1. ეს კანონი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  ფუნქციონირებასთან, სახელმწიფო ხელშეწყობასთან, მათი საქმიანობის მონიტორინგთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილ