1. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან დანაყოფების მიხედვით. მათი რაოდენობა განისაზღვრება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის მიხედვით (თითოეულ დანაყოფში არაუმეტეს 150 ბრალდებული/მსჯავრდებული).

2. თითოეულ დანაყოფს დაწესებულების ტიპის მიხედვით ზედამხედველობს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში - სამორიგეო  ცვლაში არანაკლებ  2  და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, პატიმრობის და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში - სამორიგეო ცვლაში არანაკლებ 4 სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე.