მუხლი 1.🔗
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში–დაწესებულება) სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია) აწესრიგებს დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმისა და ზედამხედველობის განხორციელების წესს. ამ ინსტრუქციის მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და სამორიგეოს მოსამსახურეებისთვი