საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №596 |
|
2013 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
|
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
დ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის, ერთ-ერთი - ინგლისური) ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა.
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება.
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
დ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის, ერთ-ერთი - ინგლისური) ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა.
4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება.
5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის:
ა) პროტოკოლის სამმართველოს მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა.ა) უმაღლესი განათლება;
ა.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
ა.გ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის, ერთ-ერთი - ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;
ა.დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ბ) პროტოკოლის სამმართველოს მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება;
გ) პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გ.ა) უმაღლესი განათლება;
გ.ბ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის, ერთ-ერთი ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;
გ.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
გ.დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
დ) პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
დ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.ბ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.გ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება.
6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
გ) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“) სრულყოფილი ცოდნა;
ვ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ზ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ე) საქართველოს საარჩევნო კოდექსი;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
ლ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
მ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ნ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ო) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
პ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ჟ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
რ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება.
8. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა.
9. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება;
ე) „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულება.
10. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის:
ა) უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა.ა) უმაღლესი განათლება;
ა.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;
ა.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ბ) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.გ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება;
გ) უფროსის მოადგილის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გ.ა) უმაღლესი განათლება;
გ.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
დ) უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.გ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება;
ე) მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ე.ა) უმაღლესი განათლება;
ე.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ე.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ვ) მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ვ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ.ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება;
ზ) მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ზ.ა) უმაღლესი განათლება;
ზ.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსთვიანი გამოცდილება;
ზ.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
თ) მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი
საკონკურსო თემატიკა:
თ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
თ.ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება.
11. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო ჯილდოების სამსახურის:
ა) უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა.ა) უმაღლესი განათლება;
ა.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;
ა.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ბ) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.გ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.დ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულება;
ბ.ე) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554 დადგენილება;
ბ.ვ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილება;
ბ.ზ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება;
გ) უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გ.ა) უმაღლესი განათლება;
გ.ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
დ) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
დ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.ბ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.გ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულება;
დ.დ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის N45 დადგენილება;
დ.ე) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554 დადგენილება;
დ.ვ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება.
12. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის:
ა) მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა.ა) უმაღლესი განათლება;
ა.ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
ა.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ა.დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ბ) მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ.დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება;
გ) მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გ.ა) უმაღლესი განათლება;
გ.ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
გ.დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დ) მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება;
ე) უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ე.ა) უმაღლესი განათლება;
ე.ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსთვიანი გამოცდილება;
ე.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა;
ე.დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ვ) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ვ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ვ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ.დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება.