1. აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და ამის თაობაზე მოახსენებს მის უშუალო უფროსს.
2. წინა სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი აბარებს ახალი სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის და საერთო საცხოვრებლის გასაღებებს, რის შემდეგაც ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ, საგუშაგო მიღებულად ითვლება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 01/08/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება