მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.02.2020 ბოლო ცვლილება 19.03.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.021794
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2020 წლის 6 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მანქანა-დანადგარების შესახებ.
მუხლი 2
სსიპსაქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. აღნიშნული არ ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ იმპორტიორისა და დისტრიბუტორის ვალდებულებებზე.

 

მუხლი 5
1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული მანქანა-დანადგარების შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მანქანა-დანადგარების შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

მუხლი 6
1. იმპორტის გზით მანქანა-დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება,“ რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი მანქანა-დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი დადასტურებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

3. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო  კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს  პროდუქტი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

7. სააგენტო უფლებამოსილია, „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო   კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში მისი გამოცდის მიზნით.

9. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 7
2021 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ნორმატიული აქტის – რეგლამენტით დადგენილი პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცება.
მუხლი 8
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ დადგენილების მე-5 მუხლი მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
მუხლი 5
1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული მანქანა-დანადგარების შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მანქანა-დანადგარების შესაბამისობაში მოსაყვანად.
2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

მუხლი 6
1. იმპორტის გზით მანქანა-დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება,“ რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი მანქანა-დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი დადასტურებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

3. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საბაჟო  კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს  პროდუქტი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

7. სააგენტო უფლებამოსილია, „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო   კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში მისი გამოცდის მიზნით.

9. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 7

2021 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ნორმატიული აქტის – რეგლამენტით დადგენილი პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცება.

მუხლი 8🔗

1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ დადგენილების მე-5 მუხლი მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

📎 დანართები (1)
danarti.doc

ტექნიკური რეგლამენტი – მანქანა-დანადგარების შესახებ

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება (შემდგომში – „პროდუქტი“):

ა) მანქანა-დანადგარებზე;

ბ) ურთიერთჩანაცვლებად მოწყობილობებზე;

გ) უსაფრთხოების კომპონენტებზე;

დ) აწევისთვის განკუთვნილი მოწყობილობებზე;

ე) ჯაჭვებზე, თოკებსა და ღვედებზე;

ვ) მოხსნად მექანიკურ გადამცემ მოწყობილობებზე;

ზ) ნაწილობრივ დასრულებულ მანქანა-დანადგარებზე.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) უსაფრთხოების კომპონენტებზე, რომლებიც გამიზნულია სათადარიგო ნაწილებად გამოყენებისთვის, მანქანა-დანადგარის იდენტური კომპონენტების შეცვლის მიზნით და მიწოდებულია იმავე მანქანა-დანადგარის მწარმოებლის მიერ;

ბ) გასართობ მოედნებსა და პარკებში გამოსაყენებელ სპეციალურ მოწყობილობებზე;

გ) ბირთვული მიზნებისათვის სპეციალურად დამზადებულ ან გამოყენებულ მანქანა-დანადგარებზე, რომელთა გაუმართაობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოაქტიური გამოსხივება;

დ) იარაღზე, მათ შორის, ცეცხლსასროლ იარაღზე;

ე) შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:

ე.ა) სოფლის მეურნეობის და სატყეო დანიშნულების ტრაქტორები, გარდა აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე განთავსებული დანადგარებისა;

ე.ბ) ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და მათი მისაბმელები, გარდა აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე მიმაგრებული დანადგარებისა;

ე.გ) ორ და სამთვლიან ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, გარდა აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე მიმაგრებული დანადგარებისა;

ე.დ) სპეციალურად შეჯიბრებებისთვის განკუთვნილ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებები;

ე.ე) საჰაერო, წყლისა და სარკინიგზო ქსელის მეშვეობით გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, გარდა აღნიშნული ტიპის ტრანსპორტზე განთავსებული მანქანა-დანადგარებისა;

ვ) საზღვაოსნო ხომალდები, ზღვაში განსათავსებელი მობილური მოწყობილობები და აღნიშნულ ხომალდებსა და მოწყობილობებზე დამონტაჟებული მანქანა-დანადგარები;

ზ) სპეციალურად სამხედრო და საპოლიციო მიზნებისთვის დაპროექტებული და აგებული მანქანა-დანადგარები;

თ) კვლევით ლაბორატორიებში დროებითი გამოყენებისთვის განკუთვნილი, სპეციალურად კვლევის მიზნებისთვის დაპროექტებული და დამზადებული მანქანა-დანადგარები;

ი) საშახტო ამწე-დანადგარები;

კ) მხატვრული დადგმებისას მსახიობთა გადაადგილებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარები;

ლ) განსაზღვრული ვოლტაჟის ფარგლებში გამოყენებისთვის გამიზნული ელექტრო მოწყობილობების თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დაფარული შემდეგი დანიშნულების ელექტრული და ელექტრონული პროდუქტები:

ლ.ა) საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის გამიზნული მოწყობილობები;

ლ.ბ) აუდიო და ვიდეომოწყობილობები;

ლ.გ) ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მოწყობილობები;

ლ.დ) ჩვეულებრივი საოფისე დანადგარები;

ლ.ე) დაბალი ვოლტაჟის ჩამრთველები და მაკონტროლებლები;

ლ.ვ) ელექტრული ძრავები.

მ) მაღალი ვოლტაჟის შემდეგი ტიპის მოწყობილობები:

მ.ა) ჩამრთველები და მაკონტროლებლები;

მ.ბ) ტრანსფორმატორები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მანქანა-დანადგარი მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროდუქტებს.

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მანქანა-დანადგარი გულისხმობს:

ბ.ა) ანაწყობს, რომელიც დამონტაჟებულია ან გამიზნულია მამოძრავებელ სისტემაში დასამონტაჟებლად, რომელიც არ საჭიროებს ადამიანის ან ცხოველის პირდაპირ ძალისხმევას მოძრაობისთვის და რომელიც შეიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ნაწილებსა და კომპონენტებს, რომელთაგან ერთი მაინც მოძრაობს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სპეციალური დანიშნულებით;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული ანაწყობს, რომელიც საჭიროებს მხოლოდ კომპონენტს იმისათვის, რათა მოხდეს მისი დაკავშირება ადგილზე ან ენერგიის წყაროსთან და მოვიდეს მოძრაობაში;

ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ანაწყობს, რომელიც მზადაა დამონტაჟებისთვის და ფუნქციონირებისთვის და ფუნქციონირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამაგრებულია სატრანსპორტო საშუალებაზე, დამონტაჟებულია შენობა-ნაგებობაზე ან სტრუქტურულ ნაგებობაზე;

ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.ა,“ „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ანაწყობი ან მანქანა-დანადგარი ან ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარი, რომელიც იგივე შედეგის მისაღწევად აწყობილია და მუშაობს, როგორც განუყოფელი მთლიანობა;

ბ.ე) ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილების ან კომპონენტების ანაწყობი, რომელთაგან ერთი მაინც მოძრაობს, რომელიც გამიზნულია ტვირთის ასაწევად და რომელთა ენერგიის წყარო არის პირდაპირი ადამიანური ძალისხმევა;

გ) ჩანაცვლებადი მოწყობილობა- მოწყობილობა, რომელიც არ წარმოადგენს ხელსაწყოს და რომელსაც თავად მემანქანე ამაგრებს მანქანა-დანადგარზე, მანქანა-დანადგარის ან ტრაქტორის ექპლუატაციაში გაშვების შემდეგ მისი ფუნქციების შესაცვლელად ან ახალი ფუნქციის დამატების მიზნით;

დ) უსაფრთხოების კომპონენტი – კომპონენტი, რომელიც:

დ.ა) ასრულებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფუნქციას;

დ.ბ) დამოუკიდებლადაა განთავსებული ბაზარზე;

დ.გ) მწყობრიდან გამოსვლის ან არასწორი ფუნქციონირების შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას;

დ.დ) არ არის აუცილებელი მანქანა-დანადგარის ფუნქციონირებისთვის ან მისი შეცვლა შესაძლებელია ჩვეულებრივი კომპონენტებით ისე, რომ მანქანა-დანადგარმა შეძლოს ფუნქციონირება;

შენიშვნა: უსაფრთხოების კომპონენტების სია მოცემულია ტექნიკური რეგლამენტის IV დანართში.

ე) აწევისთვის განკუთვნილი მოწყობილობა – კომპონენტი ან აღჭურვილობა, რომელიც არ არის დამაგრებული ამწევ მანქანა-დანადგარზე, ხელს უწყობს ტვირთის დაჭერას, განთავსებულია მანქანა-დანადგარსა და ტვირთს შორის ან თავად ტვირთზე, ან რომელიც გამიზნულია იმისათვის, რომ წარმოადგენდეს ტვირთის შემადგენელ ნაწილს და რომელიც დამოუკიდებლადაა განთავსებული ბაზარზე; კაუჭები და მისი კომპონენტები ასევე მიეკუთვნება აწევისთვის განკუთვნილი მოწყობილობებს;

ვ) ჯაჭვები, თოკები და ღვედები – ჯაჭვები, თოკები და ღვედები, რომლებიც დაპროექტებული და წარმოებულია ტვირთის აწევისთვის და წარმოადგენს ამწე დანადგარის ან აწევისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ნაწილს;

ზ) მოსახსნელი მექანიკური გადამცემი მოწყობილობა – თვითმავალი მანქანა-დანადგარი ან ტრაქტორსა და სხვა დანადგარს შორის ენერგიის გადაცემისთვის განკუთვნილი მოსახსნელი კომპონენტი, აღნიშნული მანქანა-დანადგარების ერთმანეთთან პირველი უძრავი საკისარით შეერთების მეშვეობით. მოსახსნელი მექანიკური გადამცემი მოწყობილობა და მისი მცველი ითვლება ერთ პროდუქტად, თუ ისინი ერთობლივადაა განთავსებული ბაზარზე;

თ) ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარი – ანაწყობი, რომელიც არასრული მანქანა-დანადგარია და სპეციფიკური დანიშნულებით მისი დამოუკიდებლად გამოყენება შეუძლებელია. ამძრავი სისტემა ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარია. ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარი გამიზნულია მხოლოდ სხვა მანქანა-დანადგარში, ნაწილობრივ დასრულებულ მანქანა-დანადგარში ან აღჭურვილობაში ინკორპორირებისთვის ან მასთან ერთად ასაწყობად;

ი) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ბაზარზე განთავსების ან პირადი მოხმარების მიზნით, ახორციელებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულიი მანქანა-დანადგარის ან ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის დაპროექტებას ან/და დამზადებას და პასუხისმგებელია მანქანა-დანადგარის ან ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, მწარმოებლის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მანქანა-დანადგარს ან ნაწილობრივ დასრულებულ მანქანა-დანადგარს ათავსებს ბაზარზე ან ახორციელებს მის ექსპლუატაციას ითვლება მწარმოებლად;

კ) ავტორიზებული წარმომადგენელი – საქართველოში დარეგისტრირებული, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს მისი სახელით ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

ლ) ექსპლუატაციაში გაშვება – საქართველოს ტერიტორიაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მანქანა-დანადგარის პირველად გამოყენება მისი დანიშნულების შესაბამისად;

მ) ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები – ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის დიზაინთან (პროექტთან) და დამზადებასთან დაკავშირებული სავალდებულო მოთხოვნები ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, შინაური ცხოველების, საკუთრებისა და გარემოს დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები მოცემულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართში. გარემოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ I დანართის XII თავში მითითებულ მანქანა-დანადგარებზე.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 3. სპეციალური ტექნიკური რეგლამენტები

იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ მანქანა-დანადგარებთან დაკავშირებულ რისკებს მთლიანად ან ნაწილობრივ მოიცავს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სხვა, უფრო სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები აღარ გავრცელდება სპეციალური ტექნიკური რეგლამენტების ამოქმედების შემდეგ.

მუხლი 4. ბაზარზე განთავსება და ექსპლუატაციაში გაშვება

1. მანქანა-დანადგარის ბაზარზე განთავსებამდე ან მის ექსპლუატაციაში გაშვებამდე მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს, რომ მანქანა-დანადგარი აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს;

ბ) შეადგინოს და უზრუნველყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტის ხელმისაწვდომობა;

გ) შეადგინოს და ხელმისაწვდომი გახადოს აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი ინსტრუქციები;

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს ყველა აუცილებელი შესაბამისობის შეფასების პროცედურა;

ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი მუხლის მიხედვით შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია და დაურთოს იგი მანქანა-დანადგარს.

2. მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ განხორციელებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლში მითითებული პროცედურა.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიზნებისთვის, მწარმოებელმა ან მისმა ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მანქანა-დანადგარი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მუხლი 5. გამოფენებზე განთავსება

დასაშვებია ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო მანქანა-დანადგარების ან ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარების გამოფენა სავაჭრო-სადემონსტრაციო მიზნებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დატანილი იქნება ნიშანი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და რომ არ მოხდება მისი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ მოთხოვნებთან. ასეთი მანქანა-დანადგარებისა და ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარების გამოფენის შემთხვევაში, აუცილებელია მიღებულ იქნას ადამიანთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა სათანადო ზომა.

მუხლი 6. შესაბამისობის პრეზუმფცია

მანქანა-დანადგარი, რომელიც დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით, მიიჩნევა, რომ შეესაბამება აღნიშნული სტანდარტებით გათვალისწინებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მუხლი 7. მანქანა-დანადგარის შესაბამისობის შეფასების პროცედურა

1. მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია, მანქანა-დანადგარის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი შესაბამისობის შეფასების პროცედურა.

2. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარი არ არის გათვალისწინებული ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით, მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა მანქანა-დანადგარის წარმოების შიდა შემოწმების მეშვეობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარი გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართში და წარმოებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სტანდარტები შეიცავს ძირითადი ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების ყველა შესაბამის მოთხოვნას, მწარმოებელი და მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია განახორციელოს, რომელიმე შემდეგი პროცედურა:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასება, მანქანა-დანადგარის წარმოების შიდა შემოწმების გზით;

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ტიპის გამოცდა და ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მანქანა-დანადგარის წარმოების შიდა შემოწმება;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის IX დანართით გათვალისწინებული ხარისხის სრული უზრუნველყოფის პროცედურა.

4. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარი გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით და არ არის ან ნაწილობრივ არის წარმოებული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლში მითითებული სტანდარტების შესაბამისად ან აღნიშნული სტანდარტები არ ითვალისწინებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა შესაბამის მოთხოვნას, ან თუ მოცემულ მანქანა-დანადგარისთვის არ არსებობს სტანდარტი, მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს რომელიმე შემდეგი პროცედურა:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ტიპის გამოცდა, და ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მანქანა-დანადგარის წარმოების შიდა შემოწმება;

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის IX დანართით გათვალისწინებული ხარისხის სრული უზრუნველყოფის პროცედურა.

მუხლი 8. ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარებისთვის დადგენილი შესაბამისობის შეფასების პროცედურა

1. ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის ბაზარზე განთავსებამდე მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:

ა) შედგენილია ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია;

ბ) შედგენილია ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართით გათვალისწინებული აწყობის ინსტრუქცია;

გ) შედგენილია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინკორპორირების დეკლარაცია.

2. ნაწილობრივ დასრულებულ მანქანა-დანადგარს მის საბოლოო მანქანა-დანადგარში ინკორპორირებამდე უნდა ახლდეს აწყობის ინსტრუქცია და ინკორპორირების დეკლარაცია. ნაწილობრივ დასრულებულმანქანა-დანადგარში ინტეგრირების შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტები გახდება დასრულებული მანქანა-დანადგარის ტექნიკური დოკუმენტაციის შემადგენელი ნაწილი.

მუხლი 9. შესაბამისობის შეფასებაზე უფლებამოსილი პირები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, მესამე დამოუკიდებელი პირის მიერ განსახორციელებელი პროდუქტის შესაბამისობის შეფასების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი).

მუხლი 10. აკრედიტაციის ცენტრი

აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ტიპის გამოცდის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების შეფასებისა და აკრედიტაციისთვის აუცილებელი პროცედურები.

მუხლი 11. შესაბამისობის შემფასებელი პირების ვალდებულებები

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აღმოაჩენს, რომ მწარმოებელი ვერ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნებს, ან ტიპის შემოწმების სერტიფიკატი ან ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის აღაირება არ უნდა ყოფილიყო გაცემული, იგი ვალდებულია, პროპორციულობის პრინციპის დაცვით შეაჩეროს ან გამოიხმოს/გააუქმოს სერტიფიკატი ან გაცემული შესაბამისობის აღიარების დოკუმენტი ან დააწესოს შეზღუდვები მათ გამოყენებაზე, სანამ ამ მოთხოვნებთან შესაბამისობას მწარმოებელი არ დაადასტურებს სათანადო მაკორექტირებელი ზომების გატარებით. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, გასცეს აღნიშნული ზომების შესახებ დეტალური განმარტება. სერტიფიკატის ან აღიარების შეჩერების, გამოხმობის ან მათ მოქმედებაზე შეზღუდვების დაწესების ან იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ჩარევა აუცილებელია, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

მუხლი 12. ნიშანდება

1. ნიშანდება მანქანა-დანადგარზე დატანილ უნდა იქნას ცხადად, მკაფიოდ და წაუშლელად.

2. აკრძალულია მანქანა-დანადგარზე ნებისმიერი ნიშანდების, ნიშანის ან წარწერის დატანა, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირები, ნიშანდების ფორმასა ან/და მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მანქანა-დანადგარზე სხვა ნებისმიერი ნიშანი დატანილი უნდა იყოს იმგვარად, რომ აღნიშნული არ იწვევდეს შესაბამისობის ნიშანდების მკაფიოობის, სიცხადისა და მნიშვნელობის შელახვას.

მუხლი 13. კონფიდენციალურობა

სახელმწიფო ორგანოების მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის პროფესიული ან კომერციული საიდუმლოება, მიიჩნევა კონფიდენციალურ ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია ადამიანთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

დანართი I

მანქანა-დანადგარების დაპროექტებასთან და დამზადებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები

კარი I. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები

თავი I. პრინციპები

მუხლი 1. ზოგადი პრინციპები

1. მანქანა-დანადგარის მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია განახორციელოსრისკის ანალიზიმანქანა-დანადგარისთვის შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისათვის. მანქანა-დანადგარის დაპროექტება და დამზადება უნდა მოხდეს აღნიშნული რისკის ანალიზის შედეგების გათვალისწინებით.

2. რისკის ანალიზისა და რისკის შემცირების განმეორებადი პროცესების მეშვეობით მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია:

ა) განსაზღვროს მანქანა-დანადგარის გამოყენების ლიმიტები, მათ შორის დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და გონივრულად განჭვრეტადი არასწორი გამოყენების ჩათვლით;

ბ) განსაზღვროს მანქანა-დანადგართან დაკავშირებული საფრთხეები და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სახიფათო გარემოებები;

გ) შეაფასოს რისკები ჯანმრთელობის სავარაუდო დაზიანების სიმძიმისა და მისი მოხდენის ალბათობის გათვალისწინებით;

დ) შეაფასოს რისკები მათი შემცირების საჭიროების განსასაზღვრად ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მიზნების ფარგლებში;

ე) აღმოფხვრას საფრთხეები ან შეამციროს ამ საფრთხეების წარმოქმნის რისკები შესაბამისი დაცვითი ღონისძიებების დანერგვის გზით ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.

3. ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებული ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საფრთხე წარმოიქმნება მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ მანქანა-დანადგარის წინასწარ განსაზღვრული გამოყენების ან წინასწარ სავარაუდო არამართებული გამოყენების პირობებში.ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხო ინტეგრაციის პრინციპები და ამ დანართის 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრული მანქანა-დანადგარის ნიშანდებასა და მანქანა-დანადგარის ინსტრუქციებთან დაკავშირებული ვალდებულებები გამოიყენება ნებისმიერ შემთხვევაში.

4. ამ დანართით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნები სავალდებულოა, თუმცა პროგრესის არსებული დონის გათვალისწინებით აღნიშნული მოთხოვნების მიზნები შესაძლოა ვერ იქნას მიღწეული. ასეთ შემთხვევებში მანქანა-დანადგარი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაპროექტდეს და აიწყოს იმგვარად, რომ აღნიშნულ მიზნების შესრულება არასრულად მაინც დაკმაყოფილდეს.

5. მანქანა-დანადგარის დაპროექტებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ამ დანართის როგორც ზოგადი მოთხოვნების ნაწილი, ასევე ერთი ან რამდენიმე სხვა სპეციფიური მოთხოვნის ნაწილიც, მათი შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რისკის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით.

6. სასურსათო პროდუქტების მანქანა-დანადგარი, მანქანა-დანადგარი კოსმეტიკის ან ფარმაცევტული პროდუქტებისთვის, ხელის ან/და ხელით მართვადი მანქანა-დანადგარი, პორტატული დამაფიქსირებელი და სხვა იმპულსური მანქანა-დანადგარი, ხეზე და სხვა მსგავსი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მასალებზე მომუშავე მანქანა-დანადგარი და პესტიციდებით შესაწამლი მანქანა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის II კარით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას.

7. მანქანა-დანადგარი, რომელიც მისი მობილურობიდან გამომდინარე ქმნის საფრთხეს, უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის III კარით განსაზღვრულ ჯარმთელობისა და უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას.

თავი II. ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ დანართის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საფრთხე – დაშავების ან ჯანმრთელობის დაზიანების პოტენციური წყარო;

ბ) სახიფათო ზონა – ნებისმიერი ტერიტორია მანქანა-დანადგარის შიგნით ან მის გარშემო, სადაც ადამიანის ჯანმრთელობა ან უსაფრთხოება ექცევა რისკის ქვეშ;

გ) დაუცველი პირი – ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ იმყოფება სახიფათო ზონაში;

დ) ოპერატორი – ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ახორციელებს მანქანა-დანადგარის მონტაჟს, მართვას, რეგულირებას (კონტროლს), ტექნიკურ უზრუნველყოფას, წმენდას, შეკეთებას ან გადაადგილებას;

ე) რისკი – სახიფათო სიტუაციიდან გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების ალბათობისა და დაზიანების სიმძიმის კომბინაცია;

ვ) მცველი – მანქანა-დანადგარის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია საფრთხისგან დასაცავად ფიზიკური ბარიერის მეშვეობით;

ზ) დამცავი აღჭურვილობა – მოწყობილობა (მცველის გარდა), რომელიც უზრუნველყოფს რისკების შემცირებას დამოუკიდებლად ან დამცავთან ერთად;

თ) დანიშნულებისამებრ გამოყენება – მანქანა-დანადგარის ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად გამოყენება;

ი) გონივრულად სავარაუდო არასათანადო გამოყენება – მანქანა-დანადგარის ისეთი გამოყენება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ინსტრუქციით, თუმცა შესაძლოა განპირობებულ იქნას ადამიანის ადვილად პროგნოზირებადი ქცევის შედეგად.

მუხლი 3. უსაფრთხო აწყობის პრინციპები

1. მანქანა-დანადგარი უნდა დაპროექტდეს და აიწყოს იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს მის ფუნქციებს.მისი გამოყენება, რეგულირება და რემონტი წინასწარ განსაზღვრულ პირობებში გამოყენებისას არ უნდა აყენებდეს ადამიანებს რისკის ქვეშ. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას გონივრულად წინასწარ სავარაუდო არასათანადო გამოყენება. გატარებული ზომები უნდა უზრუნველყოფდეს რისკების გამორიცხვას მანქანა-დანადგარისთვის განსაზღვრული გამოყენების ვადის განმავლობაში, მათ შორის ტრანსპორტირების, აწყობის, დემონტაჟის, გათიშვის და დაშლის პროცესში.

2. მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი შესაფერისი მეთოდების შერჩევისას ვალდებულია გამოიყენოს შემდეგი პრინციპები, მითითებული თანმიმდევრობის დაცვით:

ა) შესაძლებლობის ფარგლებში გამორიცხოს ან შეამციროს რისკები (არსებითად უსაფრთხო მანქანა-დანადგარის დაპროექტება და აწყობა);

ბ) გაატაროს აუცილებელი დამცავი ზომები იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელთა გამორიცხვა ვერ ხერხდება;

გ) შეატყობინოს მომხმარებლებს არასათანადოდ გატარებული დამცავი ღონისძიებების შედეგად დარჩენილი რისკების შესახებ. მიუთითოს, საჭიროა თუ არა სპეციალური სწავლება მანქანა-დანადგარის გამოყენებისთვის და პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გამოყენების საჭიროების შესახებ.

3. მანქანა-დანადგარის დაპროექტებისა და დამზადებისას, ასევე ინსტრუქციის მომზადებისას, მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია გაითვალისწინოს არამხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოყენება, არამედ ნებისმიერი გონივრულად წინასწარ სავარაუდო არასათანადო გამოყენებაც.

4. მანქანა-დანადგარი იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამოირიცხოს არამართებული გამოყენება, თუ ამგვარი გამოყენება გამოიწვევს რისკებს. შესაბამის შემთხვევებში, მომხმარებლის ინსტრუქცია უნდა უთითებდეს სახიფათო გამოყენების გზებზე, რომელიც გამოცდილების საფუძველზე შესაძლოა, რომ მოხდეს და იმ სიტუაციების შესახებ, რა დროსაც მანქანა-დანადგარი არ უნდა იქნას გამოყენებული, რაც გამოცდილებამ აჩვენა, შესაძლოა მოხდეს - რომელშიც არ უნდა იქნეს გამოყენებული მანქანა.

5. მანქანა-დანადგარის დაპროექტების და დამზადების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას აუცილებელი ან წინასწარ განსაზღვრული ოპერატორისთვის გამოწვეული შეზღუდვები.

6. მანქანა-დანადგარს თან უნდა ახლდეს ყველა სპეციალური აღჭურვილობა და აუცილებელი აქსესუარები, რომელიც ხელს შეუწყობს მის შეცვლას, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და უსაფრთხო გამოყენებას.

მუხლი 4. მოთხოვნები მასალებისა და პროდუქტების მიმართ

მანქანა-დანადგარის დამზადებისას გამოყენებული მასალები ან მისი გამოყენებისას მოხმარებული ან წარმოშობილი პროდუქტები არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ადამიანის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. თუ მანქანა-დანადგარის ექსპლუატაცია უკავშირდება სითხეების გამოყენებას, მანქანა-დანადგარი იმგვარად უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს, რომ გამოირიცხოს სითხეების შევსების, გამოყენების, ამოღების ან გადმოღვრისგან გამოწვეული რისკები.

მუხლი 5. მოთხოვნები განათების მიმართ

1. მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს განათებით, თუ ნორმალური ინტენსივობის გარე განათების პირობებში მისმა ფუნქციონირებამ შესაძლოა გამოიწვიოს რისკები.

2. მანქანა-დანადგარი იმგვარად უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს, რომ გამოირიცხოს დისკომფორტის გამომწვევი ჩრდილში მყოფი არეები, თვალის მომჭრელი გამაღიზიანებელი სინათლე და მოძრავ ნაწილებზე მოციმციმე სინათლის ეფექტი.

3. მანქანა-დანადგარის შიდა ნაწილები, რომლებიც საჭიროებს ხშირ შემოწმებას, შესწორებას ან შეკეთებას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო განათებით.

მუხლი 6. მანქანა-დანადგარის მოხმარების ხელშემწყობი დიზაინი

1. მანქანა-დანადგარი ან მისი თითოეული კომპონენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მისი მოხმარება და ტრანსპორტირება შესაძლებელი უნდა იყოს უსაფრთხოდ;

ბ) იმგვარად უნდა იყოს დამზადებული ან შეფუთული, რომ დაზიანების გარეშე და უსაფრთხოდ იქნას შენახული;

2. მანქანა-დანადგარის ან/და მისი კომპონენტების ინსტრუქციის შესაბამისად მოხმარებისას, მათი ტრანსპორტირების დროს გამორიცხული უნდა იყოს მოულოდნელი მოძრაობა ან არასტაბილურობით გამოწვეული საფრთხეები;

3. იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანა-დანადგარის ან მისი სხვადასხვა კომპონენტების ხელით გადატანა შეუძლებელია მათი წონის, ფორმის ან ზომის გამო, მანქანა-დანადგარი ან მისი ცალკეული კომპონენტი:

ა) აღჭურვილი უნდა იყოს ამწევი მექანიზმის სამაგრით ან,

ბ) დამზადებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სამაგრების მასზე მიბმა ან,

გ) იმგვარი ფორმის უნდა იყოს, რომ შესაძლებელი იყოს მასზე სტანდარტული ამწევი მოწყობილობის მარტივად მიმაგრება.

4. თუ მანქანა-დანადგარი ან მისი კომპონენტი ხელით გადასატანია, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს ადვილად გადასატანი ან,

ბ) სათანადოდ უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოდ აღებისა და გადატანისთვის.

5. სპეციალური ზომები უნდა იქნას მიღებული იმ მანქანა-დანადგარის ნაწილებისა და/ან ხელსაწყოების გამოყენებისთვის, რომლებიც მიუხედავად მცირე წონისა შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს.

მუხლი 7. მოთხოვნები ერგონომიულობის მიმართ

დანიშნულებისამებრ გამოყენების პირობებში მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი ოპერატორის დისკომფორტი, დაღლილობა, და ფიზიკურ-ფსიქიკური სტრესი, ერგონომიულობის შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

ა) გათვალისწინებულ უნდა იქნას ოპერატორების სხვადასხვა ფიზიკური მახასიათებლები, სიძლიერე და გამძლეობა;

ბ) უზრუნველყოფილ უნდა იქნას ოპერატორის თავისუფალი მოძრაობისთვის საჭირო სივრცე;

გ) თავიდან უნდა იქნას აცილებული მანქანა-დანადგარის მიერ განპირობებილი სამუშაო ტემპი;

დ) თავიდან უნდა იქნას აცილებული მონიტორინგი, რომელიც ხანგრძლივ კონცენტრაციას საჭიროებს;

ე) მანქანა-დანადგარი მორგებული უნდა იყოს ოპერატორის წინასწარ გათვლად მახასიათებლებზე.

მუხლი 8. მანქანა-დანადგარის სამართავი პოზიცია

1. სამართავი პოზიცია იმგვარად უნდა იქნას დაპროექტებული და დამზადებული, რომ იძლეოდეს გამონაბოლქვი აირებისა და/ან ჟანგბადის ნაკლებობისგან გამოწვეული რისკების არიდების საშუალებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარი განკუთვნილია ოპერატორის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ გარემოში გამოსაყენებლად ან, თუ მანქანა-დანადგარი ექსპლუატაციისას წარმოშობს საფრთხის შემცველ გარემოს, ოპერატორისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისთვის აუცილებელია სათანადო საშუალებებით უზრუნველყოფა, რომელიც დაიცავს მას ნებისმიერი წინასწარი სავარაუდო საფრთხეებისგან.

3. საჭიროების შემთხვევებში მანქანა-დანადგარის სამართავი პოზიცია უნდა აღიჭურვოს შესაბამისი სამართავი კაბინით ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. სამართავი პოზიციის გასასვლელი უნდა იძლეოდეს მყისიერი ევაკუაციის საშუალებას. შესაბამის შემთხვევებში, ავარიული გასასვლელი მოწყობილი უნდა იყოს ჩვეულებრივი გასასვლელისგან განსხვავებული მიმართულებით.

მუხლი 9. მოთხოვნები სავარძლების მიმართ

1. შესაბამის შემთხვევებში და როდესაც სამუშაო პირობები ამის საშუალებას იძლევა, მაქანა-დანადგარის სამუშაო ბაქნების დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს სავარძლების მონტაჟის საშუალებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის ექსპლუატაცია ითვალისწინებს ოპერატორის მჯდომარე პოზიციაში მუშაობას და საოპერაციო ადგილი მანქანა-დანადგარის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, მანქანა-დანადგართან ერთად მიწყობილი უნდა იქნას სავარძელი. სავარძელი ოპერატორს უნდა აძლევდეს სტაბილური პოზიციის შენარჩუნების საშუალებას. ასევე, სავარძელი და საკონტროლო ხელსაწყოებამდე მისი დისტანცია მორგებული უნდა იყოს ოპერატორზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის ექპლუატაცია ითვალისწინებს ვიბრაციას, მისი სავარძელი იმგვარად უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე დაბალ დონემდე იქნას შემცირებული ვიბრაციის გადატანა ოპერატორზე. სავარძლის საყრდენები უნდა უძლებდეს მათზე ნებისმიერი სავარაუდო დატვირთვის ზეგავლენას. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორის ფეხებ ქვეშ არ არსებობს იატაკი ფეხების საყრდენები, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დაცურების საწინააღმდეგო დაფარვით.

თავი III. კონტროლის სისტემები

მუხლი 10. კონტროლის სისტემების უსაფრთხოება და სანდოობა:

1. კონტროლის სისტემები ისე უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს, რომ გამორიცხოს საფრთხის შემცველი სიტუაციების წარმოშობა. კერძოდ, უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად რომ:

ა) შეეძლოს დანიშნულებით გამოყენებისას განსაზღვრული სტრესისა და გარემო ფაქტორების გაძლება;

ბ) არ წარმოქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია კონტროლის სისტემის ფიზიკური ან პროგრამული ხარვეზების შემთხვევაში;

გ) კონტროლის სისტემის ლოგიკაში (სისტემაში) ხარვეზებმა არ გამოიწვიოს საფრთხის მატარებელი სიტუაცია;

დ) გონივრულად გათვლადმა ადამიანურმა შეცდომამ არ გამოიწვიოს საფრთხის შემცველი სიტუაცია.

2. განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს შემდეგ საკითხებს:

ა) მანქანა-დანადგარი არ უნდა ჩაირთოს მოულოდნელად;

ბ) მანქანა-დანადგარის პარამეტრები არ უნდა შეიცვალოს მოულოდნელად, ისე, რომ გამოიწვიოს საფრთხის შემცველი სიტუაციის წარმოშობა;

გ) მანქანა-დანადგარი უნდა ემორჩილებოდეს გაჩერების ბრძანებას/სიგნალს;

დ) მანქანა-დანადგარის მოძრავი ან მიმაგრებული ნაწილები არ უნდა ჩამოვარდეს ან ამოვარდეს;

ე) ნებისმიერი მოძრავი ნაწილის ავტომატური ან მექანიკური შეჩერება დაუბრკოლებლად უნდა ხორციელდებოდეს;

ვ) დამცავი აღჭურვილობა უნდა ინარჩუნებდეს სრულ ფუნქციონირებას ან გასცემდეს გაჩერების სიგნალს;

ზ) მანქანა-დანადგარის სრულ მოწყობილობას ან ნაწილობრივ დასრულებულ მანქანა-დაგადგარს უნდა გააჩნდეს სათანადოდ განლაგებული კონტროლის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ნაწილები.

3. იმ შემთხვევაში, თუ უკაბელო მართვის სისტემას არ მიეწოდა სწორი საკონტროლო სიგნალები და დაკარგა კომუნიკაცია, უნდა გააქტიურდეს ავტომატური გაჩერება.

მუხლი 11. საკონტროლო ხელსაწყოები

1. საკონტროლო ხელსაწყოები უნდა იყოს:

ა) მკაფიოდ შესამჩნევი და იდენტიფიცირებადი, შესაბამის შემთხვევებში მათზე დატანილი პიქტოგრამებით;

ბ) განლაგებული იმგვარად, რომ მათი მართვა განხორციელდეს უსაფრთხოდ, არ იწვევდეს დაბნეულობას, დროის დაკარგვას და არ იყოს ბუნდოვანი;

გ) იმგვარად დაპროექტებული, რომ მათი მოძრაობა შეესაბამებოდეს მიღებულ ეფექტს;

დ) განთავსებული საფრთხის შემცველი ზონის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია გარკვეული საკონტროლო მოწყობილობებისთვის, როგორიცაა ავარიული გამთიშველი ან საკონტროლო პულტი;

ე) განლაგებული იმგვარად, რომ არ ქმნიდეს დამატებით რისკებს;

ვ) იმგვარად დაპროექტებული და დაცული, რომ საფრთხის შემცველ სიტუაციაში სასურველი მიზნის მიღწევა მხოლოდ მათზე მიზანმიმართული ზემოქმედების შედეგად იყოს;

ზ) იმგვარად დამზადებული, რომ უძლებდეს წინასწარ პროგნოზირებადი ძალების ზემოქმედებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს ავარიულ შეჩერების მოწყობილობებს, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალების ზემოქმედების ქვეშ არიან.

2. იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო ხელსაწყოები დაპროექტებული და დამზადებულია რამოდენიმე განსხვავებული ფუნქციის შესასრულებლად, კერძოდ, როდესაც არ არის ერთი-ერთზე კავშირი, განსახორციელებელი მოქმედება მკაფიოდ უნდა გამოისახოს და აუცილებლობის შემთხვევაში დაექვემდებაროს თანხმობას;

3. საკონტროლო ხელსაწყოები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მათი განლაგება, მოძრაობა და მოქმედებისადმი წინაღობა შეესაბამებოდეს განსახორციელებელ ქმედებას ერგონომიული პრინციპების გათვალისწინებით.

4. მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინდიკატორებით. ოპერატორს კონტროლის განხორციელების პოზიციიდან უნდა შეეძლოს მათი ამოცნობა.

5. თითოეული საკონტროლო პოზიციიდან, ოპერატორს უნდა შეეძლოს უზრუნველყოს, რომ საფრთხის ზონაში არავინ იმყოფებოდეს ან კონტროლის სისტემა უნდა დაპროექტეს და დამზადდეს, იმგვარად რომ თავიდან იქნას აცილებული მანქანა-დანადგარის ჩართვა, სანამ საფრთხის ზონაში ადამიანი იმყოფება.

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული კონტროლის ფუნქციების ქონა შეუძლებელია მანქანა-დანადგარის თავისებურებებიდან გამომდინარე, მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების დაწყებამდე გაცემულ უნდა იქნას ხმოვანი ან/და ვიზუალური სიგნალი. დაუცველ პირს უნდა ჰქონდეს სახიფათო ზონის დატოვებისთვის საკმარისი დრო ან მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების დაწყების შეჩერების შესაძლებლობა.

7. საჭიროების შემთხვევაში მანქანა-დანადგარი უზრუნველყოფილ უნდა იქნას შესაბამისი საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფს კონტროლის განხორციელებას ერთ ან რამდენიმე წინასწარ განსაზღვრული განლაგების ზონიდან.

8. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის კონტროლი ხორციელდება ერთზე მეტი კონტროლის პოზიციიდან, კონტროლის სისტემები ისე უნდა იქნას დაპროექტებული, რომ რომელიმე მათგანის ფუნციონირება გამორიცხავდეს მეორეს ფუნქციონირებას, გარდა გაჩერებისა და ავარიული გათიშვის ფუნქციებისა.

9. როდესაც მანქანა-დანადგარის კონტროლი ხორციელდება ერთზე მეტი კონტროლის პოზიციიდან, თითოეული კონტროლის პოზიცია აღჭურვილი უნდა იყოს ყველა აუცილებელი მაკონტროლებელი ხელსაწყოთი. აღნიშნული მაკონტროლებელი ხელსაწყოები არ უნდა უშლიდეს ხელს ერთმანეთის ფუნქციონირებას და არ უნდა წარმოქმნიდეს ერთმანეთისთვის საფრთხის მატარებელ სიტუაციას.

მუხლი 12. ფუნქციონირების დაწყება

1. მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების დაწყება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ საკონტროლო ხელსაწყოების მიზანმიმართული ამოქმედებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნა ასევე ვრცელდება:

ა) გამორთვის შემდგომ მანქანა-დანადგარის ხელახალი ჩართვისას, მიზეზების მიუხედავად;

ბ) საოპერაციო პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებისას.

3. თუმცა მანქანა-დანადგარის ხელახალი ჩართვა ან საოპერაციო პირობების შეცვლა დასაშვებია საკონტროლო ხელსაწყოსგან განსხვავებული შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოთი, თუ აღნიშნული არ იწვევს სახიფათო სიტუაციის წარმოქმნას.

4. ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მანქანა-დანადგარისთვის დასაშვებია მისი ფუნქციონირების დაწყება, გამორთვის შემდგომი ხელახალი ჩართვა ან საოპერაციო პირობების შეცვლა ინტერვენციის გარეშეც, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ გამოიწვევს სახიფათო სიტუაციას.

5. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარს გააჩნია რამდენიმე ჩართვის ხელსაწყო და შესაბამისად ოპერატორებს შეუძლიათ ერთმანეთის სახიფათო სიტუაციაში ჩაყენება, აუცილებელია მანქანა-დანადგარს გააჩნდეს დამატებითი მოწყობილობა, რომელიც გააკონტროლებს აღნიშნულ რისკებს. იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოება მოითხოვს, რომ ფუნქციონირების დაწყება და შეჩერება განხორციელდეს განსაზღვრული თანმიმდევრობით, მანქანა-დანადგარს უნდა გააჩნდეს სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ოპერაციების სწორად განხორციელებას.

მუხლი 13. გაჩერება

1. ნორმალურ გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

ა) მანქანა-დანადგარს უნდა გააჩნდეს მაკონტროლებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულ გაჩერებას;

ბ) თითოეულ სამუშაო სადგურს უნდა გააჩნდეს მაკონტროლებელი მოწყობილობა მანქანა-დანადგარის რომელიმე ერთი ან ყველა ფუნქციის გასაჩერებლად, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მანქანა-დანადგარის უსაფრთოების უზრუნველსაყოფად;

გ) მანქანა-დანადგარის გაჩერების მაკონტროლებელ მოწყობილობას უნდა გააჩნდეს პრიორიტეტულობა მისი ფუნქციონირების დაწყების მაკონტროლებელ მოწყობილობასთან მიმართებით;

დ) მანქანა-დანადგარის ან მისი სახიფათო ფუნქციონირების გაჩერების შემდგომ შესაბამის ამძრავებს უნდა შეუწყდეთ ენერგიის მიწოდება.

2. იმ შემთხვევაში, თუ საექსპლუატაციო მიზნების გამო საჭიროა, რომ შეჩერების მაკონტროლებლის მიერ შესაბამის ამძრავებს არ შეუწყდეთ ენერგიის მიწოდება, უსაფრთხოების მიზნებისთვის სავალდებულოა მანქანა-დანადგარის შესაბამისი ფუნქციის შეჩერების შენარჩუნება და მისი მონიტორინგი.

3. ავარიულ გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

ა) მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე ავარიული გამთიშველით, არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების ასაცილებლად.

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნიდან დაიშვება შემდეგი გამონაკლისები:

ბ.ა) თუ ავარიული გამთიშველი არ შეამცირებს რისკებს, მათ შორის არ შეამცირებს შეჩერების დროს ან რისკის შესამცირებელი სპეციალური ზომების გატარებას უშლის ხელს;

ბ.ბ) პორტატული ხელსაჭერი ან/და ხელით მართვადი მანქანა-დანადგარებისთვის.

გ) ავარიული გათიშვის მოწყობილობას:

გ.ა) უნდა გააჩნდეს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი, ადვილად აღსაქმელი და სწრაფად მიწვდომადი კონტროლის ხელსაწყოები;

გ.ბ) უნდა შეეძლოს საფრთხის მატარებელი პროცესის შეჩერება რაც შეიძლება სწრაფად, დამატებითი რისკების გამოწვევის გარეშე;

გ.გ) აუცილებლობის შემთხვევაში იწვევდეს განსაზღვრული დაცვითი ქმედებების ინიცირებას ან ხელს უწყობდეს მათ დაწყებას;

დ) იმ შემთხვევაში, თუ აქტიური ავარიული გამთიშველი არ დაემორჩილება გაჩერების ბრძანებას, ბრძანება და ავარიული გამთიშველი გააქტიურებულ რეჟიმში უნდა იქნას შენარჩუნებული, მანამ სანამ აღნიშნული ბრძანება სპეციალურად არ იქნება გაუქმებული. შეუძლებელი უნდა იყოს ავარიული გამთიშველის ჩართვა გაჩერების ბრძანების მიცემის გარეშე; ავარიული გამთიშველის გამორთვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ შესაბამისი ოპერაციის საშუალებით და მისი გამორთვა არ უნდა იწვევდეს მანქანა-დანადგარის ხელახალ ჩართვას, არამედ იძლეოდეს მხოლოდ ჩართვის შესაძლებლობას.

ე) ავარიული გამთიშველის ფუნქციონირება მუდამ ხელმისაწვდომ და გააქტიურებულ რეჟიმში უნდა იყოს, მიუხედავად ფუნქციონირების რეჟიმისა;

ვ) ავარიული გამთიშველი უნდა იყოს სათადარიგო მიზნებისთვის და არ ანაცვლებდეს სხვა დაცვით ზომებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარი ან მისი ნაწილები დაპროექტებულია ერთობლივად მუშაობისთვის, მანქანა-დანადგარი იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ შეჩერების მაკონტროლებელ მოწყობილობას, მათ შორის ავარიულ გამთიშველს, უნდა შეეძლოს არამხოლოდ თვით მანქანა-დანადგარის, არამედ ყველა მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის გათიშვა, თუ მისმა ფუნქციონირებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფრთხე.

მუხლი 14. კონტროლისა და ფუნქციონირების რეჟიმები

1. გააქტიურებული კონტროლისა და ფუნქციონირების რეჟიმები უნდა აუქმებდეს ყველა სხვა ფუნქციონირების რეჟიმს, გარდა ავარიული გათიშვის რეჟიმისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარი ისეა დაპროქტებული და დამზადებული, რომ შეუძლია რამდენიმე განსხვავებული კონტროლისა და ექსპლუატაციის პირობებში იმუშაოს, რომლებიც განსხვავებული დაცვის ზომების ან/და სამუშაო პროცედურის გამოყენებას მოითხოვს, იგი უნდა აღიჭურვოს რეჟიმების გადამრთველით, რომელსაც უნდა შეეძლოს თითოეულ არჩეულ პოზიციაზე ბლოკირება. გადამრთველის თითოეული პოზიცია უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი და პასუხს აგებდეს მხოლოდ ერთ ოპერაციულ ან საკონტროლო რეჟიმზე.

3. რეჟიმების გადამრთველი შესაძლოა ჩანაცვლდეს რეჟიმის გადართვის სხვა მეთოდით, რომელიც გარკვეული კატეგორიის ოპერატორებისთვის შეზღუდავს განსაზღვრულ ფუნქციებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ფუნქციების შესრულებისთვის საჭიროა, რომ მანქანა-დანადგარმა განაგრძოს ექსპლუატაცია გადაადგილებული ან მოხსნილი მცველის პირობებში ან გამორთული დამცავი აღჭურვილობით, კონტროლის ან ფუნქციონირების გადამრთველი უნდა ასრულებდეს შემდეგ ფუნქციებს:

ა) გამორთოს ყველა სხვა კონტროლისა და ოპერაციული რეჟიმები;

ბ) დაუშვას საფრთხის მატარებელი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ ისეთი მოწყობილობების საშუალებით, რომლებიც მოითხოვს უწყვეტ ზემოქმედებას;

გ) საფრთხის მატარებელი ფუნქციების განხორციელება დაუშვას მხოლოდ შემცირებული რისკის პირობებში და შეზღუდოს სხვა დაკავშირებული პროცესებით გამოწვეული საფრთხეები;

დ) არ დაუშვას საფრთხის მატარებელი ფუნქციების განხორციელება მანქანა-დანადგარის სენსორებზე მიზანმიმართული ან შემთხვევითი ზემოქმედებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ფუნქციის განხორციელება შეუძლებელია ერთდროულად, კონტროლისა და ოპერირების რეჟიმების გადამრთველმა უნდა გაააქტიუროს სხვა დაცვითი ზომები, რომლებიც ისეა დაპროექტებული და დამზადებული, რომ უზრუნველყოფს უსაფრთხო ინტერვენციის ზონის არსებობას. ამასთან ოპერატორს უნდა შეეძლოს იმ ნაწილების ოპერირების გაკონტროლება, რომელზეც მუშაობს მარეგულირებელი წერტილიდან.

მუხლი 15. დენის მიწოდების შეწყვეტა

1. დენის მიწოდების წყვეტამ, წყვეტის შემდგომმა ხელახალმა მიწოდებამ, ან რაიმე სახის დენის მიწოდების მერყეობამ არ უნდა გამოიწვიოს საშიში სიტუაციების წარმოქმნა. ყურადღება უნდა მიექცეს მათ შორის შემდეგს:

ა) მანქანა-დანადგარი არ უნდა ჩაირთოს მოულოდნელად;

ბ) მანქანა-დანადგარის პარამეტრები არ უნდა შეიცვალოს გაუკონტროლებლად, თუ აღნიშნულს შეუძლია გამოიწვიოს საფრთხის მატარებელი სიტუაციის შექმნა;

გ) მანქანა-დანადგარის შეჩერება არ უნდა ბრკოლდებოდეს გაჩერების სიგნალის გაცემის შემდგომ;

დ) მანქანა-დანადგარს არ უნდა მოძვრეს ან მისგან არ უნდა მოხდეს რომელიმე მოძრავი ან მიმაგრებული ნაწილის გატყორცნა;

ე) მოძრავი ნაწილების, მიუხედავად მათ დანიშნულებისა, ავტომატური ან მექანიკური გაჩერება შეუფერხებლად უნდა ხორციელდებოდეს;

ვ) დამცველი მოწყობილობები სრული ეფექტურობით უნდა ფუნქციონირებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გასცემდეს გაჩერების სიგნალს.

თავი IV. მექანიკური საფრთხეებისგან დაცვა

მუხლი 16. სტაბილურობის დაკარგვის რისკი

1. მანქანა-დანადგარი, მისი კომპონენტები და ნაწილები უნდა იყოს საკმარისად სტაბილური, რათა ტრანსპორტირების, აწყობის, დემონტაჟის ან მანქანა-დანადგარზე სხვაგვარი ზემოქმედების დროს, თავიდან იქნეს არიდებულ ამოტრიალება, წაქცევა ან არაკონტროლილებადი მოძრაობა.

2. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის ფორმა ან მიზნობრივი დამონტაჟება არ უზრუნველყოფს საკმარის სტაბილურობას, მანქანა-დანადგარში ინკორპორირებული უნდა იქნეს სათანადო ფიქსატორები და ამის შესახებ უნდა მიეთითოს თანდართულ ინსტრუქციაში.

მუხლი 17. გატეხვის რისკი ფუნქციონირებისას

1. მანქანა-დანადგარის სხვადასხვა ნაწილები და შემაერთებელი კომპონენტები უნდა იყოს საკმარისად მყარი, რათა უძლებდეს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დატვირთვას.

2. გამოყენებული მასალების გამძლეობა უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ წინასწარ ნაგულისხმევ სამუშაო გარემოს, მათ შორის გათვალისწინებული უნდა იქნეს ცვეთა, ჟანგვა, დაძველება და ხახუნი.

3. ინსტრუქცია უნდა უთითებდეს უსაფრთხოების მიზნებისთვის ჩასატარებელი შემოწმებების სიხშირესა და ტიპს, ასევე მოვლის წესებს. სათანადო შემთხვევებში ინსტრუქციები უნდა უთითებდეს იმ ნაწილების შეცვლის პირობებზე, რომელთა ცვეთაც მოსალოდნელია.

4. იმ შემთხვევაში, როცა მიღებული ზომების მიუხედავად, მაინც არსებობს გარკვეული ნაწილების გახეთქვის ან დაშლის რისკები, მათი დამონტაჟება, განთავსება ან/და დაცვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ფრაგმენტების გავრცელების არეალი და არ შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია.

5. სითხეების გამტარი მყარი და ელასტიური მილგაყვანილობა, მათ შორის ის, რომელიც განიცდის მაღალი წნევის ზემოქმედებას, უნდა უძლებდეს წინასწარ განსაზღვრულ შიდა და გარე ზემოქმედებას, უნდა იყოს მყარად დამაგრებული ან/და დაცული გახეთქვისგან გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად.

6. იმ შემთხვევაში, როცა გადასამუშავებელი მასალა ავტომატურად მიეწოდება მანქანა-დანადგარის მექანიზმს, ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სავალდებულოა შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

ა) მანქანა-დანადგარის მექანიზმში მასალის მოხვედრისას, მექანიზმმა უნდა შეინარჩუნოს ნორმალური სამუშაო მდგომარეობა;

ბ) მანქანა-დანადგარის მექანიზმის ჩართვისას ან მუშაობის შეწყვეტისას (მიზანმიმართულად ან შემთხვევით) მასალის მიწოდება და მექანიზმის მუშაობა კოორდინირებული უნდა იყოს.

მუხლი 18. საგნების ჩამოვარდნისა და გატყორცნისგან გამოწვეული რისკები

საგნების ჩამოვარდნისა და გატყორცნისგან გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წინასწარი უსაფრთხოების ზომების მიღება.

მუხლი 19. ზედაპირების, კუთხეებისა და კიდეებისგან გამოწვეული რისკები

იმდენად, რამდენადაც ფუნქციური დანიშნულება ამის საშუალებას იძლევა, მანქანა-დანადგარის ხელმისაწვდომ ნაწილებს არ უნდა ჰქონდეს ბასრი კიდეები, კუთხეები და უხეში ზედაპირი, რომელთაც შეუძლია დაზიანების გამომწვევა.

მუხლი 20. კომბინირებულ მანქანა-დანადგართან დაკავშირებული რისკები

იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარი გამიზნულია რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად და ოპერაციებს შორის გათვალისწინებულია სამუშაო მასალის მექანიკური მოცილება (კომბინირებული მანქანა-დანადგარი), იგი დაპროექტებული და დამზადებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ იძლეოდეს თითოეული ელემენტის დამოუკიდებლად გამოყენების საშუალებას, ისე რომ სხვა ელემენტები არ უქმნიდეს საფრთხეს მანქანა-დანადგარის მოქმედების სფეროში მყოფ პირებს. ამ მიზნით შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი დაუცველი შემადგენელი ელემენტის განცალკევებით ჩართვა და გამორთვა.

მუხლი 21. გამოყენების სხვადასხვა პირობასთან დაკავშირებული რისკები

იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანა-დანადგარი გამოყენების სხვადასხვა პირობებში ფუნქციონირებს, იგი დაპროექტებული და დამზადებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ამ პირობების არჩევა და დარეგულირება ხორციელდებოდეს უსაფრთხოდ და საიმედოდ.

მუხლი 22. მოძრავ ნაწილებთან დაკავშირებული რისკები

1. მანქანა-დანადგარის მოძრავი ნაწილები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხავდეს უბედური შემთხვევის გამომწვევ კონტაქტს. იმ შემთხვევაში, თუ რისკი მაინც შენარჩუნებულია, მოძრავი ნაწილები აღჭურვილი უნდა იყოს დამცავებით ან დამცავი მოწყობილობით.

2. მიღებული უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს არიდებული სამუშაოში ჩართული მოძრავი ნაწილების შემთხვევითი ბლოკირება. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული სიფრთხილის ზომების მიუხედავად, მაინც ნარჩუნდება ბლოკირების საფრთხე, მექანიზმის უსაფრთხოდ განბლოკვის უზრუნველსაყოფად მოწოდებული უნდა იქნეს საჭირო სპეციალური დამცავი მოწყობილობები და მექანიზმები.

3. მანქანა-დანადგარის ინსტრუქცია და შესაძლებლობის შემთხვევაში მანქანა-დანადგარზე დატანილი ნიშნები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სპეციალური დამცავი მოწყობილობებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ.

მუხლი 23. მოძრავი ნაწილებისგან გამოწვეული რისკებისგან დაცვის საშუალებების არჩევა

1. მოძრავი ნაწილებისგან გამოწვეული რისკისგან დაცვისთვის განკუთვნილი დამცავები ან დამცავი მოწყობილობები უნდა შეირჩეს რისკის ტიპის შესაბამისად. ამგვარი დამცავებისა და დამცავი მოწყობილობების შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ მუხლში მოცემული პრინციპების გათვალისწინებით.

2. მოთხოვნები მოძრავი გადამცემი ნაწილებისგან დამცავებისადმი:

ა) დამცავები, რომლებიც დაპროექტებულია მოძრავი გადამცემი ნაწილებით გამოწვეული რისკებისგან პირთა დასაცავად, უნდა იყოს:

ა.ა) ამ დანართის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფიქსირებული დამცავები; ან

ა.ბ) ამ დანართის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩამკეტიანი მოძრავი დამცავები;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოძრავი გადამცემი ნაწილი განკუთვნილია ხშირი წვდომისთვის, გამოყენებული უნდა იქნეს ჩამკეტიანი მოძრავი დამცავები.

3. მოთხოვნები პროცესში ჩართული მოძრავი ნაწილებისგან დამცავების მიმართ:

ა) პროცესში ჩართულ მოძრავ ნაწილებთან დაკავშირებული რისკებისგან ადამიანთა დასაცავად განკუთვნილი დამცავები ან დამცავი მოწყობილობები უნდა იყოს:

ა.ა) ამ დანართის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფიქსირებული დამცავები; ან

ა.ბ) ამ დანართის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩამკეტიანი მოძრავი დამცავები, ან

ა.გ) ამ დანართის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დამცავი მოწყობილობები; ან

ა.დ) ამ დანართის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 27-ე მუხლით გათვალისწინებული დამცავი საშუალებების კომბინაცია;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი ოპერაცია მოითხოვს მემანქანის ჩარევას და შეუძლებელია მასში პირდაპირ ჩართული, გარკვეული მოძრავი ნაწილების სრული მიუწვდომლობის უზრუნველყოფა, ამგვარი ნაწილები აღჭურვილი უნდა იყოს:

ბ.ა) ფიქსირებული დამცავებით ან ჩამკეტიანი მოძრავი დამცავებით, რომლებიც გამორიცხავს მოძრავი ნაწილების იმ ნაწილებთან წვდომას, რომლებიც არ გამოიყენება სამუშაო პროცესში; და

ბ.ბ) ამ დანართის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი მოხსნადი დამცავებით, რომლებიც გამორიცხავს მოძრავი ნაწილების იმ ნაწილებთან წვდომას, რომლებთანაც წვდომა აუცილებელია.

მუხლი 24. არაკონტროლირებადი მოძრაობით გამოწვეული რისკები

მანქანა-დანადგარის ნაწილის გაჩერებისას თავიდან არიდებული უნდა იქნეს ნებისმიერი მიზეზით გადაადგილება ან გადახრა, თუ ეს არ არის გამოწვეული საკონტროლო მოწყობილობაზე ზემოქმედებით, ან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ აღნიშნული გადაადგილება ან გადახრა არ წარმოშობდეს საფრთხეს.

თავი V. დამცავებისა და დამცავი მოწყობილობების სავალდებულო მახასიათებლები

მუხლი 25. ძირითადი მოთხოვნები დამცავებისა და დამცავი მოწყობილობების მიმართ

1. დამცავი და დამცავი მოწყობილობა:

ა) უნდა იყოს მტკიცედ აგებული;

ბ) უნდა იყოს ადგილზე საიმედოდ დამაგრებული;

გ) არ იწვევდეს დამატებით საფრთხეებს;

დ) არ შეიძლებოდეს მათი წინაღობის ადვილად დაძლევა ან ფუნქციონირების გაუქმება;

ე) განთავსებული უნდა იქნეს საფრთხის შემცველი ზონიდან სათანადო დაშორებით;

ვ) სამუშაო პროცესის დაკვირვებას უნდა უქმნიდეს მინიმალურ დაბრკოლებას; და

ზ) შესაძლებელს ხდიდეს მოწყობილობების მონტაჟის ან/და შეცვლისთვის აუცილებელი სამუშაოს განხორციელებას ან მოვლას და ამავდროულად ზღუდავდეს უშუალოდ სამუშაო ადგილზე წვდომას, შესაძლებლობის ფარგლებში დამცავის მოშორების ან დამცავი მოწყობილობის ფუნქციონირების გაუქმების გარეშე.

2. დამცავებს შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გააჩნდეს მასალების ან საგნების ჩამოვარდნის ან/და გატყორცნის და მანქანა-დანადგარის ემისიებისგან დაცვის შესაძლებლობა.

მუხლი 26. დამცავებისთვის დადგენილი სპეციალური მოთხოვნები

1. მოთხოვნები ფიქსირებული დამცავების მიმართ:

ა) ფიქსირებული დამცავები დამაგრებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი გაღება და მოხსნა შეიძლებოდეს მხოლოდ ხელსაწყოებით;

ბ) მაფიქსირებლები დამცავის მოხსნის შემდგომ მიმაგრებული უნდა დარჩეს დამცავზე ან მანქანა-დანადგარზე;

გ) შესაძლებლობის ფარგლებში დამცავების განთავსება მაფიქსირებლების გარეშე შეუძლებელი უნდა იყოს.

2. მოთხოვნები ჩამკეტიანი მოძრავი დამცავების მიმართ:

ა) ჩამკეტიანი მოძრავი დამცავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა.ა) შესაძლებლობის ფარგლებში დარჩეს მანქანა-დანადგარზე მიმაგრებული, როდესაც ჩამკეტი გახსნილ მდგომარეობაშია;

ა.ბ) ისე იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მისი დარეგულირება შეიძლებოდეს მხოლოდ განზრახი მოქმედებით;

ბ) ჩამკეტიანი მოძრავი დამცავები უნდა უკავშირდებოდეს ჩაკეტვის მოწყობილობას, რომელიც:

ბ.ა) სანამ ჩაკეტილია ხელს უშლის მანქანა-დანადგარის საფრთხის შემცველი ფუნქციების განხორციელების დაწყებას;

ბ.ბ) იძლევა გაჩერების ბრძანებას, როდესაც დამცავები აღარ არის ჩაკეტილი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საფრთხის შემცველი მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების შეწყვეტამდე მემანქანე შესაძლებელია მოხვდეს საშიშ ზონაში, მოძრავი დამცავი, ჩამკეტ მოწყობილობასთან ერთად დაკავშირებული უნდა იყოს დამცავის ჩამკეტ მოწყობილობასთან, რომელიც:

გ.ა) ხელს შეუშლის მანქანა-დანადგარის საფრთხის შემცველი ფუნქციების დაწყებას, ვიდრე არ მოხდება დამცავის დახურვა და ჩაკეტვა; და

გ.ბ) შეინარჩუნებს დამცავს დახურულ და ჩაკეტილ მდგომარეობაში, საფრთხის შემცველი მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების შეწყვეტამდე;

დ) ურთიერთდაკავშირებული მოძრავი დამცავი ისე უნდა იყოს დაპროქტებული, რომ რომელიმე ნაწილის არარსებობის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, არ უშვებდეს საფრთხის შემცველი მანქანა-დანადგარის ჩართვას ან გაჩერებას.

3. რეგულირებადი დამცავები, რომლებიც ზღუდავენ წვდომას მოძრავი ნაწილების იმ არეებთან, რომლებიც აუცილებელია ფუნქციონირებისთვის, უნდა იყოს:

ა) მექანიკურად ან ავტომატურად მართვადი, განსახორციელებელი სამუშაოს ტიპის შესაბამისად;

ბ) ხელსაწყოების გამოყენების გარეშე მყისიერად რეგულირებადი.

მუხლი 27. დამცავ მოწყობილობებთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები

1. დამცავი მოწყობილობა იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და კონტროლის სისტემაში ინკორპორირებული, რომ:

ა) შეუძლებელი იყოს მოძრავი ნაწილების ფუნქციონირების დაწყება ოპერატორის წვდომის არეალში ყოფნისას;

ბ) ადამიანებს არ შეეძლოთ მოძრავ ნაწილებზე წვდომა მათი მოძრაობის დროს; და

გ) რომელიმე ნაწილის არარსებობის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ხელი შეუშალოს მოძრავი ნაწილების ფუნქციონირების დაწყებას, ან შეაჩეროს მათი ფუნქციონირება.

2. დამცავი მოწყობილობა უნდა რეგულირდებოდეს მხოლოდ მიზანმიმართული მოქმედებით.

თავი VI. სხვა საფრთხეებთან დაკავშირებული რისკები

მუხლი 28. ელექტრომომარაგება

მანქანა-დანადგარი, რომელიც მარაგდება ელექტროენერგიით, ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და აღჭურვილი, რომ ელექტრული ხასიათის ყველა საფრთხე იყოს თავიდან არიდებული ან შესაძლებელი იყოს მათი თავიდან არიდება.

მუხლი 29. სტატიკური ელექტროობა

მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ არ დაუშვას ან შეზღუდოს პოტენციურად საფრთხის მატარებელი ელექტროსტატიკური მუხტების დაგროვება ან/და აღჭურვილი იყოს განმმუხტველი სისტემებით.

მუხლი 30. ელექტროენერგიისგან განსხვავებული ენერგიით მომარაგება

მანქანა-დანადგარი, რომელიც მარაგდება ელექტროენერგიისგან განსხვავებული ენერგიით, ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და აღჭურვილი, რომ თავიდან იქნეს არიდებული ამგვარ ენერგიებთან დაკავშირებული პოტენციური რისკები.

მუხლი 31. ნაწილების შეერთებასთან დაკავშირებული შეცდომები

1. ნაწილები, რომელთა ერთმანეთზე შეერთებისას დაშვებული წინასწარ სავარაუდო შეცდომები შესაძლოა წარმოშობდეს რისკს, ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მითითებული რისკები იყოს თავიდან არიდებული. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნაწილზე ან მისი განთავსების ადგილზე უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია მითითებული რისკების თავიდან ასარიდებლად. მსგავსი ინფორმაციის დატანა აუცილებელია იმ მოძრავ ნაწილებსა და მათი განთავსების ადგილებზე, რომელთა მოძრაობის მიმართულების ცოდნა აუცილებელია რისკების თავიდან ასარიდებლად. საჭიროების შემთხვევაში, ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას ზემოაღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც გაუმართავი კავშირი შეიძლება იყოს რისკის წყარო, შესაბამისი ნაწილები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ გამორიცხულ იქნეს მათი არასწორი შეერთება. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი დასაკავშირებელ ელემენტებსა და შესაბამის შემთხვევაში, შეერთების საშუალებებზე მათი არასწორი შეერთების თავიდან ასარიდებლად.

მუხლი 32. ექსტრემალური ტემპერატურა

1. მიღებული უნდა იქნეს სათანადო ზომები, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი მოსალოდნელი დაზიანების რისკი, მანქანა-დანადგარის ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურის მქონე ნაწილებთან ან მასალებთან შეხებისას ან მათთან სიახლოვისას.

2. სათანადო ზომები ასევე უნდა იქნეს მიღებული, რათა თავიდან იქნეს არიდებული ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი ნივთიერების ამოფრქვევის რისკი.

მუხლი 33. ცეცხლი

მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ თავიდან იქნეს არიდებული ცეცხლის წარმოშობის ან გადახურების საფრთხე, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს თავად მანქანა-დანადგარის ან მის მიერ გამომუშავებული ან მოხმარებული აირების, სითხეების, მტვრის, ორთქლის და სხვა ნივთიერებებისგან.

მუხლი 34. აფეთქება

1. მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ თავიდან იქნეს არიდებული აფეთქების საფრთხე, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს, თვად მანქანა-დანადგარის ან მის მიერ გამომუშავებული ან მოხმარებული აირების, სითხეების, მტვრის ორთქლის ან სხვა ნივთიერებისგან.

2. პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში მანქანა-დანადგარის ფუნქციონირებისას, არსებული აფეთქების რისკის შემთხვევაში, მანქანა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სათანადო კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მუხლი 35. ხმაური

1. მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევებისა და ხმაურის შემცირების ხელმისაწვდომი საშუალებების გათვალისწინებით, მაქსიმალურად იქნეს შემცირებული ჰაერის გზით გავრცელებული ხმაურისგან გამოწვეული რისკები, მათ შორის ხმაურის წყაროსთან.

2. გამოყოფილი ხმაურის დონე შეიძლება შეფასდეს მსგავსი მანქანა-დანადგარის მიერ გამოყოფილი ხმაურის მონაცემებთან შედარების გზით.

მუხლი 36. ვიბრაცია

1. მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევებისა და ვიბრაციის შემცირების ხელმისაწვდომი საშუალებების გათვალისწინებით, მაქსიმალურად იქნეს შემცირებული ვიბრაციისგან გამოწვეული რისკები, მათ შორის ვიბრაციის წყაროსთან.

2. ვიბრაციის გამოყოფის დონე შეიძლება შეფასდეს მსგავსი მანქანა-დანადგარის გამოყოფილი ვიბრაციის მონაცემებთან შედარების გზით.

მუხლი 37. რადიაცია

1. მანქანა-დანადგარისგან მომდინარე, არასასურველი მაიონებელი გამოსხივება (რადიაცია) უნდა იყოს გამორიცხული ან მაქსიმალურად შემცირებული იმგვარად, რომ მინიმალური ზიანი მიაყენოს ადამიანს.

2. მანქანა-დანადგარის გამართვის, ფუნქციონირებისა და წმენდის დროს, მისი ფუნქციონალური მაიონებელი გამოსხივება უნდა შემცირდეს მანქანა-დანადგარის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მინიმალურ დონემდე. რისკის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მიღებულ იქნეს რადიაციული უსაფრთხოების შესაბამისი ზომები.

3. მანქანა-დანადგარის გამართვის, ფუნქციონირებისა და წმენდის დროს ნებისმიერი ფუნქციონალური არამაიონებელი გამოსხივება უნდა შემცირდეს ისეთ დონემდე, რომ მინიმალური ზიანი მიაყენოს ადამიანს.

მუხლი 38. გარე რადიაცია

მანქანა-დანადგარი იმგვარად უნდა იქნას დაპროექტებული და დამზადებული, რომ გარე (ბუნებრივი ფონი ან/და სხვა რადიოაქტიური წყაროებისაგან მიღებული გამოსხივება) მაიონებელი გამოსხივება (რადიაცია) ხელს არ უშლიდეს მის ფუნქციონირებას.

მუხლი 39. ლაზერული რადიაცია

ლაზერული აღჭურვილობის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) მანქანა-დანადგარის ლაზერული აღჭურვილობა იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხულ იქნეს შემთხვევითი რადიაცია;

ბ) მანქანა-დანადგარის ლაზერული აღჭურვილობა იმგვარად უნდა იქნეს დაცული, რომ მოქმედმა რადიაციამ, ასევე არეკვლით, დიფუზიით ან მეორადი რადიაციით გამოწვეულმა რადიაციამ არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის დაზიანება;

გ) მანქანა-დანადგარის ლაზერული აღჭურვილობის დათვალიერების ან/და დარეგულირებისთვის განკუთვნილი ოპტიკური აღჭურვილობა უნდა იყოს იმგვარი, რომ ლაზერული რადიაცია არ ქმნიდეს რისკს ჯანმრთელობისთვის.

მუხლი 40. საფრთხის შემცველი მასალებისა და ნივთიერებების ემისია

1. მანქანა-დანადგარი იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ არიდებულ იქნეს მის მიერ გამომუშავებული საფრთხის შემცველი მასალებისა და ნივთიერებების ჩასუნთქვის, ჩაყლაპვის, კანზე, თვალსა და ლორწოვან გარსზე მოხვედრის, კანის საშუალებით შეღწევის რისკები.

2. იმ შემთხვევაში, თუ საფრთხის აღმოფხვრა შეუძლებელია, მანქანა-დანადგარი იმგვარად უნდა იყოს აღჭურვილი, რომ უზრუნველყოფდეს საფრთხის შემცველი მასალებისა და ნივთიერებების შეკავებას, გამოდევნას, წყლის საშუალებით დალექვას, გაფილტვრას ან სხვა თანაბარეფექტური მეთოდების გამოყენებას.

3. თუ მანქანა-დანადგარის ნორმალური ფუნქციონირების პროცესი სრულად არ არის დახურული, ზემოაღნიშნული შეკავების ან/და გამოდევნის აღჭურვილობა იმგვარად უნდა იყოს განლაგებული, რომ უზრუნველყოფდეს მაქსიმალური შედეგის მიღწევას.

მუხლი 41. მანქანა-დანადგარში მომწყვდევის რისკი

მანქანა-დანადგარი დაპროექტებული, დამზადებული ან აღჭურვილი უნდა იყოს იმგვარად, რომ გამოირიცხებოდეს მასში ადამიანის მომწყვდევა. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს დახმარების გამოძახების საშუალებით.

მუხლი 42. დაცურების, წაქცევისა და ჩამოვარდნის რისკები

მანქანა-დანადგარის ის ნაწილები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანების სამოძრაოდ ან დასადგომად, ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ გამორიცხავდეს ამ ნაწილებზე მყოფი ადამიანის დაცურებას, წაქცევას ან ჩამოვარდნას. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს ისეთი ფიქსირებული სახელურებით, რომლებიც მომხმარებლის წვდომის არეშია და მას წონასწორობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

მუხლი 43. მეხი

მანქანა-დანადგარი, რომელიც ფუნქციონირებისას საჭიროებს მეხისგან დაცვას, უნდა აღიჭურვოს ელექტრული მუხტის დამიწების სისტემით.

თავი VII. მოვლა

მუხლი 44. მანქანა-დანადგარის მოვლა

1. მანქანა-დანადგარის მოვლისა და რეგულირების ადგილები განლაგებული უნდა იყოს საფრთხის შემცველი ზონების მიღმა. დარეგულირების, მოვლის, შეკეთების, წმენდისა და მომსახურების ოპერაციების განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს მანქანა-დანადგარის უმოძრაობის პირობებში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია დაკმაყოფილდეს ზემოთ განხილული ერთი ან რამდენიმე პირობა, მიღებული უნდა იქნეს ზომები აღნიშნული ოპერაციების უსაფრთხოდ განსახორციელებელად (იხ. ამ დანართის მე-14 მუხლი).

3. ავტომატიზებული მანქანა-დანადგარი და აუცილებლობის შემთხვევაში ასევე სხვაგვარი მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს დასაკავშირებელი მოწყობილობით დარღვევების აღმოჩენისთვის განკუთვნილი დიაგნოსტიკური აღჭურვილობის დასამონტაჟებლად.

4. ავტომატიზებული მანქანა-დანადგარის ის კომპონენტები, რომლებიც ხშირ გამოცვლას საჭიროებს, უნდა იხსნებოდეს და იცვლებოდეს ადვილად და უსაფრთხოდ. ამ კომპონენტებზე წვდომა უნდა უზრუნველყოფდეს კომპონენტების სპეციალური საშუალებებით შეცვლასა და გამოცვლას ფუნქციონირების სპეციფიკური მეთოდების გათვალისწინებით.

მუხლი 45. მართვისა და მომსახურების ადგილებთან წვდომა

მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ უზრუნველყოფდეს უსაფრთხო დაშვებას ყველა იმ ადგილებში, სადაც ადამიანის ჩარევა აუცილებელია მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების, დარეგულირებისა და მოვლის დროს.

მუხლი 46. ენერგიის წყაროსგან იზოლირება

1. მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ენერგიის წყაროსგან იზოლირების ადვილად იდენტიფიცირებადი საშუალებებით. იზოლირების საშუალებას უნდა გააჩნდეს ბლოკირების უნარი, თუ ენერგიის წყაროსთან ხელახალ დაკავშირებას შეუძლია ადამიანებისთვის საფრთხის შექმნა ან/და თუ ოპერატორს, იმ ადგილებიდან, რომლებზეც აქვს წვდომა, შეუძლია შეამოწმოს, შეწყვეტილია თუ არა ენერგიის მიწოდება.

2. თუ მანქანა-დანადგარი აღჭურვილია დენის წყაროზე შესაერთებელი საშუალებით და ოპერატორს შეუძლია მისი წვდომის ყველა ადგილიდან შეამოწმოს მოხსნილია თუ არა დენის წყაროზე შესაერთებელი საშუალება, ზემოაღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია შესაერთებლის მოხსნა.

3. ენერგიის გათიშვის შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს მანქანა-დანადგარის ელექტრულ წრედ(ებ)ში დარჩენილი ან შენახული ენერგიის გაფანტვა, იმგვარად რომ არ წარმოშვას რისკი ადამიანებისთვის.

4. მანქანა-დანადგარის ნაწილების შესაკავშირებლად, ინფორმაციის დასაცავად, შიდა ნაწილების გასანათებლად და სხვა მსგავს შემთხვევებში, დასაშვებია გარკვეული ელექტრული წრედები დარჩეს შეერთებული ენერგიის წყაროსთან. აღნიშნულ შემთხვევებში ოპერატორის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სავალდებულოა სათანადო სპეციალური ზომების მიღება.

მუხლი 47. ოპერატორის ჩარევა

მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და აღჭურვილი, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ოპერატორის ჩარევის საჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორის ჩარევის საჭიროების თავიდან არიდება შეუძლებელია, სათანადო ჩარევა შესაძლებელი უნდა იყოს ადვილად და უსაფრთხოდ.

მუხლი 48. შიდა ნაწილების გაწმენდა

მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ შესაძლებელი იყოს იმ შიდა ნაწილების, რომელთაც შენარჩუნებული აქვს საფრთხის შემცველი ნივთიერებები ან ნარჩენი მასალები, გაწმენდა მათში შეღწევის გარეშე. ნებისმიერი აუცილებელი განბლოკვის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს გარედან. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარში შეღწევის საჭიროების თავიდან არიდება შეუძლებელია, მანქანა-დანადგარი იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი უსაფრთხოდ გაწმენდა.

თავი VIII. ინფორმაცია

მუხლი 49. მანქანა-დანადგარზე დატანილი ინფორმაცია და მასზე დატანილი გაფრთხილებები

1. მანქანა-დანადგარზე დატანილი ინფორმაცია და გაფრთხილებები გადმოცემული უნდა იყოს ადვილად გასაგები სიმბოლოებითა და პიქტოგრამებით. ნებისმიერი სახის წერილობითი ან ხმოვანი ინფორმაცია და გაფრთხილება შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია და გაფრთხილება შეიძლება წარმოდგენილი იყოს დამატებით ნებისმიერ სხვა ენაზეც.

2. მანქანა-დანადგარის მართვისთვის საჭირო ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს ცხადი და ადვილად გასაგები ფორმით. იგი არ უნდა იყოს იმდენად მოცულობითი, რომ იწვევდეს ოპერატორის ინფორმაციით გადატვირთვას. მანქანა-დანადგარსა და ოპერატორს შორის კომუნიკაციისთვის გამიზნული ვიზუალური ეკრანი ან ნებისმიერი სხვა ინტერაქტიული საშუალება უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი და ადვილი გამოსაყენებული.

3. მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ხმოვანი ან/და მანათობელი სიგნალის გამცემი გამაფრთხილებელი მოწყობილობებით, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ფუნქციონირების ხარვეზის პირობებში ოპერირებისას შესაძლოა საფრთხე შეექმნას ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარი აღჭურვილია გამაფრთხილებელი მოწყობილობებით, მათი ფუნქციონირება უნდა იყოს ცხადი და ადვილად აღსაქმელი, ამასთანავე ოპერატორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეამოწმოს მათი ფუნქციონირება. გამაფრთხილებელი სასიგნალო სისტემა, გამაფრთხილებელ სიგნალებსა და ფერებთან დაკავშირებით, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მუხლი 50. გაფრთხილება რისკების შესახებ, რომელთა აღმოფხვრაც შეუძლებელია

პროექტირების დროს გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების, დამატებითი უსაფრთხოების ზომებისა და დამცავი ღონისძიებების გატარებისა და დანერგვის მიუხედავად, რისკების შენარჩუნების შემთხვევაში, აუცილებელია მანქანა-დანადგარის შესაბამისი გამაფრთხილებელი სისტემითა და სასიგნალო მოწყობილობით აღჭურვა.

მუხლი 51. მანქანა-დანადგარის ნიშანდება

1. ყველა მანქანა-დანადგარს უნდა გააჩნდეს ცხადად გარჩევადი, ადვილად და უშეცდომოდ აღქმადი ნიშანდება, რომლის მოშორებაც შეუძლებელია და რომელიც შეიცავს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:

ა) მწარმოებლის და შესაბამის შემთხვევებში მისი წარმომადგენლის კომერციულ დასახელებას და სრულ მისამართს;

ბ) მანქანა-დანადგარის სახეობას;

გ) სერიის ან ტიპის შესახებ მონაცემებს;

დ) არსებობის შემთხვევაში, სერიულ ნომერს;

ე) წარმოების წელს, ანუ წელს, როდესაც წარმოების პროცესი დასრულდა.

2. აკრძალულია წარმოების თარიღის წინ ან უკან გადაწევა ნიშანდების დატანის დროს.

3. პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში ფუნქციონირებისთვის განკუთვნილ მანქანა-დანადგარზე ასევე დატანილი უნდა იქნეს სათანადო ნიშანი.

4. მანქანა-დანადგარზე ასევე დატანილი უნდა იქნეს მისი ტიპისა და უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია სრულად. აღნიშნული ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის 49-ე მუხლის მოთხოვნებს.

5. მანქანა-დანადგარის ნაწილებზე, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ამწევ აღჭურვილობასთან ერთად, უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია ამ ნაწილების წონის შესახებ, ცხადად გარჩევადი, ადვილად და უშეცდომოდ აღქმადი ფორმით, ისე რომ შეუძლებელი იყოს ამ ინფორმაციის მოშორება.

მუხლი 52. ინსტრუქციები

1. ყველა მანქანა-დანადგარს უნდა ახლდეს ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები. მანქანა-დანადგარზე თანდართული ინსტრუქცია უნდა იყოს „ორიგინალი ინსტრუქცია“ ან „ორიგინალი ინსტრუქციის თარგმანი“, თარგმანის შემთხვევაში მას თან უნდა ახლდეს ორიგინალი ინსტრუქციაც.

2. გამონაკლისის სახით შესაძლებელია მანქანა-დანადგარის მოვლისა და შეკეთების ინსტრუქციები წარდგენილ იქნეს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ არჩეული სპეციალიზებული პერსონალისთვის გასაგებ ენაზე. ინსტრუქციები შედგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული პრინციპების დაცვით.

3. მოთხოვნები ინსტრუქციების შედგენის მიმართ:

ა) მწარმოებლის მიერ შედგენილ ინსტრუქციაზე დატანილ უნდა იქნეს წარწერა – „ორიგინალი ინსტრუქცია“;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ქართულ ენაზე შედგენილი ორიგინალი ინსტრუქცია, მწარმოებელი, მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ან ის პირი, რომელიც ათავსებს საქართველოს ბაზარზე მანქანა-დანადგარს, ვალდებულია უზრუნველყოს ქართულ ენაზე თარგმნილი ინსტრუქციის წარდგენა. თარგმნილი ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს სიტყვებს „ორიგინალი ინსტრუქციის თარგმანი“;

გ) ინსტრუქციის შინაარსი უნდა მოიცავდეს მანქანა-დანადგარის არამარტო დანიშნულებისამებრ გამოყენებას, არამედ უნდა ითვალისწინებდეს გონივრულად წინასწარ განჭვრეტად არადანიშნულებით გამოყენებასაც;

დ) იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარი გამიზნულია არაპროფესიონალი ოპერატორის მიერ გამოყენებისთვის, გამოყენების ინსტრუქციის ფორმა და შინაარსი უნდა ითვალისწინებდეს ამგვარი ოპერატორების ზოგადი განათლების დონესა და მათი გონიერების მოსალოდნელ უნარს.

4. თითოეული ინსტრუქცია, შესაბამის შემთხვევებში, უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას, რომელიც არ არის ამომწურავი:

ა) მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის კომერციულ სახელსა და სრულ მისამართს;

ბ) მანქანა-დანადგარის სახეობას, როგორც ეს მითითებულია თვით მანქანა-დანადგარზე დატანილ ნიშანზე, გარდა სერიული ნომრისა (იხ. 51-ე მუხლის პირველი – მე-5 პუნქტები);

გ) შესაბამისობის დეკლარაციას ან იდენტური ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს მანქანა-დანადგარის შესახებ დეტალებს. სერიული ნომერი და ხელმოწერა არ არის სავალდებულო;

დ) მანქანა-დანადგარის ზოგად აღწერილობას;

ე) ნახაზებს, დიაგრამებს, გამოყენებისთვის აუცილებელ განმარტებებსა და აღწერილობას. მანქანა-დანადგარის მოვლა-შეკეთებისა და მისი სწორი ფუნქციონირების შემოწმების შესახებ ინფორმაციას;

ვ) ოპერატორების მიერ სავარაუდოდ გამოსაყენებელი სამუშაო ბაქნების აღწერას;

ზ) მანქანა-დანადგარის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახენ ინფორმაციას;

თ) გაფრთხილებებს იმ არამართებული გამოყენების შესახებ, რაც გამოცდილებითაა ნაკარნახევი;

ი) აწყობის, მონტაჟისა და შეერთების შესახებ ინსტრუქციებს, მათ შორის: დიაგრამებს, ნახაზებს, შეერთების საშუალებებს და მანქანა-დანადგარის შასის სახეობას ან სხვა სამონტაჟო ადგილს, რომელზეც მანქანა-დნადგარი უნდა დამაგრდეს;

კ) დამონტაჟებისა და აწყობისას ხმის ან/და ვიბრაციის შემცირებისთვის გასატარებელი ზომების შესახებ ინსტრუქციებს;

ლ) მანქანა-დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვების, გამოყენების შესახებ ინსტრუქციებს, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატორების გადამზადების შესახებ ინსტრუქციებს;

მ) დაპროექტებისას მიღებული უსაფრთხოების ზომების, ასევე დაცვითი და დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღების მიუხედავად, დარჩენილი რისკების შესახებ ინფორმაციას;

ნ) მომხმარებლის მიერ გასატარებელი დაცვითი ღონისძიებების, შესაბამის შემთხვევებში, პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გამოყენების ინსტრუქციას;

ო) იმ ინსტრუმენტების ძირითადი მახასიათებლების აღწერას, რომლებიც შეიძლება მოერგოს მანქანა-დანადგარს;

პ) საჭირო პირობების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მანქანა-დანადგარი აკმაყოფილებს სტაბილურობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მანქანა-დანადგარის გამოყენების, ტრანსპორტირების, აწყობის, არასამუშაო მდგომარეობისას დაშლის, შემოწმებისა და წინასწარ სავარაუდო ავარიების დროს;

ჟ) მანქანა-დანადგარის და მისი სხვადასხვა ნაწილების უსაფრთხო ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების/მოპყრობის ინსტრუქციებს, ასევე, მანქანა-დანადგარისა და მისი სხვადასხვა ნაწილების წონის შესახებ ინფორმაციას, თუ ისინი ექვემდებარება ცალ-ცალკე რეგულარულ ტრანსპორტირებას;

რ) უბედური შემთხვევის ან ავარიის დროს მოქმედების ინსტრუქციებს. მანქანა-დანადგარის უსაფრთხოდ განბლოკვის მეთოდებს, იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია ბლოკირება;

ს) მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მანქანა-დანადგარის რეგულირებისა და მოვლის პროცედურების აღწერას, მათ შორის, გასათვალისწინებელი პრევენციული ხასიათის მოვლის პროცედურების აღწერას;

ტ) მანქანა-დანადგარის რეგულირებისა და მოვლის პროცედურების უსაფრთხოდ განხორციელების ინსტრუქციებს, მათ შორის დამცავ ზომებს, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ამ პროცედურების განხორციელებისას;

უ) გამოსაყენებელი სათადარიგო ნაწილების დეტალურ აღწერას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ზეგავლენას ახდენს ოპერატორის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე;

ფ) ჰაერის გზით გავრცელებადი ხმაურის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ფ.ა) A-სკალით გაზომილი ემისიის ბგერის წნევა ოპერატორის მიერ სამუშაოს შესრულების ადგილზე, იმ შემთხვევაში, თუ აღემატება 70 დბ(A)-ს, თუ აღნიშნული დონე არ აღემატება 70 დბ(A)-ს, აუცილებელია ამის მითითება;

ფ.ბ) C-სკალით გაზომილი მყისიერი ბგერის წნევის უმაღლესი მნიშვნელობა ოპერატორის მიერ სამუშაოს შესრულების ადგილზე, იმ შემთხვევაში, თუ აღემატება 63 პა-ს (130 დბ 20 µპა -თან მიმართებაში);

ფ.გ) მანქანა-დანადგარის მიერ წარმოშობილი A-სკალით გაზომილი ბგერის ძალა, იმ შემთხვევაში თუ A -სკალით გაზომილი გამოყოფილი ბგერის წნევა სამუშაო ადგილას აღემატება 80 დბ(A)-ს;

ქ) ოპერატორებისა და მესამე პირებისათვის რადიაციული ზემოქმედების შესახებ ინფორმაციას, როდესაც მოსალოდნელია მანქანა-დანადგარის მიერ არამაიონებელი რადიაციის გამოყოფა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანებს, მათ შორის პირებს აქტიური ან არააქტიური იმპლანტირებული სამედიცინო მოწყობილობებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მნიშვნელობები უნდა იყოს გაზომილი უშუალოდ შესაფასებელი მანქანა-დანადგარისთვის ან დადგენილი, დასამზადებელი მანქანა-დანადგარის ტექნიკურად მსგავსი წარმომადგენლობითი მოდელისთვის ჩატარებული გაზომვების საფუძველზე. ძალიან დიდი ზომის მანქანა-დანადგარის შემთხვევაში, A-სკალით გაზომილი ბგერის დონის ნაცვლად შესაძლებელია ნაჩვენები იქნეს A-სკალით გაზომილი ბგერის წნევის ემისია მანქანა-დანადგარის გარშემო გარკვეული პოზიციებისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლში მითითებული სტანდარტები არ ვრცელდება, ბგერის დონე უნდა გაიზომოს მანქანა-დანადგარის ფუნქციონირებისთვის ყველაზე შესაფერის პირობებში. ბგერის ემისიის მნიშვნელობის მითითებისას აუცილებელია ამ მნიშვნელობის ცდომილების დონის მითითებაც. აღწერილი უნდა იყოს ბგერის ემისიის გაზომვის მეთოდი და გაზომვისას მანქანა-დანადგარის ფუნცქიონირების პირობები. იმ შეთხვევაში, თუ ოპერატორის მიერ სამუშაოს შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული ან შეუძლებელია მისი განსაზღვრა, A-სკალით გასაზომი ბგერის წნევა უნდა გაიზომოს მანქანა-დანადგარის გარე ზედაპირიდან ერთი მეტრის დაშორებით და იატაკიდან ან მანქანა-დანადგართან მისადგომი ბაქნიდან 1.6 მეტრის სიმაღლეზე. მითითებული უნდა იყოს გაზომვის მდებარეობა და გაზომვისას მიღებული ბგერის წნევის მაქსიმალური მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია უფრო სპეციალური მოთხოვნები ბგერის წნევის ან ბგერის ძალის გაზომვისათვის, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების ნაცვლად უნდა დაკმაყოფილდეს ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნები.

6. სარეკლამო ლიტერატურა, რომელშიც მოცემულია მანქანა-დანადგარის აღწერა, არ უნდა ეწინააღდეგებოდეს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს. სარეკლამო ლიტერატურა, რომელიც აღწერს მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების მახასიათებლებს, უნდა შეიცავდეს ემისიების შესახებ იმავე ინფორმაციას, რაც ასახულია ინსტრუქციებში.

კარი II. განსაზღვრული სახეობის მანქანა-დანადგარისთვის დადგენილი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები

თავი IX. სასურსათო პროდუქტებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარი და მანქანა-დანადგარი კოსმეტიკური ან ფარმაცევტული პროდუქტებისთვის

მუხლი 53. ზოგადი მოთხოვნები

1. მანქანა-დანადგარი, რომელიც განკუთვნილია სასურსათო პროდუქტებთან, კოსმეტიკურ ან ფარმაცევტულ პროდუქტებთან გამოყენებისთვის, ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხავდეს დაინფიცირების, დაავადების ან/და დაავადების გავრცელების ნებისმიერ რისკს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მანქანა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს:

ა) სასურსათო, კოსმეტიკურ ან ფარმაცევტულ პროდუქტებთან კონტაქტში მყოფი, ან კონტაქტისთვის განკუთვნილი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს. მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ აღნიშნული მასალების გაწმენდა შესაძლებელი იყოს ყოველი გამოყენების წინ, მითითებულის შეუძლებლობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ნაწილები;

ბ) სასურსათო, კოსმეტიკურ ან ფარმაცევტულ პროდუქტებთან კონტაქტში მყოფი ყველა მასალის ზედაპირი, გარდა ერთჯერადი ნაწილების ზედაპირისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) უნდა იყოს გლუვი და არ ჰქონდეს ისეთი უსწორმასწორო ზედაპირი ან ღარები, რომლებშიც შეიძლება მოხდეს ორგანული ნივთიერებების თავმოყრა. იგივე მოთხოვნა ვრცელდება შეერთების ადგილებზეც;

ბ.ბ) ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მინიმუმამდე შემცირდეს შვერილები, მჭრელი კიდეები და ნაწილებს შორის სივრცეები;

ბ.გ) ადვილად უნდა იყოს შესაძლებელი გაწმენდა და დეზინფექცია, აუცილებლობის შემთხვევაში ადვილად მოხსნადი ნაწილების მოხსნის შემდგომ; შიდა ზედაპირს უნდა ჰქონდეს ისეთი რადიუსის მრუდები, რომ შესაძლებელი იყოს საფუძვლიანი გაწმენდა;

გ) შესაძლებელი უნდა იყოს სასურსათო, კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქტებისგან წარმოშობილი და ასევე მათი წმენდის, დეზინფექციის და სარეცხი საშუალებებისგან წარმოშობილი სითხეების, აირების და აეროზოლებისგან მანქანა-დანადგარის სრული დაცლა (შესაძლებლობის შემთხვევაში „წმენდის“ მდგომარეობაში);

დ) მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ არ დაუშვას რაიმე სახის ნივთიერებების ან ცოცხალი არსებების, მათ შორის მწერების შეღწევა ან ორგანული ნივთიერებების აკუმულირება ისეთ ნაწილებში, რომლებიც არ ექვემდებარება წმენდას;

ე) მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ არ დაუშვას ჯანმრთელობისთვის საშიში დამხმარე ნივთიერებების, მათ შორის ლუბრიკანტების კონტაქტი სასურსათო, კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ პროდუქტებთან. აუცილებლობის შემთხვევაში მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ შესაძლებელს ხდიდეს აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების განგრძობადობის შემოწმებას.

მუხლი 54. ინსტრუქციები

სასურსათო, კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქტებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების ინსტრუქციები უნდა უთითებდეს წმენდის, დეზინფექციისა და რეცხვისთვის გამოსაყენებელ, რეკომენდებულ პროდუქტებსა და მეთოდებზე. აღნიშნული პროდუქტები და მეთოდები უნდა მიეთითოს არამხოლოდ ადვილად გასაწმენდ ადგილებთან, არამედ იმ ადგილებთან დაკავშირებითაც, სადაც შეღწევა შეუძლებელია ან არ არის რეკომენდებული.


თავი X. პორტატული ხელში დასაჭერი ან/და ხელით მართვადი მანქანა-დანადგარები

მუხლი 55. ზოგადი მოთხოვნები

1. პორტატული ხელში დასაჭერი და ხელით მართვადი მანქანა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მანქანა-დანადგარის ტიპის გათვალისწინებით ჰქონდეს საკმარისი ზომის საყრდენი ზედაპირი, ასევე საკმარისი რაოდენობის სახელურები და სათანადო ზომის საყრდენები, რომლებიც იმგვარად უნდა იქნეს განლაგებული, რომ წინასწარ გამიზნული ფუნქციების შესრულებისას უზრუნველყოს მანქანა-დანადგარის სტაბილურობა;

ბ) თუკი მანქანა-დანადგარის სახელურებისთვის ხელის გაშვება სრულიად უსაფრთხო არ არის, მანქანა-დანადგარი უნდა იყოს აღჭურვილი ისეთი ჩართვისა და გამორთვის მექანიკური მოწყობილობებით, რომლებიც მანქანა-დანადგარზე ისეა განლაგებული, რომ ოპერატორს სახელურებისთვის ხელის გაშვების გარეშე შეუძლია მათი კონტროლი. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება შემთხვევებზე, როცა ამის განხორციელება ტექნიკურად შეუძლებელია, ან როდესაც არსებობს დამოუკიდებელი კონტროლის მოწყობილობა;

გ) არ წარმოქმნიდეს ფუნქციონირების შემთხვევითი დაწყების ან გაგრძელების რისკებს ოპერატორის მიერ სახელურებისთვის ხელის გაშვების შემდეგ. ეკვივალენტური ზომები უნდა იქნეს მიღებული ტექნიკური მიზეზების გამო ზემოხსენებული მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში;

დ) საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს საფრთხის შემცველი ზონისა და მასალების დამამუშავებელი მოწყობილობების მოქმედების ვიზუალური დაკვირვების შესაძლებლობას.

2. პორტატული მანქანა-დანადგარის სახელურები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მარტივად იყოს შესაძლებელი მანქანა-დანადგარის ჩართვა და გამორთვა.

მუხლი 56. ინსტრუქციები

1. ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს პორტატული ხელში დასაჭერი და ხელით მართვადი მანქანა-დანადგარის მოხმარებით გამოწვეული ვიბრაციის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ვიბრაციის მთლიანი მნიშვნელობა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ხელ-მკლავის სისტემაზე, თუ იგი აღემატება 2.5 მ/სმ2-ს იმ შემთხვევაში, თუ ვიბრაცია არ აღემატება 2.5 მ/სმ2-ს, აღნიშნული უნდა მიეთითოს ინსტრუქციაში;

ბ) გაზომვების ცდომილება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მნიშვნელობები უნდა იყოს გაზომილი უშუალოდ შესაფასებელი მანქანა-დანადგარისთვის ან დადგენილი, დასამზადებელი მანქანა-დანადგარის ტექნიკურად მსგავსი წარმომადგენლობითი მოდელისთვის ჩატარებული გაზომვების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლში მითითებული სტანდარტები არ ვრცელდება, ვიბრაციის მონაცემები უნდა შეფასდეს მანქანა-დანადგარებისთვის არსებული ყველაზე შესაფერისი მეთოდით. ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს გაზომვების მეთოდისა და გაზომვისას მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების პირობების შესახებ მითითებებს ან გამოყენებული სტანდარტის შესახებ ინფორმაციას.

მუხლი 57. პორტატული მაფიქსირებელი და სხვა იმპულსური მანქანა-დანადგარები

1. პორტატული მაფიქსირებელი და სხვა იმპულსური მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ენერგია უნდა გადაეცემოდეს ზემოქმედების ქვეშ მყოფ ელემენტს შუალედური კომპონენტის მეშვეობით, რომელიც არ შორდება მოწყობილობას;

ბ) გამააქტიურებელი მოწყობილობა არ უნდა იძლეოდეს იმპულსის გამოყოფის საშუალებას, მანქანა-დანადგარის სწორ პოზიციაში მომართვისა და დასამუშავებელ მასალაზე ადეკვატური წნევით დაწოლის გარეშე;

გ) გამორიცხული უნდა იქნეს უნებლიე გააქტიურება. აუცილებლობის შემთხვევებში იმპულსური მოქმედების გასააქტიურებლად აუცილებელი უნდა იყოს ჩართვისა და კონტროლის მოწყობილობაზე შესაბამისი ქმედებების თანმიმდევრულობით განხორციელება;

დ) გამორიცხული უნდა იყოს შემთხვევითი ჩართვა ხელში ჭერის ან ნებისმიერი მოულოდნელი იმპულსის შემთხვევაში;

ე) ჩატვირთვისა და დაცლის ოპერაციები უნდა ხორციელდებოდეს მარტივად და უსაფრთხოდ.

2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს პორტატულ მანქანა-დანადგარზე ნამსხვრევებისგან დამცავი ზღუდარი(ები)ს დაყენება. შესაბამისი ზღუდარ(ებ)ი მიწოდებული უნდა იქნეს მანქანა-დანადგარის მწარმოებლის მიერ.

3. ინსტრუქციები აუნდა შეიცავდეს:

ა) მანქანა-დანადგართან ერთად გამოსაყანებელი აქსესუარების და შეცვლადი აღჭურვილობის შესახებ ინფორმაციას;

ბ) მანქანა-დანადგართან ერთად გამოსაყენებელი სათანადო მაფიქსირებელი და სხვა დამტრყმელი/კონტაქტში მყოფი ნაწილების შესახებ ინფორმაციას;

გ) შესაბამის შემთხვევებში, სათანადო ფეთქებადი კარტრიჯების შესახებ ინფორმაციას.

თავი XI. ხეზე და სხვა მსგავსი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მასალებზე სამუშაო მანქანა-დანადგარები

მუხლი 58. ზოგადი მოთხოვნები

ხეზე და სხვა მსგავსი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მასალებზე სამუშაო მანქანა-დანადგარები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და აღჭურვილი, რომ დასამუშავებელი მასალის ნაჭერი უსაფრთხოდ დაიდოს და შესაძლებელი იყოს მისი მოძრაობის უსაფრთხო კონტროლი. როდესაც დასამუშავებელი ნაჭრის დამუშავება დაზგაზე ხდება ხელით, სამუშაო დაზგა უნდა იყოს საკმარისად სტაბილური და არ აბრკოლებდეს დასამუშავებელი ნაჭრის მოძრაობას;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დასამუშავებელი ნაჭრის ან მისი ნაწილების გატყორცნის რისკი, იგი ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და აღჭურვილი, რომ გამორიცხავდეს ამგვარ გატყორცნას, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში მასალის ან მისი ნაწილის გატყორცნა არ უნდა ქმნიდეს რისკებს ოპერატორისა და/ან სხვა დაუცველი პირებისთვის;

გ) მანქანა-დანადგარი უნდა იყოს აღჭურვილი ავტომატური მუხრუჭის ისეთი სისტემით, რომელიც გამორთავს მოწყობილობას საკმარისად მოკლე დროში, თუ არსებობს გაჩერების პროცესში მოწყობილობასთან კონტაქტის რისკი;

დ) იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა არასრულად ავტომატიზებული მანქანა-დანადგარის ნაწილია, იგი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ შეზღუდოს ან გამორიცხოს შემთხვევითი დაზიანების რისკი.

თავი XII. პესტიციდების განაწილებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარი

მუხლი 59. ტერმინთა განმარტება

1. პესტიციდების განაწილებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარი არის ისეთი მანქანა-დანადგარი, რომელიც საგანგებოდ განკუთვნილია მცენარეთა დამცავი პროდუქტების განაწილებისთვის (გამოყენება/შეფრქვევა).

მუხლი 60. ზოგადი მოთხოვნები

1. პესტიციდების განაწილებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარის მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს გარემოში პესტიციდების არასასურველი მოხვედრის რისკების შეფასება. ამგვარი შეფასება უნდა მოხდეს ამ დანართის I თავში მოცემული რისკების შეფასებისა და რისკების შემცირების პროცესის შესაბამისად.

2. პესტიციდების განაწილებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარის დაპროექტება და დამზადება უნდა განხორციელდეს აღნიშნული რისკების შეფასების შედეგების შესაბამისად, იმგვარად რომ შესაძლებელი იყოს მანქანა-დანადგარის ფუნქციონირება, რეგულირება და მოვლა გარემოში პეტიციდების არასასურველი მოხვედრის გარეშე.

3. პესტიციდების გაჟონვა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იქნეს თავიდან არიდებული.

მუხლი 61. კონტროლი და მონიტორინგი

ადვილად და უშეცდომოდ უნდა იყოს შესაძლებელი ჩართული მანქანა-დანადგარიდან პესტიციდების განაწილების კონტროლი, მონიტორინგი და მყისიერი შეჩერება.

მუხლი 62. ავსება და დაცარიელება

მანქანა-დანადგარი იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს პესტიციდების საჭირო რაოდენობით ავსება და მარტივად იყოს შესაძლებელი მისი სრულად დაცარიელება. აღნიშნულ პროცესში არ უნდა მოხდეს პესტიციდების გაჟონვა და გმოყენებული წყლის რესურსის დაბინძურება.

მუხლი 63. პესტიციდების განაწილება

1. მანქანა-დანადგარი ისეთი საშუალებით უნდა იყოს აღჭურვილი, რომ შესაძლებელი იყოს პესტიციდების განაწილების რაოდენობის რეგულირება მარტივად, ზუსტად და სათანადოდ.

2. მანქანა-დანადგარი უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს პესტიციდების განაწილება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, მაქსიმალურად შემცირდეს დანაკარგი და მოხდეს პესტიციდების გარემოში გადაადგილების თავიდან აცილება. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ერთგვაროვანი განაწილება.

3. იმისათვის, რომ შემოწმდეს მანქანა-დანადგარების სათანადო ნაწილების შესაბამისობა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემულ მოთხოვნებთან, მწარმოებელმა ან მისმა ავტორიზებულმა წარმომადგენელმა თითოეული ტიპის მანქანა-დანადგარისთვის უნდა ჩაატაროს შესაბამისი შემოწმება ან ჩატარებული ჰქონდეს ამგვარი შემოწმებები.

4. მანქანა-დანადგარი უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ პესტიციდების განაწილების ფუნქციის შეჩერებისას თავიდან იქნეს არიდებული დანაკარგი.

მუხლი 64. მოვლა

1. მანქანა-დანადგარი უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი მარტივი და სრულყოფილი გასუფთავება გარემოს დაბინძურების გარეშე.

2. მანქანა-დანადგარი უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს გამოყენებული ნაწილების შეცვლა გარემოს დაბინძურების გარეშე.

3. შესაძლებელი უნდა იყოს შემოწმებისათვის აუცილებელი ხელსაწყოების მანქანა-დანადგარისთვის მარტივად შეერთება, რათა შემოწმდეს მისი სწორი ფუნქციონირება.

4. თავსაცავების, საწურებისა და ფილტრების ნიშანდება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი ტიპისა და ზომის ნათლად იდენტიფიცირება.

5. საჭიროების შემთხვევაში, მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური სამონტაჟოთი, რომელზეც მემანქანეს შეუძლია განათავსოს გამოყენებული პესტიციდის სახელი.

6. ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პესტიციდების შერევისას, ჩატვირთვისას, მოხმარებისას, დაცლისას, გასუფთავებისას, რემონტისას და სატრანსპორტო ოპერაციებისას გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მისაღებ უსაფრთხოების ზომებს;

ბ) სხვადასხვა ოპერაციულ გარემოში გამოყენების დეტალურ პირობებს, მათ შორის, მომზადებასა და რეგულირებებს, რომლებიც საჭიროა პესტიციდების განსაზღვრულ ტერიტორიაზე განსათავსებლად, სხვა ტერიტორიებზე დანაკარგების შესამცირებლად, გარემოში გავრცელების თავიდან ასაცილებლად და, შესაბამის შემთხვევაში, განაწილებისა და ერთგვაროვანი განაწილების უზრუნველსაყოფად;

გ) იმ თავსაცავების, საწურებისა და ფილტრების ტიპებისა და ზომების ნომენკლატურას, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მანქანა-დანადგარებში;

დ) იმ ნაწილების შემოწმებების სიხშირეს, ჩანაცვლების კრიტერიუმსა და მეთოდს, რომლებიც გავლენას ახდენს მანქანა-დანადგარის ფუნქციონირებაზე, ისეთები როგორებიცაა, თავსაცავები, საწურები და ფილტრები;

ე) შემოწმების სპეციფიკაციას, დღიურ მოვლას, ზამთრისთვის მომზადებასა და სხვა შემოწმებებს, რომლებიც საჭიროა მანქანა-დანადგარის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;

ვ) იმ ტიპის პესტიციდებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს მანქანა-დანადგარის არასწორი ფუნქციონირება;

ზ) მითითებას, რომ ოპერატორი მუდმივად უნდა აახლებდეს აღნიშნული პესტიციდის სახელს მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ სამონტაჟოზე;

თ) ნებისმიერი სპეციალური აღჭურვილობის ან საშუალების დაკავშირებას, გამოყენებასა და მისაღებ საჭირო ზომებს;

ი) მანქანა-დანადგარის მახასიათებლებს, რომლებიც უნდა შემოწმდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი სათანადო ფუნქციონირება;

კ) საზომი ინსტრუმენტების შესაერთებლად საჭირო ინსტრუქციებს.

კარი III. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დამატებითი აუცილებელი მოთხოვნები მანქანა-დანადგარის მობილურობით გამოწვეული საფრთხეების შესამცირებლად

თავი XIII. ზოგადი დებულებები

მუხლი 65. ტერმინთა განმარტებები

1. მანქანა-დანადგარი, რომელიც მისი მობილურობიდან გამომდინარე ქმნის საფრთხეს, გულისხმობს მანქანა-დანადგარს, რომლის ფუნქციონირება მუშაობისას მოითხოვს მობილურობას ან განგრძობით ან ნახევრად განგრძობით მოძრაობას ფიქსირებულ სამუშაო ლოკაციების შორის, ან მანქანა-დანადგარს, რომელიც იმართება გადაადგილების გარეშე, მაგრამ რომელიც შეიძლება ისე იყოს აღჭურვილი, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადვილად გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში.

2. „მმართველი“ ნიშნავს მანქანა-დანადგარის მოძრაობაზე პასუხისმგებელ ოპერატორს. „მმართველი“ შეიძლება ტრანსპორტირებულ იქნეს მანქანა-დანადგარის მიერ ან შესაძლოა ფეხზე მდგომი მიჰყვებოდეს მანქანა-დანადგარს, ან მართავდეს მას დისტანციური კონტროლის საშუალებით.

თავი XIV. სამუშაო პოზიციები

მუხლი 66. მართვის პოზიცია

1. მართვის პოზიციის მხედველობის არეალი, მანქანა-დანადგარისა და მისი ხელსაწყოების წინასწარ განსაზღვრადი გამოყენების პირობებში უნდა უზრუნველყოფდეს მძღოლის მიერ მანქანა-დანადგარისა და მისი ხელსაწყოების სრულიად უსაფრთხო მართვას საკუთარი თავისა და სხვა დაუცველი პირებისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს არასაკმარისი პირდაპირი ხედვისგან გამოწვეული საფრთხეების განეიტრალებისთვის შესაბამისი მოწყობილობებით.

2. მანქანა-დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს მმართველის ტრანსპორტირებას, ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხავდეს მართვის პოზიციიდან, მმართველისთვის, სავალ ნაწილსა და ბორბლებთან უნებლიე კონტაქტს.

3. თუ თავად მანქანა-დანადგარი უზრუნველყოფს მმართველის ტრანსპორტირებას, მაშინ მანქანა დანადგარის მართვის პოზიცია ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ შესაძლებელს ხდიდეს მართვის კაბინის დამონტაჟებას, თუ საამისოდ მანქანა-დანადგარს გააჩნია საკმარისი ადგილი და აღნიშნული არ შექმნის დამატებით რისკებს. კაბინას უნდა გააჩნდეს მძღოლისთვის საჭირო ინსტრუქციებისთვის შესაბამისი ადგილი.

მუხლი 67. სავარძელი

იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის გადატრიალების ან გადაწოლისას არსებობს ოპერატორის ან მანქანა-დანადგარით ტრანსპორტირებული სხვა პირების, მანქანა- დანადგარის ნაწილებსა და მიწას შორის გასრესვის რისკი, მათ შორის ისეთი მანქანა-დანადგარების შემთხვევაში, რომლებსაც ამ დანართის 77-ე ან 78-ე მუხლების შესაბამისად გააჩნია დამცავი ჩარჩო, მანქანა-დანადგარის სავარძელი დაპროექტებული და აღჭურვილი უნდა იყოს შემაკავებელი სისტემით, რომელიც შეაკავებს ადამიანს სავარძელში, ოპერატორისთვის აუცილებელი მოძრაობის ხელშეშლის გარეშე ან მანქანა-დანადგარის სტრუქტურასთან მიმართებით სავარძლის ამორტიზაციის მოძრაობის დაბრკოლების გარეშე. მანქანა-დანადგარს არ უნდა გააჩნდეს აღნიშნული შემაკავებელი სისტემა, თუკი მას შეუძლია გამოიწვიოს რისკების გაზრდა.

მუხლი 68. მესამე პირების პოზიციები

1. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის სამუშაო პირობები ითვალისწინებს მძღოლის გარდა სხვა პირების დროგამოშვებით ან რეგულარულად ტრანსპორტირებას, ან ამ პირების მასზე მუშაობას, მანქანა-დანადგარს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პოზიციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის აღნიშნული პირების ტრანსპორტირებას ან მანქანა-დანადგარზე მუშაობას, რისკების გარეშე.

2. 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ასევე ვრცელდება მძღოლის გარდა სხვა პირებზეც.

თავი XV. მართვის სისტემები

მუხლი 69. ზოგადი მოთხოვნები

1. საჭიროებისას ზომები უნდა იქნეს მიღებული მართვის სისტემების უნებართვოდ გამოყენების თავიდან ასაცილებლად. დისტანციური კონტროლის შემთხვევაში, თითოეული მართვის ერთეული უნდა შეიცავდეს მის მიერ მართვადი მანქანა-დანადგარის შესახებ ნათელ და გასაგებ ინფორმაციას. დისტანციური კონტროლის სისტემა ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ზემოქმედებდეს მხოლოდ:

ა) განსაზღვრულ მანქანა-დანადგარზე;

ბ) განსაზღვრულ ფუნქციებზე.

2. დისტანციური მართვის მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ რეაგირებდეს მხოლოდ განსაზღვრული მართვის ერთეულებიდან გაცემულ ბრძანებებზე.

მუხლი 70. კონტროლის მოწყობილობები

1. მძღოლს უნდა შეეძლოს მანქანა-დანადგარის მართვისთვის გამიზნული ყველა მართვის მოწყობილობის გააქტიურება მართვის პოზიციიდან, გარდა იმ ფუნქციების კონტროლისა, რომელთა უსაფრთხოდ გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ სხვაგან განთავსებული მართვის მოწყობილობების საშუალებით. ეს მოიცავს იმ ფუნქციებს, რომელთა მართვაზე პასუხიმგებლები არიან მძღოლის გარდა სხვა ოპერატორები ან რომელთათვისაც მძღოლი იძულებულია დატოვოს მანქანა-დანადგარის სამართავი პოზიცია მართვის უსაფრთხოდ განსახორციელებლად.

2. იმ შემთხვევაში, თუ მართვა ხორციელდება პედლებით, ისინი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მძღოლისთვის უზრუნველყოფდეს მართვის უსაფრთხო პირობებს, არასწორი ოპერციის განხორციელების მინიმალური რისკის თანხლებით. პედლებს უნდა გააჩნდეს დაცურების საწინააღმდეგო ზედაპირი და ადვილად იწმინდებოდეს.

3. თუ მანქანა-დანადგარის მართვამ შეიძლება წარმოშვას საფრთხე განსაკუთრებულად საშიში მოძრაობებისას, მართვის ხელსაწყოები უნდა დაუბრუნდეს ნეიტრალურ პოზიციას რაც შეიძლება სწრაფად, გარდა წინასწარფიქსირებული მართვის პოზიციებისა, როგორც კი მძღოლი ხელს გაუშვებს მათ.

4. საბურავებიანი მანქანა-დანადგარების საჭის სისტემა ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ამცირებდეს უნებლიე მოძრაობებით გამოწვეული ძალების ზემოქმედებას საჭეზე ან მართვის ბერკეტზე, როდესაც წამყვან საბურავებზე გადადის ზეწოლა.

5. მართვის ნებისმიერი ელემენტი, რომელიც აბრკოლებს აჩქარებას, ისე უნდა იყოს დაპროექტებული და მოწყობილი, რომ მანქანის მოძრაობისას უზრუნველყოს მისი აჩქარება.

6. ამ დანართის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხმოვანი ან/და ვიზუალური გაფრთხილებები ვრცელდება მხოლოდ უკუსვლის შემთხვევაში.

მუხლი 71. ფუნქციონირების დაწყება/ჩართვა

1. მძღოლის მიერ მართვადი თვითმავალი მანქანა-დანადგარი უნდა მოძრაობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მართვის მოწყობილობასთანაა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ფუნქციური მიზნებისთვის მანქანა-დანადგარზე მორგებულია მოწყობილობები, რომლებიც მას მატებს ფუნქციებს (სტაბილიზატორები, ამწის ძელი, ა.შ.) მძღოლს უნდა შეეძლოს ამ მოწყობილობების ადვილად შემოწმება, უსაფრთხოდ მოძრაობისთვის მანქანა-დანადგარის დაძვრამდე. აღნიშნული ვრცელდება ყველა სხვა ნაწილზე, რომელთაც მანქანა-დანადგარის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად უნდა იყოს განსაზღვრულ პოზიციაზე, აუცილებლობის შემთხევაში კი ბლოკირებული. მანქანა-დანადგარის მოძრაობა დამოკიდებული უნდა იყოს ამ პუნქტში აღნიშული მოწყობილობების მდებარეობაზე, თუ ეს არ ზრდის სხვა რისკებს.

3. ძრავის ჩართვისას/დაქოქვისას ადგილი არ უნდა ჰქონდეს მანქანა-დანადგარის უნებლიე მოძრაობებს.

მუხლი 72. გადაადგილების ფუნქცია

1. საგზაო მოძრაობის წესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, თვითმავალი მანქანა-დანადგარები და მისი მისაბმელები უნდა აკმაყოფილებდეს შეჩერების, გაჩერების, დამუხრუჭებისა და უმოძრაობის მოთხოვნებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხოება ნებისმიერი დატვირთვის, სიჩქარის, გრუნტისა და დახრილობის პირობებში.

2. მძღოლს უნდა გააჩნდეს თვითმავალი მანქანა-დანადგარის შენელებისა და გაჩერების საშუალება მთავარი მოწყობილობის საშუალებით. თუ უსაფრთხოებისთვის საჭიროა, მთავარი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის ან მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიის მიწოდების შეწყვეტის დროს აუცილებელია არსებობდეს მანქანა-დანადგარის შენელებისა და გაჩერებისთვის სრულად დამოუკიდებელი და ადვილად ხელმისაწვდომი ავარიული მართვის მოწყობილობა.

3. თუ უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, უძრავი მანქანა-დანადგარის უმოძრაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა არსებობდეს მისი გასაჩერებელი მოწყობილობა. მოწყობილობა შესაძლოა შეერწყას მეორე აბზაცით გათვალისწინებულ რომელიმე მოწყობილობას იმ პირობით, რომ იგი იქნება მხოლოდ მექანიკური.

4. დისტანციურად მართვადი მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ფუნქციონირების ავტომატური და მყისიერი შეჩერების და პოტენციური საფრთხის მატარებელი ოპერაციის გამორიცხვისთვის საჭირო მოწყობილობით, შემდეგი სიტუაციებისთვის:

ა) თუ მმართველი დაკარგავს კონტროლს;

ბ) თუ მიიღებს გაჩერების სიგნალს;

გ) თუ სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნაწილში არის წუნი;

დ) თუ დასტურის სიგნალი არ დაფიქსირებულა განსაზღვრულ დროში.

5. ამ დანართის მე-13 მუხლი არ ვრცელდება მოძრაობის ფუნქციაზე.

მუხლი 73. ქვეითის მიერ მართვადი მანქანა-დანადგარის მოძრაობა

1. ქვეითის მიერ მართვადი თვითმავალი მანქანა-დანადგარის გადაადგილება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მმართველის მიერ მართვის მოწყობილობაზე უწყვეტი ზემოქმედების პირობებში. მანქანა-დანადგარმა მოძრაობა არ უნდა დაიწყოს დაქოქვის დროს.

2. ქვეითის მიერ მართვადი თვითმავალი მანქანა-დანადგარის სამართავი მოწყობილობა ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მანქანა-დანადგარისგან მძღოლისთვის უნებლიე მოძრაობით გამოწვეულ რისკები, კერძოდ:

ა) შეჯახება;

ბ) მბრუნავი ნაწილებით მიყენებული დაზიანებები;

3. მანქანა-დანადგარის გადაადგილების სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს ქვეითი მძღოლის მოძრაობის ტემპს.

4. თუ მანქანა-დანადგარზე შესაძლოა დამაგრდეს მბრუნავი მოწყობილობა, შეუძლებელი უნდა იყოს მოწყობილობის გააქტიურება, როცა მანქანა-დანადგარი უკუსვლით მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მანქანა-დანადგარის მოძრაობა დამოკიდებულია აღნიშნული მოწყობილობის მოძრაობაზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში უკუსვლის სიჩქარემ საფრთხე არ უნდა შეუქმნას მძღოლს.

მუხლი 74. მართვის წრედის მწყობრიდან გამოსვლა

თუ მანქანა-დანადგარი აღჭურვილია საჭის ელექტრონული გამაძლიერებელით, ენერგიის მიწოდების ხარვეზმა არ უნდა დააბრკოლოს მანქანა-დანადგარის მართვა მისი გაჩერებისთვის საჭირო დროის განმავლობაში.

თავი XVI. მექანიკური საფრთხეებისგან დაცვა

მუხლი 75. უკონტროლო მოძრაობა

მანქანა-დანადგარი უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და შესაბამის შემთხვევაში დამაგრებული მობილურ საყრდენზე, რომ მოძრაობის დროს საკუთარი გრავიტაციის ცენტრის მიმართ მერყეობისას არ დაერღვეს სტაბილურობა ან მისი სტრუქტურა არ მოექცეს გადამეტებული დაძაბულობის ქვეშ.

მუხლი 76. გადამცემი ნაწილების მოძრაობა

ამ დანართის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამონაკლისის სახით, მანქანა-დანადგარის ძრავის შემთხვევაში, მოძრავ ზღუდარებს, რომლებიც გამორიცხავს ძრავის განყოფილებაში მოძრავ ნაწილებთან წვდომას, შესაძლოა არ ჰქონდეს ბლოკირების მოწყობილობები, თუ მათ გასაღებად აუცილებელია ხელსაწყოს, გასაღების ან მართვის პოზიციაზე არსებული პულტის გამოყენება, იმ დაშვებით, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს სრულად დახურულ კაბინას, რომელსაც გააჩნია არაავტორიზებული წვდომის შემზღუდველი საკეტი.

მუხლი 77. გადაბრუნება და გადახრა

1. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლის, ოპერატორ(ებ)ის ან სხვა პირ(ებ)ის მიერ მართვადი თვითმავალი მანქანა-დანადგარის ფუნქციონირება შეიცავს გადაბრუნების ან გადახრის რისკებს, მანქანა-დანადგარი უნდა აღიჭურვოს შესაბამისი დამცავი სტრუქტურით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულმა სტრუქტურამ შესაძლოა გაზარდოს ზემოთ ხსენებული რისკები.

2. ზემოთ აღნიშნულ სტრუქტურას უნდა გააჩნდეს გადაბრუნების ან გადაწოლის შემთხვევაში სტრუქტურული დათმობის საკმარისი სივრცე მძღოლის ან სხვა პირისთვის, რომელიც იმყოფება უშუალოდ ამ მანქანა-დანადგარზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამცავი სტრუქტურისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში დასარწმუნებლად, მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია თითოეული სტრუქტურისთვის განახორციელოს შესაბამისი ტესტირებები ან უზრუნველყოს მათი განხორციელება.

მუხლი 78. ჩამოვარდნილი საგნები

1. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლის მიერ მართვადი მანქანა-დანადგარის ფუნქციონირება დაკავშირებულია ოპერატორ(ებ)ისა და სხვა ადამიან(ებ)ისთვის ჩამოვარდნილი საგნების ან მასალებისგან გამოწვეულ რისკებთან, მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ითვალისწინებდეს ამგვარ რისკებს და იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის ზომა იძლევა საშუალებას, მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი დამცავი სტრუქტურა.

2. აღნიშნული დამცავი სტრუქტურა მძღოლისთვის ან სხვა პირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მანქანა-დანადგარზე, უნდა უზრუნველყოფდეს სტრუქტურული დათმობის საკმარის სივრცეს.

3. ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამცავი სტრუქტურისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის, მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია თითოეული სტრუქტურისთვის განახორციელოს ან უზრუნველყოს შესაბამისი ტესტირებები.

მუხლი 79. წვდომის საშუალებები

ხელსაკიდები და საფეხურები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და განლაგებული, რომ ოპერატორებს შეეძლოთ მათი გამოყენება ინსტინქტურად და სამუშაო ადგილზე წვდომისთვის არ სჭირდებოდეთ კონტროლის მოწყობილობების დახმარება.

მუხლი 80. საბუქსირე მოწყობილობები

ყველა მანქანა-დანადგარი, რომელიც გამოიყენება ან გათვლილი არის საბუქსირე გადატანისთვის, უნდა იყოს აღჭურვილი საბუქსირე ან დაწყვილების ისეთი მოწყობილობებით, რომლებიც დაპროექტებული, დამზადებული და განლაგებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს მარტივ და უსაფრთხო ჩაბმასა და ჩახსნას და გამორიცხავდეს შემთხვევით ჩახსნას გამოყენების დროს. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის საბუქსირე ძელისთვის (საწევარი მაერთებელი) აუცილებელია, მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ტვირთის დატვირთვისა და ჩამოცლისთვის განკუთვნილი მზიდი ზედაპირიანი საყრდენით.

მუხლი 81. თვითმავალ მანქანა-დანადგარსა (ან ტრაქტორს) და მიმღებ მანქანა-დანადგარს შორის ძალის გადაცემა

1. მოხსნადი მექანიკური გადაცემის (ტრანსმისიის) მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმავალი მანქანა-დანადგარის (ან ტრაქტორის) გადაბმას მიმღები მანქანა-დანადგარის პირველ საკისარზე, იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მოქმედებაში ჩართული ნებისმიერი მოძრავი ნაწილი მოქმედების განმავლობაში იყოს დაცული.

2. თვითმავალი მანქანა-დანადგარის (ან ტრაქტორის) მხარეს განთავსებული სიმძლავრის ასართმევი მექანიზმი, რომელზეც ჩაბმულია გადასატანი მექანიკური გადაცემის (ტრანსმისიის) მოწყობილობა, უნდა იყოს დაცული ზღუდარით, რომელიც დაკავშირებულია და დამაგრებულია თვითმავალ მანქანა-დანადგარზე (ან ტრაქტორზე) ან სხვა საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ეკვივალენტურ დაცულობას.

3. გადასატანი მექანიკური გადაცემის (ტრანსმისიის) მოწყობილობასთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული მცველი ზღუდარის გაღების საშუალებით. დამცავი ბარიერი ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ გამორიცხავდეს მანქანა-დანადგარის (ან ტრაქტორის) მოძრაობის დროს ამძრავი ლილვის მიერ მცველი ზღუდარის დაზიანებას.

4. მიმღები მანქანა-დანადგარის მხარეს არსებული (პირველადი, შუამავალი ლილვი) ლილვი დაფარული უნდა იყოს მანქანა-დანადგარზე დაფიქსირებული დამცავი გარსაცმით.

5. ძრავის ბრუნვის მომენტის შემზღუდველი ან გადაბმულობის ქურო შეიძლება დამაგრდეს მხოლოდ სახსრულ გადამცემზე (ტრანსმისიის მოწყობილობაზე), მართულ (პასიურ) მანქანა-დანადგარზე შეერთების მხრიდან. გადასატან მექანიკური გადაცემის მოწყობილობაზე დატანილი უნდა იქნეს შესაბამისი ნიშანი.

6. ყველა მიმღები (პასიური მანქანა-დანადგარი, რომელიც იღებს ბრუნვითი მომენტით გადაცემულ ძალას) მანქანა-დანადგარი, რომელიც მოითხოვს თვითმავალ მანქანა-დანადგართან (ან ტრაქტორთან) დაკავშირებას გადასატანი მექანიკური გადაცემის (ტრანსმისიის) მეშვეობით, აღჭურვილი უნდა იყოს გადასატანი მექანიკური გადაცემის მოწყობილობის ჩასაბმელი სისტემით იმგვარად, რომ მანქანა-დანადგარის ჩახსნის დროს სავალ ზედაპირთან ან მანქანა-დანადაგარის ნაწილთან კონტაქტით არ დაზიანდეს გადაცემის (ტრანსმისიის) მოწყობილობა და მისი მცველი ზღუდარი.

7. ზღუდარის გარე ნაწილი ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და დამაგრებული, რომ გამორიცხავდეს გადასატანი მექანიკური გადაცემის მოწყობილობასთან ერთად მის ბრუნვას. მარტივი უნივერსალური სახსრის გამოყენების შემთხვევაში, ზღუდარი გადაცემის (ტრანსმისიის) მოწყობილობას უნდა ფარავდეს შიდა კბილანის დაბოლოებამდე, ხოლო ფართო კუთხოვანი უნივერსალური სახსარის გამოყენების შემთხვევაში, სულ მცირე, გარე სახსრის ან სახსრების ცენტრამდე.

8. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის სამუშაო პოზიციებამდე მისასვლელი საშუალებები განლაგებულია გადასატანი მექანიკური გადაცემის (ტრანსმისიის) მოწყობილობასთან ახლოს, მისასვლელი საშუალებები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ სამუშაო პოზიციამდე მისაღწევად არ იქნეს გამოყენებული საფუხურებად ლილვის მცველი ზღუდარი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს უკანასკნელი დამზადებულია ამ მიზნით (დასაბიჯებლად).

თავი XVII. სხვა საფრთხეებისაგან დაცვა

მუხლი 82. ელემენტები

ელემენტების გარსაცმი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხავდეს ელექტროლიტების გადაცემას ოპერატორზე, გადაბრუნების ან გადაწოლის შემთხვევაში და ორთქლის აკუმულირებას ოპერატორის მიერ დაკავებულ ადგილას. მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ შესაბამისი ადვილად მიწვდომადი ხელსაწყოს მეშვეობით შესაძლებელი იყოს ელემენტის გათიშვა.

მუხლი 83. ცეცხლი

მწარმოებლის მიერ გათვლილი საფრთხეების გათვალისწინებით, მანქანა-დანადგარი იმ შემთხვევაში, თუ მისი ზომა შესაბამის საშუალებას იძლევა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შესაძლებელი უნდა იყოს მისი აღჭურვა ადვილად მიწვდომადი

ცეცხლმაქრით; ან

ბ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ჩამონტაჟებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.

მუხლი 84. საფრთხის შემცველი ნივთიერებების ემისია

მანქანა-დანადგარზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, იმ შემთხვევაში, თუ მისი მთავარი ფუნქცია არის პროდუქტებზე დაშხეფება, ასეთ შემთხვევაში ოპერატორი დაცული უნდა იყოს საფრთხის შემცველი ემისიების ზემოქმედებისგან.

