1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:

ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს;

ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს;

გ) მინიმალური პაის ღირებულებას;

დ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4495);

ე) ამ კანონის 133 მუხლის შესაბამისად მოგების განაწილების წესს;

ვ) ზარალის განაწილების წესს;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერთვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს;

თ) კოოპერატივის დაშლისა და მისი დაშლის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილების წესს;

ი) კოოპერატივში ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიღების წესს;

კ) კოოპერატივის სამართლებრივი მართვის სტრუქტურას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სავალდებულო სარეზერვო ფონდში შესატანი თანხა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების 15%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში (არაუგვიანეს 1 მარტისა) უნდა განხორციელდეს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს  სხვა სახის ფონდების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, შექმნას და მათი განკარგვის წესს.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022