მუხლი 97.🔗
საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლის დათვალიერების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: დათვალიერების ჯგუფის უფროსი განუმარტავს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეს მისვლის მიზანს, სამორიგეო ცვლის მოსამსახურე ვალდებულია მოახსენოს მას არსებული ვითარება, არის თუ არა უსაფრთხო საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის გაღება. დადებით შემთხვევაში სამორიგეო ცვლის მოსამსახურე სარკმლიდან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს აძლევს მითითებას დაიხიონ ორი მეტრით უკან, რისი შესრულების შემდეგ აღებს საკნის/ საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარებს. ამის შემდეგ დათვალიერების ჯგუფის უფროსი აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოყვანას და მათ დათვალიერებას სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, რის შემდეგ მათ ტოვებს ზედამხედველობის ქვეშ და იწყებს საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომისა და საერთო საცხოვრებლის დათვალიერება