თავი XVIII. ინფორმაცია და მითითებები

მუხლი 85. ნიშნები, სიგნალები და გაფრთხილებები

1. ყველა მანქანა-დანადგარს, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გააჩნდეს გამოყენების, რეგულირების და მოვლის ნიშნების ან/და ინსტრუქციების შემცველი ფირფიტები. ისინი ისე უნდა იყოს შერჩეული, დაპროექტებული და დამზადებული, რომ უზრუნველყოფდეს მათზე დატანილი ინფორმაციის მკაფიო და შეუცდომელ აღქმას.

2. საგზაო მოძრაობის წესების გათვალისწინებით, მანქანა-დანადგარს, რომელსაც მართავს მძღოლი, უნდა გააჩნდეს შემდეგი აღჭურვილობა:

ა) ხმოვანი მაფრთხილებელი მოწყობილობა;

ბ) წინასწარგანსაზღვრულ პირობებში გამოსაყენებლად განკუთვნილი სინათლის სიგნალების სისტემა. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ მანქანა-დანადგარებზე, რომელთა ერთადერთი დანიშნულებაა ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გარეშე მიწის ქვეშ მუშაობა;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში, მანქანა-დანადგარსა და მის მისაბმელს შორის სიგნალების მართვისთვის განკუთვნილი კავშირი.

3. დისტანციურად მართვადი მანქანა-დანადგარი, რომელიც ნორმალურ პირობებში გამოყენებისას ადამიანისთვის წარმოშობს დარტყმის ან დაჯახების რისკებს, უნდა აღიჭურვოს მოძრაობის სასიგნალო ან ხსენებული რისკებისგან ადამიანთა დაცვის საშუალებებით. აღნიშნული მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ მანქანა-დანადგარზე, რომლის გამოყნება მოიცავს ერთ ღერძზე, მუდმივად განმეორებად, წინ და უკან მოძრაობას, როდესაც მანქანა-დანადგარის უკანა ნაწილი არ ექცევა მძღოლის პირდაპირი ხედვის არეალში.

4. მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ შეუძლებელი იყოს მაფრთხილებელი სასიგნალო მოწყობილობის უნებლიე გამორთვა. იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოება მოითხოვს, ამგვარი მოწყობილობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი გამართულად მუშაობის შემოწმების საშუალებებით და მათი წუნი თვალსაჩინო უნდა იყოს ოპერატორისთვის.

5. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის ან მისი მოწყობილობების მოძრაობა შეიცავს საფრთხეს, მანქანა-დანადგარზე დატანილი უნდა იქნეს ფუნქციონირებისას მისი მოახლოების მაფრთხილებელი ნიშანი. ნიშანი მკაფიოდ აღქმადი უნდა იყოს მანქანა-დანადგარის მხედველობის არეალში მომუშავე ადამიანებისთის შესაფერისი დისტანციიდან, მათივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 86. ნიშანდება

1. მანქანა-დანადგარზე შემდეგი ინფორმაცია მკაფიოდ და ადვილად აღსაქმელად უნდა იყოს დატანილი:

ა) კილოვატებში (KW) გამოსახული ნომინალური ძაბვა;

ბ) კილოგრამებში (KG) გამოსახული მასა, ჩვეულებრივი კონფიგურაციის პირობებში.

2. შესაბამის შემთხვევებში:

ა) ასაწევი ძელის (რვილის) მაქსიმალური გაწევის ძალა ჩასაბმელ კაუჭთან გამოხატული ნიუტონებში (N);

ბ) მაქსიმალური ვერტიკალური დაწოლა ჩასაბმელ კაუჭთან გამოხატული ნიუტონებში (N).

მუხლი 87. ინსტრუქციები

1. ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს ადამიანის ხელ-მკლავის სისტემაზე ან მთლიანად სხეულზე მანქანა-დანადგარის მიერ გადატანილი ვიბრაციის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ვიბრაციის მთლიანი მნიშვნელობა, რომელსაც ექვემდებარება ხელ-მკლავის სისტემა, თუ იგი აღემატება 2.5 მ/სმ2-ს. იმ შემთხვევაში თუ ვიბრაცია არ აღემატება 2.5 მ/სმ2-ს, აღნიშნული უნდა მიეთითოს ინსტრუქციაში;

ბ) ადამიანის მთლიანი სხეულის შეწონილი აჩქარების უმაღლესი საშუალო კვადრატული მნიშვნელობა, თუ იგი აღემატება 0,5 მ/სმ2-ს. იმ შემთხვევაში, თუ ეს მაჩვენებელი არ აღემატება 0,5 მ/სმ2-ს, აღნიშნული უნდა მიეთითოს ინსტრუქციაში;

2. აღნიშნული გაზომვის მნიშვნელობები უნდა შეფასდეს საკვლევი მანქანა-დანადგარისთვის ან დადგინდეს ტექნიკურად შესადარებელი მანქანა-დანადგარისთვის, რომელიც არჩეულია დასამზადებელი მანქანა-დანადგარის წარმომადგენელ ნიმუშად, გაზომილი მონაცემების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოქვეყნებული სტანდარტები ვიბრაციის გაზომვის მოთხოვნებისთვის, ვიბრაცია უნდა შეფასდეს მანქანა-დანადგარებისთვის არსებული საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე.

4. ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს გაზომვების მეთოდებისთვის არჩეული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას და გაზომვისას მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების შესახებ მითითებებს.

მუხლი 88. მრავლობითი გამოყენება

იმ მანქანა-დანადგარის ინსტრუქციები, რომელსაც გამოსაყენებელი აღჭურვილობიდან გამომდინარე გააჩნია გამოყენების მრავლობითი დანიშნულება, უნდა შეიცავდეს მანქანა-დანადგარისა და მისი გამოცვლადი აღჭურვილობის უსაფრთხო აწყობისა და გამოყენების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას.

კარი IV. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დამატებითი ძირითადი მოთხოვნები მანქანა-დანადგარის მიერ აწევის ფუნქციით გამოწვეული რისკების შესამცირებლად

თავი XIX. ზოგადი დებულებები

მუხლი 89. ტერმინთა განმარტებები

ა) „აწევის ოპერაცია“ - ადამიანის ან/და პროდუქტისგან შედგენილი ტვირთის ერთეულის მოძრაობა, რომელიც მოცემული მომენტისთვის მოითხოვს სიმაღლის დონის შეცვლას;

ბ) „მიმართული ტვირთი“ – ტვირთი, რომლის მთლიანი მოძრაობა ხორციელდება ხისტი ან მოქნილი მიმმართველების გასწვრივ, რომელთა პოზიცია განისაზღვრება დამაგრების წერტილებით;

გ) „სამუშაო კოეფიციენტი“ – არითმეტიკული თანაფარდობა მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გარანტირებული წონასა, რომელიც კომპონენტმა შეიძლება დაიჭიროს, და კომპონენტზე დატანილ მაქსიმალურ ტვირთამწეობას შორის;

დ) „სატესტო კოეფიციენტი“ – არითმეტიკული თანაფარდობა ამწევი მანქანა-დანადგარის ან ამწევი დამხმარე მოწყობილობის სტატიკური და დინამიკური შემოწმების განხორციელებისთვის გამოყენებულ წონასა და ამწევ მანქანა-დანადგარზე ან ამწევ დამხმარე მოწყობილობაზე დატანილ მაქსიმალურ სამუშაო წონას შორის;

ე) „სტატიკური შემოწმება“ – შემოწმება, რომლის დროსაც ამწევი მანქანა-დანადგარი ან დამხმარე მოწყობილობა გამოიცდება დაწოლაზე, რომელიც შეესაბამება მაქსიმალურ სამუშაო წონისა და შესაბამისი სტატიკური შემოწმების კოეფიციენტის ნამრავლს, რომლის დროს გამოსაცდელი ერთეული ტვირთისგან გამოთავისუფლების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოიცდება გაჩენილ დაზიანებებზე;

ვ) „დინამიკური ტესტი“ – შემოწმება, რომლის დროს ამწევი მანქანა-დანადგარი იმართება ყველა შესაძლო კონფიგურაციით, მაქსიმალურ სამუშაო წონისა და დინამიკური შემოწმების კოეფიციენტის ნამრავლის შესაბამისი წონის პირობებში, ამწევი მანქანა-დანადგარის დინამიკურ ქცევაზე დაკვირვებით, მისი სათანადოდ ფუნქციონირების შესამოწმებლად;

ზ) „მზიდი“ – მანქანა-დანადგარის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ან/და ტვირთის საყრდენად მათი აწევის მიზნით.

მუხლი 90. მექანიკური საფრთხეებისგან დაცვა

1. მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ ინარჩუნებდეს ამ დანართის მე-16 მუხლით დადგენილ წონასწორობას როგორც ფუნქციონირების, ასევე უმოქმედობის დროსა და ტრანსპორტირების, აწყობისა და დაშლის, ასევე კომპონენტის წინასწარგანსაზღვრული მწყობრიდან გამოსვლისა და ინსტრუქციის სახელმძღვანელოს შესაბამისად განხორციელებული შემოწმების ნებისმიერ ეტაპზე. აღნიშნულისთვის მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია გამოიყენოს შესაბამისი ვერიფიკაციის მეთოდები.

2. მანქანა-დანადგარი, რომელიც მოძრაობს მიმმართველი ან სარკინიგზო რელსების გასწვრივ, აღჭურვილი უნდა იყოს მიმმართველი ან სარკინიგზო რელსებიდან ჩამოვარდნისგან დამცველი მოწყობილობით. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული მოწყობილობის ფუნქციონირების მიუხედავად, მაინც არსებობს რელსებიდან ჩამოვარდნისა და რელსების ან რომელიმე მოძრავი კომპონენტის გააუმართაობის რისკი, მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს აღჭურვილობის კომპონენტის ან ტვირთის ჩამოვარდნას ან მანქანა-დანადგარის გადაბრუნებას.

3. მანქანა-დანადგარს, აწევისთვის გამიზნულ დამატებით მოწყობილობებსა და მათ კომპონენტებს უნდა შეეძლოთ მათი გამოყენებით და შესაბამის შემთხვევებში უფუნქციოდ ყოფნით გამოწვეული წნევის გაძლება, მონტაჟისა და ფუნქციონირების მათთვის განსაზღვრულ პირობებში და ყველა შესაბამის კონფიგურაციაში. შესაბამის შემთხვევებში ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ატმოსფერული ფაქტორებისა და ნებისმიერი სხვა ძალისმიერი ფაქტორის ზეგავლენა ადამიანზე. ეს მოთხოვნები ასევე უნდა კმაყოფილდებოდეს მანქანა-დანადგარის, აწევისთვის გამიზნული დამატებითი მოწყობილობებისა და მათი კომპონენტების ტრანსპორტირების, აწყობისა და დაშლის დროს.

4. მანქანა-დანადგარი და აწევისთვის განკუთვნილი დამატებითი მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ დანიშნულებისამებრ გამოყენების გათვალისწინებით, გამორიცხულ იქნას დაღლისა და ცვეთის გამო მათი მწყობრიდან გამოსვლა.

5. მასალები არჩეული უნდა იქნეს წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გარემოს ფაქტორებზე დაყრდნობით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კოროზიის, დარტყმის, ექსტრემალური ტემპერატურების, დაღლის, ცვეთის, სიმყიფისა და დაძველების ფაქტორებს.

6. მანქანა-დანადგარი და აწევისთვის განკუთვნილი დამატებითი მოწყობილობები ისე უნდა იქნას დაპროექტებული და დამზადებული, რომ უძლებდეს სტატიკური გამოცდის ზედატვირთვას, სამუდამო დაზიანებისა და მკაფიო დეფექტების გაჩენის გარეშე. სიმტკიცის გაზომვა უნდა ითვალისწინებდეს სტატიკური გამოცდის არჩეულ კოეფიციენტს უსაფრთხოების საკმარისი დონის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ კოეფიციენტს, როგორც ზოგად წესს, უნდა გააჩნდეს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მექანიკურად მართვადი მანქანა-დანადგარი და აწევისთვის განკუთნილი დამატებითი მოწყობილობები: 1,5;

ბ) სხვა მანქანა-დანადგარი: 1,25.

7. მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ შეძლოს დინამიკური გამოცდის გავლა, მაქსიმალური სამუშაო წონისა და დინამიკური შემოწმების კოეფიციენტის ნამრავლის შესაბამისი დატვირთვის პირობებში. აღნიშნული დინამიკური გამოცდის კოეფიციენტი უნდა იძლეოდეს უსაფრთხოების ადეკვატური დონის გარანტიას: კოეფიციენტი, როგორც ზოგადი წესი, უდრის 1.1.-ს. დინამიკური შემოწმება, როგორც ზოგადი წესი, უნდა განხორციელდეს ნომინალურ სიჩქარეზე. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის კონტროლის წრედი იძლევა რამდენიმე მოძრაობის ერთდროულად განხორციელების საშუალებას, შემოწმება უნდა განხორციელდეს, როგორც წესი, ყველაზე რთულ პირობებში ზემოთ აღნიშნული მოძრაობების კომბინირებით.

8. შკივებს, სამუხრუჭე დოლებსა და ბორბლებს უნდა გააჩნდეს იმ ღვედებისა და ჯაჭვების ზომის შესაბამისი დიამეტრი, რომლებიც უნდა მოერგოს მათ.

9. სამუხრუჭე დოლები და ბორბლები ისე უნდა იქნეს დაპროექტებული, დამზადებული და დამონტაჟებული, რომ შესაძლებელი იყოს მათზე ღვედისა და ჯაჭვის დახვევა იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი გადმოცურება/მოძრობა.

10. ღვედებს, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ტვირთის აწევა ან დაჭერა, არ უნდა გააჩნდეს გადაბმები, გარდა დაბოლოებებში არსებულისა. თუმცა გადაბმები დასაშვებია იმ მოწყობილობებში/ინსტალაციებში, რომლებიც გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე გამიზნულია მუდმივი მოდიფიცირებისთვის.

11. მთლიან ღვედები და მათ დაბოლოებები უნდა უძლებდეს ისეთი სამუშაო კოეფიციენტების შესაბამის დატვირთვას, რომ უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების ადეკვატურ დონეს. როგორც ზოგადი წესი, ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა არის 5.

12. ამწევი ჯაჭვები უნდა უძლებდეს ისეთი სამუშაო კოეფიციენტების შესაბამის დატვირთვას, რომ უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების ადეკვატურ დონეს. როგორც ზოგადი წესი, ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა არის 4.

13. მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი იმისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ მის მიერ არჩეული სამუშაო კოეფიციენტი ადეკვატურია, ვალდებულია ჯაჭვის და ღვედის თითოეული ტიპისთვის და ასევე ღვედის დაბოლოებისთვის, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ტვირთის აწევა, განახორციელოს შესაბამისი გამოცდები ან უზრუნველყოს მათი განხორციელება.

14. აწევის დამატებითი მოწყობილობებისა და მათი კომპონენტების ზომა უნდა შეირჩეს დაღლისა და დაძველების პროცესის გათვალისწინებით, მათი საექსპლუატაციო ვადის შესაბამისად განსახორციელებელი საოპერაციო ციკლების მიხედვით, სპეციფიკური დანიშნულების საოპერაციო პირობების შესაბამისად.

15. ამ მუხლის პუნქტებში მითითებული მოთხოვნების გარდა:

ა) ღვედისა და ტროსის/ღვედის ბოლოს კომბინაციების შემთხვევაში სამუშაო კოეფიციენტი უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ გარანტირებულ იქნეს უსაფრთხოების ადეკვატური დონე. როგორც წესი, იგი ტოლი უნდა იყოს 5-ის. ღვედი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის გადაბმებსა და ყულფებს, გარდა დაბოლოებებში არსებულისა;

ბ) თუ გამოიყენება შენადუღი რგოლები (ჯაჭვის მაერთებელი წევრები), ისინი უნდა იყოს მოკლე კავშირის ტიპის. ჯაჭვების სამუშაო კოეფიციენტი უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ გარანტირებულ იქნეს უსაფრთხოების ადეკვატური დონე. როგორც წესი, იგი ტოლი უნდა იყოს 4-ის;

გ) ტექსტილის ღვედის ან თოკის კოეფიციენტი დამოკიდებულია გამოყენებულ მასალაზე, მათი წარმოების მეთოდზე, ზომებსა და გამოყენებაზე. კოეფიციენტი უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ გარანტირებულ იქნას უსაფრთხოების ადეკვატური დონე. როგორც წესი, იგი ტოლი უნდა იყოს 7-ის, იმის გათვალისწინებით, რომ გამოყენებული მასალა ძალიან კარგი ხარისხისაა და წარმოების მეთოდი შეესაბამება დანიშნულებისამებრ გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ ხარისხობრივი და წარმოების მონაცემები არ აკმაყოფილებს ხსენებულ მოთხოვნებს, როგორც წესი, გამოიყენება უფრო მაღალი კოეფიციენტი უსაფრთხოების დონის დასაკმაყოფილებლად. ტექსტილის თოკები და ღვედები არ უნდა შეიცავდეს გადაბმებს, ყულფებსა და ნებისმიერი ფორმის კავშირებს. გადაბმები, ყულფები და კავშირები დაიშვება მხოლოდ დაბოლოებებში, გარდა უწყვეტი (უსასრულო) ღვედებისა;

დ) მეტალის კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება ღვედებში ან წარმოადგენს მათ ნაწილს, უნდა გააჩნდეს სამუშაო კოეფიციენტი, რომელიც შერჩეულია იმგვარად, რომ უზუნველყოფდეს უსაფრთხოების ადეკვატურ დონეს. როგორც წესი, იგი ტოლი უნდა იყოს 4-ის;

ე) მრავალფეხა ღვედის მაქსიმალური სამუშაო დატვირთვა განისაზღვრება ყველაზე სუსტი ღვედის (განტოტების, ფეხის) კოეფიციენტით, ღვედების (ფეხების) რაოდენობითა და შემამცირებელი ფაქტორით, რომელიც დამოკიდებულია ღვედის აგებულებაზე;

ვ) მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი, იმისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ შერჩეულ იქნა ადეკვატური სამუშაო კოეფიციენტი, ვალდებულია, ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების თითოეული ტიპისთვის განახორციელოს შესაბამისი გამოცდები ან უზრუნველყოს მათი განხორციელება.

16. მოძრაობის კონტროლზე პასუხიმგებელი მოწყობილობები უნდა ფუნქციონირებდეს ისე, რომ უზრუნველყოფდეს იმ მანქანა-დნადგარის უსაფრთხოებას, რომელზეც არის დამონტაჟებული. კერძოდ:

ა) მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი, რომ უზრუნველყოფდეს მისი კომპონენტების მოძრაობის ამპლიტუდას დადგენილი ლიმიტების ფარგლებში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილი გათვალისწინებულია რამდენიმე რელსებით მოძრავი ან ფიქსირებული მანქანა-დანადგარის ერთდროული მანევრირებისთვის, შეჯახების რისკის არსებობის პირობებში, ასეთ მანქანა-დანადგარები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ შესაძლებელი იყოს მათი ერთდროული უსაფრთხო ფუნციონირება;

გ) მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხულ იქნას ტვირთის საშიში დაცურება და უეცარი თავისუფალი ვარდნა, მათ შორის, ძაბვის მიწოდების ნაწილობრივი ან მთლიანი შეწყვეტის პირობებში და იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი შეაჩერებს მანქანა-დანადგარის ფუნციონირებას;

დ) ნორმალური ოპერირების პირობებში შეუძლებელი უნდა იყოს ტვირთის ჩამოტვირთვა მხოლოდ ფრიქციული მუხრუჭის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მანქანა-დანადგარის ფუნქციონირება მოითხოვს ამგვარ მუშაობას;

ე) დამჭერი მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხულ იქნეს ტვირთის უნებლიე ჩამოვარდნა.

17. მოთხოვნები მანქანა-დანადგარის მართვის დროს:

ა) მანქანა-დანადგარის სამუშაო პოზიცია შერჩეული უნდა იყოს მოძრავი ნაწილების მოძრაობის ყველაზე ფართო ტრაექტორიის გათვალისწინებით, რათა გამორიცხულ იქნეს იმ ადამიანებთან, მოწყობილობასა ან სხვა მანქანა-დანადგართან შესაძლო დაჯახება, რომლებიც შესაძლოა პარალელურად მანევრირებდეს და ამით იწვევდეს საფრთხეს;

ბ) მანქანა-დანადგარი, რომელიც ფუნქციონირებს მიმართული ტვირთებით, ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხულ იქნეს ტვირთების მოძრაობისგან, საპირწონესა და ტვირთების გადამზიდავი აღჭურვილობისგან ადამიანთა დაზიანება.

18. მოთხოვნები ფიქსირებული გაჩერებების მანქანა-დანადგარისთვის:

ა) მანქანა-დანადგარის მზიდი ელემენტი, რომელიც ემსახურება ფიქსირებულ გაჩერებას (დაშვების ადგილს), უნდა მოძრაობდეს ხისტი მიმმართველების გასწვრივ. მაკრატელისებრი სისტემები ასევე მიიჩნევა ხისტ მიმმართველებად;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მანქანა-დანადგარის მზიდ ელემენტთან წვდომა აქვთ ადამიანებს, მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მზიდი ელემენტი დარჩეს უძრავად მასზე ასვლისას, ასევე დატვირთვისა და ჩამოტვირთვის დროს;

გ) მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მზიდი ელემენტისა და გაჩერების ადგილის (ბაქნის) დონეებს შორის განსხვავება არ ქმნიდეს წაქცევის რისკს;

დ) შესაბამის შემთხვევაში ამ მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მანქანა-დანადგარის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი უნდა იყოს მოძრაობის ზონაზე წვდომა;

ე) იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისა და რემონტის დროს არსებობს მზიდი ელემენტის ზემოდან ან მის ქვემოთ არსებული ადამიანის მზიდ ელემენტსა და მის რომელიმე ფიქსირებულ ნაწილს შორის მოყოლის რისკი, აუცილებელია მანქანა-დანადგარი უზრუნველყოფილი იქნეს საკმარისი თავისუფალი ადგილით ადამიანის თავშესაფარად, ან მზიდი ელემენტის მოძრაობის მაბლოკირებელი მოწყობილობით;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მზიდი ელემენტიდან ტვირთის ვარდნის რისკი, მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხულ იქნას აღნიშნული რისკი;

ზ) მზიდ ელემენტთან ან სხვა მოძრავ ნაწილებთან, მათი დაშვების ადგილთან დაშვების დროს გამორიცხული უნდა იქნეს ადამიანის კონტაქტი;

თ) იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მზიდი ელემენტის მოძრაობის ადგილას ადამიანის ჩავარდნის რისკი, როდესაც მზიდი ელემენტი არ იმყოფება დაშვების ადგილას, ჩავარდნის რისკის პრევენციისთვის აუცილებელია დაშვების ადგილი აღიჭურვოს ზღუდარით. აღნიშნული ზღუდარი არ უნდა იღებოდეს მზიდი ელემენტის მოძრაობის ზონის მიმართულებით. ზღუდარები აღჭურვილი უნდა იქნეს ბლოკირების მექანიზმით, რომელიც უნდა კონტროლდებოდეს მზიდი ელემენტის პოზიციიდან და გამორიცხავდეს:

თ.ა) მზიდი ელემენტის საშიშ მოძრაობას, სანამ მოხდება დამცავი ზღუდარის დახურვა და ჩაკეტვა;

თ.ბ) მზიდი ელემენტის დაშვების შესაბამის ადგილზე გაჩერებამდე დამცავი ზღუდარების გაღებას.

19. მანქანა-დანადგარის ან დამატებითი ამწევი მოწყობილობის ბაზარზე განთავსების ან მისი ექსპლუატაციაში პირველად მიღებისას მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ან უზრუნველყოს მათი განხორციელება, რათა მექანიკური ან ავტომატურად მართვადი მანქანა-დანადგარი ან დამატებითი ამწევი მოწყობილობება, რომელიც მზადაა გამოყენებისთვის, უსაფრთხოდ ახორციელებდეს მისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს.

20. ბაზარზე განსათავსებლად გამზადებულ ამწევ მანქანა-დანადგარს უნდა ჩაუტარდეს ამ მუხლის მე-3-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული სტატიკური და დინამიკური გამოცდა.

21. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მანქანა-დანადგარის აწყობა მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის კუთვნილ ტერიტორიაზე, შესაბამისი ზომები მიღებული უნდა იქნეს გამოყენების ადგილას. სხვა შემთხვევებში შესაბამისი ზომები შესაძლოა მიღებულ იქნეს მწარმოებლის ტერიტორიაზე ან გამოყენების ადგილას.

თავი XX. მოთხოვნები იმ მანქანა-დანადგარებისადმი, რომელთა ენერგიის წყარო განსხვავდება მექანიკური ძალისმხევისგან

მუხლი 91. მოძრაობის კონტროლი

მანქანა-დანადგარის ან მისი აღჭურვილობის მოძრაობის კონტროლისთვის გამოყენებული უნდა იქნეს მართვის ისეთი მოწყობილობა, რომელზედ საჭიროა უწყვეტი ზემოქმედება შესაბამისი ფუნქციის უწყვეტი შესრულებისთვის. ნაწილობრივი ან დასრულებული მოძრაობისთვის, რომლის დროსაც არ არსებობს მანქანა-დანადგარის ან ტვირთის დაჯახების რისკი, ზემოაღნიშნული მოწყობილობები შესაძლოა ჩანაცვლებულ იქნეს მოწყობილობებით, რომლებიც ოპერატორის მიერ უწყვეტი ზემოქმედების გარეშე უზრუნველყოფს ავტომატურ გაჩერებას წინასწარგანსაზღვრულ პოზიციებში.

მუხლი 92. დატვირთვის კონტროლი

არანაკლებ 1000 კილოგრამი ტვირთამწეობის ან 40 000 ნმ გადაბრუნების მომენტის მქონე მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლის მაფრთხილებელი და საფრთხის შემცველი მოძრაობის გამომრიცხავი მოწყობილობებით, შემდეგი გარემოებებისთვის:

ა) ზედატვირთვის პირობებში, მაქსიმალური სამუშაო დატვირთვისას მაქსიმალური ტვირთამწეობის გადაჭარბების ან მაქსიმალური მუშაობის მომენტში ტვირთის გადაჭარბებისას; ან

ბ) გადაბრუნების მომენტის გადაჭარბების დროს.

