სს „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭო იწვევს აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2013 წლის 9 აგვისტოს, 18 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეკინის ქუჩა № 34, მე-3 სართული, ოთახი 12.

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების მონაწილე აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 18 ივლისს.

 

დღის წესრიგი:

1. სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრის არჩევნები;

2. სადა ვ ო ქონების შესახებ;

3. 2013 წელს ჩასატარებელი ქმედებების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ;

4. ფოთის საწარმოო კომპლექსის რეალიზაციის შემდგომი წარმოების საკითხების შესახებ;

5. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შესახებ.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „წყალმშენი-1”-ი ს ადმინისტრაციაში (ტელ: 599 41 39 43; 2 30 61 88), ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნ ე ს წარდგენილი ადმინისტრაციაში საერთო კრებამდე 7 დღით ადრე პირადად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2013 წლის 18 ივლისის მდგომარეობით და საერთო კრებაზე წარმოადგენენ საკუთარ პირადობის მოწმობას.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „წყალმშენი-1”-ი ს რეგისტრატორთან – შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი № 74ა, ტელ: 2-22-53-51, 2-91-31-42.

 

გენერალური დირექტორი          თ. გედევანიშვილი