1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ყვარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული წარმოებისას ადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, მათ შორის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ის 264-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს.
3. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეების მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-17, მე-20 და 21-ე თავებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილავს ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს გამოაქვს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი:
ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ;
გ) ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე, თუ შეუძლებელია პირველად დადებული სახდელის აღსრულება;
დ) საურავის დარიცხვის შესახე