1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითრები (ოქმები) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვთ შემდეგი დამცავი ნიშნები:
ა) ნომერი;
ბ) დამცავი ბადე;
გ) უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს.
2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფროსის ბრძანებით დანიშნული ამისათვის პასუხისმგებელი პირი.
4. ოქმების გატანის უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის თანამშრომლებს, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფროსის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს.
5. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფროსის ხელმოწერით.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის/პირების ხელმძღვანელები ოქმების წარმოებაზე (გაუქმებაზე) ამზადებენ ყოველთვიურ ანგარიშს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზ