ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №2

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისა და გამოყენების წესი

საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და წარმოება

1. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის  კოდექსი“ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

3. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

4. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომას.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფლებამოსილმა თანამშრომელმა, თუ ადგილზე ვერ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საჯარიმო ქვითარი (ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე, ან ფოტოფირზე, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილია, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) შეადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოში და გაუგზავნოს სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

6. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი ფოსტით ეგზავნება.

8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილში აღინიშნება:

ა) შედგენის თარიღი;

ბ) შედგენის ადგილი;

გ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი;

დ) სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი);

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, ჯარიმის ოდენობა;

ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები;

თ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;

ი) მიმღები მოლარე;

კ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;

ლ) მოწმე, ან სხვა პირის ხელმოწერა;

მ) ოქმის შემდგენლის ხელმოწერა;

ნ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა;

ო) შენიშვნა.

9. საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილში აღინიშნება:

ა) გადამხდელის სახელი, გვარი;

ბ) გადამხდელის მისამართი;

გ) ჯარიმის ოდენობა;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი;

ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;

ვ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;

ზ) მიმღები მოლარე;

თ) შემომტანი;

ი) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

კ) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ;

ლ) საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:

ლ.ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი;

ლ.ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

10. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითარი (ოქმი)  ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).

11. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.

12. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.

13. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ხელმოწერაზე, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენის მიერ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

14. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) დასართავი ახსნა–განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

15. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში.

16. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

დანართი №3

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

№ 000000000

სერია: ქქ 000000

1.  – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –  20     წ.            2.  – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ოქმის შედგენის რიცხვი, თვე/                                                                      /ოქმის შედგენის ადგილი/

3. – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ოქმის შემდგენლის თანამდებობა/

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/სახელი, გვარი/

4. დავადგინე, რომ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი/

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ნორმატიული აქტი, რომელიც დაირღვა/

5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის – – – – – – – – – – – მუხლით/მუხლის – – – – – – – – – – – – – ნაწილით.

6. მონაცემები დამრღვევის შესახებ: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი N და სხვა მონაცემები, იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები/

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

7. დამრღვევის ახსნა-განმარტება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.

8. მოწმე ან/და დაზარალებული: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ხელმოწერა/                                        /სახელი, გვარი, მისამართი/

9. ოქმის შემდგენელი პირი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ხელმოწერა/                         /სახელი, გვარი/

10. სამართალდამრღვევი პირი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/ხელმოწერა                         /სახელი, გვარი/

11. ჩავიბარე ოქმი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

/სამართალდამრღვევის ხელმოწერა/

12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

13. შენიშვნა: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

დანართი №4

წინა მხარე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

ნაწილი 1.                                             საჯარიმო ქვითარი

ბ.ა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000000

1. შედგენის თარიღი: _ _ _ _ _ _ _   2. შედგენის ადგილი: _ _ _ _ _ _ _

(რიცხვი, თვე, წელი)

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

4. სამართალდამრღვევის მონაცემები: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი)

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის – – – – – – – – – მუხლის – – – – ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას – – – – – ლარის ოდენობით.

7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა–განმარტება: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(ახსნა–განმარტებისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

9. მიმღები მოლარე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _             _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(ხელმოწერა და თარიღი)  (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

მოწმის ან სხვა პირის ხელმოწერა: – – – – – ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: – – – – –

სამართალდამრღვევი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

შენიშვნა:  _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ნაწილი 2. საჯარიმო ქვითრის ყუა

№ 000000000

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში

1. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(გადამხდელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

2. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(გადამხდელის მისამართი)

3. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(ჯარიმის ოდენობა)

4. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

5. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

6. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

7. მიმღები მოლარე: _ _ _ _

ხელმოწერა

8. შემომტანი: _ _ _ _ _ _ _ _

(ხელმოწერა)

ბ.ა.

თარიღი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

(რიცხვი, თვე, წელი)

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების, ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ

უკანა მხარე

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.

მოქალაქეს  განემარტა  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მიეწოდა ინფორმაცია სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10 დღიანი ვადის შესახებ (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: ქალაქი ქუთაისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3).

დამკვეთი:                   დამამზადებელი:

მისამართი:                 სემგს-ს რეგისტრაციის №

დანართი №5

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

№

გაცემის  თარიღი

ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნომერი

ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემი

ოქმის,საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები

შედგენილი (გამოყენებული) ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები)

დაბრუნებული /გაუქმებული/ ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები)

შენიშვნა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელ მოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელ მოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელ მოწერა

დაბრუნების თარიღი

აქტის ნომერი

გვარი

სახელი

ხელ მოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

დანართი №6

ა ქ ტ ი   №

(ფორმა)

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(აქტის შედგენის ადგილი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 20      წელი

№

რაოდენობა

ოქმის ინდივიდუალური ნომერი/ნომრები

შენიშვნა

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორე