„საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“ დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/496
სარეგისტრაციო კოდი
310020000.22.024.016886
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/496

2024 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“ დამტკიცების თაობაზე


მუხლი 1
1. დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საზღვაო ინციდენტების/ შემთხვევების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის  №1-1/183 ბრძანება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

„საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“

თავი I

საერთო დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე „საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“ (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO-ს მიერ ინიცირებულ მოთხოვნებს, რომლებიც ნებისმიერ საზღვაო ქვეყანას ავალდებულებს, ჩაატაროს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, საზღვაო პორტებში, შიდა სახმელეთო წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიურ ზონაში, აგრეთვე საერთაშორისო წყლებში საქართველოს დროშით მცურავ საზღვაო ტრანსპორტზე მომხდარი ინციდენტების/შემთხვევების დამოუკიდებელი კვალიფიციური მოკვლევა.

2. ამ წესის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტი დადგენილია - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2008 წლის 16 მაისის MSC.255(84) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევებისა და საზღვაო ინციდენტების უსაფრთხოების მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის კოდექსის (უბედური შემთხვევების მოკვლევის კოდექსი) (შემდგომში შემთხვევების მოკვლევის კოდექსი), აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2007 წლის 29 ნოემბრის A.996(25) რეზოლუციის დანართის „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სავალდებულო ინსტრუმენტების იმპლემენტაციის კოდექსის“ (შემდგომში - A.996(25) რეზოლუციის დანართი), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის 10 დეკემბრის საერთაშორისო საზღვაო კონვენციის მე-2 მუხლის, ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის 1 ნოემბრის კონვენციის I/21 წესის შესაბამისად (SOLAS 74), 1966 წლის 5 აპრილის საერთაშორისო კონვენციის დატვირთვის ხაზების შესახებ (LL 1966) და საერთაშორისო კონვენციის გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (MARPOL 1973) იმ დებულებების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ სანაპირო სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საზღვაო ინციდენტების/ შემთხვევის მოკვლევის პროცესში; აგრეთვე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 1997 წლის A.849(20) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევისა და ინციდენტების მოკვლევის კოდექსის“ (შემდგომში რეზოლუცია A.849(20)), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 1997 წლის 27 ნოემბრის A.861(20) რეზოლუციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2004 წლის 17 მაისის რეზოლუციის MSC.163(78), რომელიც განსაზღვრავს „გემის საბორტო თვითჩამწერს” (Voyage Data Recorder) (შემდგომში MSC.163(78)), ევროპული პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის 2009/18/EC დირექტივის „საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ინციდენტების მოკვლევის ძირითადი პრინციპების საფუძველზე, საქართველოს საზღვაო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A.996(25) რეზოლუციისა და ევროპული პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის 2009/18/EC დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, თითოეული დროშის სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო ინციდენტის მოკვლევა კვალიფიციური მომკვლევის მიერ. აგრეთვე, თითოეული დროშის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური მომკვლევის მონაწილეობა ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში, მიუხედავად ინციდენტის ან შემთხვევის ადგილისა.

4. წინამდებარე წესები განსაზღვრავს საზღვაო შემთხვევას, საზღვაო ინციდენტს, შიდა სახმელეთო წყლებში მომხდარ შემთხვევებსა და მათ კატეგორიებს, სამსახურებრივი მოკვლევის (შემდგომში – საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა) პროცედურებს, გემის კაპიტნის, გემთმფლობელისა და შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატანტის ვალდებულებებს, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის დროს, მოკვლევის ვადებს და სხვა.

5. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის მიზანია მისი თანმდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება შემდგომში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

6. წინამდებარე წესების მიზნებისათვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომში-მოკვლევის ბიურო) წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტების/შემთხვევის მოსაკვლევად.

7. მოკვლევის ბიურო მოკვლევის ჩატარებისას არის ფუნქციურად დამოუკიდებელი, არ ხელმძღვანელობს არავის მითითებით და მოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით გააჩნია შეუზღუდავი უფლებამოსილება კანონმდებლობის ფარგლებში.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ამ წესების მოქმედება ვრცელდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე, განურჩევლად ინციდენტის/შემთხვევის ადგილისა;

ბ) უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელსაც ინციდენტი შეემთხვა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში, ასევე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ან ინციდენტის/შემთხვევის შედეგად ზიანი მიადგა გარემოს;

გ) უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, თუ საზღვაო ინციდენტი/შემთხვევა განხორციელდა საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ, თუ ამ გემის კაპიტანი, ან/და გემთმფლობელი, ან/და გემის დროშის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შესახებ წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოკვლევის ბიუროს და ეს უკანასკნელი თანხმობას განაცხადებს მოკვლევის ჩატარებაზე;

დ) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში, ასევე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, თუ ინციდენტის/შემთხვევის შედეგად ზიანი მიადგა საზღვაო გარემოს მცურავ დოკზე, სახელოსნოზე, პლატფორმაზე, სადგურსა და დებარკადერზე, რომელსაც საზღვაო ინციდენტი შეემთხვა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანის დროს.

ე) საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში მცურავ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებზე და წყალსაცავებზე ასრულებენ მგზავრთა გადაყვანას ან/და ტვირთის გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

2. ამ წესების მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სახელმწიფოს კუთვნილ გემებზე, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის, მათ შორის, სამხედრო გემებზე;

ბ) ბარჟაზე;

გ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საზღვაო პორტებში, შიდა სახმელეთო წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიურ ზონაში მცურავ საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდება ადამიანის კუნთის ძალით ან არამექანიკური გამწევი მექანიზმით, პრიმიტიულ ხის გემებზე, ზომამცირე გემებზე, საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად, იმ ზომამცირე გემების გარდა, რომლებსაც ჰყავთ ეკიპაჟი ან შეუძლიათ თორმეტზე მეტი მგზავრის გადაყვანა კომერციული მიზნებისათვის;

დ) თევზსაჭერ/თევზსარეწ გემებზე, რომლთა სიგრძე 15 მეტრზე ნაკლებია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ მცურავ საშუალებებზე მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საზღვაო ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებას და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შიდა მოკვლევას (შემდგომში – შიდა მოკვლევა) აწარმოებს ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის კაპიტანი ან/და გემთმფლობელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მეთვალყურეობას ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი ახორციელებს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის დროს ინციდენტში ჩართული გემის ნავსადგურიდან გასვლამდე და შემდგომში მოკვლევის ბიუროში გადაცემაზე.

6. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა არ ცვლის მასთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას.

მუხლი 3. ტერმინებისა და ცნებების განმარტება

1. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 1997 წლის 27 ნოემბრის A.849(20) რეზოლუციის დანართის „საზღვაო შემთხვევისა და საზღვაო ინციდენტების მოკვლევის კოდექსი“-ის, ცირკულარის MSC-MEPC.3/Circ.3), ცვლილებათა გათვალისწინებით, ასევე ევროპის საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის 2009/18/EC დირექტივის მოთხოვნების, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საზღვაო შემთხვევა - ნიშნავს მოვლენას, ან მოვლენათა თანხვედრას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საზღვაო გარემოში და გამოიწვია ადამიანის სერიოზული დაზიანება, ან ფატალური შედეგი; ადამიანის დაკარგვა გემიდან; გემის დაკარგვა ან დატოვება; გემის მატერიალური ზიანი; გემის მელზე დაჯდომა, ექპლუატაციიდან გამოსვლა ან შეჯახებაში მონაწილეობა; საზღვაო ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა გემებს ან ადამიანებს; ბუნებრივი გარემოს პოტენციური ან რეალური დაზიანება, გამოწვეული გემზე მიყენებული დაზიანებით.

საზღვაო შემთხვევა არ ნიშნავს მიზანმიმართულ ქმედებას ან უმოქმედობას, გემის, ბუნებრივი გარემოს ან ინდივიდის უსაფრთხოების ეჭვქვეშ ჩაგდების მიზნით.

ბ) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს (სიმძიმის მიხედვით): ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, სერიოზული საზღვაო შემთხვევა, ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა და საზღვაო ინციდენტი;

ბ.ა) ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა - ნიშნავს საზღვაო შემთხვევას, რომელიც დასრულდა გემის სრული დაკარგვით, სიკვდილით ან ბუნებრივი გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანებით;

ბ.ბ) სერიოზული საზღვაო შემთხვევა - არის შემთხვევა, რომელიც არ კლასიფიცირდება, როგორც ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა და მოიცავს ხანძარს, აფეთქებას, შეჯახებას, მელზე დაჯდომას, შეხებას, უამინდობით გამოწვეულ დაზიანებას, ყინულთან კონტაქტით გამოწვეულ დაზიანებას, კორპუსის ბზარებს ან კორპუსის სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას და ა.შ.

- რაც, თავის მხრივ, იწვევს გემის ძირითადი ძრავების გათიშვას, ეკიპაჟისა და მგზავრების საცხოვრებელი ნაწილის სერიოზულ დაზიანებას, გემის კორპუსის სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას და მისი მთლიანობის რღვევას და ა.შ.,

- რაც გემის შემგომ გადაადგილებას შეუძლებელს ხდის; გარემოს დაბინძურება (მიუხედავად ზღვაში ჩაღვრილი ნივთიერებების რაოდენობისა); შემთხვევა, რომელის დროსაც გემს ესაჭიროება ბუქსირება ან დახმარება სანაპიროდან.

ბ.გ) ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა - არის შემთხვევა, რომელიც არ მიეკუთვნება ძალიან სერიოზულ ან სერიოზულ საზღვაო შემთხვევებს.

ბ.დ) საზღვაო ინციდენტი - ნიშნავს მოვლენას ან მოვლენათა თანხვედრას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ არის კლასიფიცირებული, როგორც საზღვაო შემთხვევა, მაინც მოქმედებს საზღვაო უსაფრთხოებაზე. ინციდენტი შეიძლება მოიცავდეს ტექნიკურ გაუმართაობას, აღჭურვილობის გაუმართაობას ან ნაოსნობის სირთულეებს, რამაც შეიძლება პოტენციურად შეაფერხოს ან საფრთხე შეუქმნას გემს, გემზე მყოფ პირებს ან ბუნებრივ გარემოს, მაგრამ აუცილებლად არ გამოიწვიოს დაზიანება ან სერიოზული ზარალი.

გ) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებაზე მომხდარი შემთხვევები (შემდგომში-შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევა) შეიძლება კლასიფიცირდეს (სიმძიმის მიხედვით) შემდეგნაირად: შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევა, სერიოზული შემთხვევა, ინციდენტი.

