რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.04.2023 ბოლო ცვლილება 23.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№161
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.023994
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2023 წლის 24 აპრილი

   ქ. თბილისი

 

რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − რადიომოწყობილობის  შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი).
მუხლი 2
სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სტანდარტ(ებ)ის (სტანდარტების დასახელებას) გამოქვეყნებას, რომელიც ადგენს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
მუხლი 4
1. სსიპ − შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, სსიპ − შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, სსიპ − შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა სსიპ − შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ამ დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, სსიპ − შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა საქონლის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

მუხლი 5
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.

 

მუხლი 6
1. 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ დეკემბრამდე სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული რადიომოწყობილობის შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები რადიომოწყობილობის შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

მუხლი 7
დადგენილება, გარდა მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო დადგენილების მე-3, მე-6 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
reglamenti.docx

ტექნიკური რეგლამენტი − რადიომოწყობილობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზანი

„ტექნიკური რეგლამენტი − რადიომოწყობილობის შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს რადიომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგ რადიომოწყობილობებზე:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრულ რადიომოწყობილობაზე;

ბ) რადიომოწყობილობაზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ საქმიანობისთვის რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, თავდაცვას და სახელმწიფო უშიშროებას, ასევე სახელმწიფოს საქმიანობას სისხლის სამართლის სფეროში.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რადიომოწყობილობა − ელექტრო ან ელექტრონული პროდუქტი, რომელიც მიზნობრივად ასხივებს  ან/და იღებს რადიოტალღებს, რადიოკომუნიკაციის და/ან რადიოგანსაზღვრის მიზნით, ან ელექტრო ან ელექტრონული პროდუქტი, რომელიც უნდა შეივსოს დამატებითი აღჭურვილობით, როგორიც არის ანტენა, იმისათვის, რომ მიზნობრივად გაასხივოს ან/და მიიღოს რადიოტალღები რადიოკომუნიკაციის და/ან რადიოგანსაზღვრის მიზნით;

ბ) რადიოკომუნიკაცია − კომუნიკაცია რადიოტალღების მეშვეობით;

გ) რადიოგანსაზღვრა − ობიექტის ადგილმდებარეობის,  სიჩქარის და/ან სხვა მახასიათებლების განსაზღვრა, ან რადიოტალღების გავრცელების მახასიათებლების გამოყენებით ამ პარამეტრებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება;

დ) რადიოტალღები − 3000 გჰც-მდე სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებიც სივრცეში ხელოვნური გადამტანის გარეშე ვრცელდება;

ე) რადიოინტერფეისი − რადიოსიხშირული სპექტრის რეგულირებად გამოყენებასთან დაკავშირებული მახასიათებლები;

ვ) რადიომოწყობილობის კლასი − კლასი, რომელითაც იდენტიფიცირება ხდება რადიომოწყობილობის იმ ცალკეული კატეგორიის, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მიიჩნევა მსგავსად და კლასი იმ რადიოინტერფეისების, რომლისთვისაც რადიომოწყობილობა არის განკუთვნილი;

ზ) რადიოსამოყვარულო მომსახურება − რადიოკომუნიკაციის მომსახურება, რომელიც ემსახურება თვითტრენინგს, ურთიერთკომუნიკაციას და ტექნიკურ მოკვლევებს, რომელსაც ატარებს მოყვარული, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სათანადოდ უფლებამოსილ პირს, რომელიც დაინტერესებულია რადიოტექნიკაში პირადი მიზნითა და არ გააჩნია ფულადი სარგებლის მიღების ინტერესი;

თ) ელექტრომაგნიტური ხელშეშლა − ნებისმიერი ელექტრომაგნიტური მოვლენა, რომელსაც შეუძლია მოწყობილობის ფუნქციონირების დარღვევა; ელექტრომაგნიტური ხელშეშლა შესაძლებელია იყოს ელექტრომაგნიტური ხმაური, არასასურველი სიგნალი ან გავრცელების არეალის ცვლილება;

ი) საზიანო ზემოქმედება − ზემოქმედება, რომელიც საფთხეს უქმნის რადიო-სანავიგაციო ან სხვა უსაფრთხოების მომსახურებებს ან რომელიც სხვაგვარად აუარესებს, აბრკოლებს ან პერიოდულად აფერხებს საკომუნიკაციო მომსახურებას, რომლის მიწოდება ხორციელდება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;

კ) ექსპლუატაციაში გაშვება − საბოლოო მომხმარებლის მიერ რადიომოწყობილობის პირველადი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე;

ლ) ბაზარზე განთავსება − რადიოაპატარურის პირველად ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე;

მ) ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა − რადიომოწყობილობა ნებისმიერი მიწოდება ბაზარზე დისტრიბუციის, მოხმარების ან გამოყენებისთვის, კომერციული საქმიანობის ფარგლებში, ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე;

ნ) მწარმოებელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამზადებს ან ამზადებინებს და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით რეალიზებას უწევს რადიომოწყობილობას;

ო) ავტორიზებული წარმომადგენელი − ნებისმიერი ფიზიკური ან საქართველოში შესაბამისი ფორმით დარეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს მისი სახელით განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;

პ) იმპორტიორი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს რადიომოწყობილობის სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას;

ჟ) დისტრიბუტორი − პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მწარმოებელს ან იმპორტიორს და, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის რადიომოწყობილობას ბაზარზე;

რ) ეკონომიკური ოპერატორი − მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი;

ს) ტექნიკური სპეციფიკაციები − დოკუმენტი, რომელიც აღწერს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც რადიომოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს;

ტ) ელექტრომაგნიტური თავსებადობა − რადიომოწყობილობის ან მისი ნაწილის უნარი ელექტრომაგნიტურ გარემოში იმუშაოს სხვა რადიომოწყობილობის ან მისი ნაწილისთვის ელექტრომაგნიტური ხელშეშლის გარეშე;

უ) პერსონალური მონაცემი − „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემი;

ფ) მონაცემთა დამუშავება − „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედება;

ქ) ტრაფიკის მონაცემები − ნებისმიერი მონაცემი, რომელიც დამუშავებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით კომუნიკაციის ან ამ კომუნიკაციასთან დაკავშირებული ბილინგის მიზნით;

ღ) ლოკაციის მონაცემები − ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებით დამუშავებული ნებისმიერი მონაცემი, რომელიც მიუთითებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობ(ებ)ის გეოგრაფიულ მდებარეობას.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განმარტებულ ტერმინთა მნიშვნელობები.

მუხლი 4. რადიომოწყობილობის მიმართ დაწესებული ძირითადი მოთხოვნები

1. რადიომოწყობილობა ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ დაცული იყოს ადამიანებისა და შინაური ცხოველების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აგრეთვე, დაცული იყოს საკუთრება, მათ შორის, ძაბვის გარკვეულ ზღვრებში მომუშავე ელექტრომოწყობილობების შესახებ ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნები, გარდა ძაბვის ზღვრების შეზღუდვისა.

2. რადიომოწყობილობა იმგვარად უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ უზრუნველყოს ელექტრომაგნიტური თავსებადობის სათანადო დონე.

