრუნველყოფს: ა) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის საერთო სტრატეგიის შემუშავებას; ბ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევით დაინტერესებულ სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და სხვა უფლებამოსილ პირებს შორის მოქმედებების კოორდინირებას; გ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას; დ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის მსვლელობისას მოპოვებული მასალების შენახვას და დაცულობას; ე) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიშის მომზადებას. თავი II საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მომკვლევი მუხლი 7🔗. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მომკვლევი საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მომკვლევი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო, რომელიც მოკვლევის ჩატარებისას არის ფუნქციურად დამოუკიდებელი და არ ხელმძღვანელობს არავის მითითებით. მუხლი 8🔗. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის  მომკვლევის ძირითადი ვალდებულებები და უფლებები 1. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მომკვლევი მოკვლევის ჩატარების დროს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია უზრუნველყოს: ა) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ობიექტურად და სრულფასოვნად ჩატარება; ბ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში მონაწილე ყველა პირის შეთანხმებული მოქმედება; დ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება, შენახვა და დაცვა; ე) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიშის მომზადება ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ვ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილის დაცვა და საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული საგნების შენახვა; ზ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე ინსტრუქტაჟის ჩატარება; კ) მოკვლეული მასალების განზოგადება და ანალიზი; ლ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მიზეზების დასადგენად აუცილებელი მოკვლევებისა და ტესტირების ჩატარებაზე დროული გადაწყვეტილების მიღება; მ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის გარემოებების, მიზეზებისა და რეკომენდაციების განხილვა. გ) მოკვლევის ჩატარების დროს მოიწვიოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და გამოიყენოს მათი ტექნიკური საშუალებები; დ) ლაბორატორიულ მოკვლევებზე გააგზავნოს მასალები, ცალკეული ნაწილები, აგრეგატები, გემის აგებულების ელემენტები და შესაბამისი საბუთები, აგრეთვე გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტები; ე) გემთმფლობელისა და საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ჩასატარებლად აუცილებელი მასალები და საბუთები; ვ) იმოქმედოს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტოს სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 22 ნოემბრის №1-1/1897 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 9🔗. მოწვეული სპეციალისტის ძირითადი ვალდებულებები და უფლებები 1. მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია გაუწიოს მომკვლევს კვალიფიციური დახმარება საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცესში წამოჭრილი საკითხების მოკვლევში, აგრეთვე შეასრულოს მითითებები საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის საკითხებზე. 2. მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია: ა) ჩაატაროს საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული საგნების, მასალებისა და საბუთების სრული და ობიექტური მოკვლევა; ბ) გასცეს დასაბუთებული წერილობითი დასკვნა /მომკვლევის მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე და შესაბამისად გააფორმოს იგი; გ) დასკვნის გასაცემად, მომკვლევის თანხმობით, გაეცნოს საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებულ საგნებს, მასალებსა და საბუთებს; დ) მომკვლევს შესთავაზოს გემის კვანძების, ნაწილებისა და საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა საგნების მოკვლევის წინადადებები, მიზნის მითითებით. მუხლი 10🔗. ეკიპაჟის წევრებისგან მტკიცებულებების გამოთხოვა და კონფიდენციალურობის პრინციპი 1. თუ მომკვლევი, გემის კაპიტანი/გემთმფლობელი მოითხოვს ეკიპაჟის წევრებისგან მტკიცებულებების წარდგენას, მტკიცებულება წარდგენილი უნდა იქნეს პირველივე შესაძლებლობისთანავე. ეკიპაჟის წევრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაბრუნდეს გემზე დაყოვნების გარეშე. 2. მტკიცებულების წარმდგენი ეკიპაჟის წევრი უნდა იქნეს ინფორმირებული მოკვლევის შესახებ. ასევე მას უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს იურიდიული კონსულტაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს დუმილის უფლება, უფლება არ მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება და ასევე უფლება, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ. 3. მომკვლევმა უნდა უზრუნველყოს მოკვლევის პროცესში მიღებული შემდეგი ინფორმაციის კონფიდენციალურობა: ა) ნებისმიერი მოწმის ჩვენება ან განცხადება, ანგარიშები და მოკვლევის პროცესში გაკეთებული ან მომკვლევის მიერ მიღებული ჩანაწერები; ბ) მოკვლევის პროცესთან მიმართებაში იმ პირების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, რომელთაც მომკვლევს მიაწოდეს აღნიშნული საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული მასალები; გ) საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ ისეთი სახის ინფორმაციები, რომლებიც განსაკუთრებულად პირად ხასიათას ატარებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცნობების ჩათვლით. თავი III საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ვალდებულება და პროცედურები მუხლი 11🔗. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის წინასწარი შეფასება 1. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შემთხვევაში, მომკვლევი ატარებს გარემოებათა წინასწარ შეფასებას წარიმართოს თუ არა მოკვლევა. იმ შემთხვევაში თუ მომკვლევი მიიღებს გადაწყვეტილებას არ წარმართოს მოკვლევა, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ოქმის სახით, შეტყობინებულ იქნას ყველა დაინტერესებული მხარისათვის და შენახული ბიუროში განსაზღვრული წესით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მომკვლევმა უნდა გაითვალისწინოს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის სერიოზულობა, გემის ტიპი ან/და ტვირთი, რომლითაც დატვირთული იყო გემი, აგრეთვე მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობა და მომავალში მსგავსი საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობა. მუხლი 12🔗. თანამშრომლობა საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევისას მოკვლევის მიზნისა და პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე მომკვლევი თანამშრომლობს სხვა არსებითად დაინტერესებული სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, წინამდებარე წესების მიზნის მისაღწევად და მომავალი საზღვაო ინციდენტების/შემთხვევების პრევენციისათვის. მუხლი 13🔗. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცედურები 1. მოკვლევა უნდა დაიწყოს  დაუყოვნებლივ საზღვაო ინციდენტის/ შემთხვევის შემდეგ, როგორც კი მოკვლევა შესრულებადი გახდება   ან შემთხვევიდან არაუგვიანეს 2 თვეში. 2. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცედურები მოიცავს: ა) გადაწყვეტილების მიღება მოკვლევის დაწყების შესახებ; ბ) ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს; ბ) საჭირო მოკვლევ(ებ)ის ჩატარებას; გ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მიზეზ(ებ)ის დადგენას; დ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიშის შედგენას; ე) ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავებას და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შედეგების გარჩევას. მუხლი 14🔗. შეტყობინების ვალდებულება 1. ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გემთმფლობელი, საკლასიფიკაციო საზოგადოება, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან გაუწიონ მომკვლევს ყოველგვარი დახმარება, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მომკვლევს მათ ხელთ არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მისი მოთხოვნით ჩაატარონ საზღვაო ინციდენტის მოკვლევასთან დაკავშირებული სამუშაოები, აგრეთვე გამოუყონ მომკვლევს მათ განკარგულებაში არსებული საშუალებები და მიიღონ ზომები საზღვაო ინციდენტის ადგილის დასაცავად. 2. ნებისმიერი საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შესახებ ბიუროსათვის პირველადი შეტყობინების გაგზავნა ხორციელდება წინამდებარე წესების მე-4 დანართის შესაბამისად. მუხლი 15🔗. გემის კაპიტნის ვალდებულებები საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის დროს 1. ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის კაპიტანი, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ვალდებულია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) აცნობოს მომხდარის შესახებ გემთმფლობელს, გემის მზღვეველს, გემის დროშის სახელმწიფოს და ბიუროს, აგრეთვე, საქართველოს შესაბამის საკონსულოს; ბ) გამოაცხადოს საზღვაო პროტესტი საზღვაო კოდექსით დადგენილი წესით, თუ ინციდენტი გემთმფლობელისათვის ქონებრივი მოთხოვნის წაყენების საფუძველს იძლევა; გ) უზრუნველყოს გემისა და მისი მექანიზმების ფრაგმენტების, მართვის პულტების, ინფორმაციის შემცველების, საბორტო თვითჩამწერების, ტვირთის, ბარგის, ფოსტისა და სხვა საგნების ხელშეუხებლობა; დ) უზრუნველყოს გემისა და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილის დაცვა; ე) მოიძიოს საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული მასალები; ვ) ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტებები საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მონაწილე პირებსა და თვითმხილველებს; ზ) შეადგინოს „ტექნიკური აქტი საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შესახებ“ ან მიმართოს შესაბამის საკლასიფიკაციო საზოგადოებას მის შესადგენად; თ) შეადგინოს  საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ტექნიკური ნახაზი ან მიმართოს საკლასიფიკაციო საზოგადოებას მის შესადგენად. ი) შეადგინოს გემის კაპიტნის ანგარიში „საზღვაო უბედური შემთხვევებისა და საზღვაო ინციდენტების უსაფრთხოების მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის კოდექსის“ – დანართის და ამ წესების  დანართი 2-ის შესაბამისად. 2. მომკვლევის მოთხოვნით, გემის კაპიტანი მას დამატებით წარუდგენს: ა) გემის საბორტო თვითჩამწერების ლენტებს, მათი გაშიფვრის მასალებს, საზღვაო რუკას გაყვანილი გეზით, მანევრირების სქემას, რადიოლოკაციურ პლანშეტებს, სამანევრო მახასიათებლების ცხრილებს, რადიოლოკატორების ჩრდილოვანი სექტორების გრაფიკებს, დაზიანებათა სქემებსა და ნახაზებს; ბ) მყვინთავის მიერ ჩატარებული დათვალიერების, დოკში ჩატარებული დათვალიერების ან/და სურვეერული დათვალიერების ოქმებს; გ) გემის დაზიანებათა ფოტოსურათებსა და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას; დ) ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის ზედამხედველი საკლასიფიკაციო საზოგადოების აქტებს; ე) გემის ჟურნალის და სამანქანე ჟურნალის ასლებს. ვ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევისათვის საჭირო სხვა დოკუმენტურ მასალასა და ინფორმაციას. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება გემთმფლობელს, ხოლო ორი ეგზემპლარი წარედგინება მომკვლევს. 4. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით გემის კაპიტანს არ შეუძლია ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება, მაშინ მათ ახორციელებს გემის კაპიტნის თანაშემწე. მუხლი 16🔗. გემთმფლობელის ვალდებულებები შიდა მოკვლევის წარმოებისას 1. ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის გემთმფლობელი ახორციელებს შიდა მოკვლევას, რისთვისაც: ა) მომხდარ საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებით ადასტურებს გემის კაპიტნის ანგარიშს და ამზადებს გემთმფლობელის ანგარიშს წინამდებარე წესების დანართი 2-ის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოფს გემის საბორტო თვითჩამწერების ლენტების, რადიოლოკატორების ინდიკატორებიდან გადაღებული ფოტოსურათების, გემ(ებ)ის მოძრაობის გრაფიკების, რადიოკავშირისა და რადიოტექნიკური საშუალებების სამუშაო დროის აღრიცხვის ჟურნალების, ეკიპაჟის წევრების მეზღვაურის წიგნაკების და დიპლომების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების, გემის, ძრავ(ებ)ის, აგრეგატების ფორმულარებისა და მათი ხარვეზების უწყისების, ტექნიკური მომსახურების განწესების, გემის ნაოსნობისათვის მოსამზადებლად ან ზღვაში გასვლის წინ გაუმართაობის აღმოსაფხვრელად გამოყენებული ხელსაწყო-იარაღების და საკონტროლო აპარატურის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების, აგრეთვე ნაოსნობის რაიონში მეტეოროლოგიური პირობების ამსახველი საბუთების ამოღებასა და დალუქვას; გ) წარუდგენს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს მომკვლევს. 2. გემთმფლობელი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები ამგვარი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით და ასახოს იგი გემთმფლობელის ანგარიშში. მუხლი 17🔗. მომკვლევის მოქმედებები საზღვაო ინციდენტი/ შემთხვევის მოკვლევის წარმოებისას 1. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის წარმოებისას, მომკვლევი: ა) ადგენს ინციდენტში/შემთხვევაში მონაწილე გემისა და მისი ეკიპაჟის წევრების მონაცემებს, ეცნობა საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილს, აფასებს გემის კაპიტნისა და გემთმფლობელის მიერ ამ წესების მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებების ხარისხს, და, საჭიროების შემთხვევაში, ღებულობს დამატებით ზომებს; ბ) ამოწმებს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მდგომარეობას, საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილის, გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტებისა და გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეუხებლობას და დაცვას, აგრეთვე გემის საბორტო თვითჩამწერების ამოღებასა და დაცვას; გ) ადგენს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილის დათვალიერების აქტს, სადაც აისახება გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტების მდებარეობა, გემის ძირითადი ნაწილების მიმართ გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მდებარეობა და საერთო მდგომარეობა; დ) ფოტო ან ვიდეო გადაღების საშუალებით აფიქსირებს გემის ხელსაწყოების მონაცემებს, გადამრთველების, ამომრთველების, სამართი ბერკეტების მდებარეობას, ამასთან, შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოფს გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტების დაუშლელობასა და დაუზიანებლობას; ე) უზრუნველყოფს გემის ეკიპაჟის წევრების ორგანიზმში ალკოჰოლის ან ფსიქოტროპული საშუალებების შემცველობის დადგენას, იღებს ეკიპაჟის ყველა წევრის წერილობით ახსნა-განმარტებებს; ვ) დოკუმენტურად (ფოტო ან ვიდეოგადაღება, სქემის შედგენა) აღნუსხავს იმ საგნებს/ნიშნებს, რომლებიც გარემოს ზემოქმედებით შეიძლება განადგურდეს (ყინულის ფენა, ჭვარტლი გემის ზედაპირზე, გემის მოძრაობის დამახასიათებელი კვალი და ა.შ.); ზ) ადგენს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილის წინასწარ ესკიზს; თ) შესაბამისი სამსახურებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის სავარაუდო მომენტისათვის არსებული ამინდის შესახებ; ი) საჭიროებისამებრ აღნუსხავს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის რაიონში მომუშავე სხვა გემ(ებ)ის სახელწოდებას და იღებს აუცილებელ ზომებს საბორტო თვითჩამწერების ინფორმაციის შესანახად. 2. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში დაშვებული პირი უფლებამოსილია აწარმოოს მოკვლევასთან დაკავშირებული მოქმედებები უშუალოდ საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ მომკვლევის თანხმობით. 3. ინციდენტში/შემთხვევაში მონაწილე გემის ნაოსნობასთან დაკავშირებული საბორტო თვითჩამწერები, გემის საბუთები და ტექნიკური დოკუმენტაცია ინახება ბიუროში და გაიცემა/გამოიყენება ბიუროს თანხმობით. 4. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შედეგად მომკვლევმა უნდა დაადგინოს: ა) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის დროს არსებული პირობები და გარემოებები; ბ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის კატეგორია, საზღვაო ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და შედეგები; გ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მონაწილე პირების ქმედებათა მართლზომიერება; დ) ის პირები, რომელთა ქმედებამ ან უმოქმედობამ გამოიწვია საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა ან ხელი შეუწყო მის გამოწვევას. მუხლი 18🔗. მომკვლევისა და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში მოწვეული სპეციალისტის ძირითადი უფლებამოსილებები მოკვლევის წარმოებისას 1. მომკვლევს და მის მიერ საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში დაშვებულ პირს, შესაბამისი უფლებამოსილების არსებობისას და სათანადო საბუთის წარდგენისას, ამ წესების II თავით განსაზღვრულის გარდა, უფლება აქვს: ა) მივიდეს იმ ადგილზე, სადაც მოხდა საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა ან განთავსებულია გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტები და განახორციელოს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევისთვის მოკვლევისათვის აუცილებელი მოქმედებები; ბ) დაათვალიეროს და შეამოწმოს ინციდენტში/შემთხვევაში  ჩართული გემი, მისი შემადგენელი ნაწილები, აგრეთვე გემზე არსებული ან საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული სხვა საგნები, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევისათვის; გ) გამოკითხოს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის  თვითმხილველები, აგრეთვე ის პირები, რომელთაც საზღვაო ინციდენტთან აქვთ ან შეიძლება ჰქონდეთ რაიმე კავშირი, ამასთან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ მომკვლევს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შედეგად დაღუპულთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის ასლები, აგრეთვე მოითხოვოს გვამების გაკვეთა ან ნებისმიერი სხვა მოკვლევის ჩატარება; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოქმედებები ისე უნდა იქნეს განხორციელებული, რომ ხელი არ შეეშალოს სატრანსპორტო პროცესს და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შენარჩუნებულ იქნეს საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა საგანი, საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ამოცანების შესაბამისად. 3. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოწვეულ სპეციალისტის მომკვლევის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს: ა) საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებასა და გაანალიზებაში; ბ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის მიზნით განხორციელებულ ექსპერიმენტებში; გ) მიზეზების დადგენის, ანგარიშის განხილვის და რეკომენდაციების ჩამოსაყალიბებლად გამართულ სხდომებში. მუხლი 19🔗. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ხელშეწყობა 1. ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის გემთმფლობელი ვალდებულია ითანამშრომლოს მომკვლევთან, გაუწიოს დახმარება და შეუქმნას შესაბამისი სამუშაო/დასვენების პირობები. 2. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის დოკუმენტების შენახვას, გამრავლებასა და დაგზავნას ახორციელებს ბიურო. ამ პუნქტით გათვალისწინებული გავრცელება და შენახვა, ბიუროს შეუძლია განახორციელოს ელექტრონული ფორმით. თავი IV საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიში მუხლი 20🔗. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიში 1. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შედეგად მომკვლევი ამზადებს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიშს (დანართი 3) (შემდგომში – მოკვლევის ანგარიში). 2. მოკვლევის ანგარიშში აისახება საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის: ა)  კატეგორია; ბ) დრო და ადგილი; გ) თანმდევი გარემოებები; დ) გამომწვევი მიზეზები; ე) პრევენციული ზომები. 3. მოკვლევის ანგარიში სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს: ა) გემის, გემთმფლობელისა და მისი ზედამხედველი საკლასიფიკაციო საზოგადოების მონაცემებს; ბ) საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებით მოძიებული მასალების აღწერას; გ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის გამომწვევი მიზეზ(ებ)ის დეტალურ აღწერასა და მათ ანალიზს, როგორც მექანიკური, ასევე ადამიანის ფაქტორების გათვალისწინებით; დ) უსაფრთხოების რეკომენდაციებს ამგვარი საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის  თავიდან აცილების შესახებ. 4. მომკვლევმა უნდა უზრუნველჰყოს ყველა სახის ჩანაწერის და თვითმხილველთა განცხადებების დაცვა გამოქვეყნებისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. მოკვლევის ანგარიშს ხელს აწერს მომკვლევი. 6. მოწვეული ექსპერტი ვალდებულია მოკვლევის ანგარიშს დანართის სახით დაურთოს თავისი მოსაზრება. თუ მოწვეული ექპსერტი არ ეთანხმება მოკვლევის შინაარს, ვალდებულია ანგარიშს დაურთოს დასაბუთებული განსხვავებული  მოსაზრება. ექსპერტის მოსაზრება წარმოადგენს მოკვლევის ანგარიშის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 21🔗. მოკვლევის ანგარიშის გამოქვეყნების ვადა 1. მომკვლევი მოკვლევის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, საზღვაო ინციდენტის/შემთხვევიდან 12 თვის განმავლობაში. 2. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება  შეუძლებელია 12 თვის განმავლობაში, მოკვლევი  ვალდებულია გააკეთოს შუალედური ანგარიში საზღვაო ინციდენტის/შემთხვევიდან ყოველი წლის თავზე, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული მოკვლევის მიმდინარეობა და უსაფრთხოების საკითხები. მუხლი 22🔗. მოკვლევის ანგარიშის დაგზავნა 1. მოკვლევის ანგარიში სავალდებულოდ ეგზავნება: ა) საზღვაო ინციდენტის მოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს; ბ) გემთმფლობელს; გ) გემის ზედამხედველ საკლასიფიკაციო საზოგადოებას; დ) საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შემთხვევაში აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ანგარიში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას შეიძლება გაეგზავნოს სხვა შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულმა შეიძლება ხელი შეუწყოს საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით ეფექტური პრევენციული მეთოდების დანერგვას. 3. მოკვლევის ანგარიში ეგზავნებათ გამოძიების ჩამტარებელ საგამოძიებო ორგანოებს მათ მიერ მოთხოვნის წერილობით წარმოდგენის  შემთხვევაში. მუხლი 23🔗. საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის განახლება საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა შესაძლებელია განახლდეს თუ დაინტერესებული მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება, რომელსაც შეუძლია ძირეულად შეცვალოს ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანალიზი და საზღვაო ინციდენტზე/შემთხვევაზე მომკვლევის მიერ შექმნილი ანგარიში. მუხლი 24🔗. საზღვაო ინციდენტების/შემთხვევების აღრიცხვა და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის მასალების შენახვა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან საქართველოს შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თითოეულ საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული მასალები და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიში ინახება ბიუროში, მის მიერ წარმოებულ საზღვაო ინციდენტების უწყებრივ რეესტრში, 10 წლის განმავლობაში.