1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა–ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, გაცემის შემდეგ – ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი სამსახურის, ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რეგისტრაციის ჟურნალზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირთან.

3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ რაც ოქმები და საჯარიმო ქვითრები ჩაბარდება უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნებ