სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2020 ბოლო ცვლილება 02.03.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.021755
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №47

2020 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი). 

 

მუხლი 2
სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.

 

მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

 

მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.

 

მუხლი 5
1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები სათამაშოების შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

 

მუხლი 6
1. იმპორტის გზით სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება,“ რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი დადასტურებული „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.“

3. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

7. სააგენტო უფლებამოსილია, „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო   კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

9. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 7
2021 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ნორმატიული აქტის – რეგლამენტით დადგენილი პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცება.

 

მუხლი 8
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ დადგენილების მე-5 მუხლი ძალაშია 2021 წლის 1 იანვრამდე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი). 
მუხლი 2
სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.
მუხლი 5
1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები სათამაშოების შესაბამისობაში მოსაყვანად. 2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.
მუხლი 6
1. იმპორტის გზით სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება,“ რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი დადასტურებული „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.“

3. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით. 4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. 6. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა. 7. სააგენტო უფლებამოსილია, „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო   კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით. 9. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 7
2021 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ნორმატიული აქტის – რეგლამენტით დადგენილი პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცება.
მუხლი 8
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ დადგენილების მე-5 მუხლი ძალაშია 2021 წლის 1 იანვრამდე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

📎 დანართები (1)
danarti.doc DOC

ტექნიკური რეგლამენტი

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ

თავი I

ზოგადი ნაწილი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს სათამაშოების უსაფრთხოების წესებს.

2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება პროდუქტებზე (შემდგომში – „სათამაშო“), რომლებიც, დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის სათამაშოდ არ განიხილება ტექნიკური რეგლამენტის I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები.

3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სათამაშოებზე:

ა) საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი სათამაშო მოედნების მოწყობილობები;

ბ) საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი, მონეტებზე ან მათ გარეშე მომუშავე ავტომატური სათამაშო მანქანები;

გ) წვის ძრავით აღჭურვილი სათამაშო მანქანები;

დ) სათამაშო ორთქლის ძრავები;

ე) შურდულები და კატაპულტები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამზადებს ან ამზადებინებს და თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით რეალიზებას უწევს სათამაშოს;

ბ) ავტორიზებული წარმომადგენელი – საქართველოში შესაბამისი ფორმით დარეგისტრირებული, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს მისი სახელით სპეციალური დავალებების შესასრულებლად;

გ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სათამაშოს სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას;

დ) დისტრიბუტორი – პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მწარმოებელს და იმპორტიორს და, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სათამაშოს ბაზარზე.

ე) ფუნქციონალური პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც მუშაობს და გამოიყენება იმგვარადვე, როგორც ზრდასრული ადამიანისათვის განკუთვნილი პროდუქტი, მოწყობილობა ან დანადგარი, და, რომელიც შეიძლება იყოს ამ პროდუქტის, მოწყობილობის ან დანადგარის შემცირებული მასშტაბის მოდელი;

ვ) ფუნქციონალური სათამაშო – სათამაშო, რომელიც მუშაობს და გამოიყენება ისევე, როგორც ზრდასრული ადამიანისათვის განკუთვნილი პროდუქტი, მოწყობილობა ან დანადგარი, და, რომელიც შეიძლება იყოს ამ პროდუქტის, მოწყობილობის ან დანადგარის შემცირებული მასშტაბის მოდელი;

ზ) წყლის სათამაშო – სათამაშო, რომელიც არ არის განკუთვნილი ღრმა წყალში გამოყენებისთვის და შეუძლია წყლის ზედაპირზე ბავშვის შეკავება/შეჩერება ან ეხმარება მას წყლის ზედაპირზე გაჩერებაში;

თ) საპროექტო სიჩქარე – სათამაშოს პროექტით განსაზღვრული პოტენციური ფუნქციონალური სიჩქარე;

ი) მოქმედებითი სათამაშო – საშინაო გამოყენებისთვის განკუთვნილი სათამაშო, რომლის საყრდენი სტრუქტურაც მოქმედების შესრულებისას არის უძრავი და, რომელიც განკუთვნილია ბავშვის მიერ ნებისმიერი შემდეგი მოქმედების შესასრულებლად: ასვლა, გადმოხტომა, ქანაობა, სრიალი, რხევა, ბზრიალი, აცოცება, ხოხვა ან ნებისმიერი მათგანის კომბინაცია;

კ) ქიმიური სათამაშო – სათამაშო, რომელიც განკუთვნილია ქიმიურ ნივთიერებებთან ან/და ნაერთებთან პირდაპირი კონტაქტისთვის და გამოიყენება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის დამახასიათებელი სახით ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ;

ლ) ყნოსვითი სამაგიდო სათამაშო – სათამაშო, რომლის მიზანია ბავშვს დაეხმაროს სხვადასხვა სუნისა და არომატის გარჩევაში/ამოცნობაში;

მ) კოსმეტიკური ნაკრები – სათამაშო, რომლის მიზანია ბავშვს დაეხმაროს ისეთი პროდუქტების მომზადების შესწავლაში, როგორიცაა: სუნამო, საპონი, კრემი, შამპუნი, აბაზანის ქაფი, ბალზამი, ტუჩსაცხი,მაკიაჟის სხვა საშუალებები, კბილის პასტა და კონდიციონერი;

ნ) დაგემოვნებითი სათამაშო – სათამაშო, რომელიც განკუთვნილია ბავშვის მიერ ტკბილეულის ან კერძების მოსამზადებლად, რაც მოიცავს საკვები ინგრედიენტების, მათ შორის ტკბილეულის, სითხეების, ფხვნილებისა და არომატების გამოყენებას;

ო) ზიანი – ფიზიკური დაზიანება ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა სახის, მათ შორის, გრძელვადიანი ეფექტის მქონე დაზიანება;

პ) საფრთხე – ზიანის პოტენციური წყარო;

ჟ) რისკი – ზიანის გამომწვევი საფრთხის დადგომის ალბათობა და პოტენციური დაზიანების სიმძიმის ხარისხი;

რ) განკუთვნილია გამოყენებისთვის – მშობელს ან ზედამხედველს უნდა შეეძლოს სათამაშოს ფუნქციებიდან, ზომებიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე გონივრულობის ფარგლებში შეაფასოს, რომ ის განკუთვნილია მითითებული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების მიერ გამოყენებისთვის.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები.

თავი II

ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებები

მუხლი 3. მწარმოებლის ვალდებულებები

1. მწარმოებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლში და II დანართში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვის შესაბამისობის დეკლარაცია.

2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის შესაბამისად და ჩაატაროს ან ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად. სათამაშოს შესაბამისობის ზემოაღნიშნული პროცედურით დადასტურების შემთხვევაში, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის შესაბამისად და დაიტანოს შესაბამისი ნიშანდება ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის შესაბამისად.

3. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია სათამაშოს ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

4. მწარმოებელი ვალდებულია სერიული წარმოებისას უზრუნველყოს სათამაშოს შესაბამისობის შენარჩუნება, სათანადოდ გაითვალისწინოს სათამაშოს პროექტში, მახასიათებლებსა და შესაბამის სტანდარტებში განხორციელებული ცვლილებები, შესაბამის შემთხვევებში, სათამაშოს მიერ გამოწვეული რისკებიდან გამომდინარე, მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების ნიმუშის გამოცდა, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში შეინახოს საჩივრები და ინფორმაცია შეუსაბამო სათამაშოებისა და მათი გამოთხოვის შესახებ და ამგვარი მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

5. მწარმოებელი ვალდებულია სათამაშოზე დაიტანოს ტიპის, პარტიის, სერიის, მოდელის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სათამაშოს ზომის ან ტიპის გამო, საჭირო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში.

6. მწარმოებელი ვალდებულია სათამაშოზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება.

7. მწარმოებელი ვალდებულია სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

8. მწარმოებელი, რომელიც თვლის, ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშო არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს სათამაშოს ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

9. მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს მას სათამაშოს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია მათ მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშოს მიერ შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 4. ავტორიზებული წარმომადგენლის ვალდებულებები

1. მწარმოებელმა, წერილობითი მინდობილობის საფუძველზე შესაძლოა დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენლი.

2. ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებები და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება არ შეიძლება იყოს ავტორიზებული წარმომადგენლის უფლებამოსილების ნაწილი.

3. ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა შეასრულოს უფლებამოსილების ფარგლებში მინიჭებული ამოცანები. მანდატი/უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს საშუალებას უნდა აძლევდეს შეასრულოს სულ მცირე შემდეგი:

ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია სათამაშოს ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს სათამაშოს შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ბაზარზე განთავსებული სათამაშოს მიერ შექმნილი რისკების აღმფხვრის მიზნით განხორციებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

მუხლი 5. იმპორტიორის ვალდებულებები

1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი სათამაშო.

2. იმპორტიორი ვალდებულია სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა, შეადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, სათამაშოზე დაიტანა შესაბამისობის ნიშანი და მას თან დაურთო საჭირო დოკუმენტები, ასევე დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მოცემული მოთხოვნები.

იმპორტიორი ვალდებულია არ განათავსოს სათამაშო ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ სათამაშო არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლსა და ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მითითებულ მოთხოვნებს, სანამ სათამაშო შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ სათამაშო ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. იმპორტიორი ვალდებულია სათამაშოზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება.

4. იმპორტიორი ვალდებულია სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია.

5. იმპორტიორი ვალდებულია, სათამაშოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს სათამაშოს შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის და ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მოთხოვნებთან.

6. შესაბამის შემთხვევებში, სათამაშოს მიერ შექმნილ რისკებთან მიმართებაში მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმპორტიორი ვალდებულია ჩაატაროს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების ნიმუშების გამოცდა, ასევე გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს რეესტრი საჩივრების, შეუსაბამო სათამაშოებისა მათი გამოთხოვის შესახებ და ნებისმიერი მონიტორინგის შესახებ ინფორმირებული ყავდეს დისტრიბუტორები.

7. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშო არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, ამოიღოს ან გამოითხოვოს სათამაშო ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობების და მიღებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

8. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის წარსადგენად, სათამაშოს ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

9. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სათამაშოს რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. იმპორტიორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან, ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მათ მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშოსგან შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 6. დისტრიბუტორის ვალდებულებები

1. დისტრიბუტორი ვალდებულია, სათამაშოს ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკურ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. დისტრიბუტორი ვალდებულია, სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, დარწმუნდეს, რომ სათამაშოზე დატანილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ნიშანდება და თან ერთვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. დისტრიბუტორი ვალდებულია არ განათავსოს სათამაშო ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ სათამაშო არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლში და ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მითითებულ მოთხოვნებს, სანამ სათამაშო შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ სათამაშო ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია სათამაშოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს სათამაშოს შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის და ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მოთხოვნებთან.

4. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშო არ აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში ამოიღოს ან გამოითხოვოს სათამაშო. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და ნებისმიერი გატარებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სათამაშოს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. დისტრიბუტორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშოს მიერ შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად განხორციელებულ ღონისძიებებს.

მუხლი 7. იმპორტიორსა და დისტრიბუტორზე მწარმოებლის ვალდებულებების გავრცელება

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის იმპორტიორი ან დისტრიბუტორი განიხილებიან, როგორც მწარმოებელი, და, შესაბამისად, მათზე ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, როდესაც მათ მიერ საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ხდება სათამაშოს ბაზარზე განთავსება, ან თუ მათ მიერ მოხდა უკვე ბაზარზე განთავსებული სათამაშოს გადაკეთება/მოდიფიცირება იმგვარად, რომ აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სათამაშოს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

მუხლი 8. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია

1. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდის ინფორმაცია:

ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მას მიაწოდა სათამაშო;

ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც თვითონ მიაწოდა სათამაშო.

2. თუ ეკონომიკურ ოპერატორს წარმოადგენს მწარმოებელი, ის ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის წარდგენა მის მიერ სათამაშოს ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

3. სხვა ეკონომიკურ ოპერატორებს (დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ავტორიზებული წარმომადგენელი) უნდა შეეძლოთ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის წარდგენა მათთვის სათამაშოს მიწოდებიდან 10 წლის განმავლობაში.

თავი III

სათამაშოების შესაბამისობა

მუხლი 9. უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები

1. სათამაშო, მასში შემავალი ქიმიური ნაერთების ჩათვლით, დანიშნულების მიხედვით ან/და ბავშვის ქცევის გათვალისწინებით სხვა მოსალოდნელი გზით გამოყენებისას, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მომხმარებლის ან მესამე პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. გათვალისწინებული უნდა იქნეს მომხმარებლის და, შესაბამის შემთხვევაში, მისი ზედამხედველის შესაძლებლობები, მათ შორის, 36 თვემდე ასაკის ან სხვა მითითებული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოების შემთხვევაში. ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დატანილი ეტიკეტი და სათამაშოს თანმხლები ინსტრუქცია, მკაფიოდ უნდა უთითებდეს სათამაშოს გამოყენებისათვის დამახასიათებელ საფრთხეებზე და შესაძლო ზიანზე, ასევე აღნიშნული საფრთხისა და ზიანის თავიდან აცილების გზებზე.

2. ბაზარზე განთავსებული სათამაშო, წინასწარ სავარაუდო და გონივრული ვადით გამოყენების განმავლობაში უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

მუხლი 10. გამაფრთხილებელი მითითებები

1. შესაბამის შემთხვევაში, როდესაც ეს საჭიროა სათამაშოს უსაფრთხო გამოყენებისთვის, ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, გამაფრთხილებელი მითითებები დატანილი უნდა იყოს ქვემოთ მოცემული სახით:

ა) სათამაშოზე დატანილი გამაფრთხილებელი მითითება უნდა განსაზღვრავდეს სათანადო სამომხმარებლო შეზღუდვებს ტექნიკური რეგლამენტის V დანართის პირველი მუხლის შესაბამისად;

ბ) ტექნიკური რეგლამენტის V დანართის მე-2 მუხლში ჩამოთვლილი სათამაშოების კატეგორიების შემთხვევაში, ამავე დანართის მე-2 მუხლში მოცემული გამაფრთხილებელი მითითებები უნდა იქნეს გამოყენებული;

გ) ტექნიკური რეგლამენტის V დანართის მე-2 მუხლის მე-2-მე-10 პუნქტებში ჩამოთვლილი გამაფრთხილებელი მითითებები გამოყენებული უნდა იქნეს უცვლელი სახით;

დ) სათამაშოზე არ უნდა იქნეს დატანილი ტექნიკური რეგლამენტის V დანართის მე-2 მუხლში მოცემული ერთი ან მეტი კონკრეტული გამაფრთხილებელი მითითება, თუ ეს გამაფრთხილებელი მითითება ეწინააღმდეგება სათამაშოს დანიშნულებისამებრ გამოყენებას, რაც განისაზღვრება მისი ფუნქციიდან, ზომიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე.

2. მწარმოებელი ვალდებულია დაიტანოს გამაფრთხილებელი მითითებები სათამაშოზე, ეტიკეტზე, შეფუთვაზე და შესაბამის შემთხვევაში, გამოყენების ინსტრუქციებზე, თვალსაჩინო, ადვილად წაკითხვადი, გასაგები და ზუსტი ფორმით. პატარა ზომის სათამაშოზე, რომელიც შეფუთვის გარეშე იყიდება, შესაბამისი გამაფრთხილებელი მითითება დატანილი უნდა იყოს უშუალოდ პროდუქტზე. გამაფრთხილებელი მითითების წინ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე დატანილი უნდა იქნეს სიტყვები „გაფრთხილება“ ან „გაფრთხილებები“. გამაფრთხილებელი მითითებები, რომლებიც გადამწყვეტია სათამაშოს შეძენისას, როგორიცაა მომხმარებლის მინიმალური და მაქსიმალური ასაკი და ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართში მითითებული სხვა გამაფრთხილებელი მითითებები, მკაფიოდ უნდა ჩანდეს სამომხმარებლო შეფუთვაზე ან სხვაგვარად უნდა იყოს ხილვადი მომხმარებლისთვის, მისი ნებისმიერი ფორმით შესყიდვამდე.

3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტში მოცემული გამაფრთხილებელი მითითებები და უსაფრთხოების ინსტრუქციები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

მუხლი 11. შესაბამისობის პრეზუმფცია

სათამაშო, რომელიც დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მიიჩნევა, რომ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლისა და II დანართში მითითებულ შესაბამის მოთხოვნებს.

მუხლი 12. შესაბამისობის დეკლარაცია

1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ადასტურებდეს სათამაშოს ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლსა და ტექნიკური რეგლამენტის II დანართში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. შესაბამისობის დეკლარაცია სულ მცირე უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში მოცემულ ინფორმაციას და „შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №134 დადგენილებით განსაზღვრულ შესაბამის მოდულებს, რომლებიც მუდმივად უნდა განახლდეს. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში მოცემული ნიმუშის ფორმა. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული უნდა უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.

3. დეკლარაციის შედგენით, მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას სათამაშოს სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

მუხლი 13. შეუსაბამო სათამაშოს გამოფენებზე განთავსების წესი

სათამაშო, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამოფენებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დატანილი იქნება ნიშანი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ სათამაშო არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და, რომ არ მოხდება მისი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ მოთხოვნებთან.

მუხლი 14. ნიშანდების დატანის წესები და პირობები

1. სათამაშოზე შეიძლება დატანილ იქნეს პიქტოგრამა ან ნებისმიერი სხვა ნიშანი, რომელიც მიუთითებს კონკრეტულ რისკზე ან გამოყენებაზე.

2. ამ მუხლში აღნიშნული ნებისმიერი ნიშანი დატანილი უნდა იქნეს სათამაშოზე ან მასზე მიმაგრებულ ეტიკეტზე ან შეფუთვაზე ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად. მცირე ზომის და პატარა ნაწილებისგან შემდგარი სათამაშოს შემთხვევაში, აღნიშნული ნიშანი შეიძლება დატანილ იქნეს ეტიკეტზე ან თანმხლებ ბროშურაზე.

3. თუ ამ მუხლში აღნიშნული ნიშნის დატანა შეუძლებელია უშუალოდ სათამაშოზე, ეტიკეტზე ან შეფუთვაზე და მისი გაყიდვა ხდება სპეციალურად ამ სათამაშოს გასაყიდად განკუთვნილ დახლზე, რომელიც სათამაშოს შეფუთვასაც წარმოადგენს, ამ შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით აღნიშნული ნიშანი შესაძლოა დატანილ იქნეს დახლზე. თუ აღნიშნული ნიშანი შესამჩნევი არ არის შეფუთვის გარედან, ასეთის არსებობს შემთხვევაში, იგი დატანილი უნდა იქნეს შეფუთვაზე.

4. ამ მუხლში აღნიშნული ნიშანი დატანილი უნდა იქნეს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე.

თავი IV

შესაბამისობის შეფასება

მუხლი 15. უსაფრთხოების შეფასება

სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, მწარმოებელი ვალდებულია მოახდინოს იმ ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური, ელექტრული, აალებადობის, ჰიგიენური და რადიოაქტიური საფრთხეების ანალიზი, რომელსაც შესაძლოა იწვევდეს სათამაშო და შეაფასოს ასეთი საფრთხეების პოტენციური ზემოქმედება.

მუხლი 16. შესაბამისობის შეფასების პროცედურები

1. მწარმოებელი ვალდებულია სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლისა და ამავე რეგლამენტის II დანართში მითითებულ მოთხოვნებთან სათამაშოს შესაბამისობის დადასტურების მიზნით, გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული შესაბამისობის შეფასების პროცედურები.

2. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი იყენებს ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლში მითითებულ სტანდარტებს, იგი ვალდებულია გამოიყენოს „შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №134 დადგენილების №1 დანართის A მოდულში გათვალისწინებული შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურა.

3. სათამაშოს უნდა ჩაუტარდეს პროდუქტის ნიმუშის (ტიპის) შესაბამისობის გამოცდა (შემდგომში – ტიპის გამოცდა), ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად და ასევე ტიპთან შესაბამისობის პროცედურა, რომელიც გათვალიწინებულია „შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №134 დადგენილების №1 დანართის C მოდულში, იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) არ არსებობს სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს სათამაშოს უსაფრთხოების შესაბამის მოთხოვნებს;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სტანდარტი არსებობს, მაგრამ მწარმოებლის მიერ არ იქნა ან მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გამოყენებული;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ერთი ან მეტი სტანდარტი გარკვეული შეზღუდვით იქნა გამოქვეყნებული;

დ) მწარმოებელი ფლობს ინფორმაციას, რომ სათამაშო მისი ბუნებიდან, დიზაინიდან, აგებულებიდან ან დანიშნულებიდან გამომდინარე, საჭიროებს დამოუკიდებელი მესამე პირის მიერ შეფასებას.

მუხლი 17. ტიპის გამოცდა

1. ტიპის გამოცდის გამოყენება, მისი ჩატარება და ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემა უნდა განხორციელდეს „შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №134 დადგენილების №1 დანართის B მოდულის შესაბამისად. ტიპის გამოცდა უნდა განხორციელდეს აღნიშნული მოდულის, მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ტიპის გამოცდის განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს სათამაშოს აღწერას, წარმოების ადგილის შესახებ მითითებას, მათ შორის, მისამართს.

3. ტიპის გამოცდის ჩატარებისას, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში მწარმოებელთან ერთად შეაფასოს მწარმოებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის შესაბამისად განხორციელებული სათამაშოსგან მომდინარე შესაძლო საფრთხეების ანალიზიю

4. ტიპის გამოცდის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს მითითებას ამ ტექნიკურ რეგლამენტზე, ასევე, სათამაშოს ფერად სურათს, მკაფიო აღწერილობას, მათ შორის, ზომებს, ჩატარებული გამოცდების ჩამონათვალს და მითითებას შესაბამისი გამოცდების ანგარიშზე. ტიპის გამოცდის სერტიფიკატი უნდა გადაიხედოს საჭიროებისამებრ, მათ შორის წარმოების პროცესის, ნედლი მასალების ან სათამაშოს შემადგენელი კომპონენტების ცვლილებებისას, მაგრამ, არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. თუ სათამაშო არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლისა და II დანართში მოცემულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია გამოითხოვოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია არ გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი იმ სათამაშოსთვის, რომლის სერტიფიკატიც უარყოფილი ან უკან გამოთხოვილი იქნა.

5. ტიპის გამოცდასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს შედგენილი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე.

მუხლი 18. ტექნიკური დოკუმენტაცია

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მწარმოებელმა მიმართა ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლში და II დანართში განსაზღვრულ მოთხოვნებთან სათამაშოს შესაბამისობის დასადასტურებლად, კერძოდ კი ის უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 დანართში ჩამოთვლილ დოკუმენტებს.

2. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ტექნიკური დოკუმენტაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სათამაშოს შესაბამის სტანდარტებთან და უსაფრთხოების აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მწარმოებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა, მწარმოებლის ხარჯით, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ შემოწმების ჩასატარებლად. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული გონივრული ვადის განმავლობაში მიიღოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული დადგენილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ.

მუხლი 19. სათამაშოს ტიპის გამოცდაზე უფლებამოსილი პირები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, სათამაშოების ტიპის გამოცდის განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრში (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი).

მუხლი 20. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი

აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ტიპის გამოცდის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების შეფასებისა და აკრედიტაციისთვის აუცილებელი პროცედურები – აკრედიტაციის სფერო.

მუხლი 21. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიმართ

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შემოწმებული სათამაშოსგან ან/და ორგანიზაციისგან დამოუკიდებელ მესამე პირს. ორგანო, რომელიც გაწევრიანებულია ბიზნესასოციაციაში ან პროფესიულ ფედერაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ან ჩართულია სათამაშოს დაპროექტებაში, წარმოებაში, მოწოდებაში, აწყობაში, გამოყენებასა ან მომსახურებაში, უფლებამოსილია განახორციელოს ამ სათამაშოს შესაბამისობის შეფასება, თუ დაამტკიცებს დამოუკიდებლობასა და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობას.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მისი ხელმძღვანელობა და შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე უშუალოდ პასუხისმგებელი პერსონალი, არ უნდა იყოს იმ სათამაშოს დამპროექტებელი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, მემონტაჟე, მყიდველი, მესაკუთრე, მომხმარებელი ან მომსახურების გამწევი, რომელსაც თავად აფასებს, ან, რომელიმე ამ პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი. აღნიშნული არ კრძალავს შეფასებული სათამაშოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ მისი საქმიანობისთვის ან პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მისი ხელმძღვანელობა და პერსონალი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე, პირდაპირ არ უნდა იყოს ჩართული ამ სათამაშოების დაპროექტებაში ან წარმოებაში, მარკეტინგში, დამონტაჟებაში, გამოყენებაში ან მომსახურების გაწევაში, ასევე არ უნდა წარმოადგენდეს იმ პირს, რომელიც ჩართულია აღნიშნულ ღონისძიებებში. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო არ უნდა იყოს ჩართული ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამისობის შეფასების პროცესში მისი გადაწყვეტილების ობიექტურობასა ან/და მიუკერძოებლობაზე. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება საკონსულტაციო მომსახურებაზე. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი შვილობილი საწარმოები და ქვეკონტრაქტორების საქმიანობა გავლენას არ ახდენდეს მათ მიერ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების ჩატარების კონფიდენციალურობაზე, ობიექტურობასა ან მიუკერძოებლობაზე.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო და მისი პერსონალი ვალდებულია განახორციელონ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებები კეთილსინდისიერად, გააჩნდეთ საჭირო ტექნიკური კომპეტენცია სპეციფიკურ სფეროში და თავისუფალნი იყვნენ ფინანსური ან/და ნებისმიერი ზეწოლისაგან ან მოტივაციისგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ განსჯაზე ან შესაბამისობის შეფასების შედეგებზე, განსაკუთრებით იმ პირებთან ან პირთა ჯგუფთან მიმართებაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ღონისძიებების შედეგებით.

4. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა შეეძლოს ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების იმ ღონისძიებების შესრულება, რომლებისთვისაც აქვს აკრედიტაცია, იმის მიუხედავად, ამ დავალებებს ასრულებს უშუალოდ თუ მესამე პირის მეშვეობით. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა გააჩნდეს საშუალებები შესაბამისობის შეფასების პროცედურებთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ქმედებების განსახორციელებლად, მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჭირო მოწყობილობა ან აღჭურვილობა. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს მისი აკრედიტაციის სფეროში შემავალი თითოეული ტიპის ან კატეგორიის სათამაშოსთვის და თითოეული შესაბამისობის შეფასების პროცედურებისთვის ნებისმიერ დროს უნდა გააჩნდეს:

ა) პერსონალი, რომელსაც გააჩნია ტექნიკური ცოდნა და საკმარისი და სათანადო გამოცდილება შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის;

ბ) პროცედურები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება შესაბამისობის შეფასება, რაც უზრუნველყოფს ამ პროცედურების გამჭვირვალობას და განმეორებით ჩატარების შესაძლებლობას. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა და პროცედურები მის მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების სხვა ქმედებებისგან გასამიჯნად.

გ) პროცედურები იმ ქმედებების შესასრულებლად, რომლებიც ითვალისწინებენ, დაგეგმილი საქმიანობის ზომას, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურას, ტექნოლოგიის სირთულის დონეს და წარმოების პროცესის მასობრივ ან სერიულ ხასიათს.

5. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პერსონალს:

ა) გავლილი ჰქონდეს ტექნიკური და თეორიული ტრეინინგი, რომელიც მოიცავს ყველა იმ შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლისთვისაც შესაბამისობის შემფასებელ ორგანო აკრედიტებულია;

ბ) ჰქონდეს შესაბამისობის შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და სათანადო უფლებამოსილება შეფასების განსახორციელებლად;

გ) ჰქონდეს აუცილებელი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტების და კანონმდებლობის შესახებ სათანადო ცოდნა;

დ) შეეძლოს იმ სერტიფიკატების, ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება, რომლებიც ადასტურებენ შეფასების განხორციელებას.

6. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს, მისი ხელმძღვანელობისა და შეფასებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიუკერძოებლობა. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ხელმძღვანელობისა და შემფასებელი პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარებული შეფასებების რაოდენობაზე ან ამ შეფასებების შედეგებზე.

7. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა.

8. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პერსონალი ვალდებულია დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომლის მოპოვებაც ხდება ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავტორო უფლებების დაცვა.

მუხლი 22. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შვილობილი კომპანიები და ქვეკონტრაქტორები

1. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, შესაბამისობის შეფასების პროცესში განსაზღვრულ ფუნქციებს შესასრულებლად გადასცემს ქვეკონტრაქტორ ან შვილობილ ორგანიზაციას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეკონტრაქტორი ან მისი შვილობილი კომპანია აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლში მოცემულ მოთხოვნებს და ამის შესახებ აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო პასუხს აგებს მისი ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი საწარმოს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მათი დაფუძნების ადგილის მიუხედავად.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია, ქვეკონტრაქტორს ან შვილობილ საწარმოს ფუნქციები გადასცეს მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემთხვევაში.

4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, აკრედიტაციის ცენტრისათვის წარსადგენად შეინახოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი კომპანიის კვალიფიკაციის შეფასებას და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის ფარგლებში.

მუხლი 23. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ვალდებულებები

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლში მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურის შესაბამისად.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისობის შეფასებები განახორციელოს პროპორციულად, ეკონომიკური ოპერატორებისთვის არასაჭირო ტვირთის დაკისრების გარეშე, დაგეგმილი საქმიანობის ზომის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურის, სათამაშოს ტექნოლოგიური სირთულის და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებისას შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია გაითვალისწინოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან სათამაშოს შესაბამისობის შეფასების დასადასტურებლად მოთხოვნილი უსაფრთხოებისა და სიზუსტის ხარისხი.

3. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ მწარმოებელი არ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლისა და II დანართის ან მე-11 მუხლში მითითებული სტანდარტების მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და არ გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. თუ ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გამოცემის შემდეგ, შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ სათამაშო აღარ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი.

5. თუ მწარმოებლის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი.

მუხლი 24. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე უარის, შეზღუდვის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ;

ბ) ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გავლენას ახდენს აკრედიტაციის სფეროს მასშტაბსა და პირობებზე;

გ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ, შესაბამისობის შეფასების ღონისძიებებთან დაკავშირებით მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული შესაბამისობის შეფასების და ნებისმიერი სხვა ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, ტრანსასაზღვრო ღონისძიებების ან/და მის მიერ ქვეკონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

თავი V

ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები

მუხლი 25. ინსტრუქციები შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსათვის

1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსაგან ინფორმაციის მიწოდება ტიპის გამოცდის ნებისმიერი სერტიფიკატის შესახებ, რომელიც აღნიშნულმა ორგანომ გასცა ან გააუქმა, ან, რომელიც უკავშირდება სერტიფიკატის გაცემაზე უარს, გამოცდის ანგარიშებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ჩათვლით.

2. თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო დაადგენს, რომ სათამაშო არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის და II დანართის მოთხოვნებს, საჭიროების შეთხვევაში ვალდებულია მიმართოს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ამ სათამაშოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნით.

3. საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიმართოს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გადახედვის მოთხოვნით.

მუხლი 26. რისკის შემცველი სათამაშოების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ დადგენილებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამ დადგენილებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.

2. თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ამ ტექნიკურ რეგლამენტის მოქმედების სფეროში შემავალი სათამაშო ქმნის რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 27. დოკუმენტური შეუსაბამობა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის 26-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, თუ სახეზეა შემდგომ დოკუმენტურ დარღვევათაგან, რომელიმე:

ა) ნიშანდება დატანილი იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევით;

ბ) შესაბამისი ნიშანდება არ იქნა დატანილი;

გ) შესაბამისობის დეკლარაცია არ იქნა შედგენილი;

დ) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ იქნა შედგენილი;

ე) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულყოფილია.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობები არ იქნა აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები, რათა შეიზღუდოს ან აიკრძალოს ამგვარი სათამაშოების ბაზარზე განთავსება, ხოლო უკვე განთავსებული სათამაშოები გამოთხოვილ ან/და ამოღებულ იქნეს ბაზრიდან.

დანართი I

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის სათამაშოებად არ განიხილება შემდეგი პროდუქტები:

1. სადღესასწაულო დეკორაციები.

2. საკოლექციო პროდუქტები, თუ უშუალოდ პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე ცალსახად მითითებულია, რომ აღნიშნული პროდუქტი გამიზნულია 14 წლის ან უფროსი ასაკის მომხმარებლისთვის. მათ შორის:

ა) შემცირებული მასშტაბის დეტალური და ზუსტი მოდელები;

ბ) შემცირებული მასშტაბის დეტალური მოდელის ასაწყობი ნაკრებები;

გ) ეროვნული და დეკორატიული თოჯინები და მსგავსი ნივთები;

დ) ისტორიული სათამაშოს ასლები;

ე) ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღების რეპროდუქციები.

3. სპორტული აღჭურვილობა, მათ შორის გორგოლაჭები (ჩექმაზე ორხაზად განლაგებული ოთხი ან მეტთვლიანი, ჩექმაზე ცალხაზად განლაგებული 2 ან მეტთვლიანი), სკეიტბორდები, რომლებიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომელთა წონაც აღემატება 20 კგ-ს.

4. ველოსიპედები, რომელთა სავარძლის სიმაღლე (ვერტიკალური მანძილი მიწიდან სავარძლის ზედაპირამდე) აღემატება 435 მმ-ს, როდესაც სავარძელი ჰორიზონტალურ პოზიციაშია და სავარძლის საყრდენი ღერძი ყველაზე დაბალ რეგულირებად ნიშნულზეა.

5. სკუტერები და ტრანსპორტირების სხვა საშუალებები, რომლებიც დაპროექტებულია სპორტული აქტივობებისთვის ან განკუთვნილია საზოგადოებრივ გზებზე ან ბილიკებზე გადაადგილებისათვის.

6. ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტი, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებრივ გზებზე, ბილიკებზე ან ქვაფენილზე მგზავრობისთვის.

7. წყლის აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია ღრმა წყლებში გამოსაყენებლად, ასევე ბავშვისთვის ცურვის სასწავლებელი მოწყობილობა.

8. თავსატეხები, რომელიც შედგება 500-ზე მეტი ნაწილისაგან.

9. მშვილდოსნობისთვის განკუთვნილი 120 სანტიმეტრზე დიდი ზომის მშვილდები, პნევმატური თოფები და პისტოლეტები, გარდა წყლის თოფებისა და წყლის პისტოლეტებისა.

10. პიროტექნიკა, მათ შორის ასაფეთქებელი ნაწილები, რომლებიც არ არის უშუალოდ სათამაშოსთვის განკუთვნილი.

11. მეტალის წვერიანი დართსის ნაკრების მსგავსი პროდუქტები და თამაშები, რომლებშიც გამოიყენება სასროლები, ბასრი წაწვეტებული თავით.

12. ფუნქციონალური საგანმანათლებლო პროდუქტები, მათ შორის, ელექტროღუმელები, უთოები და სხვა ფუნქციონალური პროდუქტები, რომლებიც მუშაობს 24 ვოლტზე მაღალ ნომინალურ ძაბვაზე და განკუთვნილია ექსკლუზიურად სასწავლო მიზნებისთვის ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად.

13. პროდუქტი, მათ შორის, სამეცნიერო აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია სკოლაში ან სხვა პედაგოგიურ კონტექსტში საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით, ზრდასრული ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაყენებლად.

14. ელექტრონული აღჭურვილობა, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერი და სათამაშო კონსოლი, რომელიც გამოიყენება ინტერაქტიულ პროგრამასთან და მასთან დაკავშირებულ პერიფერიულ მოწყობილობებზე წვდომისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ელექტრონული აღჭურვილობა და მისი პერიფერიული მოწყობილობები კონკრეტულად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და გააჩნიათ საკუთარი სათამაშო ღირებულება, როგორიცაა მიზნობრივად დაპროექტებული პერსონალური კომპიუტერები, კლავიატურები, ჯოისტიკები ან საჭეები.

15. ინტერაქტიული პროგრამა, რომელიც განკუთვნილია დასვენებისა და გართობისთვის, მაგალითად, კომპიუტერული თამაში და მისი შესანახი საშუალება მათ შორის კომპაქტური დისკი.

16. ბავშვის საწოვარები.

17. ბავშვებისთვის მიმზიდველი მანათობელი ნივთები.

18. სათამაშოსთვის განკუთვნილი ელექტროგადამყვანი.

19. ბავშვების მოდური აქსესუარები, რომლებიც არ არის განკუთვნილი სათამაშოდ გამოყენებისთვის.

დანართი II

სათამაშოების მიმართ დადგენილი სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები

მუხლი 1. სათამაშოების ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები

1. სათამაშოს, მის ნაწილებსა და, ფიქსირებული სათამაშოების შემთხვევაში მათ ფიქსატორებს/შემაერთებელ ნაწილებს, უნდა ჰქონდეს საჭირო მექანიკური ძალა და სტაბილურობა, რათა გამოყენებისას, გატეხვისა და დაზიანების გარეშე, გაუძლოს ფიზიკური ტრავმის გამომწვევ ზემოქმედებას.

2. სათამაშოების ხელმისაწვდომი კუთხეები, ამოზნექილი ნაწილები, ზონრები, კაბელები და მისამაგრებლები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მათთან კონტაქტისგან გამოწვეული ფიზიკური ზიანის რისკები მაქსიმალურად იყოს შემცირებული.

3. სათამაშოები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მათი ნაწილების გამოძრავების შედეგად არ იქმნებოდეს რაიმე რისკი, ან ასეთი რისკი იყოს მინიმალური.

4. ა) სათამაშო და მისი ნაწილები არ უნდა ქმნიდეს გაგუდვის რისკს;

ბ) სათამაშო და მისი ნაწილები არ უნდა ქმნიდეს ასფიქსიის რისკს, ცხვირისა და პირის სასუნთქი გზების ისეთი გარეგანი ჩაკეტვით, რაც ართულებს სუნთქვას;

გ) სათამაშო და მისი ნაწილები უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ პირის ღრუში ჩადების, ხახაში მოხვედრის ან ქვედა სასუნთქ გზებში გაჭედვის შემთხვევაში შინაგანი სასუნთქი გზების დახშობით არ ქმნიდნენ ასფიქსიის რისკს;

დ) სათამაშო, რომელიც ცალსახად განკუთვნილია 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, და მისი შემადგენელი ნაწილები, მათ შორის, ნებისმიერი ისეთი ნაწილი, რომლის მოხსნაც შეიძლება, უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ შეუძლებელი იყოს მათი გადაყლაპვა ან შესრუტვა. ეს მოთხოვნა ასევე ვრცელდება სხვა სათამაშოებზე, მათ შემადგენელ ნაწილებსა და ნებისმიერ მოხსნად ნაწილზე, რომლებიც განკუთვნილია პირში ჩასადებად;

ე) საცალოდ ვაჭრობისთვის განკუთვნილი სათამაშოების შეფუთვა არ უნდა ქმნიდეს გაგუდვისა და ასფიქსიის რისკს ცხვირისა და პირის გარეგანი სასუნთქი გზების დახშობით;

ვ) სათამაშო, რომელიც მოთავსებულია ან შერეულია საკვებში უნდა იყოს შეფუთული. აღნიშნული შეფუთვა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სათამაშოს გადაყლაპვის ან/და შესუნთქვის რისკი;

ზ) ამ მუხლის „ე“ და „ვ“ პუნქტებში მითითებული შეფუთვა, მათ შორის, სფეროსებრი, კვერცხის ფორმის, ელიფსური ან ცილინდრული სათამაშოს მომრგვალებულდაბოლოებიანი შეფუთვის ნებისმიერი ნაწილი, რომლის მოხსნაც შეიძლება, უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სასუნთქი გზების დახშობა, პირის ღრუში, ხახაში ან ქვედა სასუნთქ გზებში გაჭედვის გზით;

თ) აკრძალულია ისეთი სათამაშო, რომელიც საკვები პროდუქტის მიღების მომენტში მასთან მყარად არის მიმაგრებული და, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება საკვები პროდუქტის მიღების შემდეგ. სათამაშოს შემადგენელი ნაწილები, რომლებიც სხვაგვარად პირდაპირ უკავშირდება საკვებ პროდუქტს უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. წყლის სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მისი დანიშნულების გათვალისწინებით მაქსიმალურად იქნეს შემცირებული სათამაშოს ტივტივისა და ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის დაკარგვის რისკი.

6. სათამაშო, რომელიც მის შიგნით მყოფთათვის ქმნის დახურულ სივრცეს, უნდა იყოს აღჭურვილი გასასვლელით, რომლის შიგნიდან გაღებაც მიზნობრივ მომხმარებელს მარტივად შეეძლება.

7. მომხმარებლის მიერ სამართავი მოძრავი სათამაშო, რამდენადაც შესაძლებელია უნდა იყოს აღჭურვილი სათამაშოს ტიპის შესაბამისი სამუხრუჭე სისტემით, რომელიც სათამაშოს მიერ გამომუშავებული კინეტიკური ენერგიის პროპორციულია. ასეთი სისტემა მომხმარებლისთვის უნდა იყოს მარტივად მართვადი და არ ქმნიდეს მომხმარებლის ან მესამე პირების გადმოვარდნის ან ფიზიკური დაზიანების რისკს. ელექტროენერგიაზე მომუშავე სატარებელი სათამაშოების მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდული უნდა იყოს დაშავების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით.

8. სათამაშოდან სასროლი ნაწილების ფორმა და შემადგენლობა და მათ მიერ გამომუშავებადი კინეტიკური ენერგია, როდესაც ხდება მათი შესაბამისი სათამაშოდან გასროლა, სათამაშოს სახეობის გათვალისწინებით უნდა იყოს იმგვარი, რომ არ არსებობდეს მომხმარებლის ან მესამე მხარის დაშავების რისკი.

9. სათამაშოები იმგვარად უნდა იყოს წარმოებული, რომ:

ა) ნებისმიერი ხელმისაწვდომი ზედაპირის მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა შეხებისას არ იწვევდეს დაზიანებას; და

ბ) სათამაშოში არსებული სითხეები და გაზები არ აღწევდეს ისეთ ტემპერატურას ან წნევას, რომელიც მათი სათამაშოდან გამოყოფისას წარმოქმნის დამწვრობის, დამდუღვრის ან/და სხვა ფიზიკური დაზიანების საფრთხეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ტემპერატურა ან წნევა აუცილებელია სათამაშოს დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებისთვის.

10. ხმის გამომცემი სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ სათამაშოს მიერ გამოცემული მაქსიმალური მომენტალური ან/და განგრძობითი ხმა ვერ აზიანებდეს ბავშვის სმენას.

11. მოქმედებითი სათამაშო იმგვარად უნდა იყოს წარმოებული, რომ მაქსიმალურად შემცირდეს სხეულის ნაწილების მოტეხვის, გაჭედვის, დაცემის, ტანსაცმლის გაჭედვის, დაჯახების ან დახრჩობის რისკები. მოქმედებითი სათამაშოს ნებისმიერი ზედაპირი, რომელზედაც თამაში ერთი ან ერთზე მეტი ბავშვისთვის არის შესაძლებელი, იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული, რომ უძლებდეს მათ საერთო წონას.

მუხლი 2. მოთხოვნები სათამაშოს აალებადობის მიმართ

1. სათამაშო არ უნდა შეიცავდეს ბავშვის გარემოსთვის საშიშ აალებად ნივთიერებებს. სათამაშოში გამოყენებული დაწვადი მასალები არ უნდა ქმნიდეს ცეცხლის გაჩენის რისკს. სათამაშო წარმოებული უნდა იყოს ისეთი ნივთიერებისგან, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ პირობას:

ა) არ იწვის ცეცხლის ალის, ნაპერწკლისა თუ სხვა პოტენციური ცეცხლის წყაროს პირდაპირ მოხვედრისას;

ბ) არ ხდება მისი მყისიერი აალება (ალი ქრება მის გამომწვევ წყაროსთან ერთად) ;

გ) ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში, ნელა იწვის და ხასიათდება ალის გავრცელების დაბალი დონით;

დ) განურჩევლად სათამაშოს ქიმიური შემადგენლობისა, იმგვარადაა დაპროექტებული, რომ მექანიკურად აფერხებს წვის პროცესს.

2. სათამაშო, რომელიც ფუნქციონირების ტიპიდან გამომდინარე, შეიცავს ამ დანართის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კლასიფიკაციის კრიტერიუმებით განსაზღვრულ ნივთიერებებს ან მინარევებს, მათ შორის, სათამაშო მასალა და მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია ქიმიური ექსპერიმენტებისთვის, მოდელის აწყობისთვის, პლასტმასის ან კერამიკის ჩამოსხმისთვის, ემალირებისთვის, ფოტოგრაფიისთვის ან სხვა მსგავსი დანიშნულებით გამოსაყენებლად, არ უნდა შეიცავდეს ნივთიერებებს ან მინარევებს, რომლებიც შეიძლება აალებადი გახდეს, არაალებადი არამდგრადი ელემენტების დაკარგვის შედეგად.

3. სათამაშოები, გარდა სათამაშო ფისტონებისა, არ უნდა იყოს ფეთქებადი და არ უნდა შეიცავდეს ელემენტებს ან ნივთიერებებს, რომლებიც სათამაშოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოყენებისას შეიძლება აფეთქდეს.

4. სათამაშო, მათ შორის ქიმიური სათამაშო, არ უნდა შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებსა და ნაერთებს, რომლებიც:

ა) შეიძლება აფეთქდეს შერევისას წარმოქმნილი ქიმიური რეაქციის ან გათბობის შედეგად;

ბ) შეიძლება აფეთქდეს მჟანგავ ნივთიერებებთან შერევისას;

გ) შეიცავს არამდგრად კომპონენტებს, რომლებიც ჰაერთან მოხვედრისას აალებადია და ქმნის აალებად ან ფეთქებად ორთქლს ან/და ჰაერის ნაერთს.

მუხლი 3. მოთხოვნები სათამაშოების ქიმიური თვისებების მიმართ

1. სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მის შემადგენელ ქიმიურ ნაერთებთან ან მინარევებთან კონტაქტის შედეგად ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სათამაშოს გამოყენებისას არ უქმნიდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სათამაშო უნდა შეესაბამებოდეს განსაზღვრული პროდუქტების კატეგორიის ან განსაზღვრული ნივთიერებებისა და ნაერთების აკრძალვის შესახებ საქართველოს შესაბამის კანონმდებლობას.

2. სათამაშო, რომელიც თავად არის ნივთიერება ან ნაერთი, ასევე, უნდა შეესაბამებოდეს ნივთიერებებისა და ნაერთების კლასიფიკაციის, შეფუთვისა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ნივთიერებები, რომლებიც ნივთიერებების და ნაერთების კლასიფიკაციის, შეფუთვისა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად კლასიფიცირებულია, როგორც კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური და ხვდებიან 1A, 1B ან მე-2 კატეგორიაში, არ უნდა გამოიყენებოდეს სათამაშოებში, მათ კომპონენტებში ან მიკრონაწილებში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნივთიერებებზე ან ნაერთებზე, რომლებიც ამ დანართის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირებულია, როგორც კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური, თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი:

ა) აღნიშნული ნივთიერებები ან ნაერთები წარმოდგენილია ისეთი რაოდენობით, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) აღნიშნული ნივთიერებები და ნაერთები, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოყენებისას, ბავშვებისთვის არ არის ხელმისაწვდომი არცერთი ფორმით, მათ შორის შესუნთქვით;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ნივთიერების ან ნაერთის გამოყენების დაშვების თაობაზე და მისი გამოყენების დასაშვები შემთხვევები ჩამოთვლილია ამ დანართის მე-7 მუხლში;

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული მოთხოვნების გათვალისწინებით, ნივთიერებები ან ნაერთები, რომლებიც ამ დანართის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კლასიფიცირებულია, როგორც კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სათამაშოებში, სათამაშოების კომპონენტებში ან სათამაშოს მიკროსტრუქტურულ ნაწილებში, თუ სრულდება შემდეგი პირობებიდან არანაკლებ ერთი:

ა) აღნიშნული ნივთიერებები ან ნაერთები არის ინდივიდუალურ კონცენტრაციებში, რომლებიც თანაბარია ან ნაკლებია საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტებში მითითებულ შესაბამის კონცენტრაციებზე;

ბ) აღნიშნული ნივთიერებები და ნაერთები, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოყენებისას, ბავშვებისთვის არცერთ ფორმაში არ არის ხელმისაწვდომი, მათ შორის, არც შესუნთქვით;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ნივთიერების ან ნაერთის გამოყენების თაობაზე და მისი გამოყენების დასაშვები შემთხვევები ჩამოთლილია ამ დანართის მე-7 მუხლში.

6. ამ მუხლის მე-3 – მე- 5 პუნქტები არ ვრცელდება უჟანგავ ფოლადში შემავალ ნიკელზე.

7. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები არ ვრცელდება იმ შეზღუდულ ნივთიერებებზე, რომლებიც თავსდება ტექნიკური რეგლამენტის VI დანართით განსაზღვრულ ქიმიური ნივთიერებების სპეციალურ ზღვრებში.

8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემული მოთხოვნების გათვალისწინებით, ნიტროზამინებისა და ნიტროზირებადი ნივთიერებების გამოყენება აკრძალულია 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებში ან სხვა სათამაშოებში, რომლებიც განკუთვნილია პირში ჩასადებად, თუ ნივთიერების მიგრაცია მეტია ან ტოლია 0,05 მგ/კგ-ს ნიტროზამინებისთვის და 1 მგ/კგ-ს ნიტროზირებადი ნივთიერებებისთვის.

9. კოსმეტიკური სათამაშო, მათ შორის თოჯინებისთვის განკუთვნილი სათამაშო კოსმეტიკა, უნდა შეესაბამებოდეს კოსმეტიკური პროდუქტების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

10. სათამაშო არ უნდა შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ალერგიულ არომატულ ნივთიერებებს:

|№ |ალერგიული არომატული ნივთიერების დასახელება |CAS ნომერი |

| |კულმუხოს ზეთი (Inula helenium) |97676-35-2 |

| |ალილიზოთიოციანატი |57-06-7 |

| |ბენზილციანიდი |140-29-4 |

| |4-მესამეულ-ბუთილფენოლი |98-54-4 |

| |ნაცარქათამას ზეთი |8006-99-3 |

| |ციკლამენის (ყოჩივარდას) სპირტი |4756-19-8 |

| |დიეთილმალატი |141-05-9 |

| |დიჰიდროკუმარინი |119-84-6 |

| |2,4-დიჰიდროქსი-3-მეთილბენზალდიჰიდი |6248-20-0 |

| |3,7-დიმეთილი-2-ოქტენ-1-ოლ (6,7-დიჰიდროგერანიოლი) |40607-48-5 |

| |4,6-დიმეთილი-8-მესამეულ-ბუთილკუმარინი |17874-34-9 |

| |დიმეთილციტრაკონატი |617-54-9 |

| |7,11-დიმეთილ-4.6,10-დოდეკატრიენ – 3-ერთი |26651-96-7 |

| |6,10-დიმეთილ-3.5,9-უნდერკატრიენ-2-ერთი |141-10-6 |

| |დიფენილამინი |122-39-4 |

| |ეთილაკრილატი |140-88-5 |

| |ლეღვის ფოთოლი, ახალი და დამუშავებული/პრეპარატები |68916-52-9 |

| |ტრანს-2-ჰეპტენალი |18829-55-5 |

| |ტრანს-2-ჰექსანალის დიეთილაცეტალი |67746-30-9 |

| |ტრანს-2-ჰექსანალის დიმეთილაცეტალი |18318-83-7 |

| |ჰიდროაბიეთილის სპირტი |13393-93-6 |

| |4-ეტოქსიფენოლი |622-62-8 |

| |6-იზოპროპილ-2-დეკაჰიდრონაფტალენოლი |34131-99-2 |

| |7-მეთოქსიკუმარინი |531-59-9 |

| |4-მეთოქსიფენოლი |150-76-5 |

| |4- (p-მეთოქსიფენილ) -3-ბუტენ-2-ერთი |943-88-4 |

| |1- (p-მეთოქსიფენილ) -1-პენტენ-3-ერთი |104-27-8 |

| |ტრანს-2-მეთილის ბუტენოატი |623-43-8 |

| |6-მეთილკუმარინი |92-48-8 |

| |7-მეთილკუმარინი |2445-83-2 |

| |5-მეთილ-2,3-ჰექსანდიონი |13706-86-0 |

| |კოსტუსის ფესვის ზეთი (Saussurea lappa Clarke) |8023-88-9 |

| |7-ეტოქსი-4-მეთილკუმარინი |87-05-8 |

| |ჰექსაჰიდროკუმარინი |700-82-3 |

| |პერუს ბალზამი, ნედლი (მიროქსილონ პერეირეს სითხე/წვენი (ექსუდაცია |8007-00-9 |

| |Myroxylon pereirae (Royle) Klotzsch) ) | |

| |2-პენტილიდენ-ციკლოჰექსანონი |25677-40-1 |

| |3.6,10-ტრიმეთილ – 3.5,9-უნდეკატრიენ-2-ერთი |1117-41-5 |

| |ლიპიას ზეთი (Lippia citriodora Kunth) |8024-12-2 |

| |მუშკის ამბრეტი (მუშკის არომატის მქონე ნივთიერება) |83-66-9 |

| |(4-მესამეული-ბუთილ-3-მეთოქსი-2,6-დინიტროტოლუენი) | |

| |4-ფენილ-3-ბუტენ-2-ერთი |122-57-6 |

| |ამილ ცინამალი |122-40-7 |

| |ამილ ცინამალის სპირტი |101-85-9 |

| |ბენზილის სპირტი |100-51-6 |

| |ბენზილის სალიცილატი |118-58-1 |

| |ცინამილის სპირტი |104-54-1 |

| |ცინამალი |104-55-2 |

| |ციტრალი |5392-40-5 |

| |კუმარინი |91-64-5 |

| |ევგენოლი |97-53-0 |

| |გერანიოლი |106-24-1 |

| |ჰიდროქსი-ცეტრონელალი |107-75-5 |

| |ჰიდროქსიმეთილ პენტილციკლოჰექსან კარბოქსალდეჰიდი |31906-04-4 |

| |იზოევგენოლი |97-54-1 |

| |მუხის ხავსის ექსტრაქტი |90028-68-5 |

| |ხის ხავსის ექსტრაქტი |90028-67-4 |

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული არომატების ნარჩენი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კარგი საწარმოო პრაქტიკის მიუხედავად ტექნიკურად შეუძლებელია თავიდან იქნეს აცილებული მათი კვალის დატოვება, რომლის ოდენობაც არ აღემატება 100 მგ./კგ.-ს.

12. თუ სათამაშო შეიცავს ამ პუნქტში მოცემულ არომატულ ნივთიერებებს და მათი კონცენტრაცია სათამაშოში ან მის შემადგენელ ნაწილში აღემატება 100 მგ/კგ-ს, ამ ნივთიერებების დასახელებები დატანილი უნდა იყოს სათამაშოზე, მის იარლიყზე, შეფუთვაზე ან თანდართულ ბროშურაზე:

|№ |ალერგიული არომატული ნივთიერების დასახელება |CAS ნომერი |

| |ანისულის სპირტი |105-13-5 |

| |ბენზილბენზოატი |120-51-4 |

| |ბენზილცინამატი |103-41-3 |

| |ციტრონელოლი |106-22-9 |

| |ფარნესოლი |4602-84-0 |

| |ჰექსილ ცინამალდეჰიდი |101-86-0 |

| |ლილიალი |80-54-6 |

| |d-ლიმონენი |5989-27-5 |

| |ლინალოოლი |78-70-6 |

| |მეთილ ჰეპტინ კარბონატი |111-12-6 |

| |3-მეთილ-4- (2.6,6-ტრიმეთილ-2-ციკლოჰექსენ-1-ილ) -3-ბუტენ-2-ერთი |127-51-5 |

13. 1. ამ მუხლის მე-10 პუნქტის 41-ე – 55-ე ქვეპუნქტებსა და მე-12 პუნქტის პირველ – მე-11 ქვეპუნქტებში მითითებული არომატული ნივთიერებების გამოყენება დასაშვებია ყნოსვით სამაგიდო სათამაშოებში, კოსმეტიკურ ნაკრებებში და დაგემოვნებით სათამაშოებში, იმ შემთხვევაში თუ:

ა) აღნიშნული არომატული ნივთიერებების შესახებ მითითება მკაფიოდ არის დატანილი შეფუთვაზე, და ასევე მასზე დატანილია გაფრთხილება ტექნიკური რეგლამენტის V დანართის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად;

ბ) შესაბამის შემთხვევაში, ბავშვის მიერ ინსტრუქციების შესაბამისად აწყობილი სათამაშო, შეესაბამება კოსმეტიკური პროდუქტების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) შესაბამის შემთხვევაში, აღნიშნული არომატული ნივთიერებების შეესაბამება საქართველოს შესაბამის კანონმდებლობას საკვები პროდუქტების მიმართ.

2. ამ პუნქტში მითითებული ყნოსვითი სამაგიდო სათამაშოები, კოსმეტიკური ნაკრებები და დაგემოვნებითი სათამაშოები, არ უნდა გამოიყენებოდეს 36 თვემდე ასაკის ბავშვების მიერ და უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის V დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

14. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ქვემოთ მოცემული მიგრაციის ზღვრები სათამაშოებისა ან მათი კომპონენტებისთვის, არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტში მოცემულ შემდეგ მნიშვნელობებს:

|ნივთიერება |მგ/კგ |მგ/კგ სათამაშოს შემადგენელ თხევად |მგ/კგ სათამაშოს შემადგენე ასაფხეკმასალაში|

| |სათამაშოს შემადგენელ |ან წებოვან მასალაში | |

| |მშრალ, მყიფე, | | |

| |ფხვნილისებრ ან მოქნილ | | |

| |მასალაში | | |

|ალუმინი |5 625 |1 406 |70 000 |

|სტიბიუმი |45 |11,3 |560 |

|დარიშხანი |3,8 |0,9 |47 |

|ბარიუმი |1 500 |375 |18 750 |

|ბორი |1 200 |300 |15 000 |

|კადმიუმი |1,3 |0,3 |17 |

|ქრომი (III) |37,5 |9,4 |460 |

|ქრომი (VI) |0,02 |0,005 |0,053 |

|კობალტი |10,5 |2,6 |130 |

|სპილენძი |622,5 |156 |7 700 |

|ტყვია |2,0 |0,5 |23 |

|მანგანუმი |1 200 |300 |15 000 |

|ვერცხლისწყალი |7,5 |1,9 |94 |

|ნიკელი |75 |18,8 |930 |

|სელენი |37,5 |9,4 |460 |

|სტრონციუმი |4 500 |1 125 |56 000 |

|კალა |15 000 |3 750 |180 000 |

|ორგანული კალა |0,9 |0,2 |12 |

|თუთია |3 750 |938 |46 000 |

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტში მოცემულ შეზღუდვები არ ვრცელდება იმ სათამაშოებსა და სათამაშოების შემადგენელ ნაწილებზე, რომელთა გამოყენება ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და, რომლებიც გამომდინარე მათი ხელმისაწვდომობისა, ფუნქციისა, მოცულობისა და მასისა, ცალსახად გამორიცხავს წოვის, გალოკვის, გადაყლაპვის ან კანთან ხანგრძლივი კონტაქტიდან გამომდინარე საფრთხეს.

მუხლი 4. მოთხოვნები სათამაშოების ელექტრული თვისებების მიმართ

1. სათამაშო არ უნდა ფუნქციონირებდეს ელექტროენერგიაზე, რომლის ნომინალური მუდმივი ძაბვა აღემატება 24 ვოლტს ან ექვივალენტურ ცვალებად ძაბვას, და მათი ხელმისაწვდომი ნაწილების ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს მუდმივი ძაბვის შემთხვევაში 24 ვოლტს ან ექვივალენტურ ცვალებად ძაბვას. შიდა ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 24 ვოლტს მუდმივი ძაბვისას ან ექვივალენტურ ცვალებად ძაბვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უზრუნველყოფილია, რომ სათამაშოს გატეხვის შემთხვევაშიც კი ძაბვა და გენერირებული ენერგია არ იწვევს რაიმე რისკს ან ელექტროშოკს.

2. სათამაშოს ნაწილები, რომლებიც მიერთებულია ან განკუთვნილია ისეთ ელექტროენერგიის წყაროზე მისაერთებლად, რომელსაც აქვს ელექტროშოკის გამოწვევის უნარი, ასევე, კაბელები და სხვა ელექტროგამტარები, რომელთა გავლითაც მსგავს ნაწილებამდე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება, უნდა იყოს სათანადოდ იზოლირებული და მექანიკურად დაცული რათა თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკის რისკი.

3. ელექტრული სათამაშო იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მისი ხელმისაწვდომი ზედაპირი არ ცხელდებოდეს ისეთ ტემპერატურაზე, რომელსაც შეუძლია შეხებისას დამწვრობის გამოწვევა.

4. წინასწარ სავარაუდო გაუმართაობის შემთხვევაში, სათამაშო უნდა უზრუნველყოფდეს ისეთი ელექტრული საფრთხეებისგან დაცვას, რომლებიც ელექტროენერგიის წყაროდან მომდინარეობს.

5. ელექტრული სათამაშო უნდა უზრუნველყოფდეს ცეცხლის საფრთხისგან სათანადო დაცვას.

6. ელექტრული სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ ელექტრული, მაგნიტური და ელექტრომაგნიტური ველები და მოწყობილობის მიერ წარმოქმნილი რადიაციის სხვა სახეები, შემცირებული იქნეს სათამაშოს უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მინიმალურ დონემდე.

7. სათამაშო, რომელსაც აქვს ელექტრული კონტროლის სისტემა, იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული და წარმოებული, რომ უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს იმ შემთხვევაშიც კი თუ ელექტრული სისტემა გაუმართავი გახდება ან ვეღარ იმუშავებს თავად სისტემის გაუმართაობის ან გარე ფაქტორების გამო.

8. სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ არ უქმნიდეს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას ან იწვევდეს თვალის ან კანის დაზიანების რისკს, რომელიც გამოწვეულია ლაზერით, სანათებით ან ნებისმიერი სხვა სახის რადიაციით.

9. სათამაშოს ელექტრული გადამყვანი არ უნდა იყოს მისი შემადგენელი ნაწილი.

მუხლი 5. სათამაშოების ჰიგიენასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ინფექციის, ავადმყოფობის ან მოწამვლის ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სათამაშო დაპროექტებული და წარმოებული უნდა იყოს იმგვარად, რომ აკმაყოფილებდეს ჰიგიენისა და სისუფთავის მოთხოვნებს.

2. 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული და წარმოებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი გაწმენდა. ტექსტილის სათამაშო უნდა ირეცხებოდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ იგი შეიცავს მექანიზმს, რომელიც შეიძლება დაზიანდეს დასველებისას. სათამაშო უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს მისი ამ პუნქტისა და მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად გაწმენდის შემდეგაც.

მუხლი 6. სათამაშოების რადიოაქტიურობის მიმართ დადგენილი მოთხოვნები

სათამაშო უნდა შეესაბამებოდეს რადიოაქტიურ სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს შესაბამის კანონმდებლობას.

მუხლი 7. კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებებისა და მათი დაშვებული გამოყენების სია

კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებებისა და მათი დაშვებული გამოყენების სია ამ დანართის მე-3 მუხლის მე-4- მე-6 პუნქტების შესაბამისად:

|ნივთიერება |კლასიფიკაცია |დაშვებული გამოყენება |

|ნიკელი |კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური |უჟანგავ ფოლადში |

| |2 |უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ სათამაშოში ან |

| | |სათამაშოს კომპონენტებში |

მუხლი 8. ნივთიერებებისა და ნაერთების კლასიფიკაცია

1. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ნივთიერებებისა და ნაერთების კლასიფიცირებისთვის გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

ნივთიერებებისა და ნაერთების კლასიფიკაციის კრიტერიუმები შესაბამისობაშია ნივთიერებების და ნაერთების კლასიფიკაციის, შეფუთვისა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან.

ა) საფრთხის კლასები 2.1 – 2.4, 2.6 და 2.7, 2.8 ტიპები A და B, 2.9, 2.10, 2.12, 2.13 კატეგორიები 1 და 2, 2.14 კატეგორიები 1 და 2, 2.15 ტიპები A – F;

ბ) საფრთხის კლასები 3.1 – 3.6, 3.7 უარყოფითი ზეგავლენა სექსუალური ფუნქციასა და ნაყოფიერებაზე ან განვითარებაზე, 3.8 ეფექტი, გარდა ნარკოტიკული ეფექტისა, 3.9 და 3.10;

გ) საფრთხის კლასი 4.1;

დ) საფრთხის კლასი 5.1.

3. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის კანცეროგენულად, მუტაგენურად ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურად განისაზღვრება ნივთიერებების და ნაერთების კლასიფიკაციის, შეფუთვისა და ეტიკეტირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით 1A და 1B კატეგორიას მიკუთვნებული კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებები და ნაერთები..

4. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის კანცეროგენულად, მუტაგენურად ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურად განისაზღვრება ნივთიერებების და ნაერთების კლასიფიკაციის, შეფუთვისა და ეტიკეტირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით მე-2 კატეგორიას მიკუთვნებული კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებები და ნაერთები.

დანართი III

შესაბამისობის დეკლარაცია

1. ნომერი … (სათამაშოს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი)

2. მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და მისამართი:

3. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილია მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ:

4. დეკლარაციის საგანი (სათამაშოს იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ინფორმაცია რომელიც უზრუნველყოფს მიკვლევადობას). დეკლარაცია სათამაშოს იდენტიფიცირების მიზნით უნდა შეიცავდეს ფერად სურათს.

5. მითითება იმ ნორმატიულ აქტზე, რომელთან შესაბამისობაშია დეკლარაციის მე-4 პუნქტში მითითებული დეკლარაციის საგანი:

6. მითითება გამოყენებული სტანდარტებზე ან სპეციფიკაციებზე, რომელთა მიმართ შესაბამისობა არის დეკლარირებული:

7. შესაბამის შემთხვევაში: შესაბამისობის შემფასებელი ორგანო … (დასახელება, ნომერი) … განახორციელა… (ქმედების აღწერა) … და გასცა სერტიფიკატი:

8. დამატებითი ინფორმაცია:

ხელმოწერილია მწარმოებლისთვის და მწარმოებლის სახელით:

(შედგენის ადგილი და თარიღი)

(სახელი, თანამდებობა) (ხელმოწერა)

დანართი IV

ტექნიკური დოკუმენტაცია

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სათამაშოს დაპროექტებისა და წარმოების დეტალური აღწერა, მათ შორის, სათამაშოში გამოყენებული კომპონენტებისა და მასალების შესახებ, ასევე ქიმიური ნივთიერებების მომწოდებლისგან მიღებულ დოკუმენტები, რომელიც შეიცავს ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოების მონაცემებს;

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მიხედვით ჩატარებული უსაფრთხოების შეფასების მონაცემები;

გ) გამოყენებული შესაბამისობის შეფასების პროცედურ (ებ) ის აღწერა;

დ) შესაბამისობის დეკლარაციის ასლი;

ე) წარმოებისა და დასაწყობების ადგილის მისამართები;

ვ) შესაბამის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის მწარმოებლის მიერ მისთვის გადაცემული დოკუმენტების ასლები;

ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურის გამოყენების შემთხვევაში გამოცდის ანგარიშები და იმ საშუალებების აღწერა, რომელთა მეშვეობითაც მწარმოებელმა უზრუნველყო სათანადო სტანდარტებთან წარმოების შესაბამისობის დადასტურება;

თ) ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლი და იმ საშუალებების აღწერა, რომელთა მეშვეობითაც მწარმოებელმა უზრუნველყო წარმოების შესაბამისობა ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ პროდუქტის ტიპთან. ასევე, იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც მწარმოებელმა გადასცა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ ტიპთან შესაბამისობის პროცედურის შესაბამისად მწარმოებელმა სათამაშოს ჩაუტარა ტიპის გამოცდა.

დანართი V

გამაფრთხილებელი მითითებები

მუხლი 1. ძირითადი გამაფრთხილებელი მითითებები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეზღუდვები, უნდა მოიცავდეს მომხმარებლის მინიმალურ ან მაქსიმალურ ასაკს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის უნარებს, მომხმარებლის მაქსიმალურ ან მინიმალურ წონას და მითითებას, რომელიც უზრუნველყოფს სათამაშოს მხოლოდ ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ გამოყენებას.

მუხლი 2. განსაზღვრული კატეგორიის სათამაშოზე მისათითებელი უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები

1. სათამაშოები, რომლებიც არ არის განკუთვნილი 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის

სათამაშოებზე, რომლებიც შესაძლოა საშიში იყოს 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის დატანილი უნდა იყოს გამაფრთხილებელი მითითება – „არ არის განკუთვნილი 36 თვემდე ასაკის ბავშვისთვის“ ან „არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის “ ან ქვემოთ მოცემული ნიშანი:

[pic]

აღნიშნულ გაფრთხილებას თან უნდა ახლდეს მოკლე მითითება, კონკრეტული საფრთხის შესახებ, რომლის გამოც აუცილებელია ამ გაფრთხილების გამოყენება, აღნიშნული მითითება შეიძლება მოცემული იყოს გამოყენების ინსტრუქციაში.

აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება სათამაშოზე, რომელიც მისი ფუნქციიდან, ზომიდან, მახასიათებლიდან, თვისებიდან ან გონივრული მიზეზიდან გამომდინარე არ არის განკუთვნილი 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის.

