განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5795-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/5795-13

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლი 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

 

განმცხადებლები - მომრიგებელი საბჭოს წევრები - 1 - რევაზ ჭეღელიძე

                                      2 - მარიამ დევნოსაძე

                                        3 - ანტონ ლასხიშვილი

 

 მოთხოვნა -  კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს  ,,კავკასიის   ციფრული    ქსელის’’ მიმართ.

 

2013 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში  შპს  ,,კავკასიის   ციფრული    ქსელის’’  მომრიგებელი საბჭოს წევრების რევაზ ჭეღელიძის, მარიამ დევნოსაძისა და  ანტონ ლასხიშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს სხდომის ოქმი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყების შესახებ.

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:                            1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება  შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ რეაბილიტაციის  პროცედურის დაწყების შესახებ;

2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით

     

დაადგინა

 

1. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2013 წლის 1 აგვისტოს, 14:00  საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6, სხდომის დარბაზი #29) შემდეგი დღის წესრიგით:

 

1. ა) მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება  შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ რეაბილიტაციის  პროცედურის დაწყების შესახებ; 1. ბ) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლოს ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

 

 

მოსამართლე                                     თამარ ჭუნიაშვილი