3. რადიომოწყობილობა იმგვარად უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ ეფექტიანად გამოიყენებდეს და ხელს უწყობდეს რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად გამოყენებას, საზიანო ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით დგინდება რადიომოწყობილობაზე კონკრეტრული კატეგორია და კლასი და განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ძირითადი მოთხოვნებიდან რომელს უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული კატეგორია და კლასი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კონკრეტულ კატეგორიაში ან კლასში რადიომოწყობილობა იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ შეესაბამებოდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ძირითად მოთხოვნას:

ა) რადიომოწყობილობა მუშაობს აქსესუარების საშუალებით, კერძოდ, საერთო დამმუხტავი აღჭურვილობით;

ბ) რადიომოწყობილობა ურთიერთქმედებს სხვა რადიომოწყობილობასთან ქსელების საშუალებით;

გ) რადიომოწყობილობის შეერთება შესაბამისი პროდუქტის ტიპის ინტერფეისებთან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით;

დ) რადიომოწყობილობა არ აზიანებს ქსელს ან აფერხებს მის ფუნქციონირებას, ასევე არ ახდენს ქსელის რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას, რამაც შესაძლოა მომსახურების მიუღებელი გაუარესება გამოიწვიოს;

ე) რადიომოწყობილობაში ინტეგრირებულია დამცავი მოწყობილობა პერსონალური მონაცემების დაცვის და მომხმარებლის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით;

ვ) რადიომოწყობილობას აქვს თაღლითობისგან დაცვის გარკვეული მექანიზმები;

ზ) რადიომოწყობილობას აქვს გარკვეული მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გადაუდებელი დახმარების მომსახურების ხელმისაწვდომობას;

თ) რადიომოწყობილობას აქვს გარკვეული მექანიზმები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებს ხელს უწყობს ასეთი მოწყობილობის გამოყენებაში;

ი) რადიომოწყობილობას აქვს გარკვეული მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამული საშუალებების ჩატვირთვას მხოლოდ იმ რადიომოწყობილობაში, სადაც მოწყობილობის და პროგრამის კომბინაციის თავსებადობა დადასტურებულია.

მუხლი 5. რადიომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ექსპლუატაციაში გაშვება

1. რადიომოწყობილობა ბაზარზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს.

2. რადიომოწყობილობა ექსპლუატაციაში გაშვებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის, სათანადოდ დამონტაჟების, დაცვისა და განსაზღვრული მიზნებისთვის გამოყენებისას აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დამატებითი მოთხოვნები რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებასთან, ექსპლუატაციაში გაშვებასთან და/ან გამოყენებასთან დაკავშირებით, დაადგინოს მხოლოდ რადიოსპექტრის ეფექტიანი და ქმედითი გამოყენების, საზიანო ზემოქმედების თავიდან აცილების, ელექტრომაგნიტური ხელშეშლის თავიდან აცილების ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით.

4. რადიომოწყობილობა, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამოფენებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დატანილი იქნება ნიშანი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ რადიომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და, რომ არ მოხდება მისი ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ან ექსპლუატაციაში გაშვება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ მოთხოვნებთან. რადიომოწყობილობის გამოფენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ზომებია მიღებული საზიანო ზემოქმედების, ელექტრომაგნიტური ხელშეშლისა და ადამიანების, შინაური ცხოველების ან საკუთრების მიმართ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ისეთი რადიომოწყობილობის გამოფენასთან და/ან დემონსტრირებასთან (switch on - ჩართვით) დაკავშირებულ დამატებით წესებსა და პროცედურებს, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციით.

თავი II. ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებები

მუხლი 6. მწარმოებლის ვალდებულებები

1. მწარმოებელმა რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებისას უნდა უზრუნველყოს, რომ რადიომოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად.

2. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს რადიომოწყობილობის იმგვარად კონსტრუირება, რომ მოწყობილობამ იმუშაოს საქართველოს ტერიტორიაზე, რადიოსპექტრის გამოყენების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გარეშე.

3. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლით განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით დადგენილი შესაბამისობის შეფასების განხორციელება. თუ შესაბამისობის შეფასების პროცედურით დადასტურდება, რომ რადიომოწყობილობა შესაბამის მოთხოვნებს შეესაბამება, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.

4. მწარმოებელმა ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეინახოს რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

5. მწარმოებელი ვალდებულია სერიული წარმოებისას უზრუნველყოს რადიომოწყობილობის შესაბამისობის შენარჩუნება, სათანადოდ გაითვალისწინოს ცვლილებები რადიოპარატურის პროექტში ან პარამეტრებში, ასევე ცვლილებები შესაბამის სტანდარტებში ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებში, რომლითაც რადიომოწყობილობის შესაბამისობა დგინდება. საჭიროების შემთხვევაში, რადიომოწყობილობით გამოწვეული რისკებიდან გამომდინარე, საბოლოო მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, მწარმოებელმა უნდა განახორციელოს იმ რადიომოწყობილობის ნიმუშების ტესტირება, გამოკვლევა, რომლებიც მის მიერ გახდა ბაზარზე ხელმისაწვდომი და, საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, ასევე შეუსაბამო რადიომოწყობილობის და გამოთხოვილი რადიომოწყობილობის რეესტრი და დისტრიბუტორს აცნობოს ნებისმიერი ამგვარი მონიტორინგის შესახებ.

6. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განთავსებამდე რადიომოწყობილობაზე დაიტანოს პროდუქტის ტიპის, პარტიის ან სერიული ნომრები ან სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება რადიომოწყობილობის ზომის ან პროდუქტის ტიპის გამო, საჭირო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში.

7. მწარმოებელი ვალდებულია რადიომოწყობილობაზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო მონაცემები უნდა იყოს ქართულ ენაზე.

8. მწარმოებელი ვალდებულია რადიომოწყობილობას დაურთოს ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია. უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა დაერთოს ქართულ ენაზე. ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საჭიროა რადიომოწყობილობის დაგეგმილი მიზნით გამოყენებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს დამატებითი აღჭურვილობის და კომპონენტების, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას, რომელიც საჭიროა რადიომოწყობილობის სათანადო მუშაობისთვის. ამგვარი ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, ისევე, როგორც მათზე განთავსებული ეტიკეტი, უნდა იყოს გასაგები და მარტივად წაკითხვადი. რადიოტალღების გამსხივებელ რადიომოწყობილობას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) იმ სიხშირის (სიხშირეების) დიაპაზონი, რომელშიც რადიომოწყობილობა ფუნქციონირებს;

ბ) რადიოსიხშირის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც სიხშირის (სიხშირეების) იმ დიაპაზონით გადაიცემა, რომელშიც რადიომოწყობილობა ფუნქციონირებს.

9. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ რადიომოწყობილობის თითოეულ ერთეულს თან ახლდეს შესაბამისობის დეკლარაციის ან გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაციის ასლი. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილია გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია, ის უნდა შეიცავდეს ზუსტ ინტერნეტ-მისამართს, სადაც შესაბამისობის დეკლარაციის სრული ტექსტია ხელმისაწვდომი.

10. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ექსპლუატაციაში გაშვებაზე შეზღუდვის ან გამოყენებაზე ნებართვის აუცილებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია ასეთი შეზღუდვების და მოთხოვნების შესახებ აღნიშნული უნდა იყოს ინსტრუქციებში, რომლებიც რადიომოწყობილობას თან ერთვის.

11. მწარმოებელი, რომელიც მიიჩნევს ან აქვს მიზეზი, მიიჩნიოს, რომ მის მიერ ბაზარზე უკვე განთავსებული რადიომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული რადიომოწყობილობის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს რადიომოწყობილობის ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ რადიომოწყობილობა ქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და მიღებული მაკორექტირებელი ზომების და მათი შედეგების შესახებ.

12. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს რადიომოწყობილობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია მის მიერ ბაზარზე განთავსებული რადიომოწყობილობის მიერ შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 7. ავტორიზებული წარმომადგენლის ვალდებულებები

1. მწარმოებელმა, წერილობითი უფლებამოსილების საფუძველზე, შესაძლოა დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული ვალდებულებები და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება არ შეიძლება იყოს ავტორიზებული წარმომადგენლის უფლებამოსილების ნაწილი.

3. ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა შეასრულოს უფლებამოსილების ფარგლებში მინიჭებული ამოცანები. წერილობითი უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს საშუალებას უნდა აძლევდეს შეასრულოს სულ მცირე შემდეგი:

ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს რადიომოწყობილობის შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ბაზარზე განთავსებული რადიომოწყობილობის მიერ შექმნილი რისკების აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ავტორიზებული წარმომადგენლის წერილობითი უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 8. იმპორტიორის ვალდებულებები

1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი რადიომოწყობილობა.

2. იმპორტიორი ვალდებულია რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებლმა განახორციელა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით გასაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურა, და რომ რადიომოწყობილობა იმგვარად არის კონსტრუირებული, რომ მისი გამოყენება საქართველოში შესაძლებელია რადიოსიხშირული სპექტრის მოთხოვნების დარღვევის გარეშე. იმპორტიორი უნდა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა შეადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის შესაბამისად რადიომოწყობილობაზე დატანილია შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის ნომერი და თანდართულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ასევე, უნდა დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

3. თუ იმპორტიორი მიიჩნევს, ან აქვს მიზეზი მიიჩნიოს, რომ რადიომოწყობილობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის ძირითად მოთხოვნებს არ შეესაბამება, იმპორტიორი ვალდებულია რადიომოწყობილობა არ განათავსოს ბაზარზე, სანამ რადიომოწყობილობა შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ რადიომოწყობილობა რისკს შეიცავს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

4. იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს რადიომოწყობილობაზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში, იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე დატანილ იქნეს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

5. იმპორტიორი ვალდებულია, რადიომოწყობილობას თან დაურთოს მწარმოებლის მიერ შედგენილი ინსტრუქცია და უსაფრთხოების ინფორმაცია. უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა დაერთოს ქართულ ენაზე.

6. იმპორტიორი ვალდებულია, რადიომოწყობილობის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვის და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას.

7. საჭიროების შემთხვევაში, რადიომოწყობილობით წარმოშობილ რისკებთან მიმართებაში საბოლოო მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმპორტიორი ვალდებულია ჩაატაროს ბაზარზე განთავსებული რადიომოწყობილობის ნიმუშების ტესტირება, გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს შეუსაბამო რადიომოწყობილობის და გამოთხოვილი რადიომოწყობილობის საჩივრების რეესტრი და დისტრიბუტორს აცნობოს ნებისმიერი ამგვარი მონიტორინგის შესახებ.

8. იმპორტიორი, რომელიც მიიჩნევს, ან აქვს მიზეზი მიიჩნიოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული რადიომოწყობილობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული რადიომოწყობილობის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში ამოიღოს ან გამოითხოვოს იგი ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ რადიომოწყობილობა რისკს შეიცავს, იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობების და მიღებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

9. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად და მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ორგანოსთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა, რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

10. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის განსაზღვრულ ენაზე შედგენილი საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს რადიომოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. იმპორტიორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან, ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მის მიერ ბაზარზე განთავსებული რადიომოწყობილობისგან შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 9. დისტრიბუტორის ვალდებულებები

1. დისტრიბუტორი ვალდებულია რადიომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. დისტრიბუტორი ვალდებულია რადიომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე დარწმუნდეს, რომ რადიოაპარტურას თან ერთვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე ინსტრუქციები და ქართულ ენაზე შედგენილი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2, მე-6 და მე-10 პუნქტებით და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. დისტრიბუტორი ვალდებულია არ უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა რადიომოწყობილობაზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ რადიომოწყობილობა არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის ძირითად მოთხოვნებს. თუ რადიომოწყობილობა შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს, ასევე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. დისტრიბუტორი ვალდებული, რადიომოწყობილობის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში უზრუნველყოს შენახვის ან ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.

4. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ რადიომოწყობილობა, რომელზე ხელმისაწვდომობაც მან უზრუნველყო, არ აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული რადიომოწყობილობის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში ამოიღოს ან გამოითხოვოს რადიომოწყობილობა. იმ შემთხვევაში, თუ რადიომოწყობილობა შეიცავს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და ნებისმიერი გატარებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის განსაზღვრულ ენაზე შედგენილი ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს რადიომოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. დისტრიბუტორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება იმ რადიომოწყობილობას, რომლის ბაზარზე ხელმისაწვდომობაც დისტრიბუტორმა უზრუნველყო შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 10. იმპორტიორსა და დისტრიბუტორზე მწარმოებლის ვალდებულებების გავრცელება

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის იმპორტიორი ან დისტრიბუტორი განიხილებიან როგორც მწარმოებელი და, შესაბამისად, მათზე ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, როდესაც მათ მიერ საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ხდება რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსება, ან თუ მათ მიერ მოხდა უკვე ბაზარზე განთავსებული რადიომოწყობილობის გადაკეთება/მოდიფიცირება იმგვარად, რომ აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს რადიომოწყობილობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

მუხლი 11. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია

1. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდის ინფორმაცია:

ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მას მიაწოდა რადიომოწყობილობა;

ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც თვითონ მიაწოდა რადიომოწყობილობა.

2. თუ ეკონომიკურ ოპერატორებს წარმოადგენენ მწარმოებელი ან იმპორტიორი, ისინი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის წარდგენა მათ მიერ რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

3. სხვა ეკონომიკურ ოპერატორებს (დისტრიბუტორი და ავტორიზებული წარმომადგენელი) უნდა შეეძლოთ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის წარდგენა მათთვის რადიომოწყობილობის მიწოდებიდან 10 წლის განმავლობაში.

თავი III. რადიომოწყობილობის შესაბამისობა

მუხლი 12. რადიომოწყობილობის შესაბამისობის პრეზუმფცია

რადიომოწყობილობა, რომელიც დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტანდარტ(ებ)ით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მიიჩნევა, რომ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებზეც აღნიშნული სტანდარტები ან მათი ნაწილი ვრცელდება.

მუხლი 13. შესაბამისობის შეფასების პროცედურები

1. მწარმოებელი ვალდებულია განახორციელოს რადიომოწყობილობის შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ვიდრე პროდუქტს განათავსებს ბაზარზე შესაბამისობის შეფასებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ფუნქციონირების პირობა და მე-4 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნის მიზნებისათვის, შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გონივრულად განჭვრეტადი პირობები. თუ შესაძლებელია რადიომოწყობილობის სხვადასხვაგვარი კონფიგურაცია, შესაბამისობის შეფასებამ უნდა დაადასტუროს, რომ რადიომოწყობილობა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის ძირითად მოთხოვნებს, ყველა შესაძლო კონფიგურაციის შემთხვევაში.

2. მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს რადიომოწყობილობის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ძირითად მოთხოვნებთან, შესაბამისობის შეფასების რომელიმე შემდეგი პროცედურის გამოყენებით:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული შიდა საწარმოო კონტროლი;

ბ) პროდუქტის ტიპის გამოცდა, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში მოცემულ ტიპთან შესაბამისობაზე დაფუძნებულ შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურასთან ერთად;

გ) სრული ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობის შეფასება, რაც მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართში.

3. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან რადომოწყობილობის შესაბამისობის შეფასებისას მწარმოებელმა გამოიყენა სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოქვეყნებული სტანდარტების ჩამონათვალში მოცემული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მან უნდა განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პროცედურა:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული შიდა საწარმოო კონტროლი;

ბ) პროდუქტის ტიპის გამოცდა, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში მოცემულ ტიპთან შესაბამისობაზე დაფუძნებულ შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურასთან ერთად;

გ) სრული ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობის შეფასება, რაც მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართში.

4. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან რადიომოწყობილობის შესაბამისობის შეფასებისას მწარმოებელმა არ გამოიყენა ან ნაწილობრივ გამოიყენა სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოქვეყნებული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები ან თუ მსგავსი სტანდარტები არ არსებობს, რადიომოწყობილობა უნდა დაექვემდებაროს ჩამოთვლილთაგან რომელიმე პროცედურას:

ა) პროდუქტის ტიპის გამოცდა, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში მოცემულ ტიპთან შესაბამისობაზე დაფუძნებულ შიდა საწარმოო კონტროლის პროცედურასთან ერთად;

ბ) სრული ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობის შეფასება, რაც მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართში.

მუხლი 14. შესაბამისობის დეკლარაცია

1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ადასტურებდეს რადიომოწყობილობის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლში მითითებულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. შესაბამისობის დეკლარაცია, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართში მოცემულ ინფორმაციას და უნდა იყოს მუდმივად განახლებადი. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს VII დანართით განსაზღვრულ ელემენტებს და იყოს მუდმივად განახლებადი. გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე და დეკლარაციის სრული ტექსტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამარტივებულ შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებულ ინტერნეტმისამართზე.

