1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და საერთო საცხოვრებლის არაგეგმიური და გეგმიური დათვალიერება ტარდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით.

2. დათვალიერების შედეგები აისახება ოქმში  და მოხსენდება დაწესებულების  სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებს აცნობებს დაწესებულების ხელმძღვანელობას.