ა) პერსონალურად აგებს პასუხს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სამსახურეობრივი დისციპლინის დაცვაზე;

ბ) დაწესებულების დირექტორს მოახსენებს დისციპლინური დარღვევების შესახებ;

გ) დაწესებულების დირექტორს მოახსენებს სამორიგეო ცვლის იმ მოსამსახურეთა შესახებ, რომლებიც სამსახურის პირნათლად შესრულების ან/და სიფხიზლისა და საზრიანობის გამოჩენისათვის იმსახურებენ წახალისებას;

ე) ორგანიზებას უწევს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვას, მათ განცალკევებით მოთავსებას, დაწესებულების დებულების და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს, ინციდენტების პრევენციისათვის, წესრიგის აღდგენისა და უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) დღის საათებში არანაკლებ ორჯერ და ღამის საათებში არანაკლებ სამჯერ ამოწმებს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას საგუშაგოებზე;

თ) უზრუნველყოფს ტექნიკური დაცვის მოწყობილობების და კავშირგაბმულობის მუშაობის, საკნების, საკნის ტიპის  საცხოვრებელ სადგომების და საერთო საცხოვრებლის კარების საკეტების, ცხაურების და სასაკნე მოწყობილობების შემოწმებას, იღებს ზომებს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;

ი) აკონტროლებს დაწესებულების ტერიტორიაზე სამეურნეო ან სხვა საგნების შენახვას;

კ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებაში მიღებას და მათი  გაყვანისა და გადაყვანის შემთხვევაში ადგენს სათანადო აქტს და აბარებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს წარმომადგენელს. ორგანიზებას უწევს მათი და მათი ნივთების სრულ შემოწმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ლ) ორგანიზებას უწევს სამედიცინო პერსონალის გამოძახებას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან მათ გადაყვანას საექიმო-სამედიცინო  პუნქტში;

მ) „მოთხოვნის ბარათი გამოძახებზე“ საფუძველზე უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებიდან და საერთო საცხოვრებლიდან გამოყვანას გამომძიებელთან, ადვოკატთან და ა.შ.;

ნ) სისტემატიურად ადევნებს თვალყურს  სამარტოო საკანში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში და ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის საკანში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 24 საათისა მოახსენებს დაწესებულების დირექტორს;

ო) ახორციელებს საკარანტინო საკნებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილებას;

პ) ღამის საათებში სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს ჩამოართმევს საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლის გასაღებს და ინახავს მათ რკინის სათანადოდ დალუქულ რკინის კარადაშ