განჩინება შპს ”ლოიალ ესთეითი”-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9708-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/9708 -13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2013 წლი ს 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ლოიალ ისთეითი ” (ს/კ 204487778 )

წარმომადგენელი: როინ მოსეშვილი (დირექტორი)

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 8 ივ ლ ისს განცხადებით მიმართა შპს „ლოიალ ისთეითის ” დირექტორმა როინ მოსეშვილმა და ითხოვა შპს „ლოიალ ისთეითი ს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ლოიალ ისთეითი ს” დავალიანება კრედიტორთა წინაშე ჯამში შეადგენს 82329511,12 (ოთხმოცდაორი მილიონ სამას ოცდაცხრა ათას ხუთას თერთმეტი მთელი თორ მეტი მეასედი) ლარს. კრედიტორების სახით მოვალე ასახელებს 5 (ხუთი) პირს, რომელთაგან სამი უცხოური კომპანიაა – „ბულვერ იტერნეიშენალ ინკ” (მოთხოვნით – 18418393,25 ლარი), „ლოკაიბეკ ინვესტმენტს” (მოთხოვნით – 40655124,47 ლარი) და „სენფორდ პერფექშენ ლიმითედ” (მოთხოვნით 4033939,79 ლარი). კრედიტორთა შორის მოვალე საწარმოს დირექტორი ასხელებს ასევე შემდეგ კრედიტორებს: სსიპ – შემოსავლების სამსახურს უზრუნველყოფილი მოთხოვნით, რომლის ოდენობაცაა 4565569,85 ლარი და სს „თიბისი ბანკს” მოთხოვნით 14656483,76 ლარი. მოვალე საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 2013 წლის პირველი ივ ლ ისის მდგომარეობით შპს „ლოიალ ისთეითი ს” კომპანიის სალაროში აქვს თანხა 5420 (ხუთი ათას ოთხასოცი ) ლარის ოდენობით, სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება კი მას არ გააჩნია. მითითებული გარემოებების საფუძველზე მოვალე შპს „ლოიალ ისთეითი ს” დირექტორი როინ მოსეშვილი ითხოვს საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ლოიალ ისთეითი ს” უარი უნდა ეთქვას განცხადებ ის სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

შპს „ლოიალ ისთეითი ს” ქონების სიმცირის სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიშ ებ ი გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკსა” და სს „თიბისი ბანკში”. სს „თიბისი ბანკის” მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულია, რომ შპს „ლოიალ ისთეითი ს” ანგარიშებზე თანხა არაა და ადევს ინკასო 4568969,38 ლარის მოთხოვნით. თანხის უქონლობას ადასტურებს სს „საქართველოს ბანკის” მიერ გაცემული ცნობაც. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია სს „პროკრედიტ ბანკის” , სს „ბანკი რესპუბლიკას” , სს „პრივატბანკის” , სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას” , სს „ბანკი კონსტანტას” და სს „ლიბერთი ბანკის” მიერ გაცემული ცნობები, რომლ ებ იდანაც ირკვევა, რომ შპს „ლოიალ ისთეითი ს” ხსენებულ ბანკებში მიმდინარე ანგარიშები გახსნილი არ აქვს. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 4 ივ ლ ისს გაცემული ცნობა, რომ შპს „ლოიალ ისთეითის ” (ს/კ 204487778 ) სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 3 და 4 ივ ლ ისის ცნობ ებ ის თანახმად, შპს „ლოიალ ისთეითი ” (ს/კ 204487778 ) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებების და მოვალე საწარმოს დირექტორის განმარტების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის მოვალის ქონება მთლიანობაში მოიცავს მის სალაროში არსებულ თანხას – 5420 (ხუთი ათას ოთხასოცი ) ლარ ს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „ლოიალ ისთეითის ” აქტივი შეადგენს 5420 (ხუთი ათას ოთხას ოცი ) ლარ ს. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება ვერ უზრუნველყოფს ასეთი წარმოების მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რაც მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაზომიერ დაცვას, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედოტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს (იხ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი თ გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ლოიალ ისთეითის ” (ს/კ 204487778 ) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან, ხოლო უცხოელ კრედიტორთათვის მათთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი განჩინების ასლის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ლოიალ ისთეითის ” (ს/კ 204487778 ) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „ლოიალ ისთეითი ” გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს „ლოიალ ისთეითის ” (ს/კ 204487778 ) რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2013 წლის 18 ივლისის ა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ლოიალ ისთეითმა ”.

4. უცხოელ კრედიტორთა ინფორმირების მიზნით შპს „ლოიალ ესთეითი ” ვალდებულია გონივრულ ვადებში უზრუნველყოს განჩინების გადათარგმნა, თარგმანის ნოტარიალური დადასტურება, ნათარგმნი განჩინების ასლების უცხოელ კრედიტორთათვის ჩაბარება, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტთა და ნათარგმნი განჩინების ერთი ეგზემპლარის სასამართლოში წარმოდგენა. 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის განმცხადებლისათვის და უცხოელ კრედიტორთათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ ი მა ვე წესით სხვა კრედიტორებმაც განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობ აში.

 

    მოსამართლე                                                          ბესიკ სისვაძე