მუხლი 93. ბაგირით სამართავი აღჭურვილობები

ბაგირ-მზიდები, ტრაქტორები ან ტრაქტორის მზიდები აღჭურვილი უნდა იყოს საპირწონეებით ან დაძაბულობის მუდმივი კონტროლის მოწყობილობით.

თავი XXI. ინფორმაცია და ნიშანდება

მუხლი 94. ჯაჭვები, ბაგირები და ღვედები

თითოეული ამწევი ჯაჭვი, ბაგირი ან/და ღვედი, რომელიც არ წარმოადგენს კომპლექტის შემადგენელ ნაწილს უნდა შეიცავდეს ნიშანდებას ან აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ფირფიტას ან რგოლს, რომლის მოხსნაც მარტივად ან განზრხი ქმედების გარეშე შეუძლებელია, რომელზეც დატანილი იქნება მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, მისამართი და შესაბამისი სერტიფიკატის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) მწარმოებლის და შესაბამის შემთხვევებში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელს და მისამართს;

ბ) ჯაჭვის ან ბაგირის აღწერას, მათ შორის, ნომინალურ ზომას, აგებულებას, შემადგენელი მასალის აღწერასა და მასალის ნებისმიერი სპეციალური მეტალურგიული დამუშავების აღწერას;

გ) გამოყენებული გამოცდის მეთოდს;

დ) ჯაჭვის და ბაგირის გამოყენებისთვის დასაშვებ მაქსიმალურ სიმძიმეს. მაჩვენებლების დიაპაზონი შესაძლოა მოცემულ იყოს წინასწარგანსაზღვრულ გამოყენებაზე დაყრდნობით.

მუხლი 95. აწევის დამხმარე მოწყობილობები

1. ამწევი მოწყობილობები უნდა აჩვენებდეს მაქსიმალურ სამუშაო დატვირთვას და გამოყენებული მასალების შესახებ ინფორმაციას, როდესაც აღნიშნული აუცილებელია მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენებისთვის .

2. იმ შემთხვევაში, თუ ამწევ მოწყობილობაზე ფიზიკურად შეუძლებელია ინფორმაციის დატანა, აღნიშნული მონაცემები დატანილი უნდა იქნეს ინფორმაციულ ფირფიტაზე ან სხვა ეკვივალენტურად თვალსაჩინო საშუალებაზე და საიმედოდ იქნეს დამაგრებული ამწევ მოწყობილობაზე.

3. ინფორმაცია ადვილად უნდა იკითხებოდეს, დატანილი უნდა იქნეს ისეთ ადგილას, რომ ცვეთის გამო არ წაიშალოს და არ უქმნიდეს საფრთხეს დამატებითი ამწევი მოწყობილობების სიმტკიცეს.

მუხლი 96. ამწევი მანქანა-დანადგარები

1. მანქანა-დანადგარზე თვალსაჩინოდ უნდა იქნეს დატანილი მაქსიმალური ტვირთამწეობა. აღნიშნული ნიშანდება დატანილი უნდა იყოს მკაფიოდ, წაუშლელად და არაკოდირებული ფორმით.

2. იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური ტვირთამწეობა დამოკიდებულია მანქანა-დანადგარის კონფიგურაციაზე, თითოეული საოპერაციო პოზიცია უნდა ატარებდეს ინფორმაციულ ფირფიტას, რომელზეც დიაგრამული წესით ან ცხრილების გამოყენებით გამოსახული იქნება თითოეული კონფიგურაციისთვის დასაშვები ტვირთამწეობა.

3. მანქანა-დანადგარზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ტვირთის ასაწევად და აღჭურვილია ადამიანთა წვდომისთვის განკუთვნილი მზიდი ელემენტით, დატანილი უნდა იყოს ადამიანების აწევის აკრძლვა მკაფიო და წაუშლელი ფორმით. აღნიშნული აკრძალვა თვალსაჩინო უნდა იყოს თითოუელ ხელმისაწვდომ ადგილას.

თავი XXII. ინსტრუქციები

მუხლი 97. აწევის დამხმარე მოწყობილობები

აწევის დამხმარე თითოეულ მოწყობილობას ან მის თითოეულ კომერციულად განუყოფელ პარტიას თან უნდა დაერთოს ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს:

ა) აწევის დამხმარე მოწყობილობების დანიშნულებისამებრ გამოყენებას;

ბ) აწევის დამხმარე მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვებს (განსაკუთრებით ისეთი ამწევი მოწყობილობებისთვის, როგორებიცაა მაგნიტური ან ვაკუუმური შუასადებები, რომლებიც სრულად არ შეესაბამება ამ დანართის 90-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს;

გ) აწევის დამხმარე მოწყობილობების აწყობის, გამოყენების და მომსახურების მეთოდს;

დ) გამოყენებული სტატიკური გამოცდის კოეფიციენტს.

მუხლი 98. ამწევი მანქანა-დანადგარები

ამწევ მანქანა-დანადგარებს უნდა ახლდეს ინსტრუქციები, რომელიც მოიცავს:

ა) მანქანა-დანადგარის ტექნიკური მახასიათებლებს, მათ შორის:

ა.ა) მაქსიმალური სამუშაო ტვირთამწეობას და შესაბამის შემთხვევებში ამ დანართის 96-ე მუხლით გათვალისწინებული ტვირთამწეობის ფირფიტას ან ტვირთამწეობის ცხრილის ასლს;

ა.ბ) მანქანა-დანადგარის საყრდენების ან საანკერო ფილების მოწყობის და შესაბამის შემთხვევებში სავალი ნაწილის შესახებ ინფორმაციას;

ა.გ) შესაბამის შემთხვევებში, ბალასტის აღწერას და მისი მოწყობის ხერხს;

ბ) აღრიცხვის ჟურნალის შინაარსს, თუ იგი არ არის თანდართული მანქანა-დანადგარზე;

გ) ამწევი მანქანა-დანადგარის გამოყენებასთან დაკავშირებულ მითითებებს, მათ შორის, ოპერატორის მიერ ტვირთის პირდაპირი ხედვის ნაკლებობის მაკომპენსირებელ მითითებებს;

დ) შესაბამის შემთხვევებში, მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ ან მათთვის ჩატარებული სტატიკური და დინამიკური გამოცდების აღწერას;

ე) მანქანა-დანადგარისთვის, რომლის საბოლოო საექსპლუატაციო ფორმით აწყობა არ ხორციელდება მწარმოებლის ტერიტორიაზე, გამოყენებამდე ამ დანართის 90-ე მუხლის მე-18-მე-20 პუნქტებში მითითებულ გაზომვების ჩასატარებლად აუცილებელ ინსტრუქციებს.

კარი V. უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დამატებითი მოთხოვნები მიწისქვეშ მუშაობისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარებისთვის

მუხლი 99. სტაბილურობის ნაკლებობით გამოწვეული რისკები

სახურავის მექანიზებული საყრდენები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მოძრაობისას ინარჩუნებდეს მოცემულ მიმართულებას და არ ცურდებოდეს დატვირთვამდე, დატვირთვის დროს ან დატვირთვისგან გათავისუფლების შემდეგ. სახურავის მექანიზებული საყრდენები აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური ჰიდრავლიკური საყრდენების ზედა ფილების ანკერული საჭერებით.

მუხლი 100. მოძრაობა

სახურავის მექანიზებული საყრდენები უნდა იძლეოდეს ადამიანთა დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას.

მუხლი 101. მაკონტროლებელი მოწყობილობები

1. რელსებზე მოძრავი მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ხელით მართვადი მოძრაობის აჩქარებისა და გაჩრების მაკონტროლებელი მოწყობილობებით. ფუნქციების გააქტიურებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები შესაძლოა იმართებოდეს ფეხით.

2. სახურავის მექანიზებული საყრდენების მაკონტროლებელი მოწყობილობები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და პოზიციონირებული, რომ მათი მოხსნისას ოპერატორი დაცული იყოს ადგილზე არსებული გადახურვით. მაკონტროლებელი მოწყობილობები დაცული უნდა იყოს უნებლიე აქტივაციისგან.

მუხლი 102. გაჩერება

მიწისქვეშა სამუშაოებისთვის განკუთვნილი რელსებზე მოძრავი მიწისქვეშა თვითმავალი მანქანა-დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს მანქანა-დანადგარის მოძრაობის მართვის წრედზე მოქმედი გამშვები მოწყობილობით იმგვარად, რომ მოძრაობა წყდებოდეს, როდესაც მძღოლი აღარ აკონტროლებს მოძრაობას.

მუხლი 103. ცეცხლი

1. ამ დანართის 83-ე მუხლი სავალდებულოა იმ მანქანა-დანადგარებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ძლიერ აალებადი ნაწილები.

2. მიწისქვეშა სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი მანქანა-დანადგარის სამუხრუჭე სისტემა ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ არ წარმოქმნიდეს ნაპერწკლებს და არ იწვევდეს ხანძარს.

3. შიდა წვის ძრავით აღჭურვილი მანქანა-დანადგარი, რომელიც განკუთვნილია მიწისქვეშა სამუშაოების შესასრულებლად, აღჭურვილი უნდა იყოს მხოლოდ ისეთი ძრავით, რომელშიც გამოიყენება დაბალი აორთქლების წნევის მქონე საწვავი და გამორიცხავს რაიმე სახის ელექტრული წარმოშობის ნაპერწკლის გაჩენას.

მუხლი 104. გამონაბოლქვი

შიდა წვის ძრავების გამონაბოლქვი არ უნდა იყოს მიმართული ზევით.

კარი VI. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები ადამიანების აწევასთან დაკავშირებული საფრთხეების მქონე მანქანა-დანადგარებისთვის

თავი XXIII. ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 105. მექანიკური სიმტკიცე

1. მზიდი მექანიზმი, ნებისმიერი ლუქების ჩათვლით, ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ უზრუნველყოფდეს დაშვებული ადამიანების მაქსიმალური რაოდენობისა და მაქსიმალური სამუშაო დატვირთვის შესაბამის სივრცესა და სიმტკიცეს.

2. ამ დანართის 90-ე მუხლის მე-8-მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაო კოეფიციენტები კომპონენტებისათვის არაადეკვატურია ადამიანთა აწევისთვის გათვალისწინებული მანქანა-დანადგარებისთვის და უნდა გაორმაგდეს. ადამიანების და ადამიანებისა და ტვირთის ასაწევად გათვალისწინებული მანქანა-დანადგარები აღჭურვილი უნდა იყოს დაკიდებისა და საყრდენი სისტემებით, რომლებიც ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების შესაბამის საერთო დონეს და გამორიცხავდეს მზიდი მექანიზმის ჩამოვარდნას.

3. იმ შემთხვევაში, თუ მზიდი მექანიზმის დაკიდების სისტემისთვის გამოყენებულია ღვედები ან ჯაჭვები, ორი დამოუკიდებელი ღვედი ან ჯაჭვი უნდა იყოს გამოყენებული, თითოეული მათგანი აღჭურვილი უნდა იყოს საკუთარი ანკერით.

მუხლი 106. ადამიანის ძალისგან განსხვავებული ენერგიით მოძრავი მანქანა-დანადგარის დატვირთვის კონტროლი

ადამიანის ძალისგან განსხვავებული ენერგიით მოძრავ მანქანა-დანადგარზე ვრცელდება ამ დანართის 92-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები მიუხედავად მისი სამუშაო ტვირთამწეობის და გადაბრუნების მომენტისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მწარმოებელს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ზედატვირთვისა და გადაბრუნების რისკები გამორიცხულია.

თავი XXIV. მაკონტროლებელი მოწყობილობები

მუხლი 107. ზოგადი მოთხოვნები

1. იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების მოთხოვნები არ ითვალისწინებს კონტროლის სხვა გზებს, მზიდი მექანიზმი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ მასზე განთავსებულ პირებს შეეძლოთ მზიდი მექანიზმისს ზევით და ქვევით მოძრაობის და შესაბამის შემთხვევებში სხვა მოძრაობების კონტროლი.

2. მანქანა-დანადგარის ფუნქციონირებისას ზემოაღნიშნული კონტროლის მოწყობილობები უნდა გადაფარავდეს იმავე სახის მოძრაობების კონტროლის სხვა მექანიზმებს, გარდა ავარიული გაჩრების მოწყობილობებისა.

3. აღნიშნული მოძრაობების მაკონტროლებელი მოწყობილობები უნდა ფუნქციონირებდნენ მხოლოდ მუდმივი ზემოქმედების პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მზიდი მექანიზმი სრულიად დახურულია.

თავი XXV. მზიდ მექანიზმზე ან მის შიგნით მყოფ ადამიანებთან დაკავშირებული რისკები

მუხლი 108. მზიდი მექანიზმის მოძრაობით გამოწვეული რისკები

ადამიანების გადასაყვანად (ასაწევად) განკუთვნილი მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და აღჭურვილი, რომ მზიდი მექანიზმის აჩქარება და შენელება არ უნდა იწვევდეს რისკებს ადამიანებისთვის.

მუხლი 109. მზიდი ელემენტიდან ჩამოვარდნის რისკი

1. მზიდი მექანიზმი არ უნდა იხრებოდეს ისე, რომ ქმნიდეს მასზე მყოფი ადამიანების ჩამოვარდნის რისკს, მათ შორის მანქანა-დანადგარის მოძრაობისას.

2. სამუშაო სადგურის სახით დაპროექტებული მანქანა-დანადგარებისთვის აუცილებელია სტაბილურობის უზრუნველმყოფი და საშიში მოძრაობების გამორიცხვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის 42-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღება არ არის საკმარისი, მზიდი მექანიზმი აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის შესაბამისი საყრდენებით. დამაგრების წერტილები საკმარისად მყარი უნდა იყოს სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობის გამოყენებისთვის.

4. იატაკზე და ჭერზე არსებული ლუქები, ასევე ნებისმიერი კარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული რომ შეუძლებელი იყოს მათი უნებლიე გაღება და უნდა იხსნებოდეს ისეთი მიმართულებით, რომ მოულოდნელი გაღების შემთხვევაში გამორიცხული იყოს ჩავარდნის რისკი.

მუხლი 110. მზიდ მექანიზმზე ნივთების დაცემის რისკები

იმ შემთხვევაში, თუ მზიდ მექანიზმზე ნივთების დაცემის რისკები საფრთხეს უქმნის მასზე მომუშავე ადმიანებს, მზიდი მექანიზმი აღჭურვილი უნდა იქნეს დამცავი სახურავით.

თავი XXVI. ფიქსირებულ დაშვებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარები

მუხლი 111. რისკები მზიდ ელემენტზე ან მასში მომუშავე ადამიანებისთვის

1. მზიდი ელემენტი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ გამორიცხავდეს მასზე ან/და მის შიგნით მყოფი ადამიანების ან/და საგნების, მანქანა-დანადგარის ნებისმიერ ფიქსირებულ ან მოძრავ ელემენტთან კონტაქტით გამოწვეულ რისკებს. აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, აუცილებლობის შემთხვევაში, მზიდი ელემენტი უნდა იყოს სრულად დახურული და ურთიერთჩამკეტი მექანიზმით აღჭურვილი კარით, რომელიც გამორიცხავს მზიდი მექანიზმის საფრთხის შემცველ მოძრაობებს კარის დახურვამდე. კარები უნდა რჩებოდეს დახურული მზიდი მექანიზმის გაჩერებებს შორის, როდესაც არსებობს ამ უკანასკნელიდან ჩამოვარდნის რისკი.

2. მანქანა-დანადგარი ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი, რომ გამორიცხავდეს მზიდი მექანიზმის უკონტროლო მოძრაობებს ზედა და ქვედა მიმართულებით. აღნიშნულ მოწყობილობას უნდა შეეძლოს მზიდი მექანიზმის გაჩერება მაქსიმალური დატვირთვისა და წინასწარ განჭვრეტადი მაქსიმალური სიჩქარის პირობებში.

3. გაჩერება ნებისმიერი დატვირთვის პირობებში არ უნდა იწვევდეს მგზავრისთვის ზიანის მომტან დამუხრუჭებას.

მუხლი 112. დაშვების მაკონტროლებელი მოწყობილობები

მანქანა-დანადგარის მაკონტროლებელი მოწყობილობები, გარდა ავარიული კონტროლის მოწყობილობებისა, დაშვებისას არ უნდა იწვევდეს მზიდი მექანიზმის მოძრაობას, როდესაც:

ა) მზიდი მექანიზმის კონტროლის მოწყობილობები იმართება;

ბ) მზიდი მექანიზმი არ არის დაშვების ადგილას.

მუხლი 113. მზიდ მექანიზმთან დაშვება

დაშვების გაჩერებების და მზიდი მექანიზმის დამცველები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული, რომ უზრუნველყოფდეს მზიდ მექანიზმზე ადამიანებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებას ასაზიდი ტვირთისა და ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით.

მუხლი 114. ნიშანდება

მზიდ მექანიზმზე დატანილი უნდა იქნეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის:

ა) მზიდ მექანიზმზე დასაშვები ადამიანების რაოდენობა;

ბ) მაქსიმალური ტვირთამწეობა.

დანართი II

დეკლარირება

თავი I. შინაარსი

მუხლი 1. მანქანა-დანადგარის შესაბამისობის დეკლარაცია

1. დეკლარაცია და მისი თარგმანი შედგენილი უნდა იქნეს იმავე პირობების დაცვით, რომლებიც ვრცელდება ინსტრუქციების შედგენაზე (იხ. I დანართის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები).

2. დეკლარაცია ფარავს ბაზარზე განთავსების მდგომარეობაში მყოფ მანქანა-დანადგარებს და გამორიცხავს საბოლოო მომხმარებლის მიერ დამატებულ კომპონენტებსა და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

3. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დეტალებს:

ა) მწარმოებლის ან შესაბამის შემთხვევში მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სავაჭრო სახელსა და სრულ მისამართს;

ბ) ტექნიკური დოკუმენტაციის შეკრებაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და მისამართს. აღნიშნული პირი დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) მანქანა-დანადგარის აღწერას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის, ზოგად დასახელებას, ფუნქციებს, მოდელს, ტიპს, სერიულ ნომერს და სავაჭრო სახელს;

დ) წინადადებას, რომელითაც მკაფიოდ ადასტურებს მანქანა-დანადგარის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის ყველა სათანადო მოთხოვნასთან და სხვა ტექნიკური რეგლამენტებთან ან/და სხვა შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელთაც მანქანა-დანადგარი შეესაბამება. ნორმატიულ აქტებზე მითითებები უნდა გაკეთდეს.

ე) შესაბამის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც განახორციელა ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ტიპის გამოცდა და პროდუქტის ტიპის გამოცდის ნომერს,;

ვ) შესაბამის შემთხვევაში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს დასახელებას, მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც აღიარა ტექნიკური რეგლამენტის IX დანართით გათვალისწინებული სრული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა;

ზ) შესაბამის შემთხვევაში ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სტანდარტებზე მითითებას;

თ) შესაბამის შემთხვევაში სხვა გამოყენებულ ტექნიკურ სტანდარტებსა და ტექნიკურ სპეციფიკაციებზე მითითებას;

ი) დეკლარაციის შედგენის ადგილსა და თარიღს;

კ) მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელით დეკლარაციის შედგენაზე უფლებამოსილი პირის ვინაობასა და ხელმოწერას.

მუხლი 2. ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის ინკორპორირების დეკლარაცია

1. დეკლარაცია შედგენილი უნდა იქნეს იმავე პირობების დაცვით, რომლებიც ვრცელდება ინსტრუქციების შედგენაზე (იხ. I დანართის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები).

2. ინკორპორირების დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დეტალებს:

ა) მწარმოებლის ან შესაბამის შემთხვევაში მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სავაჭრო სახელსა და სრულ მისამართს;

ბ) ტექნიკური დოკუმენტაციის შეკრებაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და მისამართს. აღნიშნული პირი დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის საიდენტიფიკაციო მონაცემებსა და აღწერას, მათ შორის, ზოგად დასახელებას, ფუნქციებს, მოდელს, ტიპს, სერიულ ნომერსა და სავაჭრო სახელს;

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების აღწერას, რომლებიც იქნა გამოყენებული და დაკმაყოფილებული და მითითებას, რომ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილია ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად. შესაბამის შემთხვევებში მითითებას ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის სხვა საკანონმდებლო აქტთან შესაბამისობის შესახებ;

ე) თანხმობა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის შესაბამისად, ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის შესახებ, შესაბამისი ინფორმაციის მათთვის გადაცემაზე. აღნიშნული უნდა მოიცავდეს ინფორმაციის გადაცემის მეთოდს და უნდა განხორციელდეს ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის მწარმოებლის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის გათვალისწინებით;

ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მითითებას, რომ არ უნდა მოხდეს ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის ექსპლუატაცია, ვიდრე არ იქნება საბოლოო მანქანა-დანადგარი დეკლარირებული, რომელშიც ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარი უნდა იქნეს ინკორპორირებული;

ზ) დეკლარაციის შედგენის ადგილსა და თარიღს;

თ) მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელით დეკლარაციის შედგენაზე უფლებამოსილი პირის ვინაობას და ხელმოწერას.

თავი II. დეკლარაციის შენახვის ვალდებულება

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. მანქანა-დანადგარის მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამისობის დეკლარაციის ორიგინალი შეინახოს მანქანა-დანადგარის წარმოებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

2. ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ინკორპორირების დეკლარაციის ორიგინალი შეინახოს ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის წარმოებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

დანართი III

მანქანა-დანადგარების კატეგორიები, რომლებზეც ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე პროცედურა

1. ხის ან ხორცის ან მსგავსი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მასალების დასამუშავებლად განკუთვნილი, ერთპირიანი ან მრავალპირიანი ცირკულარული ხერხები, რომლებიც მიეკუთვნება შემდეგ ტიპებს:

ა) სახერხი მანქანა-დანადგარები ფიქსირებული საჭრელი პირ(ებ)ით, რომელთაც გააჩნიათ ფიქსირებული მიწოდების დაფა ან დასამუშავებელი ერთეულის ხელით მიწოდების დამხმარე მოწყობილობა ან მოხსნადი ელექტრული მიწოდების მოწყობილობა;

ბ) სახერხი მანქანა-დანადგარები საჭრელი ფიქსირებული პირ(ებ)ით, რომელსაც გააჩნია ხელით მართვადი უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობით სახერხი დაზგა ან გადასაადგილებელი მოწყობილობა (პლატფორმა, შასი);

გ) სახერხი მანქანა-დანადგარები საჭრელი ფიქსირებული პირ(ებ)ით, რომელსაც გააჩნია ხელით ჩატვირთვის ან/და დაცლის მექანიზმით აღჭურვილი დასამუშავებელი ერთეულის მექანიკური მიწოდების ჩამონტაჟებული მოწყობილობა;

დ) სახერხი მანქანა-დანადგარები მოძრავი საჭრელი პირ(ებ)ით, რომელსაც გააჩნია ხელით ჩატვირთვის ან/და დაცლის მოწყობილობის მქონე მექანიკურად მოძრავი პირები;

2. დასამუშავებელი მასალის ხელით მიწოდების ხის ზედაპირის მოსახვეწი მანქანა-დანადგარი;

3. ხის მასალის სათლელი მანქანა-დანადგარი მასალის ცალი მხარის დასამუშავებელად, რომელსაც გააჩნია დასამუშავებელი ერთეულის ხელით ჩატვირთვის ან/და დაცლის მექანიზმის მქონე ჩამონტაჟებული მექანიკური მიწოდების მოწყობილობა;

4. ლენტური ხერხები დასამუშავებელი ერთეულის ხელით ჩატვირთვის ან/და დაცლის მექანიზმით ხის ან მსგავსი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მასალების ან ხორცის და მსგავსი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მასალების დასამუშავებლად, შემდეგი ტიპების:

ა) სახერხი მანქანა-დანადგარები ფიქსირებული საჭრელი პირ(ებ)ით, რომლებიც აღჭურვილია ფიქსირებული ან წინ და უკან მოძრავი მიწოდების დაფით ან დასამუშავებელი ერთეულის საყრდენი მოწყობილობით;

ბ) სახერხი მანქანა-დანადგარები საჭრელი ფიქსირებული პირ(ებ)ით, აწყობილი წინ და უკან მოძრავი გადასაადგილებლით;

5. ამ დანართის პირველ-მე-4 და მე-7 პუნქტებში მითითებული ტიპების კომბინირებული მანქანა-დანადგარი ხის ან მსგავსი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მასალების დასამუშავებლად;

6. დასამუშავებელი ერთეულის ხელით მიწოდების კოტას (შვერილის) გამოსაყვანი მანქანა-დანადგარი, რომელიც აღჭურვილია ხეზე მუშაობისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტების რამდენიმე საჭერით;

7. დასამუშავებელი ერთეულის ხელით მიწოდების ვერტიკალური ღერძის მქონე სათლელი მანქანა-დანადგარი, განკუთვნილი ხის ან მსგავსი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მასალების დასამუშავებლად;

8. ხის დასამუშავებელი პორტატული ჯაჭვური ხერხები;

9. საწნეხი მანქანა-დანადგარები, მანქანა-დანადგარი, რომელიც განკუთვნილია მეტალის ცივად დასამუშავებლად, აღჭურვილი ხელით ჩატვირთვისა ან/და დაცლის მექანიზმით, რომელთა მოძრავი ნაწილების გადაადგილების მანძილი აღემატება 6 მმ-ს, ხოლო სიჩქარე 30 მმ/წმ-ს;

10. დასამუშავებელი მასალის ხელით ჩატვირთვის ან/და დაცლის მექანიზმით აღჭურვილი, ჩამოსხმის ან დაწნეხვის მეთოდით პლასტმასის მაფორმირებელი მანქანა-დანადგარები;

11. დასამუშავებელი მასალის ხელით ჩატვირთვის ან/და დაცლის მექანიზმით აღჭურვილი, ჩამოსხმის ან დაწნეხვის მეთოდით რეზინის მაფორმირებელი მანქანა-დანადგარები;

12. მიწის ქვეშ სამუშაოდ განკუთვნილი მანქანა-დანადგარების შემდეგი სახეობები:

ა) ლოკომოტივები და სატორმუზე ფურგონები;

ბ) ჭერის ჰიდრავლიკური დამჭერები;

13. საწნეხი მექანიზმით აღჭურვილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისთვის გაკუთვნილი, ხელით ჩასატვირთი სატვირთო ავტომობილები;

14. მოსახსნელი გადაცემათა მოწყობილობები და მათი დამცავები;

15. მოსახსნელი გადაცემათა მოწყობილობების დამცავები;

16. ასაწევი მოწყობილობების მომსახურებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები;

17. სამ მეტრზე მეტი ვერტიკალური სიმაღლიდან ჩამოვარდნის საშიშროების შემცველი, ადამიანებისა და ადამიანებისა და ტვირთების ასაწევად განკუთვნილი მოწყობილობები;

18. პორტატული კარტრიჯით აღჭირვილი ფიქსატორები და სხვა იმპულსური მანქანა-დანადგარები;

19. ადამიანის სიახლოვის ამომცნობი დამცავი მოწყობილობები;

20. ამ დანართის მე-9-მე-11 პუნქტებში მითითებული ენერგიაზე მომუშავე, ურთიერთდაკავშირებადი მექანიზმით აღჭურვილი მოხსნადი დამცავები, რომლებიც დაპროექტებულია მანქანა-დანადგარებთან დაკავშირებული საფრთხეებისგან დაცვის მიზნით;

21. უსაფრთხოების ფუნქციების უზრუნველმყოფი გონიერი სისტემები;

22. გადაბრუნებისგან დამცავი მოწყობილობები;

23. ჩამოცვენილი ნივთებისგან დამცავი მოწყობილობები.

