2. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს.

3. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ამა თუ იმ სამორიგეო ცვლაში დანიშვნა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით.

4. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.

5. სამორიგეო ცვლის მოსამსახურე ერთიდაიგივე საგუშაგოზე ინიშნება როტაციის პრინციპით, რის შემდგომ იგი იმავე სამორიგეო ცვლაში აუცილებლად გადაყვანილ უნდა იქნეს სხვა საგუშაგოზ