ა) საგუშაგო - დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის ნაწილი, საიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი.

ბ) დანაყოფი -  დაწესებულების  შენობის ერთი ან რამდენიმე ფლიგელი ან/და ერთი ან რამდენიმე სართული, სადაც განთავსებულია საკნები, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომები და საერთო საცხოვრებლები, ასევე ის ობიექტები, რომელთა დაცვაც დაევალება სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს.

გ) სამორიგეო ცვლა - უფროსი ინსპექტორის-ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და სამორიგეოს მოსამსახურეთა შემადგენლობიდან ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელიც დაწესებულების დირექტორის  ბრძანების შესაბამისად დაწესებულებაში მორიგეობენ დადგენილი დროის განმავლობაში;

დ) ტექნიკური დათვალიერება - საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის, საერთო საცხოვრებლისა და დაწესებულების ტერიტორიაზე სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების დათვალიერება მისი ტექნიკური გამართულობის თვალსაზრისით;

ე) მაღალი რისკის მატარებელი ბრალდებული/მსჯავრდებული  - ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელიც აღრიცხვაზე იმყოფება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებაში, მიდრეკილება აქვს დაწესებულების დებულების სისტემატიური დარღვევისაკენ ან/და დანაშაულის ჩადენისკენ. ასევე განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას;

ვ) საგუშაგო ტაბელი – წარმოადგენს დაწესებულებაში არსებულ საგუშაგოთა ჩამონათვალს, სადაც ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებულ ყველა დოკუმენტებისა და საგნების ჩამონათვალი და აღნიშნულია სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები.

ზ) დაწესებულების ხელმძღვანელობა -  დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების დირექტორის მოადგილე.

თავი II

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე კონტროლი და ზედამხედველო