გ.ა) შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევა - ნებისმიერი მოვლენა, რომელიც იწვევს: ადამიანის სიკვდილს ან მძიმე დაზიანებას; შემთხვევაში მონაწილე გემის ან სხვა ქონების მნიშვნელოვან დაზიანებას; ინფრასტრუქტურის ან გარემოს მნიშვნელოვან დაზიანებას; ასევე ნებისმიერი მოვლენა, რომელმაც სერიოზული გავლენა იქონია უსაფრთხოებაზე, როგორიცაა შეჯახება, ჩაძირვა ან/და სხვა სახიფათო სიტუაცია, რამაც გამოიწვია გემის ან ადამიანის დაზიანება;

გ.ბ) სერიოზული შემთხვევა - მოვლენა, რომლის დროსაც: დაიღუპა ერთი ან სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო სულ მცირე ხუთმა ადამიანმა; გემის ინფრასტრუქტურის ან გარემოს დაზიანება აჭარბებს 2 მილიონ ლარს. ეს განმარტება ემთხვევა მსგავს შემთხვევებს ტრანსპორტის სხვა სექტორებში და ხაზს უსვამს მოვლენის სიმძიმეს ადამიანზე ზემოქმედების ან მატერიალური ზიანის თვალსაზრისით.

გ.გ) ინციდენტი - ნებისმიერ მოვლენა, რომელიც არ კლასიფიცირდება შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევად ან სერიოზულ შემთხვევად, თუმცა გავლენას ახდენს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე. ინციდენტი შეიძლება მოიცავდეს ტექნიკურ გაუმართაობას, აღჭურვილობის გაუმართაობას ან ნაოსნობის სირთულეებს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოებას.

დ) გამომწვევი ფაქტორი ნიშნავს ქმედებას, უმოქმედობას, მოვლენას ან მდგომარეობას, რომლის გარეშეც საზღვაო შემთხვევა ან ინციდენტი არ მოხდებოდა; ან ზემოთხსენებულ შემთხვევებს არასაიმედო დამაზარალებელი შედეგები არ მოყვებოდა, ან არ ექნებოდა სერიოზული ხასიათი;

ე) რეკომენდაცია უსაფრთხოების შესახებ - ნიშნავს ნებისმიერი სახის შეთავაზებას, რეგისტრაციის მიზნისა და კონტროლის ჩათვლით, რომელიც გაცემულია: მომკვლევი სახელმწიფოს, ან მოკვლევის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მიერ, მოკვლევისას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ან მომკვლევის მიერ, რომელიც მოქმედებს ინფორმაციის ანალიზისა და მოკვლევის შედეგების შესაბამისად;

ვ) მოკვლევა - ნიშნავს საზღვაო და სახმელეთო წყლების შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის პროცესს, მომავალში მსგავსი სახის ინციდენტების/შემთხვევების პრევენციის მიზნით. მოკვლევა ითვალისწინებს ყველა სახის ფაქტების შეგროვებასა და ანალიზს, მომხდარი ინციდენტის/შემთხვევის გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიკაციას და შედეგად, შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციების გაცემას.

ზ) მომკვლევი ორგანო/ადმინისტრაცია - ნიშნავს ნებისმიერი სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ ორგანოს, რომელიც ახორციელებს მოკვლევას ამ წესების თანახმად. საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო.

თ) მომკვლევი სახელმწიფო - ნიშნავს დროშის სახელწიფოს, სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა გაერთიანებას, რომლებიც იღებენ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ჩატარების ვალდებულებას, ამ წესების შესაბამისი შეთანხმების თანახმად;

ი) მოკვლევის ხელმძღვანელი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც მოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ხელმძღვანელობს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევას;

კ) მოწვეული სპეციალისტი - შესაბამისი კომპეტენციის/კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც მომკვლევს უწევს კომპეტენტურ/კვალიფიციურ დახმარებას საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცესში და რომლის მოწვევაზეც გადაწყვეტილებას იღებს ბიურო საჭიროებისამებრ;

ლ) დაინტერესებული მხარე - ორგანიზაცია ან პირი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ინტერესი, უფლება ან ლეგიტიმური მოლოდინი ინციდენტის ან/და შემთხვევის მოკვლევის შედეგისადმი;

მ) მოკვლევის ანგარიში - მომკვლევის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

  • ინციდენტის/შემთხვევის მოკლე აღწერას, იმაზე მითითებით, გამოიწვია თუ არა ამ ინციდენტმა/შემთხვევამ ადამიანის დაღუპვა, სხეულის დაზიანება ან/და გარემოს დაბინძურება;

  • დროშის სახელმწიფოს, გემთმფლობელის, ოპერატორის, საკლასიფიკაციო საზოგადოების შესახებ მონაცემებს;

  • გემის საერთო მოცულობისა და ძრავის შესახებ ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას ეკიპაჟის შემადგენლობისა და მათი სტაჟის შესახებ;

  • ინციდენტის ან შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დეტალურ აღწერას;

  • ანალიზს და კომენტარს მომხდარის გამომწვევი მიზეზების შესახებ, როგორც ადამიანური, ისე მექანიკური და ორგანიზაციული ფაქტორების გათვალისწინებით;

  • მსჯელობა მომკვლევის მიერ აღმოჩენილ ფაქტორებზე, უსაფრთხოების საკითხების განსაზღვრა და მომკვლევის დასკვნა;

  • რეკომენდაციები, მსგავსი სახის შემთხვევების და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად მომავალში.

ნ) ტექნიკური აქტი საზღვაო ინციდენტის შესახებ – დოკუმენტი, რომელშიც გემის კაპიტანი ან/და საკლასიფიკაციო საზოგადოება დეტალურად აღწერს გემის/მისი მექანიზმების ტექნიკურ მდგომარეობას საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შემდეგ;

ო) არსებითად დაინტერესებული სახელმწიფო - ნიშნავს სახელმწიფოს რომელიც:

  • წარმოადგეს შემთხვევაში ან ინციდენტში ჩართული გემის დროშის სახელმწიფოს;

  • შემთხვევაში ან ინციდენტში ჩართული სანაპირო სახელმწიფო;

  • სახელმწიფო რომლის ბუნებრივი გარემო, ინციდენტის ან შემთხვევის შედეგად მნიშვნელოვნად იქნა დაზიანებული (ბუნებრივი გარემო მოიცავს სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიას რომელიც აღიარებულია საერთაშორისო კანონებით);

  • რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ხელოვნურ კუნძულებზე ან სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე ზღვაში და რომელთა მიმართაც საზღვაო ინციდენტმა/შემთხვევამ გამოიწვია სერიოზული ზიანი;

  • რომლის მოქალაქე დაიღუპა ან მიიღო სხეულის სერიოზული დაზიანება მომხდარი შემთხვევის შედეგად;

  • რომელიც ფლობს გარკვეული სახის ინფორმაციას, რასაც მომკვლევი სახელმწიფო ჩათვლის სასარგებლო ინფორმაციად ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის სწორად განსახორციელებლად;

  • რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ინციდენტის/შემთხვევის რაიონში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

  • რომელიც სხვა მიზეზით განაცხადებს თავის დაინტერესებას მოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად და მოკვლევის ხელმძღვანელი სახელმწიფო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ დაინტერესებას;

პ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი − ტრანსპორტის სფერო, რომელიც მოიცავს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას ან/და ტვირთის გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

ჟ) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებები − მცურავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადაადგილდება“.

რ) მატერიალური ზარალი - საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევასთან მიმართებაში ნიშნავს დაზიანებას, რომელიც: მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინფრასტრუქტურის ან გემის კონსტრუქციულ მთლიანობას, საექსპლუატაციო თვისებებსა და პოტენციალს; მოითხოვს მნიშვნელოვანი კომპონენტების გამოცვლას ან შეკეთებას; ნიშნავს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინფრასტრუქტურის ან გემის განადგურებას;

ს) სხეულის სერიოზული დაზიანება – შემთხვევის/ინციდენტის დროს ადამიანის მიერ მიღებული სხეულის დაზიანება, როდესაც დაზიანების მიღებიდან 7 დღის განმავლობაში პიროვნება 72 საათზე მეტი დროით შრომისუუნარო გახდა;

ტ) ადამიანის დაღუპვა- შემთხვევა როდესად დაიღუპა ადამიანი, შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებით, დაუყოვნებლივ ან მომდევნო 30 დღის განმავლობაში.

უ) გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანება – გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანება, რომლის დაზიანების ხარისხსაც (დონეს), განსაზღვრავს ის სახელმწიფო, რომელსაც მიადგა ასეთი ზიანი

ფ) სანაპირო წყლები – ნაპირის ხაზიდან ზღვის მიმართულებით ერთი საზღვაო მილის მანძილზე არსებული წყლები;

ქ) ნაოსნობის გლობალური ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემა (GISIS)- Global integrated Shipping Information System - საზღვაო შემთხვევის მოკვლევის ქვეყანა ვალდებულია გააგზავნოს შეტყობინება GISIS-ში მომხდარი ,,ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის’’ და „სერიოზული საზღვაო შემთხვევის’’ შესახებ.

ღ) ევროპის საზღვაო შემთხვევათა საინფორმაციო პლატფორმა (EMCIP)- European Marine Casualty Information Platform - წევრი სახელმწიფო ვალდებულია გადააგზავნოს მომხდარი საზღვაო შემთხვევის ინფორმაცია EMCIP-ის ელექტრონულ ბაზაში, სადაც მონაცემები ინახება შემდგომი პრევენციისთვის და მოვლენათა ანალიზისთვის;

ყ) ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა(AIS)- Automatic Identification System- გემის სანავიგაციო საინფორმაციო სისტემა, რომელიც გემებს და ნაპირს ავტომატურ რეჟიმში აწვდის ისეთი სახის ინფორმაციას მცურავი გემის შესახებ, როგორიცაა: გემის სახელი და ტიპი, გემის მარშრუტის დეტალები, მასზე განთავსებული ტვირთის სახეობა, დანიშნულება და ა.შ.

შ) რეისის მონაცემთა ჩამწერი (VDR)- Voyage Data Recorder- გემის მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად იწერს და ინახავს ისეთი სახის ინფორმაციას, როგორიცაა: მონაცემები გემის გეოგრაფიული კოორდინატების შესახებ, ტრაექტორია, სიჩქარე, გარემოს პარამეტრები, მონაცემები გემის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, სანავიგაციო ხიდურზე მიმდინარე საუბრების აუდიო ჩანაწერები და ა.შ.

