მუხლი 76.🔗

თუ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა ემთხვევა დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობას, ახალი და წინა სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში მიღება-ჩაბარებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დათვლილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა არ ემთხვევა მონაცემებს, ახალი და წინა სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენონ დაწესებულების დირექტორს და შეუდგნენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განმეორებით გადათვლა