4. თუ რადიომოწყობილობაზე ვრცელდება ერთზე მეტი სამართლებრივი აქტი, რომელიც სავალდებულოდ ადგენს შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენას, ყველა სამართლებრივ აქტთან მიმართებაში ერთი შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შედგეს, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა ამ სამართლებრივი აქტის შესახებ მითითებას.

5. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით, მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას რადიომოწყობილობის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

მუხლი 15. რადიომოწყობილობაზე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის ნომრის განთავსების წესი

იმ შემთხვევაში, თუ რადიომოწყობილობის შესაბამისობის შეფასებისთვის გამოყენებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის ნომერი უნდა განთავსდეს შემფასებელი ორგანოს მიერ თავად, ან მისი ინსტრუქციების შესაბამისად, მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ რადიომოწყობილობაზე ან მის მონაცემთა პანელზე, თუ რადიომოწყობილობის სპეციფიკიდან გამომდინარე აღნიშნული არ არის შესაძლებელი, მასზე მიმაგრებულ ეტიკეტზე ან შეფუთვაზე ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად.

მუხლი 16. ტექნიკური დოკუმენტაცია

1. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ყველა შესაბამის მონაცემს იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მწარმოებელმა მიმართა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რადიომოწყობილობა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლში მოცემულ ძირითად მოთხოვნებს. ტექნიკური დოკუმენტაცია, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართში მოცემულ ელემენტებს.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებამდე და უნდა იყოს მუდმივად განახლებადი.

3. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ტექნიკური დოკუმენტაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

4. თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებს და არ არის წარმოდგენილი საკმარისი შესაბამისი მონაცემი ან საშუალებები, რომელიც გამოყენებულია რადიომოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლში დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მწარმოებელს ან იმპორტიორს განუსაზღვროს გონივრული ვადა, მწარმოებლის ან იმპორტიორის ხარჯით, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ შემოწმების ჩასატარებლად. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული გონივრული ვადის განმავლობაში მიიღოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული დადგენილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ.

თავი IV. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაცია

მუხლი 17. აკრედიტაცია

1. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს.

2. საქართველოს სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას შესაბამისი აკრედიტაციის სქემით.

მუხლი 18. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიმართ

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შემოწმებული რადიომოწყობილობისგან ან/და ორგანიზაციისგან დამოუკიდებელ მესამე პირს. ორგანო, რომელიც გაწევრიანებულია ბიზნესასოციაციაში ან პროფესიულ ფედერაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ან ჩართულია რადიომოწყობილობის დაპროექტებაში, წარმოებაში, მოწოდებაში, აწყობაში, გამოყენებასა ან მომსახურებაში/მოვლა-შენახვაში, შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ორგანოდ, იმ პირობით, თუ მოახდენს დამოუკიდებლობის და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დემონსტრირებას.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მისი ხელმძღვანელობა და შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე უშუალოდ პასუხისმგებელი პერსონალი არ უნდა იყოს იმ რადიომოწყობილობის დამპროექტებელი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, მემონტაჟე, მყიდველი, მესაკუთრე, მომხმარებელი ან მომსახურების გამწევი, რომელსაც თავად აფასებს, ან, რომელიმე ამ პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი. აღნიშნული არ კრძალავს შეფასებული რადიომოწყობილობის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ მისი საქმიანობისთვის ან პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მისი ხელმძღვანელობა და პერსონალი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე, პირდაპირ არ უნდა იყოს ჩართული ამ რადიომოწყობილობის დაპროექტებაში ან წარმოებაში, მარკეტინგში, დამონტაჟებაში, გამოყენებაში ან მომსახურების გაწევაში, ასევე არ უნდა წარმოადგენდეს იმ პირს, რომელიც ჩართულია აღნიშნულ ღონისძიებებში. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო არ უნდა იყოს ჩართული ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამისობის შეფასების პროცესში მისი გადაწყვეტილების ობიექტურობასა ან/და შედეგზე. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება საკონსულტაციო მომსახურებაზე. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი შვილობილი საწარმოები და ქვეკონტრაქტორების საქმიანობა გავლენას არ ახდენდეს მათ მიერ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების ჩატარების კონფიდენციალურობაზე, ობიექტურობასა ან მიუკერძოებლობაზე.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო და მისი პერსონალი ვალდებულია განახორციელონ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებები კეთილსინდისიერად, გააჩნდეთ საჭირო ტექნიკური კომპეტენცია სპეციფიკურ სფეროში და თავისუფალნი იყვნენ ფინანსური ან/და ნებისმიერი ზეწოლისაგან ან მოტივაციისგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ გადაწყვეტილებაზე ან შესაბამისობის შეფასების შედეგებზე, განსაკუთრებით იმ პირებთან ან პირთა ჯგუფთან მიმართებაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ღონისძიებების შედეგებით.

4. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა შეეძლოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III და IV დანართით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების იმ ღონისძიებების შესრულება, რომლებისთვისაც აქვს აკრედიტაცია, იმის მიუხედავად, ამ დავალებებს ასრულებს უშუალოდ თუ მესამე პირის მეშვეობით. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს მისი აკრედიტაციის სფეროში შემავალი თითოეული პროდუქტის ტიპის ან კატეგორიის რადიომოწყობილობისთვის და თითოეული შესაბამისობის შეფასების პროცედურებისთვის ნებისმიერ დროს უნდა გააჩნდეს:

ა) პერსონალი, რომელსაც გააჩნია ტექნიკური ცოდნა და საკმარისი და სათანადო გამოცდილება შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის;

ბ) პროცედურები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება შესაბამისობის შეფასება, რაც უზრუნველყოფს ამ პროცედურების გამჭვირვალობას და განმეორებით ჩატარების შესაძლებლობას. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა და პროცედურები მის მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების სხვა ქმედებებისგან გასამიჯნად;

გ) პროცედურები იმ ქმედებების შესასრულებლად, რომლებიც ითვალისწინებენ, დაგეგმილი საქმიანობის ზომას, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურას, რადიომოწყობილობის ტექნოლოგიის სირთულის დონეს და წარმოების პროცესის მასობრივ ან სერიულ ხასიათს;

დ) ტექნიკური და ადმინისტრაციული დავალებების შესასრულებლად საჭირო ყველა საშუალება, რაც შესაბამისობის შეფასების საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას უზრუნველყოფს.

5. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პერსონალს:

ა) გავლილი ჰქონდეს ტექნიკური და თეორიული ტრეინინგი, რომელიც მოიცავს ყველა იმ შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლისთვისაც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აკრედიტებულია;

ბ) ჰქონდეს შესაბამისობის შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და სათანადო უფლებამოსილება შეფასების განსახორციელებლად;

გ) ჰქონდეს აუცილებელი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტების და კანონმდებლობის შესახებ სათანადო ცოდნა;

დ) შეეძლოს იმ სერტიფიკატების, ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება, რომლებიც ადასტურებენ შეფასების განხორციელებას.

6. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს, მისი ხელმძღვანელობისა და შეფასებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიუკერძოებლობა. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ხელმძღვანელობისა და შემფასებელი პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარებული შეფასებების რაოდენობაზე ან ამ შეფასებების შედეგებზე.

7. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა.

8. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პერსონალი ვალდებულია დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომლის მოპოვებაც ხდება ამ ტექნიკური რეგლამენტის III და IV დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკუთრების უფლების დაცვა.

მუხლი 19. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შვილობილი საწარმოები და ქვეკონტრაქტორები

1. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, შესაბამისობის შეფასების პროცესში განსაზღვრულ ფუნქციებს შესასრულებლად გადასცემს ქვეკონტრაქტორ ან შვილობილ საწარმოს, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეკონტრაქტორი ან მისი შვილობილი საწარმო აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს და ამის შესახებ აცნობოს სსიპ − აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრს.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო პასუხს აგებს მისი ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი საწარმოს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მათი დაფუძნების ადგილის მიუხედავად.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია, ქვეკონტრაქტორს ან შვილობილ საწარმოს ფუნქციები გადასცეს მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემთხვევაში.

