„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის N184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№192
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016199
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  № 192

2013 წლის 31 ივლისი
 

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის N184 ბრძანების (სსმ III, 31.12.2010, N172, მუხ. 2510) პირველი მუხლის  „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სიტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდეგში - დეპარტამენტი) №4 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

 

2. დეპარტამენტის თავმჯდომარემ უზრუნველყოს დეპარტამენტის N4 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების განხორციელება.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 16 აგვისტოდან.

მინისტრისოზარ სუბარი