დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი
მიღების თარიღი 09.08.2013
ძალის დაკარგვა 12.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №320
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 08.04.2021
დოკუმენტის ტექსტი
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№320
2013 წლის 9აგვისტო
ქ. თბილისი
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა (შემდგომში - „დევნილთა“) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1.
2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №2 და „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“ - დანართი №3.
3. დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - დანართი №4 და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი №5.
4. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - დანართი №6.
5. შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №7-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე