1. წინამდებარე წესით განსაზღვრული ოქმი და საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს მესამე კატეგორიის – „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ და აქვთ შემდეგი დამცავი ნიშნები:
ა) ხაზების მაგივრად გამოყენებულია მიკროშრიფტი, რომელშიც იკითხება წარწერა - ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია“.
ბ) ექსკლუზიური დამცავი ბადე;
გ) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ანათებს.
2. ოქმებითა და საჯარიმო ქვითრებით მომარაგებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დამოუკიდებლად. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. ოქმისა და საჯარიმო ქვითარზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები - „სემგს“, პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდზე დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება.
4. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული ამისათვის პასუხისმგებელი პირი.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
6. ოქმების და საჯარიმო ქვითრების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერით. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება წაშლა ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის შესწორება. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის ” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
7. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების წარმოებაზე (გაუქმებაზე) ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის სახელზ