ა) დანაყოფის ახალი და წინა სამორიგეო ცვლის ინსპექტორები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივი და ვიზუალური შემოწმების შედეგებს ადარებენ საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში განლაგებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივ და ვიზუალურ მონაცემებს და შედეგებს ასახავენ დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში;
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო (გამომძიებელთან გამოძახება, ადვოკატთან, პაემნის, სასამართლოზე პროცესზე გადაყვანა და ა.შ.) ბრალდებულები/მსჯავრდებულები არ ესწრებიან შემოწმებას, მათ არყოფნის მიზეზებს ასახავენ დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში;
გ) დანაყოფის წინა ცვლის ინსპექტორი გადასცემს ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორს, გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე გამოძახებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოთხოვნის ბარათი გამოძახებაზე;
დ) მორიგეობის მიღება-ჩაბარების დროს საგუშაგოზე და მთლიანად დანაყოფში აღმოჩენილი ყველა ხარვეზი აისახება დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში;
ე) დანაყოფის ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორს გადაეცემა დოკუმენტაცია, საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კართოთეკა და დანაყოფში შესასვლელი კარების გასაღებებ