1. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი, სერია და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა”, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი (ერთ-ერთი თანამშრომელი).
4. ოქმების გატანის უფლება /წერილობითი მოთხოვნით/ აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომელს.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომლებზე ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ დირექტორის ხელმოწერით