ჩ) ზომამცირე გემი - არის 7 (შვიდ) მეტრზე ნაკლები სიგრძის გემი, რომელიც განკუთვნილია დასვენება - გართობისათვის, ბიზნეს და სამეურნეო საქმიანობისათვის, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისათვის, მიუხედავად გემის ტიპისა, წარმოშობისა და ნაოსნობის რაიონისა.

ძ) დებარკადერი – გემის დგომისათვის საგანგებოდ აღჭურვილი მცურავი საშუალება;

მუხლი 4. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტების/შემთხვევის კატეგორიები

  1. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტი/შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია ორი ან მეტი გემის შეჯახებით, გამოიკვლევა როგორც ერთი ინციდენტი/შემთხვევა, ხოლო მისი სახეობა და კატეგორია განისაზღვრება ცალ-ცალკე თითოეული გემისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შედეგი ფორმდება ერთიანი მოკვლევის ანგარიშის სახით.

  2. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტების/შემთხვევების კატეგორიათა ცხრილი მოცემულია წინამდებარე წესების დანართ 1-ში.

მუხლი 5. მოკვლევის სტატუსი.

ა) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა წარმოადგენს დამოუკიდებელი მოკვლევის სახეს, რომელიც დამოუკიდებელია ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ან სხვა პარალელური გამოძიებისაგან, რომლებიც თავის მხრივ გამიზნულია პირის პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის ან ბრალეულობის დასადგენად;

ბ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ერთადერთი მიზანია, მომავალში მსგავსი შემთხვევის ან ინციდენტის თავიდან აცილება. მოკვლევის მიზანი არ არის ვინმეს ბრალეულობის წილის ან პასუხისმგებლობის დადგენა.

გ) არ არის თავიდან არიდებული, დროში გაწელილი ან გადადებული ამ მუხლის „ა“ პუნქტში მითითებული გამოძიების გამო.

მუხლი 6. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის სახელმწიფო

  1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში მომხდარ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტს/შემთხვევას იკვლევს საქართველო, როგორც მომკვლევი სახელმწიფო. ამასთან, თუ შემთხვევა/ინციდენტი შეემთხვა უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემს, მაშინ აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თხოვნით, ბიუროს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლია გადასცეს მას ინციდენტის მოკვლევის უფლებამოსილება.

2. თუ ამ წესების მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველო წარმოადგენს მოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს, მაშინ ბიურო ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში, მომკვლევ სახელმწიფოს აცნობოს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ბიურო ჩაერთოს მოკვლევის პროცესში და ინციდენტის ადგილზე გააგზავნის/ადგილზე დანიშნავს თუ არა თავის წარმომადგენელს, აგრეთვე, მიაწოდოს მას მის ხელთ არსებული ინფორმაცია გემის და გემის ეკიპაჟის წევრების თაობაზე.

3. თუ ინციდენტი/შემთხვევა გამოწვეულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი გემების შეჯახებით, მაშინ ამ ინციდენტის/ შემთხვევის მოკვლევას ხელმძღვანელობს შეჯახებაში მონაწილე გემის ერთ-ერთი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, მათი შეთანხმებით.

4. ამ წესების მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, მოკვლევაში, მისივე მოთხოვნით, ჩართული უნდა იქნეს მოკვლევით არსებითად დაინტერესებული სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო.

  1. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინციდენტის მოკვლევას ხელმძღვანელობს მომკვლევი , მაშინ იგი უზრუნველყოფს:

ა) მომხდარი ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის საერთო სტრატეგიის შემუშავებას;

ბ) აღნიშნული ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევით დაინტერესებულ სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და სხვა უფლებამოსილ პირებს შორის მოქმედებების კოორდინირებას;

გ) ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას;

დ) მოკვლევის მსვლელობისას მოპოვებული მასალების შენახვას და დაცულობას;

გ) ჩატარებული მოკვლევის ანგარიშის მომზადებას.

თავი II

საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მომკვლევი

მუხლი 7. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მომკვლევი

1. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მომკვლევი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო, რომელიც მოკვლევის ჩატარებისას არის ფუნქციურად დამოუკიდებელი და არ ხელმძღვანელობს არავის მითითებით.

მუხლი 8. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მომკვლევის ძირითადი ვალდებულებები და უფლებები

საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მომკვლევი, მოკვლევის ჩატარების დროს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ობიექტურად და სრულფასოვნად ჩატარება;

ბ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში მონაწილე ყველა პირის შეთანხმებული მოქმედება;

გ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება, შენახვა და დაცვა;

დ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიშის მომზადება ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის ადგილის დაცვა და ინციდენტთან დაკავშირებული საგნების შენახვა;

ვ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე ინსტრუქტაჟის ჩატარება;

ზ) მოკვლეული მასალების განზოგადება და ანალიზი;

თ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მიზეზების დასადგენად აუცილებელი მოკვლევებისა და ტესტირების ჩატარებაზე დროული გადაწყვეტილების მიღება;

ი) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის გარემოებების, მიზეზებისა და რეკომენდაციების განხილვა.

კ) მოკვლევის ჩატარების დროს მოიწვიოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და გამოიყენოს მათი ტექნიკური საშუალებები;

ლ) ლაბორატორიულ კვლევაზე გააგზავნოს მასალები, ცალკეული ნაწილები, აგრეგატები, გემის აგებულების ელემენტები და შესაბამისი საბუთები, აგრეთვე გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტები;

მ) გემთმფლობელის, ექსპლუატანტისა და საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს აღნიშნული ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ჩასატარებლად აუცილებელი მასალები და საბუთები;

ნ) იმოქმედოს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/588 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 9. მოწვეული სპეციალისტის ძირითადი ვალდებულებები და უფლებები

  1. მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია გაუწიოს მომკვლევს კვალიფიციური დახმარება საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცესში წამოჭრილი საკითხების მოკვლევაში, აგრეთვე შეასრულოს მითითებები საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის საკითხებზე.

  2. მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული საგნების, მასალებისა და საბუთების სრული და ობიექტური მოკვლევა;

ბ) გასცეს დასაბუთებული წერილობითი დასკვნა მომკვლევის მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე და შესაბამისად გააფორმოს იგი;

გ) დასკვნის გასაცემად, მომკვლევის თანხმობით, გაეცნოს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებულ საგნებს, მასალებსა და საბუთებს;

დ) მომკვლევს შესთავაზოს გემის კვანძების, ნაწილებისა და საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა საგნების მოკვლევის წინადადებები, მიზნის მითითებით.

მუხლი 10. ეკიპაჟის წევრებისგან მტკიცებულებების გამოთხოვა და კონფიდენციალურობის პრინციპი

1. თუ მომკვლევი, გემის კაპიტანი/გემთმფლობელი მოითხოვს ეკიპაჟის წევრებისგან მტკიცებულებების წარდგენას, მტკიცებულება წარდგენილი უნდა იქნეს პირველივე შესაძლებლობისთანავე. ეკიპაჟის წევრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაბრუნდეს გემზე დაყოვნების გარეშე.

2. მტკიცებულების წარმდგენი ეკიპაჟის წევრი უნდა იქნეს ინფორმირებული მოკვლევის შესახებ. ასევე მას უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს იურიდიული კონსულტაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს დუმილის უფლება, უფლება არ მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება და ასევე უფლება, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ.

3. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევისას მოკვლევის ბიუროს აქვს უფლება გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტს, მათ შორის გემის საბორტო ჟურნალს, ექსპერტთა მოსაზრებებს, საკვალიფიკაციო ორგანიზაციების მოსაზრებებს, აგრეთვე ელექტრონული სისტემების ჩანაწერთა ასლებს, როგორიცაა: რეისის მონაცემთა ჩამწერი(VDR) და ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა(AIS), აგრეთვე აუდიო და ვიდეო მასალები, რომლებიც ჩაითვლება მტკიცებულებებად.

4. მომკვლევმა უნდა უზრუნველყოს მოკვლევის პროცესში მიღებული შემდეგი ინფორმაციის კონფიდენციალურობა:

ა) ნებისმიერი მოწმის ჩვენება ან განცხადება, ანგარიშები და მოკვლევის პროცესში გაკეთებული ან მომკვლევის მიერ მიღებული ჩანაწერები;

ბ) მოკვლევის პროცესთან მიმართებაში იმ პირების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, რომელთაც მომკვლევს მიაწოდეს აღნიშნული საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული მასალები;

გ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ ისეთი სახის ინფორმაციები, რომლებიც განსაკუთრებულად პირად ხასიათს ატარებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცნობების ჩათვლით.

დ) ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ფოტოებს, აუდიო ჩანაწერებს, ვიდეო ჩანაწერებს, რეისის მონაცემთა ჩამწერის(VDR) ჩანაწერებს, (გარდა იმ გამონაკლისისა, როცა ისინი არიან მიმაგრებული ანგარიშს).

ე) ანგარიშის დასრულებამდე მოკვლევის ბიუროს შეუძლია გაასაჯაროვოს მხოლოდ ზოგადი ფაქტები მომხდარი საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევის/ინციდენტის შესახებ.

თავი III

საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ვალდებულება და პროცედურები

მუხლი 11. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის წინასწარი შეფასება

1. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტისას/შემთხვევისას, მომკვლევი ატარებს გარემოებათა წინასწარ შეფასებას წარიმართოს თუ არა მოკვლევა. იმ შემთხვევაში თუ მომკვლევი მიიღებს გადაწყვეტილებას არ წარმართოს მოკვლევა, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ოქმის სახით, შეტყობინებული იქნას ყველა დაინტერესებული მხარისათვის და შენახული ბიუროში განსაზღვრული წესით.

2. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევა/ინციდენტის შეტყობინების მიღების შემდეგ მოკვლევის ბიურო ახდენს ინციდენტის/შემთხვევის საწყის შეფასებას. სახელმწიფო გარემოს-დაცვითმა ორგანიზაციებმა უნდა განსაზღვროს მოხდა თუ არა ზღვის სერიოზული ეკოლოგიური დაბინძურება.

3. მოკვლევის ბიურო აუცილებლად იკვლევს შემთხვევებს, რომელთაც ადგილი ქონდათ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში და რომლებიც კვალიფიცირდებიან როგორც: ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, სერიოზული საზღვაო შემთხვევა, სახმელეთო წყლების შემთხვევა/სერიოზული შემთხვევა.

4. ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევებისას, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტებისას, მოკვლევის ბიურო აფასებს რამდენად მნიშვნელოვანია მოკვლევის ჩატარება, იღებს რა მხედველობაში მომხდარი შემთხვევის/ინციდენტის სიმძიმეს, გავლენას უსაფრთხოებაზე, გემ(ებ)ის ტიპს და ტვირთის მახასიათებლებს, შესაბამისად მოკვლევა ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის ბიურო მიიჩნევს საჭიროდ.

5. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება სერიოზული საზღვაო შემთხვევის მაღალი ალბათობა, იკვლევს საზღვაო გემის კაპიტანი ან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახური და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოკვლევის ბიურო, იღებს გადაწყვეტილებას, არ ჩაატაროს მოკვლევა, მას შეუძლია გადასცეს მოკვლევის ჩატარების უფლება ინციდენტის მონაწილე გემის მფლობელ კომპანიას, რომელმაც მოკვლევის დამთავრების შემდგომ მოკვლევის მიერ მიღებული მასალები უნდა გადასცეს მოკვლევის ბიუროს.

7. ამ მუხლის პუნქტებში მითითებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მომკვლევმა უნდა გაითვალისწინოს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის სერიოზულობა, გემის ტიპი ან/და ტვირთი, რომლითაც დატვირთული იყო გემი, აგრეთვე მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობა და მომავალში მსგავსი ინციდენტის/შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობა.

მუხლი 12. თანამშრომლობა საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევისას

1.მოკვლევის მიზნისა და პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე მომკვლევი თანამშრომლობს სხვა არსებითად დაინტერესებული სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან.

2. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტების/შემთხვევის მოკვლევისას ბიურომ უნდა ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან, რომლებიც ჩართული არიან აღნიშნული ინციდენტების მოკვლევაში, რათა მოკვლევის პროცესის ეფექტურობისთვის დროულად მოხდეს მოკვლევაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოს განსაზღვრა.

  1. მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელი იქნება მოკვლევის ჩატარებასა და დაინტერესებული სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან, როცა მიღწეული იქნება შეთანხმება მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

  2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული ქვეყნების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო გახდება მოცემული საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაზე პასუხისმგებელი მხარე:

ა) მოკვლევის ბიურომ მოკვლევის პროცესში უნდა ითანამშრომლოს დაინტერესებული სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან და მნიშვნელოვნად უნდა გაითვალისწინოს ასეთი ორგანოების აზრი;

ბ) ნებისმიერი საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ფარგლებში დაინტერესებული სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს გააჩნიათ ისეთივე უფლებები როგორიც მოკვლევის ბიუროს;

5. მოკვლევის ბიურო თანამშრომლობს მოკვლევაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოსთან და საჭიროების შემთხვევაში მოკვლევაში აქტიური მონაწილეობისათვის იყენებს ყველა არსებულ უფლებას, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რომელიც ნახსენებია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოკვლევის ბიურო არ გახდა მოკვლევაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო;

6. მოკვლევის ბიურო, დაინტერესებული სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია სხვა სახელმწიფოს მოკვლევის ბიუროს გადასცეს უფლებამოსილება წარმართოს მოცემული მოკვლევა ან მასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.

7. მოკვლევის ბიურო ვალდებულია გააგზავნოს შეტყობინება „GISIS-ში“ მომხდარი ,,ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის’’ და „სერიოზული საზღვაო შემთხვევის“ შესახებ.

მუხლი 13. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცედურები.

1. მოკვლევა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/ შემთხვევის შემდეგ, როგორც კი მოკვლევა შესრულებადი გახდება ან შემთხვევიდან არაუგვიანეს 2 თვეში.

2. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის პროცედურები მოიცავს:

ა) გადაწყვეტილების მიღება მოკვლევის დაწყების შესახებ;

ბ) ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს;

გ) საჭირო მოკვლევ(ებ)ის ჩატარებას;

დ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მიზეზ(ებ)ის დადგენას;

ე) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიშის შედგენას;

ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავებას და ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შედეგების გარჩევას.

მუხლი 14. შეტყობინების ვალდებულება

1. ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გემთმფლობელი, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატანტები, საკლასიფიკაციო საზოგადოება, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან გაუწიონ მომკვლევს ყოველგვარი დახმარება, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მომკვლევს მათ ხელთ არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მისი მოთხოვნით ჩაატარონ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის მოკვლევასთან დაკავშირებული სამუშაოები, აგრეთვე გამოუყონ მომკვლევს მათ განკარგულებაში არსებული საშუალებები და მიიღონ ზომები ინციდენტის ადგილის დასაცავად.

2. ნებისმიერი საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის შესახებ მოკვლევის ბიუროსათვის პირველადი შეტყობინების გაგზავნა ხორციელდება წინამდებარე წესების მე-4 დანართის შესაბამისად.

მუხლი 15. გემის კაპიტნის ვალდებულებები საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის დროს

1. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი გემის კაპიტანმა, საზღვაო კომპანიამ, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატანტმა, ასევე სხვა მხარეებმა რომლებიც გარკვეულ წილად დაკავშირებული არიან მომხდარ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან უნდა შეაგროვონ, შეინახონ და მოკვლევის ბიუროს წარუდგინონ ყველა ის მასალა (მაგალითად: ინფორმაციული სქემა კურსოგრაფიდან ან ძრავის რეჟიმთა მონაცემები, გემის ჟურნალის ჩანაწერები, VDR-ს ჩანაწერები), რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას მომხდარი ინციდენტის შესახებ.

2. ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის კაპიტანი, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ვალდებულია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) აცნობოს მომხდარის ინციდენტის/შემთხვევის შესახებ გემთმფლობელს, გემის მზღვეველს, გემის დროშის სახელმწიფოს, საქართველოს შესაბამის საკონსულოს და მოკვლევის ბიუროს;

ბ) გამოაცხადოს საზღვაო პროტესტი საზღვაო კოდექსით დადგენილი წესით, თუ ინციდენტი გემთმფლობელისათვის ქონებრივი მოთხოვნის წაყენების საფუძველს იძლევა;

გ) უზრუნველყოს გემისა და მისი მექანიზმების ფრაგმენტების, მართვის პულტების, ინფორმაციის შემცველების, საბორტო თვითჩამწერების, ტვირთის, ბარგის, ფოსტისა და სხვა საგნების ხელშეუხებლობა;

დ) უზრუნველყოს გემისა და საზღვაო ან შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის ადგილის დაცვა;

ე) მოიძიოს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული მასალები;

ვ) ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტებები საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მონაწილე პირებსა და თვითმხილველებს;

ზ) შეადგინოს „ტექნიკური აქტი საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შესახებ“ ან მიმართოს შესაბამის საკლასიფიკაციო საზოგადოებას მის შესადგენად;

თ) შეადგინოს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის ტექნიკური ნახაზი ან მიმართოს საკლასიფიკაციო საზოგადოებას მის შესადგენად.

ი) შეადგინოს გემის კაპიტნის ანგარიში „საზღვაო უბედური შემთხვევებისა და საზღვაო ინციდენტების უსაფრთხოების მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის კოდექსის“ – დანართის და ამ წესების დანართი 2-ის შესაბამისად.

2. მომკვლევის მოთხოვნით, გემის კაპიტანი მას დამატებით წარუდგენს:

ა) გემის საბორტო თვითჩამწერების ლენტებს, მათი გაშიფვრის მასალებს, საზღვაო რუკას გაყვანილი გეზით, მანევრირების სქემას, რადიოლოკაციურ პლანშეტებს, სამანევრო მახასიათებლების ცხრილებს, რადიოლოკატორების ჩრდილოვანი სექტორების გრაფიკებს, დაზიანებათა სქემებსა და ნახაზებს;

ბ) მყვინთავის მიერ ჩატარებული დათვალიერების, დოკში ჩატარებული დათვალიერების ან/და სურვეერული დათვალიერების ოქმებს;

გ) გემის დაზიანებათა ფოტოსურათებსა და საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას;

დ) ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის ზედამხედველი საკლასიფიკაციო საზოგადოების აქტებს;

ე) გემის ჟურნალის და სამანქანე ჟურნალის ასლებს.

ვ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევისათვის საჭირო სხვა დოკუმენტურ მასალასა და ინფორმაციას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება გემთმფლობელს, ხოლო ორი ეგზემპლარი წარედგინება მომკვლევს.

4. თუ ინციდენტი/ შემთხვევა მოხდა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ და მოკვლევის ბიურომ ვერ დაიწყონ დროული გამოძიება, გემის კაპიტანმა უნდა დაიწყოს წინასწარი შიდა მოკვლევა, რომლის მასალებიც უნდა წარადგინოს მოკვლევის ბიუროში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომხდარი საზღვაო შემთხვევის ან ინციდენტის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კაპიტანმა უნდა შეატყობინოს მოკვლევის ბიუროს თუ რა შინაარსის მასალები გადაეცა სისხლის სამართლის წარმოებას და როდის.

5. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით გემის კაპიტანს არ შეუძლია ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება, მაშინ მათ ახორციელებს გემის კაპიტნის თანაშემწე.

მუხლი 16. გემთმფლობელის ვალდებულებები შიდა მოკვლევის წარმოებისას

1. ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის გემთმფლობელი ახორციელებს შიდა მოკვლევას, რისთვისაც:

ა) მომხდარ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებით ადასტურებს გემის კაპიტნის ანგარიშს და ამზადებს გემთმფლობელის ანგარიშს წინამდებარე წესების დანართი 2-ის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოფს გემის საბორტო თვითჩამწერების ლენტების, რადიოლოკატორების ინდიკატორებიდან გადაღებული ფოტოსურათების, გემ(ებ)ის მოძრაობის გრაფიკების, რადიოკავშირისა და რადიოტექნიკური საშუალებების სამუშაო დროის აღრიცხვის ჟურნალების, ეკიპაჟის წევრების მეზღვაურის წიგნაკების და დიპლომების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების, გემის, ძრავ(ებ)ის, აგრეგატების ფორმულარებისა და მათი ხარვეზების უწყისების, ტექნიკური მომსახურების განწესების, გემის ნაოსნობისათვის მოსამზადებლად ან ზღვაში/შიდა სახმელეთო წყლებში გასვლის წინ გაუმართაობის აღმოსაფხვრელად გამოყენებული ხელსაწყო-იარაღების და საკონტროლო აპარატურის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების, აგრეთვე ნაოსნობის რაიონში მეტეოროლოგიური პირობების ამსახველი საბუთების ამოღებასა და დალუქვას;

გ) წარუდგენს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს მომკვლევს.

2. გემთმფლობელი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები ამგვარი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით და ასახოს იგი გემთმფლობელის ანგარიშში.

მუხლი 17. მომკვლევის მოქმედებები საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტი/ შემთხვევის მოკვლევის წარმოებისას.

1. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის წარმოებისას, მომკვლევი:

ა) ადგენს ინციდენტში/შემთხვევაში მონაწილე გემისა და მისი ეკიპაჟის წევრების მონაცემებს, ეცნობა საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის ადგილს, აფასებს გემის კაპიტნისა და გემთმფლობელის მიერ ამ წესების მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებების ხარისხს და საჭიროების შემთხვევაში, ღებულობს დამატებით ზომებს;

ბ) ამოწმებს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მდგომარეობას, აღნიშნული ინციდენტის/შემთხვევის ადგილის, გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტებისა და გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეუხებლობას და დაცვას, აგრეთვე გემის საბორტო თვითჩამწერების ამოღებასა და დაცვას;

გ) ადგენს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის ადგილის დათვალიერების აქტს, სადაც აისახება გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტების მდებარეობა, გემის ძირითადი ნაწილების მიმართ გვამების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მდებარეობა და საერთო მდგომარეობა;

დ) ფოტო ან ვიდეო გადაღების საშუალებით აფიქსირებს გემის ხელსაწყოების მონაცემებს, გადამრთველების, ამომრთველების, სამართი ბერკეტების მდებარეობას, ამასთან, შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოფს გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტების დაუშლელობასა და დაუზიანებლობას;

ე) უზრუნველყოფს გემის ეკიპაჟის წევრების ორგანიზმში ალკოჰოლის ან ფსიქოტროპული საშუალებების შემცველობის დადგენას, იღებს ეკიპაჟის ყველა წევრის წერილობით ახსნა- განმარტებებს;

ვ) დოკუმენტურად (ფოტო ან ვიდეოგადაღება, სქემის შედგენა) აღნუსხავს იმ საგნებს/ნიშნებს, რომლებიც გარემოს ზემოქმედებით შეიძლება განადგურდეს (ყინულის ფენა, ჭვარტლი გემის ზედაპირზე, გემის მოძრაობის დამახასიათებელი კვალი და ა.შ.);

ზ) ადგენს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის ადგილის წინასწარ ესკიზს;

თ) შესაბამისი სამსახურებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის სავარაუდო მომენტისათვის არსებული ამინდის შესახებ;

ი) საჭიროებისამებრ აღნუსხავს ინციდენტის/შემთხვევის რაიონში მომუშავე სხვა გემ(ებ)ის სახელწოდებას და იღებს აუცილებელ ზომებს საბორტო თვითჩამწერების ინფორმაციის შესანახად.

  1. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში დაშვებული პირი უფლებამოსილია აწარმოოს მოკვლევასთან დაკავშირებული მოქმედებები უშუალოდ ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ მომკვლევის თანხმობით.

  2. ინციდენტში/შემთხვევაში მონაწილე გემის ნაოსნობასთან დაკავშირებული საბორტო თვითჩამწერები, გემის საბუთები და ტექნიკური დოკუმენტაცია ინახება მოკვლევის ბიუროში და გაიცემა/გამოიყენება ბიუროს თანხმობით.

4. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შედეგად მომკვლევმა უნდა დაადგინოს:

ა) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის დროს არსებული პირობები და გარემოებები;

ბ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის კატეგორია, ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და შედეგები;

გ) ინციდენტის/შემთხვევის მონაწილე პირების ქმედებათა მართლზომიერება;

დ) ის პირები, რომელთა ქმედებამ ან უმოქმედობამ გამოიწვია საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტი/შემთხვევა ან ხელი შეუწყო მის გამოწვევას.

5. მოკვლევის ბიუროს უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გემების მოძრაობის მართვის სისტემის(VTS) აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, დაცვის შემოვლის ჟურნალი და შემთხვევასთან ან ინციდენტთან დაკავშირებულია სხვა ინფორმაცია, მათ შორის აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერები

ბ) საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის (MRCC GEORGIA), სანაპირო დაცვის სამსახურის საზღვაო ფლოტილიის ინფორმაცია, ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის(AIS)-ის, (GEOREP) -ის მოხსენებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, და სხვა ინფორმაცია დაკავშირებული მომხდარ შემთხვევასთან ან ინციდენტთან;

გ) მოკვლევის ბიუროს მომკვლევმა რაც შეიძლება მალე უნდა ჩაატაროს გასაუბრება პირებთან რომლებიც დაკავშირებული არიან ინციდენტთან/შემთხვევასთან. კერძოდ უნდა მიექცეს ყურადღება მეზღვაურებს, რათა არ შეჩერდეს საზღვაო ოპერაციები ან მეზღვაურთა რეპატრიაცია.

ე) გასაუბრების წინ მოკვლევის ბიუროს მომკვლევმა უნდა აცნობოს ინტერვიუერს მოკვლევის ჩატარების საფუძველზე და შინაარსზე.

მუხლი 18. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის წარმოებისას, მომკვლევისა და მოწვეული სპეციალისტის ძირითადი უფლებამოსილებები

1. მომკვლევს და მის მიერ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში დაშვებულ პირს, შესაბამისი უფლებამოსილების არსებობისას და სათანადო საბუთის წარდგენისას, ამ წესების II თავით განსაზღვრულის გარდა, უფლება აქვს:

ა) მივიდეს იმ ადგილზე, სადაც მოხდა საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტი/შემთხვევა ან განთავსებულია გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტები და განახორციელოს ინციდენტის/შემთხვევისთვის მოკვლევისათვის აუცილებელი მოქმედებები;

ბ) დაათვალიეროს და შეამოწმოს ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემი, მისი შემადგენელი ნაწილები, აგრეთვე გემზე არსებული ან ინციდენტთან დაკავშირებული სხვა საგნები, რომლებიც მნიშვნელოვანია ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევისათვის;

გ) გამოკითხოს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის თვითმხილველები, აგრეთვე ის პირები, რომელთაც ინციდენტთან აქვთ ან შეიძლება ჰქონდეთ რაიმე კავშირი, ამასთან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ მომკვლევს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის შედეგად დაღუპულთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის ასლები, აგრეთვე მოითხოვოს გვამების გაკვეთა ან ნებისმიერი სხვა მოკვლევის ჩატარება;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოქმედებები ისე უნდა იქნეს განხორციელებული, რომ ხელი არ შეეშალოს სატრანსპორტო პროცესს და რამდენადაც ეს შესაძლებელია, შენარჩუნებულ იქნეს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა საგანი, ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ამოცანების შესაბამისად.

3. მოწვეულ სპეციალისტის მომკვლევის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს:

ა) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებასა და გაანალიზებაში;

ბ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის მიზნით განხორციელებულ ექსპერიმენტებში;

გ) მიზეზების დადგენის, რეკომენდაციების ჩამოსაყალიბებლად და ანგარიშის განხილვისთვის გამართულ სხდომებში.

მუხლი 19. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ხელშეწყობა

1. ინციდენტში/შემთხვევაში ჩართული გემის გემთმფლობელი ვალდებულია ითანამშრომლოს მომკვლევთან, გაუწიოს დახმარება და შეუქმნას შესაბამისი სამუშაო/დასვენების პირობები.

2. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის დოკუმენტების შენახვას, გამრავლებასა და დაგზავნას ახორციელებს ბიურო. ამ პუნქტით გათვალისწინებული გავრცელება და შენახვა, ბიუროს შეუძლია განახორციელოს ელექტრონული ფორმით.

თავი IV

საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიში.

მუხლი 20. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიში.

1. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის შედეგად მომკვლევი ამზადებს მოკვლევის ანგარიშს (დანართი 3) (შემდგომში – მოკვლევის ანგარიში).

2. მოკვლევის ბიურომ უნდა მოამზადოს მოკვლევის ანგარიში თითოეული ჩატარებული, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შესახებ.

3. მოკვლევის ანგარიშში აისახება საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის:

ა) კატეგორია;

ბ) დრო და ადგილი;

გ) თანმდევი გარემოებები;

დ) გამომწვევი მიზეზები;

ე) პრევენციული ზომები.

4. მოკვლევის ანგარიში სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს:

ა) გემის, გემთმფლობელისა და მისი ზედამხედველი საკლასიფიკაციო საზოგადოების მონაცემებს;

ბ) ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებით მოძიებული მასალების აღწერას;

გ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის გამომწვევი მიზეზ(ებ)ის დეტალურ აღწერასა და მათ ანალიზს, როგორც მექანიკური, ასევე ადამიანის ფაქტორების გათვალისწინებით;

დ) უსაფრთხოების რეკომენდაციებს ამგვარი ინციდენტის/შემთხვევის თავიდან აცილების შესახებ.

5. მომკვლევმა უნდა უზრუნველყოს ყველა სახის ჩანაწერის და თვითმხილველთა განცხადებების დაცვა გამოქვეყნებისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. მოკვლევის ანგარიშს ხელს აწერს მომკვლევი.

7. მოწვეული ექსპერტი ვალდებულია მოკვლევის ანგარიშს დანართის სახით დაურთოს თავისი მოსაზრება. თუ მოწვეული ექსპერტი არ ეთანხმება მოკვლევის შინაარს, ვალდებულია ანგარიშს დაურთოს დასაბუთებული განსხვავებული მოსაზრება. ექსპერტის მოსაზრება წარმოადგენს მოკვლევის ანგარიშის განუყოფელ ნაწილს.

8. თუ მოკვლევის დროს მოკვლევის ბიურომ დაადგინა, რომ მოკვლევის შედეგად არ იქნა მიღწეული შესაბამისი შედეგი(გარდა „ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევისა“ და „სერიოზული საზღვაო შემთხვევისა“) რაც ვერ დაეხმარება მოკვლევას მიზნის მიღწევაში ან ვერ იქონიებს გავლენას მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციაზე, შეუძლია მოამზადოს ანგარიშის გამარტივებული(მოკლე) ვერსია, რომელშიც არ შევა შემთხვევის ანალიზი და რეკომენდაციები.

9. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის ანგარიშის მომზადებამდე მოკვლევის ბიურომ უნდა შეათანხმოს ანგარიშის პროექტი სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო სამსახურებთან საზღვაო შემთხვევათა კოდექსის თანახმად. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის პროექტი აგრეთვე უნდა შეთანხმდეს სხვა სუბიექტებთან (მაგალითად, საზღვაო კომპანია რომლიც მონაწილეობს საზღვაო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევაში ან სახელმწიფო ეკოლოგიური სამსახური და ა.შ.). თუ რომელიმე მხარეს გააჩნია განსხვავებული აზრი მოკვლევის ანგარიშთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში მათ მიერ გამოხატული განსხვავებული აზრი შეიძლება დაემატოს საბოლოო ანგარიშს.

