1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და ბრალდებული/მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია, კანონმდებლობის შესაბამისად, მოახდინოს მისი განცალკევებით მოთავსება არაუმეტეს 24 საათისა, დააწესოს მასზე მეთვალყურეობა და აღნიშნულის თაობაზე მოახსენოს დაწესებულების დირექტორს.
2. დაწესებულების დირექტორი, მოტივირებული პატაკის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირის იზოლაციის თაობაზე და აწესებს დროებით საგუშაგოს.
3. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ყოველდღე უნდა იყოს ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს.