სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2/1-15/4022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

 

გაცნობებთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54 -ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 202906427) კაპიტალში აქციათა 96.307157% -ის მფლობელი აქციონერის – ღსს „ბანკ ვეტებეს“ მიერ 2013 წლის 23 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად:

1.დადგენილ იქნა სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ კაპიტალის გაზრდის მიზნით 12 250 000 (თორმეტი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) დამატებითი ჩვეულებრივი აქციის გამოშვება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტის საფუძველზე, ნომინალური ღირებულებით – თითოეული 1 (ერთი) ლარი.

2.შეტანილ იქნა ცვლილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ წესდების 3.1 პუნქტში.

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერის – ღსს „ბანკს ვეტებეს“ 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვებგვერდზე www.vtb.ge .

 

გენერალური დირექტორი   ა. კონცელიძე