1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება;
გ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები.
3. თუ კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიმართავს შუამდგომლობით აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სამინისტროს შეაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას.
5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე.
6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მონიტორინგის უარყოფითი შედეგები;
ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განცხადება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.
7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უფლება აქვს, ამ სტატუსის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ სააგენტოს მიმართოს განცხადებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.12.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.12.2022 კანონი №2434
- 11.12.2019 კანონი №5498
- 11.11.2015 კანონი №4495
წინა რედაქცია (05.08.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო). 2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება; ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება; გ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები. 3. თუ წკოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღსაქართვებლოს გარემოს დაწყცვეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიმართავს შუამდგომლობით აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვიღსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სააგემინისტროს შეჰყაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას. 5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე. 6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონშეწყვეტიურის შესახებ გადაწყვეტიულებას ი პირიღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მოინისტორი. აღნგი.შნული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) მონიტორინგის უარყოფითი შედეგები; ბ) ამ კანონის მე-11 მურხლიდს მე-3 პუნქტით განსაზღვრული მეპაიეთა რაოდენობისთვ შემცირება; გ) ს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტგატუსის შნცხადეჩერების ა ნ შეწყვეტის სასოფუძველიო-სა, რაც მეცურნეობ კოოპებრა შეტივის სტაბამიტუსიურიდიულ პირს და ქვშეწყნდვება ტისააგ შენტოს ოფიციალურ ვხებგვერდზე. 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უფლება აქვს, ამ სტატუსის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ სააგენტოს მიმართოს განცხადებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.