1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:

ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს / ორგანოს/ და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართლებრივ საქმეს;

ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს, შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.

გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.

3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით გააუქმებს მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს /აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს/.

4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.

5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი – სახელი, გვარი მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები / ასეთი პირობების შემთხვევაში/; იურიდიული პირი – იურიდიული პირის მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;

ზ) სამართალდარღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

6. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი; თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

7. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს / თანამდებობის პირს/, რომელიც უფლებამოსილა განიხილოს ადმინისტრაციული სამართლებრივი საქმ