4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსთვის − აკრედიტაციის ცენტრისთვის წარსადგენად შეინახოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი საწარმოს კვალიფიკაციის შეფასებას და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ამ ტექნიკური რეგლამენტის III და IV დანართების ფარგლებში.

მუხლი 20. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საოპერაციო ვალდებულებები

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტის III და IV დანართებში მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურის შესაბამისად.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისობის შეფასებები განახორციელოს პროპორციულად, ეკონომიკური ოპერატორებისთვის არასაჭირო ტვირთის დაკისრების გარეშე, დაგეგმილი საქმიანობის ზომის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურის, რადიომოწყობილობის ტექნოლოგიური სირთულის და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებისას შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია გაითვალისწინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან რადიომოწყობილობის შესაბამისობის შეფასების დასადასტურებლად მოთხოვნილი უსაფრთხოებისა და სიზუსტის ხარისხი.

3. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ მწარმოებელი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლში მითითებულ ძირითად მოთხოვნებს ან შესაბამის სტანდარტებს, ან სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებს იგი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და არ გასცეს პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი ან დოკუმენტი ხარისხის სისტემის დამტკიცების შესახებ.

4. თუ პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ან დოკუმენტის ხარისხის სისტემის დამტკიცების შესახებ გამოცემის შემდეგ, შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ რადიომოწყობილობა აღარ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი ან დოკუმენტი ხარისხის სისტემის დამტკიცების შესახებ.

5. თუ მწარმოებლის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი ან დოკუმენტი ხარისხის სისტემის დამტკიცების შესახებ.

თავი V. ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები

მუხლი 21. რისკის შემცველი რადიომოწყობილობის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები

ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ დადგენილებით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამ დადგენილებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტებით.

თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში შემავალი რადიომოწყობილობა ქმნის რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, იგი ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 22. ფორმალური შეუსაბამობა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, თუ სახეზეა შემდგომ დოკუმენტურ დარღვევათაგან რომელიმე:

ა) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს აკრედიტაციის ნომერი, როდესაც შესაბამისობის შეფასებისთვის გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართში მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურა, დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის დარღვევით ან არ იქნა დატანილი;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია არ იქნა შედგენილი;

გ) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ იქნა შედგენილი;

დ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი, ან არასრულია;

ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტში ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი, მცდარია ან არასრულია;

ვ) ინფორმაცია რადიომოწყობილობის დაგეგმილი მიზნით გამოყენების შესახებ, შესაბამისობის დეკლარაცია ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული გამოყენების შეზღუდვები რადიომოწყობილობას არ ახლავს;

ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლში მითითებული მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაციის შესახებ არ იქნა დაცული.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობები არ იქნა აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები, რათა შეიზღუდოს ან აიკრძალოს ამგვარი რადიომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობა, ხოლო რადიომოწყობილობა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ბაზარზე, გამოთხოვილ ან/და ამოღებულ იქნეს ბაზრიდან.

დანართი I. მოწყობილობები, რომლებზეც არ ვრცელდება ეს ტექნიკური რეგლამენტი

ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება:

1. რადიომოყვარულების მიერ რადიოსამოყვარულო მომსახურების მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილ რადიომოწყობილობაზე, თუ არ ხდება აღნიშნული რადიომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ბაზარზე ხელმისაწვდომად არ ჩაითვლება:

ა) რადიომოყვარულებისთვის განკუთვნილი ასაწყობი რადიოკომპლექტი;

ბ) რადიომოყვარულების მიერ ან მათი გამოყენებისათვის მათ მიერ მოდიფიცირებული რადიომოწყობილობა;

გ) სამოყვარულო რადიოსთან დაკავშირებული ექსპერიმენტისა და სამეცნიერო მიზნებისთვის ცალკეული რადიომოყვარულების მიერ კონსტრუირებული მოწყობილობა.

2. მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია გამოსაყენებლად ყველა ხომალდზე, რომელზეც ვრცელდება 1974 წლის საერთაშორისო კონვენცია „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ (SOLAS).

3. საავიაციო პროდუქცია, ნაწილები და მოწყობილობა, რომლებიც წინამდებარე რეგულაციის ფარგლებს სცილდება, შემდეგია:

ა) საჰაერო ხომალდი, გარდა უპილოტო საჰაერო ხომალდისა, მასთან დაკავშირებული კონსტრუქციის შემედგენელი კომპონენტები, რომლებიც განსაზღვრულია ტიპის დიზაინით და ასევე ნებისმიერი მოწყობილობა, აღჭურვილობა, მექანიზმი, ნაწილი, აპარატი, აქსესუარი, რომლებიც არ არის გასაზღვრული ტიპის დიზაინით და რომელიც გამოიყენება ან გამიზნულია გამოყენებულ იქნეს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ან მისი მართვისთვის ან რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე;

ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდი, მასთან დაკავშირებული კონსტრუქციის შემადგენელი კომპონენტები, რომლებიც განსაზღვრულია ტიპის დიზაინით და ასევე ნებისმიერი მოწყობილობა, აღჭურვილობა, მექანიზმი, ნაწილი, აპარატი, აქსესუარი, რომელიც სერტიფიცირებულია საფრენად ვარგისობის მოთხვნების შესაბამისად და რომლის ექსპლუატაციაც ხორციელდება მხოლოდ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ სიხშირეებზე სააერნაოსნო მომსახურების მიზნით.

4. პროფესიონალებისთვის განკუთვნილი, შეკვეთით დამზადებული, შესასწავლი კომპლექტები, რომელთა გამოყენება ხდება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სამეცნიერო და კვლევითი მიზნებისთვის.

დანართი II. მოდული „A“: შიდა საწარმოო კონტროლი

1. შიდა საწარმოო კონტროლი არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის მიხედვითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოვალეობებს, უზრუნველყოფს და აცხადებს საკუთარი პასუხისმგებლობით, რომ მის მიერ წარმოებული რადიომოწყობილობა ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლში მოცემულ ძირითად მოთხოვნებს შეესაბამება.

2. ტექნიკური დოკუმენტაცია

მწარმოებელი ვალდებულია, შეიმუშაოს ტექნიკური დოკუმენტაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად.

3. წარმოება

მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა საწარმოო პროცესი და მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული რადიომოწყობილობის შესაბამისობას ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან.

4. შესაბამისობის დეკლარაცია

მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია რადიომოწყობილობის თითოეული სახეობისთვის და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის გადასაცემად, რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაცია იმ რადიომოწყობილობის იდენტიფიცირების საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომლისთვისაც დეკლარაცია მომზადდა. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.

5. ავტორიზებული წარმომადგენელი

მე-4 პუნქტში განსაზღვრული მწარმოებლის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს მისმა ავტორიზებულმა წარმომადგენელმა, მისი სახელით და სპეციალური უფლებამოსილებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ფარგლებში.

დანართი III. მოდულები „B“ და „C“: პროდუქტის ტიპის გამოცდა და შიდა საწარმოო კონტროლზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა

ამ დანართზე მითითების შემთხვევაში შესაბამისობის შეფასების პროცედურა ამ დანართის მოდულების „B“ (პროდუქტის ტიპის გამოცდა) და „C“ (შიდა საწარმოო კონტროლზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა) მიხედვით უნდა განხორციელდეს

მოდული „B“: პროდუქტის ტიპის გამოცდა

1. პროდუქტის ტიპის გამოცდა შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს წარმოადგენს, რა დროსაც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ამოწმებს რადიომოწყობილობის ტექნიკურ პროექტს, ახდენს მის დამოწმებას და ადასტურებს, რომ რადიომოწყობილობის ტექნიკური პროექტი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

2. პროდუქტის ტიპის გამოცდა უნდა განხორციელდეს რადიომოწყობილობის ტექნიკური პროექტის შესაბამისობის შეფასების გზით, რაც გულისხმობს ტექნიკური დოკუმენტაციის და მე-3 პუნქტში მითითებული დამატებითი მტკიცებულების შემოწმებას, ცალკეული ნიმუშის (პროექტის ტიპი) გამოცდის გარეშე.

3. მწარმოებელმა პროდუქტის ტიპის გამოცდაზე განაცხადი უნდა შეიტანოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში. განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი, ხოლო თუ განცხადება ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ არის შეტანილი, ასევე წარმომადგენლის სახელწოდება და მისამართი;

ბ) წერილობითი განაცხადი, რომ მსგავსი განცხადება სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა;

გ) ტექნიკური დოკუმენტაცია. ტექნიკური დოკუმენტაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან რადიომოწყობილობის შესაბამისობის შეფასების საშუალებას უნდა იძლეოდეს და რისკ(ებ)ის სათანადო ანალიზს და შეფასებას მოიცავდეს. ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი მოთხოვნები და შეფასების საჭიროებიდან გამომდინარე, რადიომოწყობილობის პროექტს, წარმოების პროცესს და ფუნქციონირებას უნდა მოიცავდეს. ტექნიკური დოკუმენტაცია, სადაც ეს შესაძლებელია, მე-5 დანართში განსაზღვრულ ელემენტებს უნდა შეიცავდეს;

დ) ტექნიკური პროექტის გადაწყვეტის შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მტკიცებულებაში აღნიშნული უნდა იყოს ყველა გამოყენებული დოკუმენტი, კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტანდარტები არ არის გამოყენებული ან სრულად არ გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში, მტკიცებულება მწარმოებლის შესაბამისი ლაბორატორიის ან მისი სახელით და პასუხისმგებლობის ქვეშ, სხვა ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების შემოწმების შედეგებს უნდა მოიცავდეს.

4. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ უნდა შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია და დამადასტურებელი მტკიცებულება, რადიომოწყობილობის ტექნიკური პროექტის შესაბამისობის შეფასების მიზნით.

5. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ უნდა წარმოადგინოს შეფასების ანგარიში, სადაც იქნება ასახული ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობა და მისი შედეგები. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ აღნიშნული ანგარიშის შინაარსი სრულად ან ნაწილობრივ უნდა გამოაქვეყნოს მხოლოდ მწარმოებელთან შეთანხმების შემთხვევაში.

6. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ტიპი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ რადიომოწყობილობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკაცს გასცემს მწარმოებელზე. აღნიშნული სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სახელწოდებას და მისამართს, გამოცდის დასკვნებს, გამოცდის ძირითადი მოთხოვნების ასპექტებს, მის ვალიდურობასთან დაკავშირებულ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), და შეფასებული პროდუქტის ტიპის იდენტიფიკაციისთვის საჭირო მონაცემებს. პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკაცს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან მეტი დანართი. პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკაცი და მისი დანართები უნდა შეიცავდეს საჭირო ინფორმაციას, რაც წარმოებული რადიომოწყობილობის შემოწმებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობას დაადასტურებს და ექსპლუატაციის პროცესში მისი კონტროლი იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ტიპი ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ უარი უნდა განაცხადოს პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე და განმცხადებელს უარის თქმის მიზეზები დეტალურად უნდა განუმარტოს.

7. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ინფორმირებული უნდა იყოს ამ სფეროში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომლის თანახმად, დამტკიცებული პროდუქტის ტიპი აღარ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს, რის შედეგადაც უნდა განისაზღვროს, აღნიშნული ცვლილებები რამდენად საჭიროებს შემდგომ შეფასების პროცედურის განხორციელებას. ასეთი საჭიროების შემთხვევაში, შემფასებელმა ორგანომ მწარმოებელს აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს.

8. მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა შეატყობინოს პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც მას აქვს, დამტკიცებული პროდუქტის ტიპის ყველა იმ მოდიფიკაციასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს რადიომოწყობილობის ამ ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებთან ან სერტიფიკატის ნამდვილობის პირობებთან შესაბამისობაზე. აღნიშნული მოდიფიკაცია დამატებით შეთანხმებას საჭიროებს, შესაბამისობის შემფასებელ ორგანოსთან, რაც პროდუქტის ტიპის გამოცდის პირველად სერტიფიკატზე დამატების ფორმით უნდა გაკეთდეს.

9. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ აკრედიტაციის ცენტრს მის მიერ გაცემული ან გაუქმებული პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატების და/ან დამატებების შესახებ უნდა აცნობოს, და პერიოდულად ან მოთხოვნის საფუძველზე, იმ სერტიფიკატების და/ან დამატებების სია უნდა წარუდგინოს, რომლის გაცემაზეც უარი განაცხადა, შეაჩერა ან სხვაგვარად შეზღუდა.

10. შესაბამისობის შემფასებელმა დანიშნულმა ორგანომ სხვა შესაბამისობის შემფასებელ დანიშნულ ორგანოს იმ სერტიფიკატების და/ან დამატებების შესახებ უნდა შეატყობინოს, რომლის გაცემაზეც უარი განაცხადა, გააუქმა, შეაჩერა ან სხვაგვარად შეზღუდა, და მოთხოვნის საფუძველზე, გაცემული სერტიფიკატების და/ან დამატებების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

11. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის, მისი დანართების ასლი, ასევე ტექნიკური ფაილი, მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის ჩათვლით, რადიომოწყობილობის შეფასებიდან 10 წლის განმავლობაში ან სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე უნდა შეინახოს.

12. მწარმოებელმა პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის, მისი დანართების ასლები ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის გადასაცემად, უნდა შეინახოს რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

13. მწარმოებლის ავტორიზებულ წარმომადგენელს შეუძლია შეიტანოს მე-3 პუნქტში განსაზღვრული განაცხადი და შეასრულოს მე-7 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული მოვალეობები, თუ ეს მისი უფლებამოსილებით არის გათვალისწინებული.

მოდული „C“: შიდა საწარმოო კონტროლზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა

1. შიდა საწარმოო კონტროლზე დაფუძნებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს წარმოადგენს, რა დროსაც მწარმოებელი მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილ მოვალეობებს ასრულებს, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ მოცემული რადიომოწყობილობა შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

2. წარმოება

მწარმოებელი ვალდებულია, ყველა საჭირო ზომა მიიღოს იმისათვის, რომ საწარმოო პროცესი და მონიტორინგი უზრუნველყოფდეს წარმოებული რადიომოწყობილობის შესაბამისობას პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპთან და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, რომლებიც მასზე ვრცელდება.

3. შესაბამისობის დეკლარაცია

ა) მწარმოებელმა შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოამზადოს რადიომოწყობილობის თითოეული პროდუქტის ტიპისთვის და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის საჭიროებისამებრ გადასაცემად შეინახოს რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია იმ რადიომოწყობილობის ტიპის იდენტიფიცირების საშუალებას უნდა იძლეოდეს, რაზეც ეს დეკლარაცია მომზადდა. შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უნდა წარედგინოს მოთხოვნის შემთხვევაში.

4. ავტორიზებული წარმომადგენელი

მე-3 პუნქტში განსაზღვრული მწარმოებლის მოვალეობები შეიძლება მისმა ავტორიზებულმა წარმომადგენელმა შეასრულოს, მისი სახელით და პასუხისმგებლობის ქვეშ, შესაბამისი მინდობილობის ფარგლებში.