2. მოქმედებითი სათამაშოები

მოქმედებით სათამაშოზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სახის გამაფრთხილებელი მითითება: „განკუთვნილია მხოლოდ სახლში გამოყენებისთვის“.

მოქმედებით სათამაშოებს, რომლებიც დამაგრებულია განივ კოჭზე და ასევე სხვა მოქმედებით სათამაშოებს, შესაბამის შემთხვევაში თან უნდა ახლდეს ინსტრუქციები, რომლებიც უთითებს სათამაშოს ძირითადი ნაწილების (დაკიდების, საყრდენი სისტემა, სამაგრი ნაწილები) პერიოდულად შემოწმებისა და მოვლის საჭიროებაზე, და აღნიშნული შემოწმებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში სათამაშოდან მომდინარე დაცემის ან გადაყირავების საფრთხეზე.

ინსტრუქციაში ასევე მითითებული უნდა იყოს სათამაშოს სწორად აწყობის ხერხი იმ ნაწილებზე მითითებით, რომლებიც სათამაშოს არასწორად აწყობის შემთხვევაში შეიცავს საფრთხეს. ასევე მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ზედაპირზეა რეკომენდებული სათამაშოს განთავსება.

3. ფუნქციონალური სათამაშოები

ფუნქციონალურ სათამაშოებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სახის გამაფრთხილებელი მითითება: „განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ გამოყენებისათვის“.

ფუნქციონალურ სათამაშოზე თანდართული უნდა იყოს ფუნქციონირების ინსტრუქციები, გაფრთხილებები და მითითებები უსაფრთხოების იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს მომხმარებლის მიერ და გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც უთითებს, რომ ამ ზომების მიუღებლობამ შესაძლოა წარმოშვას ისეთ პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხე, რომლის იმიტაციას ან შემცირებული მასშტაბის მოდელსაც წარმოადგენს სათამაშო. ასევე მითითება, რომ სათამაშო, მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას იყოს შენახული.

4. ქიმიური სათამაშოები

1. საშიში ნივთიერებების ან ნაერთების შემცველი სათამაშოების ინსტრუქციები უნდა მოიცავდეს:

ა) გაფრთხილებას სათამაშოში შემავალი ნივთიერებების ან ნაერთების სახიფათო ბუნების შესახებ;

ბ) მომხმარებლის მიერ, აღნიშნული ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით მისაღები უსაფრთხოების ზომების შესახებ მითითებას;

გ) სათამაშოს გამოყენებიდან გამომდინარე სერიოზული ინციდენტის შემთხვევაში გამოსაყენებელი პირველადი დახმარების ზომებს;

დ) მითითებას, რომ სათამაშო, მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას არ ინახებოდეს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ინსტრუქციებთან ერთად ქიმიურ სათამაშოების შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სახის გამაფრთხილებელი მითითება: „არ არის განკუთვნილი (*) წლის ასაკამდე ბავშვებისთვის. გამოიყენეთ მხოლოდ ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ“. ნიშანი – (*) უნდა ჩანაცვლდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ასაკით.

ქიმიურ სათამაშოებად განიხილება, მათ შორის: ქიმიური ნაკრები, პლასტმასით ჩამოსასხმელი ნაკრები, კერამიკის, მინანქრის ან ფოტოგრაფიის მინიატურული სახელოსნოები, და მსგავსი სათამაშოები, რაც იწვევს ქიმიურ რეაქციას ან ნივთიერების შემადგენლობის მსგავს ცვლილებას გამოყენებისას.

5. ციგურები, გორგოლაჭები (ორ ხაზად განლაგებული ოთხი ან მეტთვლიანი, ცალხაზად განლაგებული 2 ან მეტთვლიანი), სკეიტბორდები, სკუტერები და სათამაშო ველოსიპედები ბავშვებისთვის

როდესაც აღნიშული პროდუქტი იყიდება როგორც სათამაშო, მასზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სახის გამაფრთხილებელი მითითება: „აუცილებელია დამცავი აღჭურვილობის ტარება. არ უნდა იქნეს გამოყენებული საგზაო მოძრაობისას“.

ზემოაღნიშნული სახის გამაფრთხილებელ მითითებასთან ერთად გამოყენების ინსტრუქცია უნდა მოიცავდეს გაფრთხილებას, რომ სათამაშოს გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს, შეჯახებების, გადმოვარდნისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ასევე, მითითებული უნდა იყოს რეკომენდებული დამცავი აღჭურვილობა (ჩაფხუტი, ხელთათმანები, მუხლის და იდაყვის დამცავები და ა.შ.).

6. წყლის სათამაშოები

წყლის სათამაშოებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი გამაფრთხილებელი მითითება: „გამოიყენება მხოლოდ ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ ისეთ წყალში, რომელიც სრულად არ ფარავს ბავშვს“.

7. საკვებში განთავსებული სათამაშოები

საკვებზე, რომელშიც განთავსებული ან შერეულია სათამაშო, დატანილი უნდა იყოს შემდეგი სახის გამაფრთხილებელი მითითება:

„შეიცავს სათამაშოს. რეკომენდებულია ზრდასრულის ზედამხედველობა“.

8. დამცავი ნიღბებისა და ჩაფხუტების იმიტაციები

დამცავი ნიღბისა და ჩაფხუტის იმიტაციაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სახის გამაფრთხილებელი მითითება:

„ეს სათამაშო დაცვას არ უზრუნველყოფს“.

9. სათამაშოები, რომლებიც განკუთვნილია მცირეწლოვანი ბავშვის საწოლის ან საბავშვო ეტლის თავზე თოკით, მავთულით ან ზონარით ჩამოკიდებისათვის.

მცირეწლოვანი ბავშვის საწოლის ან საბავშვო ეტლის თავზე თოკით, მავთულით ან ზონარით ჩამოკიდებისათვის განკუთვნილ სათამაშოზე და მის შეფუთვაზე, წარუშლელად უნდა იყოს დატანილი შემდეგი სახის გამაფრთხილებელი მითითება:

„გახლართვით გამოწვეული შესაძლო ზიანის თავიდან ასარიდებლად, მოარიდეთ ეს სათამაშო ბავშვს წამოდგომის მცდელობის დაწყებისას“.

10. ყნოსვით სამაგიდო სათამაშოები, კოსმეტიკური ნაკრებები და დაგემოვნებით სათამაშოები, რომლებიც შეიცავს არომატულ ნივთიერებებს.

ყნოსვით სამაგიდო სათამაშოზე, კოსმეტიკური ნაკრებზე და დაგემოვნებით სათამაშოზე, რომლებიც შეიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის 41-55 ქვეპუნქტებში და ამავე მუხლის მე-12 პუნქტის პირველ-მე-11 ქვეპუნქტებში მითითებულ არომატულ ნივთიერებებს, დატანილი უნდა იყოს შემდეგი სახის გამაფრთხილებელი მითითება:

„შეიცავს ალერგიის გამომწვევ არომატულ ნივთიერებებს“.

დანართი VI

ქიმიური ნივთიერებების სპეციალური ზღვარი, რომლებიც გამოიყენება 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებში და სათამაშოებში, რომლებიც განკუთვნილია პირში ჩასადებად

|ნივთიერება |CAS ნომერი |ზღვარი |

|TCEP – ტრი (2-ქლორეთილ) ფოსფატი) |115-96-8 |5 მგ/კგ (შემცველობის ზღვარი) |

|TCPP – ტრი (2-ქლორ-1-მეთილეთილი) ფოსფატი |13674-84-5 |5 მგ/კგ (შემცველობის ზღვარი) |

|TDCP – ტრი[2-ქლორ-1 (ქლორმეთილ) ეთილ]ფოსფატი |13674-87-8 |5 მგ/კგ (შემცველობის ზღვარი) |

|ბისფენოლი A |80-05-7 |0.04 მგ/ლ (მიგრაციის ზღვარი) სსტ ენ 71-10:2005 |

| | |და სსტ ენ 71-11:2005 სტანდარტებში მოცემული |

| | |მეთოდების გათვალისწინებით |

|ფორმამიდი |75-12-7 |20 µგ/მ3 (ემისიის ზღვარი) 200 მგ/კგ-ზე |

| | |(შემცველობაზე დამოკიდებული შეწყვეტის ზღვარი) |

| | |მეტი შემცველობის მქონე ქაფის სათამაშოს მასალის |

| | |ემისიის ტესტირების დაწყებიდან არა უმეტეს 28 |

| | |დღისა |

|ბენზისოლთიაზოლ 3 (2H) – ერთი |2634-33-5 |5 მგ/კგ (შემცველობის ზღვარი) წყლის სათამაშოს |

| | |მასალებში სსტ ენ 71-10:2005 და სსტ ენ |

| | |71-11:2005 სტანდარტებში მოცემული მეთოდების |

| | |გათვალისწინებით |

|რეაქციული მასა 5-ქლორო-2-მეთილ-4-იზოთიაზოლინ – 3 |55965-84-9 |1 მგ/კგ (შემცველობის ზღვარი) წყლის სათამაშოს |

|– ერთი [EC №o. 247-500-7] და | |მასალებში |

|2-მეთილ-2H-იზოთიაზოლ-3-ერთი [EC №o. 220-239-6] | | |

|(3:1) | | |

|5-ქლორო-2-მეთილისოთიაზოლნ-3 (2H) -ერთი |26172-55-4 |0.75 მგ/კგ (შემცველობის ზღვარი) წყლის სათამაშოს|

| | |მასალებში |

|2-მეთილიზოთიაზოლინ3 (2H) -ერთი |2682-20-4 |0.25 მგ/კგ (შემცველობის ზღვარი) წყლის სათამაშოს|

| | |მასალებში |

|ფენოლი |108-95-2 |5 მგ/ლ (მიგრაციის ზღვარი) პოლიმერულ მასალებში |

| | |სსტ ენ 71-10:2005 და სსტ ენ 71-11:2005 |

| | |სტანდარტებში მოცემული მეთოდების |

| | |გათვალისწინებით. |

| | |10მგ/კგ (შემცველობის ზღვარი) როგორც კონსერვანტი|

| | |სსტ ენ 71-10:2005 და სსტ ენ 71-11:2005 |

| | |სტანდარტებში მოცემული მეთოდების |

| | |გათვალისწინებით. |