ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანება №166 – №1-1/317 |
|
2021 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №1); ბ) „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №2); გ) „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №3); დ) „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №4); ე) „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №5). |
| მუხლი 2 |
1. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და სსიპ – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლით დადგენილი წესით სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება: ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრული რისკების შესახებ, რომელთა ინტეგრირებაც უნდა მოხდეს მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში; ბ) პროდუქტების შესახებ, რომლებზეც შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით არ არის განსაზღვრული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდი და სავალდებულოა იმპორტის წინასწარი შეტყობინების წარდგენა. 3. ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლა ხდება ელექტრონული ფორმით, სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული ელექტრონული ფოსტების საშუალებით. ამ გზით მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ პოზიციებს, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შესაბამისი მიზნებისათვის. 4. სააგენტო და შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრავენ პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გაცვალონ და შესაბამისად გამოიყენონ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივი ბრძანება.
|
| მუხლი 4 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსებისა და დადასტურების წესისა (დანართი №3), პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსებისა და დადასტურების წესისა (დანართი №4) და პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსებისა და დადასტურების წესისა (დანართი №5), ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №3), პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №4) და პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმა და მისი შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №5) ამოქმედდეს 2021 წლის 1 დეკემბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.07.2021.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ“?
- „ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 09.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №166. სარეგისტრაციო კოდი — 230020040.22.033.017484.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.07.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ“, №166, 09.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 230020040.22.033.017484 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5212690/