დანართი IV. მოდული „H“: ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობა

1. ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობა წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რა დროსაც, მწარმოებელი ასრულებს მე-2 და მე-5 პუნქტებში მითითებულ მოვალეობებს, ერთპიროვნული პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ შესაბამისი რადიომოწყობილობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

2. წარმოება

მწარმოებელი ვალდებულია, დამტკიცებული ხარისხის სისტემა მე-3 პუნქტში განსაზღვრული წესის მიხედვით გამოიყენოს რადიომოწყობილობის პროექტირების, წარმოების, საბოლოო შემოწმების და ტესტირებისთვის, რაზეც ზედამხედველობა განხორციელდება მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ხარისხის სისტემა

ა) მწარმოებელმა შესაბამისი რადიომოწყობილობისთვის მისი ხარისხის სისტემის შეფასების მოთხოვნით განაცხადი უნდა შეიტანოს მისი შერჩევით შემფასებელ ორგანოში;

განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა.ა) მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი; იმ შემთხვევაში, თუ განცხადება ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ არის შეტანილი, ასევე მისი სახელწოდება და მისამართი;

ა.ბ) ტექნიკური დოკუმენტაცია რადიომოწყობილობის თითოეული ტიპისთვის, რომლის წარმოება არის დაგეგმილი. ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში, V დანართში მოცემულ ელემენტებს უნდა შეიცავდეს;

ა.გ) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; და

ა.დ) წერილობითი განაცხადი, რომ იგივე განცხადება სხვა შემფასებელ ორგანოში არ არის წარდგენილი;

ბ) ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს რადიომოწყობილობის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მწარმოებლის მიერ გამოყენებული ყველა ელემენტი, მოთხოვნა და დებულება წერილობითი ფორმით, პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით უნდა იყოს მოცემული. ხარისხის სისტემის აღნიშნული დოკუმენტაცია ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოების და ჩანაწერების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას უნდა იძლეოდეს.

დოკუმენტაცია, ქვემოთმოყვანილი ელემენტების სათანადო აღწერილობას უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) ხარისხთან დაკავშირებული ამოცანები და ორგანიზაციული სტრუქტურა, მენეჯმენტის მოვალეობები და უფლებამოსილება, რომლებიც პროექტირებას და პროდუქტის ხარისხს უკავშირდება;

ბ.ბ) ტექნიკური პროექტის სპეციფიკაციები, გამოსაყენებელი სტანდარტების ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტანდარტები მთლიანად არ გამოიყენება, გამოყენებული საშუალებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს რადიომოწყობილობის ამ ტექნიკური რეგლამენტის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ.გ) პროექტის კონტროლი და პროექტის შემოწმების მეთოდები, პროცესები და სისტემატური ქმედებები, რომლებიც რადიომოწყობილობის პროექტირებისას იქნება გამოყენებული, გამოსაშვები რადიომოწყობილობის ტიპთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;

ბ.დ) შესაბამისი საწარმოო, ხარისხის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდები, პროცესები და სისტემატური ქმედებები;

ბ.ე) შემოწმებები და ტესტები, რომლებიც პროდუქტის წარმოებამდე, წარმოებისას და წარმოების შემდეგ ჩატარდება, და მათი განხორციელების სიხშირე;

ბ.ვ) ხარისხის შესახებ ჩანაწერები, როგორიცაა, შემოწმების ანგარიშები და ტესტირების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, ანგარიშები თანამშრომლების კვალიფიკაციის შესახებ და სხვა;

ბ.ზ) მოთხოვნილი პროექტირების შედეგის, პროდუქტის ხარისხის და ხარისხის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებები;

გ) შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ ხარისხის სისტემა უნდა შეაფასოს, რათა განისაზღვროს, თუ რამდენად აკმაყოფილებს სისტემა 3.ბ პუნქტის მოთხოვნებს. ამ ორგანომ ხარისხის სისტემის ელემენტების იმ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა დაადგინოს, რომლებიც სათანადო სტანდარტის თანმდევ სპეციფიკაციებს შეესაბამება;

დ) ხარისხის მართვის სისტემებში არსებული გამოცდილების გარდა, აუდიტის განმახორციელებლი ჯგუფის მინიმუმ ერთ წევრს უნდა ჰქონდეს რადიომოწყობილობის შესაბამისი სფეროსა და რადიომოწყობილობის ტექნოლოგიების შემფასებლის გამოცდილება, ასევე ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი მოთხოვნების ცოდნა. აუდიტი ასევე მწარმოებლის საწარმოო ადგილის დათვალიერებას უნდა მოიცავდეს. აუდიტის განმახორციელებლმა ჯგუფმა მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეამოწმოს, მწარმოებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი მოთხოვნების იდენტიფიცირების და რადიომოწყობილობის აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა;

ე) მწარმოებელს ან მის ავტორიზებულ წარმომადგენელს გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუდიტის დასკვნებს და შეფასების შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;

ვ) მწარმოებელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხარისხის სისტემიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე და ამ სისტემის სათანადო და ეფექტიანი ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს;

ზ) მწარმოებელმა შემფასებელ ორგანოს რომელმაც მისი ხარისხის სისტემა დაამტკიცა, ხარისხის სისტემაში შესატანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს;

თ) შემფასებელმა ორგანომ ნებისმიერი წარმოდგენილი ცვლილება უნდა შეაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად აკმაყოფილებს ხარისხის მოდიფიცირებული სისტემა მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს ან რამდენად აუცილებელია ხელახალი შეფასების გაკეთება. შემფასებელმა ორგანომ უნდა შეატყობინოს მწარმოებელს მისი გადაწყვეტილება. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ზედამხედველობის განხორციელება

ა) ზედამხედველობის მიზანია მწარმოებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის სისტემით გათვალისწინებული მოვალეობების სათანადო შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) მწარმოებელმა, შეფასების მიზნით, უნდა უზრუნველყოს შემფასებელი ორგანოს დაშვება პროექტირების, წარმოების, შემოწმების, ტესტირების და დასაწყობების ადგილებზე, და მას ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, კერძოდ:

ბ.ა) ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ბ.ბ) ხარისხის სისტემის დაპროექტების ნაწილში გათვალისწინებული ხარისხის შესახებ ჩანაწერები, როგორიცაა ანალიზის, გაანგარიშებები, ტესტების შედეგები და სხვ.;

ბ.გ) ხარისხის სისტემის წარმოების ნაწილში გათვალისწინებული ხარისხის შესახებ ჩანაწერები, როგორიცაა შემოწმების ანგარიშები და ტესტირების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, თანამშრომლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ანგარიშები და სხვა;

გ) შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ პერიოდულად აუდიტი უნდა ჩაატაროს იმის დასადგენად, რამდენად იყენებს მწარმოებელი ხარისხის სისტემას და მწარმოებელს ჩატარებული აუდიტის ანგარიში უნდა წარუდგინოს;

დ) გარდა ამისა, შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს შეუძლია მწარმოებლის ადგილზე მივიდეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასეთი ვიზიტების დროს, შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ჩაატაროს ან ჩაატარებინოს რადიომოწყობილობის ტესტირება, ხარისხის სისტემის სათანადოდ ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. აღნიშნულმა ორგანომ მწარმოებელს ვიზიტის შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინოს, ტესტირების ჩატარების შემთხვევაში კი − ტესტირების ანგარიში.

5. შესაბამისობის დეკლარაცია

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის შესაბამისად, მწარმოებელი ვალდებული მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ, ამ ორგანოს აკრედიტაციის ნომერი დაიტანოს რადიომოწყობილობის თითოეულ ერთეულზე, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს;

ბ) მწარმოებელმა შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოამზადოს რადიომოწყობილობის თითოეული ტიპისთვის და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის საჭიროებისამებრ გადასაცემად შეინახოს რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაცია იმ რადიომოწყობილობის ტიპის იდენტიფიცირების საშუალებას უნდა იძლეოდეს, რაზეც ეს დეკლარაცია მომზადდა. მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისობის დეკლარაციის ასლი უნდა წარედგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

6. მწარმოებელი ვალდებულია, რადიომოწყობილობის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

გ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული ცვლილება, ასეთის დამტკიცების შემთხვევაში;

დ) მე-3 პუნქტის „ე“, მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შეტყობინების ორგანოს ან შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილებები და ანგარიშები.

7. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ აკრედიტაციის ცენტრს ხარისხის სისტემის დამტკიცებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესახებ უნდა შეატყობინოს, და პერიოდულად, ან მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრს წარუდგინოს ხარისხის სისტემის სია სისტემის დამტკიცებაზე უარის, შეჩერების ან სხვაგვარად შეზღუდვის შემთხვევების შესახებ.

შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ სხვა შემფასებელ ორგანოს ხარისხის იმ სისტემის დამტკიცების შესახებ უნდა შეატყობინოს, რომელზეც მას უარი ეთქვა, შეუჩერდა ან ამოღებული იქნა, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ გაცემული ხარისხის სისტემის დადასტურების შესახებ უნდა აცნობოს.

8. ავტორიზებული წარმომადგენელი

მე-3 პუნქტის „ა“, „ზ“ – „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მწარმოებლის ვალდებულებები შეიძლება მისმა ავტორიზებულმა წარმომადგენელმა შეასრულოს მისი სახელით და პასუხისმგებლობის ქვეშ, შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში.

დანართი V. ტექნიკური დოკუმენტაციის შინაარსი

ტექნიკური დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში, მინიმუმ შემდეგ ელემენტებს უნდა მოიცავდეს:

ა) რადიომოწყობილობის ზოგადი აღწერილობა, რაც მოიცავს შემდეგს:

ა.ა) ფოტოსურათები და ილუსტრაციები, რომლებიც გარეგნულ მახასიათებლებს, აღნიშვნას (მარკირებას) და შიდა სქემას ასახავს;

ა.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის ან პროგრამულ-აპარატული საშუალებების ვერსიები, რომლებიც ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ახდენს გავლენას;

ა.გ) მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია და ინსტალაციის შესახებ ინსტრუქციები;

ბ) კონცეპტუალური დიზაინი და კომპონენტების, კონსტრუქციების, სქემების და სხვა მსგავსი ელემენტების საწარმოო ნახაზები და სქემები;

გ) აღწერილობა და განმარტებები, რაც აღნიშნული ნახაზების და სქემების, ასევე რადიომოწყობილობის ფუნქციონირების გასაგებად არის საჭირო;

დ) სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული შესაბამისი სტანდარტების სია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოქვეყნებული სტანდარტები გამოყენება არ ხდება, იმ გადაწყვეტილებების, მათ შორის, გამოყენებული სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების აღწერა, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლში მოცემული ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სტანდარტები ნაწილობრივ გამოიყენება, ტექნიკური დოკუმენტაციაში ამ სტანდარტების გამოყენებული ნაწილები უნდა იყოს აღნიშნული;

ე) შესაბამისობის დეკლარაციის ასლი;

ვ) დანართ III-ში მოცემული შესაბამისობის შეფასების მოდულის გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლი და მისი დანართები, როგორც ეს წარმოდგენილია შესაბამისობის შემფასებელი აკრედიტებული ორგანოს მიერ;

ზ) საპროექტო გაანგარიშების, ჩატარებული შემოწმებების და სხვა მსგავსი ელემენტების შედეგები;

თ) შემოწმების შესახებ ანგარიშები;

ი) ახსნა-განმარტება, თუ რამდენად შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და განხორციელდა თუ არა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დატანა.

დანართი VI. შესაბამისობის დეკლარაცია (No XXX)

1. რადიომოწყობილობა (პროდუქტი, ტიპი, პარტიის ან სერიის ნომერი):

2. მწარმობლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდება და მისამართი:

3. ამ შესაბამისობის დეკლარაციის გაცემაზე მწარმოებელი ერთპიროვნულად იღებს პასუხისმგებლობას.

4. დეკლარაციის საგანი (რადიომოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მიკვლევადობის საშუალებას იძლევა; როდესაც აუცილებელია რადიომოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის ეს შეიძლება მოიცავდეს საკმარისი გარჩევადობის ფერად ფოტოსურათს):

5. ზემოთ აღწერილი დეკლარაციის საგანი შესაბამისობაშია: რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან. სხვა ტექნიკური რეგლამენტების ჩამონათვალი საჭიროების შემთხვევაში.

6. მითითებები შესაბამის სტანდარტებზე ან მითითებები სხვა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, რომელთა მიმართებაშიც ხდება შესაბამისობის დადგენა. ჩამოთვლილი მითითებები უნდა შეიცავდეს სტანდარტის საიდენტიფიკაციო ნომერს, ვერსიას და საჭიროების შემთხვევაში, გამოცემის თარიღს:

7. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელმა აკრედიტებულმა ორგანომ... (სახელწოდება, ნომერი)… შეასრულა… განხორციელებული საქმიანობის აღწერა... და პროდუქტის ტიპის შესაბამისობის სერტიფიკატი გამოსცა: …

8. საჭიროების შემთხვევაში, აქსესუარებისა და კომპონენტების აღწერა იმ პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით, რომელიც რადიომოწყობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალებას იძლევა და რომელზეც ვრცელდება შესაბამისობის დეკლარაცია:

9. დამატებითი ინფორმაცია:

ხელმოწერილია ... მიერ და .... სახელით:

(გამოცემის ადგილი და თარიღი):

(სახელი, თანამდებობა) (ხელმოწერა):

შენიშვნა: შესაბამისობის დეკლარაციისთვის ნომრის მინიჭება ხდება მწარმოებლის შეხედულებისამებრ.

დანართი VII. გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული გამარტივებული შესაბამისობის დეკლარაცია შემდეგნაირად უნდა იქნეს წარმოდგენილი:

წინამდებარე დეკლარაციით, [მწარმოებლის სახელწოდება] ვაცხადებ, რომ რადიომოწყობილობის ტიპი [რადიომოწყობილობის ტიპის აღნიშვნა] შეესაბამება რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შესაბამისობის დეკლარაციის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ინტერნეტმისამართზე:

[ ინტერნეტ მისამართი]

დანართი VIII. კონკრეტული კატეგორიისა და კლასის რადიომოწყობილობისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

1. ნებისმიერი რადიომოწყობილობა, რომელიც უკავშირდება ინტერნეტს, მიუხედავად იმისა, დაკავშირება ხდება უშუალოდ თუ სხვა მოწყობილობის საშუალებით (ინტერნეტთან დაკავშირებული რადიომოწყობილობა), უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ძირითად მოთხოვნას.

2. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი რადიომოწყობილობა, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, ტრაფიკის ან ლოკაციის მონაცემებს, უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ ძირითად მოთხოვნას. ასეთ რადიომოწყობილობებს განეკუთვნება:

ა) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რადიომოწყობილობები, ასევე ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა რადიომოწყობილობა;

ბ) რადიომოწყობილობა, რომელიც შექმნილია, ან განკუთვნილია სპეციალურად ბავშვის მოვლისთვის;

გ) „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებით განსახღვრული რადიომოწყობილობა;

დ) რადიომოწყობილობა, რომელიც შექმნილია ან განკუთვნილია, ექსკლუზიურად და არამხოლოდ:

დ.ა) ადამიანის სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მათ შორის, თავზე, კისერზე, კიდურებზე, მკლავებზე, ხელებზე, ფეხებსა და ტერფზე დასამაგრებლად, სატარებლად ან ჩამოსაკიდებლად;

დ.ბ) ნებისმიერი სახის ტანსაცმელზე, მათ შორის, თავზე, ხელსა და ფეხზე დასამაგრებლად, სატარებლად ან ჩამოსაკიდებლად.

3. ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი რადიომოწყობილობა, თუ ეს მოწყობილობა მფლობელს ან მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს ფულის ან ფულადი ღირებულების სხვა სიკეთის გადარიცხვა (უნაღდო ანგარიშსწორება), უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით დადგენილ ძირითად მოთხოვნას.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) იმ სამედიცინო რადიომოწყობილობაზე, რომელიც ექცევა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში;

ბ) იმ რადიომოწყობილობაზე, რომელიც განკუთვნილია ინ ვიტრო (in vitro) დიაგნოსტიკისთვის და ექცევა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში;

5. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები ასევე არ ვრცელდება:

ა) რადიომოწყობილობაზე, რომელიც განკუთვნილია ავიაციის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რომელიც ექცევა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში;

ბ) რადიომოწყობილობებზე, რომელიც განკუთვნილია „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული M, N და O კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის და რომელიც ექცევა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში;

გ) რადიომოწყობილობაზე, რომელიც განკუთვნილია საგზაო გადასახადების ელექტრონული სისტემებისთვის და რომელიც ექცევა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების ფეროში.