დანართი IV

ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების კომპონენტების სია

1. მოსახსნელი/მოხსნადი მექანიკური გადაცემის მოწყობილობის დამცავები;

2. ადამიანის სიახლოვის ამომცნობი დამცავი მოწყობილობები;

3. ენერგიაზე მომუშავე შიდაბლოკირების გადასაადგილებელი დამცავები, რომლებიც დაპროექტებულია ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-9-მე-11 პუნქტებში მითითებული მანქანა-დანადგარებში საფრთხეებისგან დაცვის მიზნით გამოსაყენებლად;

4. უსაფრთხოების ფუნქციების უზრუნველმყოფი გონიერი სისტემები;

5. მანქანა-დანადგარის საფრთხის შემცველი მოძრაობის კონტროლისთვის განკუთვნილი გაუმართაობის აღმოჩენის დამატებითი ფუნქციის მქონე სარქველები;

6. მანქანა-დანადგარის ნარჩენების გამოდევნის სისტემები;

7. მანქანა-დანადგარის ფუნქციონირებაში ჩართული ადამიანების მანქანა-დანადგარის მოძრავი ნაწილებისგან დაცვისთვის გამიზნული დამცავები და დამცავი მოწყობილობები;

8. ამწევი მანქანა-დანადგარების დატვირთვისა და მოძრაობის მონიტორინგის მოწყობილობები;

9. ადამიანთა სავარძლებზე დამაგრების სისტემები;

10. ავარიული გაჩერების სისტემები;

11. პოტენციურად საშიში ელექტროსტატიკური მუხტების დაგროვების პრევენციისთვის განკუთვნილი განმუხტვის სისტემები;

12. ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის 34-ე და 81-ე მუხლებში და 90-ე მუხლის მე-15 პუნქტში მითითებული ენერგიის შემზღუდველები და სარედუქციო მოწყობილობები;

13. ხმის და ვიბრაციის ემისიის შემზღუდველი მოწყობილობები და სისტემები;

14. გადაბრუნებისგან დამცავი მოწყობილობები;

15. ჩამოცვენილი ნივთებისგან დამცავი მოწყობილობები.

16. ორი ხელით მართვადი კონტროლის მოწყობილობები.

17. სხვადასხვა დონეებს შორის ადამიანების აწევისა ან/და დაშვებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების შემდეგი კომპონენტები:

ა) დაშვების კარების ჩამკეტი მოწყობილობები;

ბ) ტვირთმზიდი ერთეულის ჩამოვარდნის ან უკონტროლო ზევით მიმართული მოძრაობის პრევენციის მოწყობილობები;

გ) სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდველი მოწყობილობები;

დ) ენერგიის შემკრები ამორტიზატორები;

დ.ა) არაწრფივი, ან;

დ.ბ) უკუმოძრაობის ჩამხშობებით;

ე) ენერგიის განმმუხტველი ამორტიზატორები;

ვ) ჰიდრავლიკური ძალური ქსელების საკონტაქტო ბუდეებზე დამაგრებული, ჩამოვარდნისგან პრევენციის ფუნქციის მქონე, უსაფრთხოების მოწყობილობები;

ზ) ელექტრული უსაფრთხოების მოწყობილობები, ელექტრული ამომრთველების სახით, რომლებიც შეიცავს ელექტრონულ კომპონენტებს.

დანართი V

ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის აწყობის ინსტრუქცია

ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის აწყობის ინსტრუქცია უნდა მოიცავდეს მისი საბოლოო მანქანა-დანადგარში სწორი ინკორპორირების პირობების იმგვარ აღწერას, რომ არ იქმნებოდეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხე. აწყობის ინსტრუქცია შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

დანართი VI

ტექნიკური დოკუმენტაცია

მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები

ეს ნაწილი აღწერს ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის პროცედურას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა ადასტურებდეს მანქანა-დანადგარის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. იგი უნდა მოიცავდეს აღნიშნული შეფასების მიზნებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარის დაპროექტების, დამზადებისა და ფუნქციონირების შესახებ ინფორმციას. ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოსპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის განსაზღვრულ ენაზე გარდა ინსტრუქციებისა, რომელიც მოცემული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

მუხლი 2. მანქანა-დანადგარის ტექნიკური დოკუმენტაცია

1. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

ა) აწყობის დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს:

ა.ა) მანქანა-დანადგარის ზოგად აღწერილობას;

ა.ბ) მანქანა-დანადგარისა და კონტროლის წრედის სრულ ნახაზებს, ასევე მანქანა-დანადგარების ფუნქციონირების გასაგებად საკმარის აღწერილობასა და განმარტებებს;

ა.გ) მანქანა-დანადგარის დეტალურ აღწერილობასა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შემოწმებისთვის საჭირო ნებისმიერ კალკულაციებს, გამოცდის შედეგებს, სერტიფიკატებს და ა.შ.

ა.დ) რისკის შეფასების აღმწერ დოკუმენტებსა და გავლილი პროცედურის აღწერას, მათ შორის:

ა.დ.ა) ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების სიას, რომლებიც უკავშრიდება მანქანა-დანადგარს;

ა.დ.ბ) მანქანა-დანადგართან დაკავშირებული იდენტიფიცირებული საფრთხეების ამღმოსაფხვრელად და რისკების შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების აღწერას, შესაბამის შემთხვევაში, მანქანა-დანადგართან დაკავშირებული დარჩენილი რისკების მითითებას;

ა.ე) გამოყენებულ სტანდარტებსა და სხვა გამოყენებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებს, რომლებიც მიუთითებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების არსებით მოთხოვნებს, რომლებიც გათვალისწინებულია აღნიშნული სტანდარტებით;

ა.ვ) ნებისმიერ ტექნიკურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს მწარმოებლის ან მის მიერ არჩეული პირის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ განხორციელებული გამოცდების შედეგების აღწერას;

ა.ზ) მანქანა-დანადგარის ინსტრუქციების ასლებს;

ა.თ) შესაბამის შემთხვევებში, თანმხლები ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის ინკორპორირების დეკლარაციასა და ამგვარი მანქანა-დანადგარის აწყობის ინსტრუქციებს;

ა.ი) შესაბამის შემთხვევებში, მანქანა-დანადგარის ან მანქანა-დანადგარში ინკორპორირებული სხვა პროდუქტების შესაბამისობის დეკლარაციის ასლებს;

ა.კ) შესაბამისობის დეკლარაციის ასლს;

ბ) სერიული წარმოების შემთხვევაში, შიდა პროცედურების აღწერას, რომლებიც დაინერგება მანქანა-დანადგარის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

2. მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს კომპონენტების, ხელსაწყოებისა და დასრულებული მანქანა-დანადგარებისთვის აუცილებელი კვლევები და გამოცდები, რათა დარწმუნდეს, რომ პროექტირებისა და დამზადების არჩეული ხერხი უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო აწყობასა და ექსპლუატაციაში გაშვებას. აღნიშნული კვლევების შედეგები უნდა აისახოს ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

3. პირველ პუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მანქანა-დანადგარის წარმოებიდან ან სერიული წარმოების შემთხვევაში უკანასკნელი ერთეულის წარმოებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში.

4. ტექნიკური დოკუმენტაციის მუდმივად მატერიალური ფორმით შენახვა ან მისი საქართველო ტერიტორიაზე არსებობა არ არის აუცილებელი. თუმცა შესაბამისობის დეკლარაციაში განსაზღვრული პირის მიერ მისი შეკრება შესაძლებელი და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გონივრულ ვადაში დოკუმენტაციის კომპლექსურობიდან გამომდინარე.

5. არ არის აუციელებელი, რომ ტექნიკური დოკუმენტაცია მოიცავდეს მანქანა-დანადგარის წარმოებისას გამოყენებული საამწყობრო ერთეულების დეტალურ გეგმებს ან სხვა სპეციფიკურ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ინფორმაციის ცოდნა აუცილებელია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.

6. ეროვნული კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა შეიძლება ჩაითვალოს მანქანა-დანადგარის მიერ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების ეჭვქვეშ დაყენებისთვის საკმარის პირობად.

მუხლი 3. ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადაგრების ტექნიკური დოკუმენტაცია

1. ეს ნაწილი აღწერს ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის პროცედურას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა უჩვენებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის რომელი მოთხოვნებია გამოყენებული და დაკმაყოფილებული და უნდა მოიცავდეს ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის დაპროექტების, დამზადებისა და ფუნქციონირების შესახებ ინფორმციას აღნიშნული შეფასების მიზნებისთვის, კერძოდ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების არსებით მოთხოვნებთან შესაბამისობას. ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე, გარდა ინსტრუქციებისა, რომლებიც მოცემული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

2. დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დამზადების დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავს:

ა.ა) ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარისა და კონტროლის წრედის სრულ ნახაზებს;

ა.ბ) ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის სრულ დეტალურ ნახაზებსა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შემოწმებისთვის საჭირო კალკულაციებს, გამოცდის შედეგებს, სერტიფიკატებს და ა.შ.;

ა.გ) რისკის შეფასების აღმწერ დოკუმენტებსა და გავლილი პროცედურის აღწერას, მათ შორის:

ა.გ.ა) გამოყენებული და დაკმაყოფილებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების სიას;

ა.გ.ბ) იდენტიფიცირებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად და რისკების შესამცირებლად გატარებული დამცავი ღონისძიებების აღწერას და, შესაბამის შემთხვევებში, დარჩენილი რისკების აღწერას;

ა.გ.დ) იმ სტანდარტებისა და სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების აღწერას, რომლებიც ადასტურებს, რომ დაკმაყოფილებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები;

ა.გ.ე) ნებისმიერ ტექნიკურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს მწარმოებლის ან მის მიერ არჩეული პირის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ განხორციელებული გამოცდების შედეგების აღწერას;

ა.გ.ვ) ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის აწყობის ინსტრუქციების ასლს;

ბ) სერიული წარმოების შემთხვევაში, შიდა პროცედურების აღწერას, რომლებიც დაინერგება ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

3. მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს კომპონენტების, ხელსაწყოებისა ან ნაწილობრივ დასრულებული მანქანა-დანადგარებისთვის აუცილებელი კვლევები და გამოცდები, რათა დარწმუნდეს, რომ პროექტირებისა და დამზადების არჩეული ხერხი უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო აწყობასა და გამოყენებას. აღნიშნული კვლევების შედეგები უნდა აისახოს ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

4. პირველ პუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოებისთვის, და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიეწოდოს მათ მანქანა-დანადგარის წარმოებიდან, ან სერიული წარმოების შემთხვევაში, უკანასკნელი ერთეულის წარმოებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში. ტექნიკური დოკუმენტაციის მუდმივად მატერიალური ფორმით შენახვა ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელი უნდა იყოს ინკორპორირების დეკლრაციაში განსაზღვრული პირის მიერ დოკუმენტაციის მოძიება და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის წარდგენა.

5. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნისას ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა შეიძლება ჩაითვალოს მანქანა-დანადგარის მიერ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების ეჭვქვეშ დაყენებისთვის საკმარის პირობად.

დანართი VII

მანქანა-დანადგარის წარმოების შესაბამისობის შეფასება შიდა შემოწმებების გზით

1. ეს დანართი აღწერს პროცედურას, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი, რომელიც ასრულებს ამ დანართის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ადასტურებს და აცხადებს, რომ მანქანა-დანადგარი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს.

2. მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელია ვალდებულია, შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაცია თითოეული პროდუქტის სერიის თითოეული წარმომადგენლობითი ტიპისთვის.

3. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა წარმოების პროცესი უზრუნველყოფდეს წარმოებული მანქანა-დანადგარის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და VI დანართის პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.

დანართი VIII

ტიპის გამოცდა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ტიპის გამოცდა წარმოადგენს პროცედურას, რომლის მეშვეობითაც, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ადგენს და ახდენს სერტიფიცირებას, რომ III დანართით გათვალისწინებული (შემდგომში – ტიპი) მანქანა-დანადგარის წარმომადგენლობითი მოდელი აკმაყოფილებს ამ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

2. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, თითოეული ტიპისთვის შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და წარუდგინოს საკუთარი შეხედულებისამებრ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს.

3. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) მწარმოებლის ან შესაბამის შემთხვევაში მისი მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და მისამართს;

ბ) აღიარებას წერილობითი ფორმით იმის შესახებ, რომ ანალოგიური განაცხადი არ ყოფილა წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში;

გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას.

4. აპლიკანტი ვალდებულია შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს გადასცეს ტიპის ნიმუში. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უფლება აქვს მოსთხოვოს აპლიკანტს დამატებითი ნიმუშების გადაცემა, თუ გამოცდის გეგმა ამას მოითხოვს.

5. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია:

ა) შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია და ის, რომ ტიპი დამზადებულ იქნა ამ უკანასკნელის მიხედვით, ასევე განსაზღვროს, თუ რომელი ელემენტები იქნა დაპროექტებული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების დაცვით და რომელი ელემენტები არ იქნა დაპროექტებული ზემოთ ხსენებული სტანდარტების მოთხოვნებზე დაყრდნობით;

ბ) განახორციელოს ან უზრუნველყოს შესაბამისი ინსპექტირებები, გაზომვები და გამოცდები, რათა დაადგინოს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მიღებული ზომები ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არ იქნა გამოყენებული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტები;

გ) იმ შემთხვევაში, თუ გამოყნებულ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტები, განახორციელოს ან უზრუნველყოს შესაბამისი ინსპექტირებები, გაზომვები და გამოცდები, რათა დაადგინოს, რომ აღნუშნული სტანდარტები ნამდვილად იქნა გამოყენებული;

დ) შეათანხმოს აპლიკანტთან, თუ სად განხორციელდება ტიპის წარმოების შესაბამისობის შემოწმება შედგენილ და შემოწმებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, და ასევე სად განხორციელდება აუცილებელი ინსპექტირებები, გაზომვები და გამოცდები.

6. იმ შემთხვევაში, თუ ტიპი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია აპლიკანტზე გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს მწარმოებლის და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და მისამართს, დამტკიცებული ტიპის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელ მონაცემებს, გამოცდის დასკვნებსა და სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებულ დამატებით პირობებს.

7. მწარმოებელი და შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებული არიან, შეინახონ გაცემული სერტიფიკატის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და ყველა შესაბამისი დოკუმენტის ასლი სერტიფიკატის გაცემიდან 15 წლის განმავლობაში.

8. იმ შემთხვევაში, თუ ტიპი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, აპლიკანტს უარი უთხრას ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე და გასცეს უარის თქმის დეტალური ახსნა-განმარტება. აღნიშნულის შესახებ შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ უნდა შეატყობინოს აპლიკანტს და სხვა აკრედიტებულ ორგანოებს.

9. აპლიკანტი ვალდებულია, შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს, რომელიც ინახავს ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას, შეატყობინოს ტიპთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, შეამოწმოს აღნიშნული ცვლილებები და ან დაადასტუროს არსებული ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ვალიდურობა ან გასცეს ახალი, თუ ცვლილებები საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ან ცვლის ტიპისთვის განსაზღვრულ სამუშაო პირობებს.

10. სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს უფლება აქვთ, მოთხოვნის საფუძველზე მოიპოვონ ტიპის გამოცდის სერტიფიკატების ასლი. დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს მოიპოვოს ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ განხორციელებული შემოწმებების შედეგების ამსახველი დოკუმენტაციის ასლები.

11. ტიპის გამოცდის პროცედურის დოკუმენტები და მიმოწერა შედგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის განსაზღვრულ ენაზე.

მუხლი 2. ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ვალიდურობა

1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის მუდმივი ვალიდურობა. იგი ვალდებულია მწარმოებელს შეატყობინოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა იქონიოს სერტიფიკატის ვალიდურობაზე. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ასევე ვალდებულია ბაზრიდან ამოიღონს სერტიფიკატი, რომელიც აღარ არის ვალიდური.

2. მანქანა-დანადგარის მწარმოებელს აქვს მუდმივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მანქანა-დანადგარის შესაბამისობა არსებული ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამის დონესთან.

3. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსგან ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მოითხოვოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ვალიდურობის გადახედვა.

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო არსებული ტექნოლოგიური დონის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სერტიფიკატი ინარჩუნებს ვალიდურობას, იგი ვალდებულია, განაახლოს სერტიფიკატის მოქმედება დამატებითი 5 წლის ვადით.

5. მწარმოებელი და შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებული არიან, შეინახონ გაცემული სერტიფიკატის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და ყველა შესაბამისი დოკუმენტის ასლი სერტიფიკატის გაცემიდან 15 წლის განმავლობაში.

6. იმ შემთხვევაში, თუ ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ვალიდურობა არ განახლდა, მწარმოებელი ვალდებულია, არ განათავსოს მანქანა-დანადგარი ბაზარზე.

დანართი IX

ხარისხის სრული უზრუნველყოფა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დანართი აღწერს III დანართით გათვალისწინებული მანქანა-დანადგარების შესაბამისობის შეფასებას, რომლებიც დამზადდა ხარისხის სრული უზრუნველყოფით და იმ პროცედურის დაცვით, რომლის ფარგლებში შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აფასებს და აღიარებს ხარისხის სისტემას და აკონტროლებს მის დაცვას.

2. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტირების, წარმოების, საბოლოო ინსპექტირებისა და შემოწმების აღიარებული ხარისხის სისტემით ფუნქციონირება მე-2 მუხლის მოთხოვნების დაცვით და უნდა დააქვემდებაროს მე-3 მუხლით განსაზღვრულ ზედამხედველობას.

მუხლი 2. ხარისხის სისტემა

1. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს წარუდგინოს განაცხადი საკუთარი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასებაზე.

2. განაცხადი უნდა მოიცავდეს:

ა) მწარმოებლისა და, შესაბამის შემთხვევაში, მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელსა და მისამართს;

ბ) მანქანა-დანადგარის პროექტირების, წარმოების, ინსპექტირების, შემოწმებისა და შენახვის ადგილს;

გ) III დანართით გათვალისწინებული იმ მანქანა-დანადგარის თითოეული კატეგორიის ერთი მოდელის VI დანართის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომლის წარმოებასაც აპირებს მწარმოებელი;

დ) ხარისხის სისტემის დოკუმენტაციას;

ე) აღიარებას წერილობითი ფორმით იმის შესახებ, რომ ანალოგიური განაცხადი არ ყოფილა წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში.

3. ხარიხსის სისტემამ უნდა უზრუნველყოს მანქანა-დანადგარის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ყველა შენადგენელი ნაწილი, შესაბამისი მოთხოვნა და განხორციელებული ზომა უნდა იყოს დოკუმენტურად აღწერილი, სისტემატიზებული და მოწესრიგებული, წერილობით გაფორმებული ღონისძიებების, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაციამ უნდა უზრუნველყოს პროცედურებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების, როგორებიცაა ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და შესაბამისი ჩანაწერების ერთგვაროვანი აღქმის შესაძლებლობა.

4. ხარისხის სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგი ინფორმაციის ადეკვატურ აღწერილობას:

ა) ხარისხის მიზნების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ხელმძღვანელი პირების ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების აღწერილობას მანქანა-დანადგარის პროექტირებისა და ხარისხის სფეროში;

ბ) ტექნიკურ საპროექტო დოკუმენტაციას, მათ შორის, გამოსაყენებელი სტანდარტების აღწერილობას, ხოლო თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლში მითითებული სტანდარტები სრულად არ იქნა გამოყენებული, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებული ზომების აღწერილობას;

გ) პროექტირების პროცესის შემოწმებისა და ვერიფიკაციის მეთოდებს, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მანქანა-დანადგარების პროექტირების პროცესებისა და სისტემატური ქმედებების აღწერილობას;

დ) წარმოების შესაბამისი მეთოდების, ხარისხის მართვისა და უზრუნველყოფის, გამოყენებული პროცესებისა და სისტემატური ზომების აღწერილობას;

ე) წარმოებამდე, წარმოების პროცესში და წარმოების შემდეგ გამოყენებული შემოწმებისა და გამოცდების, ასევე მათი ჩატარების პერიოდულობის აღწერილობას;

ვ) ხარისხის კონტროლის მაჩვენებლების სარეგისტრაციო მონაცემებს, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშებს, შემოწმების შედეგებს, კალიბრაციის მონაცემებსა და ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის აღწერილობას;

ზ) მანქანა-დანადგარის ხარისხისა და მისი საპროექტო მიზნების და ასევე ხარიხის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებებს.

5. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია შეაფასოს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ხარიხის სისტემა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს.

6. ხარიხის სისტემის ის ელემენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლში მოცემულ შესაბამის სტანდარტებს, ითვლება, რომ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. შემფასებელთა ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს სულ მცირე ერთი სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია მანქანა-დანადგარის ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა მოიცავდეს მწარმოებლის ტერიტორიაზე ინსპექტირების განხორციელებას. შეფასების პროცესის დროს შემფასებელთა ჯგუფმა უნდა შეაფასოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

8. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, მწარმოებელს ან მის ავტორიზებულ წარმომადგენელს შეატყობინოს მიღებული გადაწყვეტილება. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გამოცდის დასკვნებსა და შეფასების არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას. აუცილებელია არსებობდეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა.

9. მწარმოებელი ვალდებულია შეასრულოს აღიარებული ხარისხის სისტემით განპირობებული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი სათანადო და ეფექტური ფუნქციონირება.

10. მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს, რომელმაც აღიარა ხარისხის სისტემა, შეატყობინოს ხარისხის სისტემის ნებისმიერი დაგეგმილი ცვლილების შესახებ.

11. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ უნდა შეამოწმოს შემოთავაზებული ცვლილებები და გადაწყვიტოს, თუ რამდენად დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეცვლილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, ან საჭიროა თუ არა მისი ხელახალი შემოწმება.

12. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, მწარმოებელს შეატყობინოს საკუთარი გადაწყვეტილება. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ანალიზის დასკვნებსა და შემოწმების არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას.

მუხლი 3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ზედამხედველობა

1. ზედამხედველობის მიზანს წარმოადგენს იმის დადასტურება, რომ მწარმოებელი სათანადოდ ასრულებს აღიარებული ხარისხის სისტემით განსაზღვრულ მოვალეობებს.

2. მწარმოებელმა ინსპექტირების მიზნებისთვის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა დაუშვას პროექტირების, წარმოების, ინსპექტირების ჩატარების, გამოცდისა და შენახვის ადგილებში და უნდა უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია;

ბ) ხარისხის სისტემის საპროექტო ნაწილის სააღრიცხვო ჩანაწერები, როგორებიცაა: ანალიზების, ანგარიშების, გამოცდებისა და ა.შ. შედეგები;

გ) ხარისხის სისტემის წარმოების კონტროლთან დაკავშირებული სააღრიცხვო ჩანაწერები, როგორებიცაა: ანგარიშები კონტროლის შედეგებზე, მონაცემები გამოცდების შედეგებზე, აგრეთვე შემოწმებისა და ანგარიშგების მონაცემები შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციაზე და ა.შ.

3. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ მწარმოებლის საწარმოში პერიოდულად უნდა განახორციელოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირების დამადასტურებელი აუდიტორული შემოწმებები. აუდიტორული შემოწმებების შედეგებზე ანგარიში უნდა წარედგინოს მწარმოებელს. პერიოდული აუდიტის სიხშირე უნდა ითვალისწინებდეს სრულ ხელახალ შეფასებას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.

4. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს, გარდა ზემოაღნიშნულისა, შეუძლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეწვიოს საწარმოს. გადაწყვეტილება დამატებითი ვიზიტებისა და მათი სიხშირის შესახებ მიიღება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ წარმოებული ვიზიტების მონიტორინგის სისტემაზე დაყრდნობით. ვიზიტების მონიტორინგის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფაქტორებს:

ა) ზედამხედველობის ფარგლებში განხორციელებულ წინა ვიზიტების შედეგებს;

ბ) დამცავი ღონისძიებების მონიტორინგის საჭიროებას;

გ) შესაბამის შემთხვევებში, აღიარებული სისტემით გათვალისწინებულ სპეციალური პირობების შემოწმების აუცილებლობას;

დ) წარმოების პროცესის, ტექნიკისა და გაზომვების წარმოების მნიშვნელოვან ცვლილებებს.

5. ზემოთ ხსენებული ვიზიტების ფარგლებში შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებები ან უზრუნველყოს მათი განხორციელება ხარისხის სისტემის გამართული ფუნქციონირების შესამოწმებლად. იგი ვალდებულია, მწარმოებელს გადასცეს ვიზიტების ანგარიშები და, შემოწმების განხორციელების შემთხვევაში, შემოწმების ანგარიში.

6. მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია, ეროვნული ზედამხედველობის ორგანოებისთვის გადასაცემად, წარმოების უკანასკნელი თარიღიდან 10 წლის განმავლობაში, შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) ამ დანართის მე-2 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს გადაწყვეტილებები და ანგარიშები.