მუხლი 21. მოკვლევის ანგარიშის გამოქვეყნების ვადა

1. მომკვლევი მოკვლევის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოხდენიდან 12 თვის განმავლობაში.

ანგარიში ქვეყნდება ინტერნეტში, სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს მთავარ გვერდზე (www.moesd.gov.ge).

თუ სამართალდამცავი ორგანო აცნობებს მოკვლევის ბიუროს რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება ან დამატებითი ექპერტიზის შემოწმებასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებები უკვე ინიცირებულია, მოკვლევის ბიურო აკეთებს ანგარიშის გამოქვეყნების კოორდინაციას პასუხისმგებელ პირთან.

ნებისმიერ შემთხვევაში ანგარიში აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტიდან/შემთხვევიდან 12 თვის ვადაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება შეუძლებელია 12 თვის განმავლობაში, მოკვლევი ვალდებულია გააკეთოს შუალედური ანგარიში ინციდენტიდან/შემთხვევიდან ყოველი წლის თავზე, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული მოკვლევის მიმდინარეობა და უსაფრთხოების საკითხები.

მუხლი 22. მოკვლევის ანგარიშის დაგზავნა

1. მოკვლევის საბოლოო ანგარიშის ასლი ეგზავნება:

ა) საზღვაო ან შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის მოკვლევით არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს;

ბ) სუბიექტებს რომლებიც ჩართულნი იყვნენ მომხდარ ინციდენტში/შემთხვევაში

გ) სუბიექტებს, რომლთაც ეხებათ უსაფრთხოების რეკომენდაციებზე რეაგირება ან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაში;

დ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, მხოლოდ მომხდარი ინციდენტის/შემთხვევის სიმძიმიდან გამომდინარე მოკვლევის ბიუროს გადაწყვეტილებით.

ე) ნებისმიერ სხვა სუბიექტის, რომელსაც მოკვლევის ბიურო ჩათვლის საჭიროდ;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ანგარიში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას შეიძლება გაეგზავნოს სხვა შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულმა შეიძლება ხელი შეუწყოს საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით ეფექტური პრევენციული მეთოდების დანერგვას.

3. მოკვლევის ანგარიში ეგზავნებათ გამოძიების ჩამტარებელ საგამოძიებო ორგანოებს მათ მიერ მოთხოვნის წერილობით წარმოდგენის შემთხვევაში.

მუხლი 23. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის განახლება

საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევა შესაძლებელია განახლდეს თუ დაინტერესებული მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება, რომელსაც შეუძლია ძირეულად შეცვალოს ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანალიზი და საზღვაო ინციდენტზე/შემთხვევაზე მომკვლევის მიერ შექმნილი ანგარიში.

საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ ასეთი ფაქტის ან გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მოკვლევის ბიურო დამატებით ან გამეორებით ატარებს მოკვლევას, რომლის დასრულების შემდეგაც გამოსცემს დამატებით ან ახალ საბოლოო ანგარიშს.

მუხლი 24. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტების/შემთხვევების აღრიცხვა და მოკვლევის მასალების შენახვა

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე განურჩევლად ინციდენტის ადგილისა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში უცხო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თითოეულ ინციდენტთან/შემთხვევასთან დაკავშირებული მასალები და მოკვლევის ანგარიში ინახება მოკვლევის ბიუროში, მის მიერ წარმოებულ საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ინციდენტების უწყებრივ რეესტრში, 10 წლის განმავლობაში.

დანართი 1

საზღვაო ინციდენტების/შემთხვევების კატეგორიათა ცხრილი

კატეგორია კატეგორიის ინგლისური შესატყვისი კატეგორიის აღწერა
გემის ჩაძირვა Foundered (FD) გემის ჩაძირვა, გემში წყლის დენის, მისი ორად გაპობის ან სხვა მიზეზის გამო.
გემის მეჩეჩზე დაჯდომა Wreeked/Standart (WS) გემის მეჩეჩზე დაჯდომა, წყალქვეშა წინააღმდეგობასთან ან ფსკერთან გემის შეხება.
შეხება Contact (CT) გემის შეხება საბურღ პლატფორმასთან, ნავმისადგომთან და/ან დამაგრებულ ან საბუქსირე ობიექტთან, გარდა სხვა გემთან ან ზღვის ფსკერთან შეხებისა.
შეჯახება Collision (CN) გემის შეჯახება სხვა გემთან იმის მიუხედავად, ეს უკანასკნელი მოძრაობს, დგას (მ.შ. ღუზაზე) თუ მიბმულია.
ხანძარი ან აფეთქება*: Fire or explosiont (FX): გემზე ხანძრის გაჩენა ან აფეთქება:
ტვირთისა, სათავსში; Cargo ტვირთისა, გემბანზე, სატვირთო სათავსში ან სავენტილაციო სატვირთო სისტემაში;
სამანქანე სათავსში; MCHY; სამანქანე სათავსში;
სატუმბო განყოფილებაში; PMP სატუმბო განყოფილებაში;
სხვა Other დანაშენში, სანავიგაციო ჯიხურში, საკუჭნაოში და სხვა, გარდა ამ პუნქტის “5.1 – 5.3” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა.
გემის უგზო-უკვლოდ დაკარგვა Missing (MS) გემი გამოცხადებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კორპუსის ან მექანიზმების დაზიანება Hull (HD) Machinery damage (MD) გემის კორპუსის დაზიანება ან მისი მექანიზმების გაჩერების შედეგად გემის დაკარგვა ან დაზიანება.
კატეგორია დაუდგენელი Unclassified (Other) საზღვაო ინციდენტი, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ზემოაღნიშნულ კატეგორიას და მისთვის სხვა კატეგორიის მიკუთვნება შეუძლებელია საზღვაო ინციდენტის შესახებ საკმარისი ინფორმაციის უქონლობის გამო.

შენიშვნა*: თუ ხანძარი/აფეთქება გამოიწვია გემების შეჯახებამ, მეჩეჩზე დაჯდომამ ან სხვა მიზეზმა, შესაბამისად, აღნიშნულ საზღვაო ინციდენტს მიეკუთვნება კატეგორია „შეჯახება”, „გემის მეჩეჩზე დაჯდომა” და ა.შ.

დანართი 2

კაპიტნის/გემთმფლობელის ანგარიში საზღვაო ინციდენტზე/შემთხვევაზე

Master′s/Shipowners Report on Marine Accident/Casuality

გემის დასახელება

Name of the vessel

გემის გამოსვლის ნავსადგური

Ship’s voyage from

დანიშნულების ნავსადგური

To

ინციდენტის სახე

Nature of accident

ინციდენტის ადგილი

Site of accident

ინციდენტის თარიღი და დრო

Time/date of accident

1. გემის მონაცემები Ship’s particulars

დროშის სახელმწიფო

Flag State

გემის სახეობა

Type of the vessel

IMO საიდენტიფიკაციო ნომერი

IMO Identification Number

მიწერის ნავსადგური

Port of Registry

ამოსაცნობი ნიშანი

Call sign

რეგისტრაციის ნომერი

Register No.

აშენების თარიღი და ადგილი

Year and place built

სამშენებლო მასალა

Construction material

მაქსიმალური სიგრძე

Length overall

მაქსიმალური განი

Breadth overall

სრული რეგისტრული ტონაჟი

Gross tonnage

სუფთა ტონაჟი

Net tonnage

2. ინსპექტირება/Inspections

საკლასიფიკაციო საზოგადოება/ბოლო ინსპექტირების თარიღი

Classification society/data of last inspection

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი/დროშის სახელმწიფო კონტროლი/ინსპექტირების ბოლო თარიღი

Port State Control/Flag State Control/last inspection

გემის კაპიტნის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა)

Ship’s master’s phone, fax number; e-mail address:

3. გემთმლობელის/ოპერატორის/აგენტის საკონტაქტო ინფორმაცია Ship’s owner/operator/agent contact information

გემთმფლობელის/ოპერატორის/დამქირავებლის (სახელი, მისამართი, ტელ.ნომერი/ფაქსი/ელ-ფოსტა)

Owner/Operator/Charterer (Name, address, phone/fax number; e-mail address)

აგენტის (სახელი, მისამართი, ტელ.ნომერი/ფაქსი/ელ-ფოსტა)

Agent (Name, address, phone/fax number; e-mail address)

4. ამინდი (ინციდენტის დროს)/Weather conditions (at time of accident)

ქარის სიჩქარე და მიმართულება მ/წ.

Wind (direction and speed) in m/sec.

წყლის ზედაპირის მდგომარეობა

Water surface state

ხილვადობა

Visibility

ჰაერის ტემპერატურა

Air temperature

წყლის ტემპერატურა

Water temperature

ღრუბელი/წვიმა

Clouds/rainfall

5. ძირითადი ძრავი/პროპელერი Main engine/Propulsion

ძირითადი ძრავის ტიპი, სიმძლავრე

Main engine type, power (HP/kW)

პროპელერის ტიპი/რაოდენობა

Type of propeller/number

ბრუნვის მიმართულება

Direction of rotation

გემის სიჩქარე/გემის სიჩქარე ინციდენტის დროს

Ship’s speed/speed at time of accident

წყალშიგი ინციდენტის/შემთხვევის დროს

Draft at time of accident/casuality

6. მანევრირების ერთეული/Manoeuvring units

საჭის სახეობა

Type of rudder

საჭის მაქსიმალური გადახრა/სიჩქარე

Maximum rudder angle/speed

ავტომესაჭე/სახეობა

Automatic pilot/type

მოქმედებაში

In operation

დიახ

Yes

არა

No

გემის ცხვირისა და კიჩოს დამატებითი მართვის მოწყობილობის სახე და რაოდენობა

Bow/stern thruter/Type and number

მანევრირების მონაცემთა ცხრილი

Table of manoeuvring particulars

 თანდართულია

Attached

არ არის დართული

Not attached

7. სანავიგაციო და რადიო მოწყობილობა/Navigational and radio equipment

მაგნიტური/გირო კომპასი

Magnetic/Gyro compass

რადარი/რადარის ავტომატური სისტემა/Radar/ARPA

საჭე/Ruder

გლობალური პოზიციენერების სისტემა/

GPS

GMDSS მოწყობილობა

GMDSS installation

ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა

AIS equipment

ნაოსნობის მონაცემების ჩამწერი მოწყობილობა

Voyage data recorder (VDR)

სხვა მოწყობილობები

Other installations

8. გემის ტვირთი/Ship’s cargo

ტვირთის სახეობა/სათავსი

Nature of cargo/stowage

9. გემის საწვავი, ბალასტი, სათავსოები /Ship’s fuel, ballast, stores

საწვავის ტიპი/რაოდენობა

Fuel/type and amount

საპოხი, ჰიდრავლიკური ზეთის ტიპი/რაოდენობა

Lubricants, hydraulic oil/type and amount

ინფორმაცია ბალასტზე

Ballast information

სხვა სათავსები

Other stores

10. გემის ეკიპაჟი/სხვა პერსონალი (როგორც შესაძლო მოწმეები)

Ship’s crew/other persons (as possible witnesses of accident)

ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოწმობის მიხედვით

Number of crew according to the ship’s certificate of minimum safe manning

ფაქტობრივად გემზე მყოფთა რაოდენობა

Actually on board

რანგი

Rank

სახელი, გვარი

First name, surname

ეროვნება

Nationality

კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/გამცემი

Certificate of Competency/issuing country

კომპანიასთან მუშაობის სტაჟი

Years with Company

შესაბამის პოზიციაზე ყოფნის შტაჟი

Years in position

მარცხგანცდილ გემზე მუშაობის სტაჟი

Period on vessel in this assignment

მეზღვაურად ყოფნის სტაჟი

Total sea expierence

11. ინციდენტის აღწერა (გემის დაზიანება, ქონებრივი ზიანი, ფიზიკური ზიანი)

Description of the accident (ship’s damages, property, personal injury etc.)

თუ წინამდებარე დანართის რომელიმე პუნქტში არ არის საკმარისი ადგილი ინფორმაციის ჩასაწერად გთხოვთ, გამოიყენოთ დამატებითი გვერდი და მიაკრათ დანართს.

If there is insufficient space in any part of this form for your answers and comments, please use a plain sheet of paper as continuation sheet and attach it to this form. Please ensure that the sections being expanded are indicated on the continuation sheet

გთხოვთ, დაუბრუნოთ წინამდებარე ანგარიშის შევსებული ფორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო

Please return the completed Captain’s report to the Transportation Safety Investigation Bureau of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia

ხელმოწერის ადგილი/Place დრო/Date კაპიტნის ხელმოწერა/Captain’s signature

დანართი 3

საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევის ანგარიში

შესავალი

ეს ნაწილი ასახავს მოკვლევის ძირითად ობიექტს და მიზანს, აგრეთვე იმის განცხადებას, რომ მოკვლევა არ არის მიმართული საზღვაო ინციდენტში/ შემთხვევაში ჩართული პირების დასასჯელად ან პასუხისმგებლობის განსასაზღვრად. მოკვლევის ანგარიში არ უნდა იყოს დაწერილი იმ ფორმით, რომ მისი გამოყენება მოხდეს სასამართლოში. (მოკვლევის ანგარიში არ უნდა უთითებდეს თვითმხილველებზე ან მათ მიერ წარმოდგენილ სამხილებზე.)

1. ზოგადი მიმოხილვა

ეს ნაწილი აღწერს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ძირითად ფაქტებს: სად, როდის, როგორ განხორციელდა იგი. აგრეთვე ამ ნაწილში მიეთითება დაღუპულთა, დაზარალებულთა, გემის ნებისმიერი სახის დაზიანების, ტვირთის, მესამე მხარის ან გარემოსადმი მიყენებული ზიანის შესახებ.

2. ფაქტობრივი ინფორმაცია

ეს ნაწილი მოიცავს ცალკეულ ნაწილებს, რომლებიც მოიცავენ იმ ინფორმაციებს, რომელთაც კომისია ჩათვლის აუცილებლად, რომ მიეთითოს ანგარიშში, რათა მოხერხდეს გარემოებათა სრული და ყოვლისმომცველი ანალიზი.

2.1. გემის დეტალები

დროშის სახელმწიფო/შესაბამისი სახელმწიფოს გემების რეესტრი,

საიდენტიფიკაციო მონაცემები,

ძირითადი მახასიათებლები,

გემთმფლობელი და მმართველი კომპანია,

გემის სამშენებელო მასალები,

ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა,

ნებადართული ტვირთი.

2.2. მარშრუტის დეტალები

შესვლის ნავსადგურები,

ნაოსნობის ხასიათი,

ინფორმაცია ტვირთის შესახებ,

ეკიპაჟი.

2.3. ინფორმაცია საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შესახებ

საზღვაო ინციდენტის/ შემთხვევის ტიპი,

შემთხვევის ზუსტი დრო (კალენდარული რიცხვი და საათი),

საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის პოზიცია და ადგილმდებარეობა,

გარე და შიდა გარემო,

გემის ექსპლუატაცია და შემთხვევის ადგილი,

გემის კორპუსის რა ნაწილი დაზიანდა,

ადამიანური ფაქტორების მონაცემები,

შედეგები (პირებისათვის, გემისთვის, ტვირთისთვის, გარემოსათვის და სხვ.)

2.4. სანაპირო სახელმწიფოს შესაბამისი ჩართვა და საგანგებო ქმედებები

პირები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ,

საშუალებები, რომლებიც გამოყენებულ იქნა,

ქმედებათა განხორციელების დროულობის შეფასება,

განხორცილებული ქმედებები

მიღწეული შედეგები.

3. ძირითადი შინაარსი

ამ ნაწილში ასახულია საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ზოგადი სურათი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, თითოეული პირის/მასალის ჩართულობა შემთხვევაში (პირები, მასალები, გარემო, აღჭურვილობა ან გარე ფაქტორები). ძირითადი შინაარსი დამოკიდებულია საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის იმ დეტალებზე/მახასიათებლებზე, რომლებმაც გამოიწვიეს იგი. ამ ნაწილში უნდა აისახოს აგრეთვე მოკვლევის პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერ დეტალი, მათ შორის ჩატარებული ცდების თუ ტესტების შედეგები.

4. ანალიზი

ეს ნაწილი მოიცავს შემთხვევის ცალკეულ დეტალებს, რომლებიც აღწერს თითოეულ განხორციელებულ მოვლენას ცალცალკე. აგრეთვე, კომენტარებს თოთოეული განხორციელებული ცდის თუ ტესტის შედეგების შესახებ, რომელიც ჩატარდა მოკვლევის მსველობისას. ამ ნაწილში მიეთითება თითოეული იმ ღონისძიების შესახებ, რომლებიც გატარდა გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

ამ ნაწილში უნდა მიეთითოს ისეთი დეტალები, როგორებიცაა:

— ინციდენტის შინაარსი და გარემო,

— პირთა მიერ განხორციელებული მცდარი ქმედებები და დაუდევრობა, მომწამვლელი მასალების გამოყენების გარემოებანი, გარემოზე ზემოქმედების ასპექტები, მოწყობილობათა გაუმართაობა და გარე ფაქტორები.

— პირთა ფუნქციებთან დაკავშირებული გარემოებები, საგემბანო სამუშაოები, სანაპირო სახელმწიფოს ქმედებები და მარეგულირებელი გავლენა.

ანალიზი და კომენტარი უნდა უზრუნველყოფდეს ლოგიკური დასკვნების გაკეთებას, კონკრეტულად უნდა აყალიბებდეს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის გამომწვევ გარემოებებს, აგრეთვე იმ რისკებს, რომლებიც გაწეულია საზღვაო ინციდენტის/უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. აგრეთვე იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იყო შემთხვევის გარემოებათა აღმოსაფხვრელად ან გარე ფაქტორების ზემოქმედების შესამცირებლად, თუმცა შედეგების მიხედვით აღმოჩნდა არაადეკვატური ან საერთოდ არ განხორციელებულა.

5. დასკვნა

ეს ნაწილი ასახავს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მაპროვოცირებელ გარემოებებს, აგრეთვე უმოქმედობას ან არაადეკვატურ ქმედებებს (მასალები, ფუნქციონალური, სიმბოლური ან პროცედურული), რომლებიც უნდა განხორციელებულიყო რათა შესაძლებელი ყოფილიყო დამდგარი შედეგის თავიდან აცილება.

6. რეკომენდაციები უსაფრთხოების შესახებ

როდესაც მიზანშეწონილია ეს ნაწილი უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს, რომლებიც გამომდინარეობს სიტუაციური ანალიზიდან და დასკვნებიდან, აგრეთვე ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა სამართლებრივი ფაქტები, განზრახვა, პროცედურები, ინსპექტირება, მართვა, ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხო სამუშაო პირობები, მომზადება, გემის შეკეთების სამუშაოები, ფუნქციონალურობა, სანაპირო სახელმწიფოს დახმარება და საავარიო დახმარება.

უსაფრთხოების რეკომენდაციების მიემართება ისეთ პირებს, როგორებიცაა: გემთმფლობელი, გემის ოპერატორი, აღიარებული ორგანიზაცია, საზღვაო ადმინისტრაციები, გემების მოძრაობის მონიტორინგის სამსახურები, სასწრაფო დახმარების დაწესებულებები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და ევროპული ინსტიტუტები, იმ მიზნით, რომ მომავალში მოხდეს ასეთი შემთხვევ(ებ)ის თავიდან აცილება.

ამ ნაწილიშივე მიეთითება ნებისმიერი დროებითი ღონისძიება, რომელიც განოხრციელდა მოკვლევის მიმდინარეობის პროცესში.

7. დანართები

როდესაც შესაძლებელია, შემდეგი ინფორმაცია თან უნდა დაერთოს ანგარიშს ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით,

— გემის ფოტოები, აუდიო ჩანაწერები, რუკები, ჩანახატები,

— სტანდარტები,

— ტექნიკური ტერმინების განმარტება და შემოკლებანი,

— უსაფრთხოების შესწავლის შედეგები,

— სხვა ინფორმაცია.

დანართი 4

For Official Use

ივსება სააგენტოს მიერ

შენიშვნა:

Ref:

შეტყობინების ფორმა

Notification Form

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის ____ ბრძანებით განისაზღვრება: ბიუროსათვის ნებისმიერი საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მიწოდების ვალდებულება. აღნიშნული ვრცელდება საქართველოს დროშით მცურავი გემები კაპიტნებზე, შკიპერებსა და გემთმფლობელებზე. ამასთან შეტყობინების ეს ფორმა ვრცელდება ნავსადგურებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტზე.

Order of the Minister of Economy and Sustainable Development of Georgia dated ____, 2013 (Rules of Marine incident/casuality investigation) require Masters, Skippers and Owners of vessels to report accidents and incidents directly to Bureau. In addition, this duty to report accidents to the Bureau extends to Coastguard Department of the Ministry of Internal Affairs of Georgia.

პირობები განმარტებულია სამინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე:

The terms are explained in the above Regulations which is available at:

www.economy.ge

გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე:

Please e-mail the completed form to:

Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia.

Head of Civil Aviation and Maritime Transport Accident /Incident

Investigation Bureau.

2 Sanapiro str. Tbilisi, 0114, Georgia

www.moesd.gov.ge

E-mail: georgian-taiib@moesd. gov.ge

24hr Reporting line:_____________

General Enquires:____________________

24hr Reporting Line +

General Enquiries:+

Fax: +

ნაწილი „ა“

Section A

ინციდენტის თარიღი (დღე/თვე/წელი)*

Date of incident (dd/mm/yyyy):*

ინციდენტის დრო:

Time of incident:*

UTC

ადგილობრივი დრო*

Local time

გემის სახელი:*

Name of vessel:*

მიწერის ნავსადგური:*

Port of registry:*

გემის დროშა:*

Flag of vessel:*

გემის ტიპი (ტანკერი/ბალკერი/საკრუიზო/ბორანი/თევზსაჭერი, თევზსარეწი გემი სხვ.)*

Type of vessel (e.g. tanker/bulk carrier/cruise/ferry/fishing vessel etc.):*

ინციდენტის სახე:*

Type of incident:*

ინციდენტის მდებარეობა (ნავსადგური, ნავმისადგომი, გეოგრაფიული კოორდინატები გრძ./განედი):*

Location of incident (e.g. name of port, berth, or other geographic reference including lat/long,):*

რომელი მოძრაობის გამოყოფ სქემაში მოხდა ინციდენტი? (თუ შესაძლებელია)*

In which Traffic Separation Scheme did the incident take place? (if applicable)*

მოხდა თუ არა ინციდენტი ნავსადგურის აკვატორიაში?

Did the incident occur within the operational limits of a port?

ბუნებრივი განათება:

Natural light:

მხედველობა:

Visibility:

ზღვის მდგომარეობა:

Sea state:

ქარის ძალა: ქარის მიმართულება

Wind force: Wind direction:

ინციდენტის გარემოებები (მონიშნეთ შესაბამისი კვადრატები)

Consequences of incident (tick proper boxes ):

ფატალური დაზიანება/Fatal injury არაფატალური დაზიანება/Non-fatal injury

გემი დაზიანებულია/Vessel damaged გემი დაიკარგა ან მიტოვებულია/Vessel lost or abandoned

არ არის დაზიანება ან ზარალი /No injury or damage

დაბინძურება - გთხოვთ მიუთითოთ მასშტაბი/ Pollution – if ticked please state quantity:*

დაბინძურების სახე: Pollution type: *

ნაწილი „ბ“ გემის დეტალები

Section B: Vessel Details

გემთმფლობელის ან ოპერატორის მისამართ:* Name & address of manager or owner:*

სახელი:

Name:

მისამართი:

Address:

Tel:

Email:

IMO ნომერი

(თუ შესაძლებელია)‘

IMO number

(if applicable):*

სახმობი სიგნალი:

Call sign:

RSS/SSR

ნომერი:*RSS/SSR number:*

გემის სიგრძე (მეტრებში) Length of vessel

(in metres):

რეგისტრული ტონაჟი

Gross tonnage:

გემის (ოფიციალური) სიგრძე

LOA or registered length:

აშენების წელი:

(თუ ცნობილია)

Year of build

(if known):

თევზსაჭერი/თევზსარეწი გემის ტიპი:

Type of fishing vessel:

კორპუსის მასალა:

Hull material:

საკლასიფიკაციო საზოგადოება (თუ მიემართება)

Classification society

(if applicable):

რამდენი საათის განმავლობაში იყო გემი უმართავად (თუ ცნობილია)

Hours vessel was not under command

(if applicable):

გთხოვთ მიუთითეთ, ინციდენტის შედეგად თქვენი გემის უსაფრთხოებისათის გესაჭიროებათ თუ არა:

Please specify if, following the incident, either of the following were needed for the safety of your vessel:

ბუქსირი

Towage

სანაპირო დახმარება

Shore assistance

ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა გემზე:

Number of crew on board:

მგზავრთა რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

If applicable, number of passengers on board:

ბოლო პორტის დატოვება:

Departure from last port*

თარიღი

Date

(dd/mm/yyyy):

დრო

Time:

UTC ან ადგილობრივი დრო?

UTC or local time?

მარშრუტი:

Voyage *

საიდან:

From:

სად:

To:

საბორტო თვითჩამწერები - თუ მიემართება, გთხოვთ, მიუთითოთ/ Voyage Data Recorders - if fitted please detail:*

მწარმოებელი:

Manufacturer:

მოდელი:

Model:

შენახულია თუ არა ინციდენტის VDR ჩანაწერი?

Has the VDR recording of this incident been saved?*

თუ შესაძლებელია, განავრცეთ, თქვენი გემისადმი მიყენებული ზიანი, მათ შორის ტვირთის დანაკარგიც:

(გთხოვთ თან დაურთოთ ფოტოებიც, თუ შესაძლებელია)

If applicable, extent of damage sustained to your vessel, including your vessel’s cargo:*

(Please enclose photographs where possible)

თუ შესაძლებელია, მიუთითეთ ინციდენტში ჩართული სხვა გემის დროშა ან/და მიწერის ნავსადგური:

If applicable, name of ship(s)

& port of registry or flag of any other vessel(s) involved:*

ნაწილი „გ“: იმ პირთა დეტალები, რომლებიც დაიღუპნენ, დაიკარგნენ ან დაშავდნენ:

Section C: Details of person(s) killed, missing or injured

რამდენი ადამიანი დაშავდა და გახდა ქმედუუნარო 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ინციდენტის განხორციელებიდან?

How many persons suffered injuries preventing performance of normal full range of duties for more than 72 hours (3 days) after the day of the accident?*

რამდენი ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა?

How many persons killed or missing?*

პირველი ფიზიკური პირი/ Person 1

თანამდებობა:

Position

სქესი:

Gender:

ასაკი:

Age:

მოქალაქეობა:

Nationality:

რა დაუზიანდა?

What was injured?

დაზიანების სახე (შეიყვანეთ მონაცემები: „ფატალური“ ან „არ აღირიცხება“ ასეთის არსებობის შემთხვევაში)

Kind of injury (or enter “fatal” or “missing” if appropriate):

ადგილი გემზე, სადაც დაშავდა:

Place on vessel where injury sustained:

გამოიწვევს ზიანი 72 საათის განმავლობაში პირის ქმედუუნარობას ან 24 საათზე მეტ ჰოსპიტალიზირებას?

Did injury mean more than

72 hours off work or greater than 24 hrs in hospital?

ასრულებს თუ არა მოვალეობას?

On / off duty?

მეორე ფიზიკური პირი/ Person 2

თანამდებობა:

Position

სქესი:

Gender:

ასაკი:

Age:

მოქალაქეობა:

Nationality:

რა დაუზიანდა?

What was injured?

დაზიანების სახე (შეიყვანეთ მონაცემები: „ფატალური“ ან „არ აღირიცხება“ ასეთის არსებობის შემთხვევაში)

Kind of injury (or enter “fatal” or “missing” if appropriate):

ადგილი გემზე, სადაც დაშავდა:

Place on vessel where injury sustained:

გამოიწვევს ზიანი 72 საათის განმავლობაში პირის ქმედუუნარობას ან 24 საათზე მეტ ჰოსპიტალიზირებას?

Did injury mean more than

72 hours off work or greater than 24 hrs in hospital?

ასრულებს თუ არა მოვალეობას?

On / off duty?

თუკი დაზარალდა 2 პირზე მეტი, გთხოვთ, გამოიყენოთ დამატებითი გვერდები:

If more than 2 persons suffered reportable injuries please additional pages. continue

ნაწილი "დ": გთხოვთ მოკლედ აღწერეთ იმ მოვლენათა თანმიმდევრობა რამაც გამოიწვია ინციდენტი

Section D: Please givea brief descriptcion of the sequence of events leading to the incident

ნაწილი "ე"

Section E

ე.1. გთხოვთ, აღწეროთ, რატომ ფიქრობთ, რომ ინციდენტი მოხდა:

E.1. Please state why you think the incident happened:

ე.2. იყო თუ არა რაიმე ქმედების რეკომენდაციები თქვენ მიერ ან სხვა პირის მიერ გაცემული? თუ დიახ, რა და ვის მიერ?

E.2. Has any action been recommended by you or anyone else as a result of this incident and if so, what and by whom?

ე.3. განხორციელდა თუ არა რაიმე ქმედებები? თუ დიახ, მაშინ ვის მიერ და როდის?

E.3. Has any action been taken and if so what, by whom and when?

ნაწილი "ვ"

Section F

ფორმის შემვსები პირი:

Person completing form:*

სახელი:

Name:

თარიღი (დღე, თვე, წელი)

Date

(dd/mm/yyyy):

თანამდებობა

Position:

Tel:

Email:

ვადასტურებ, რომ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს სინამდვილეს (ხელმოწერა)

All information is true and complete to the best of my knowledge (Signature):

დანიშნული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) Designated person (if applicable):

სახელი

Name:

Tel:

Email:

მისამართი:

Address:

ივსება გემის უსაფრთხოების ოფიცრის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

To be completed by ship’s safety officer (if applicable):

სახელი:

Name:

თარიღი (დღე/თვე/წელი)

Date

(dd/mm/yyyy):

Tel:

Email:

ვადასტურებ, რომ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს სინამდვილეს (ხელმოწერა)

All information is true and complete to the best of my knowledge (Signature):

ნაწილი „ზ“: ივსება უსაფრთხოების წარმომადგენლის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

Section G- for completion by safety Representative (if applicable)

არჩეულ უსაფრთხოების წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება შეავსოს შეტყობინების ეს ნაწილი სხვა ნაწილებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომენტარი დასაწერად.

თუკი დაზარალებული პირი წარმოდგენილია სხვადასხვს უსაფრთხოების წარმომადგენლის მიერ, თითოეულმა შესაძლოა გააკეთოს დამატებითი კომენტარები, ქვემოთ მოცემულ ცარიელ ველებში:

An elected Safety Representative on board the vessel, they must be shown the completed report and allowed to write in this section any comments which they may wish to make.

If the injured persons are represented by different Safety Representatives, each may make additional comments if desired in the space below:

სახელი

(უსაფრთხოების წარმომადგენელი)

Name

(Safety Representative):

თარიღი

(დღე/თვე/წელი)

Date

(dd/mm/yyyy):

ვადასტურებ, რომ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს სინამდვილეს (ხელმოწერა)

All information is true and complete to the best of my knowledge (Signature):

სახელმძღვანელო მითითებები

გთხოვთ იხელმძღვანელოთ შემდეგი მონაცემებით “ა“ ნაწილის შესავსებად.