„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №194 |
|
2013 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანების (სსმ, 100110000.22.038.016046, 25/05/2011):
|
1.
მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2.
მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 ამ ბრძანების პირველი და მე-3 მუხლებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილნი არიან გაეცნონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს დადგენილ ფარგლებში მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე. მუხლი 5 ამ ბრძანების პირველი და მე-3 მუხლებით განსაზღვრულ პირებს უფლება არა აქვთ გაამჟღავნონ ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენონ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობით მიღებული ინფორმაცია სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში –დეპარტამენტი) თავმჯდომარე. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები. 3. დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მოსამსახურეები. 4. დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები. 5. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები. 6. დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მოსამსახურეები. 7. დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები. 8. დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების (შემდეგში - დაწესებულება) დირექტორები და მათი მოადგილეები. 9. დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეები. 10. დაწესებულებების სოციალური განყოფილებების მოსამსახურეები. 11. დაწესებულებების უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეები. 12. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები.“.
|