დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.04.2021 ბოლო ცვლილება 27.09.2022
ნომერი
№01-30/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.035.016858
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-30/ნ

2021 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1.

2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2.

3. დამტკიცდეს „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №3.

4. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ – დანართი №4.

5. დამტკიცდეს „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი №5 და „აღწერის ფორმა“ - დანართი №6.

6. დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №8.

7. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №9.

8. შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №10-ის შესაბამისად.

მუხლი 2

საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევაში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტები განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურები და კრიტერიუმები.

მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს № 320 ბრძანება.

მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე

მუხლი 1🔗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2022.
როდის იქნა მიღებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-30/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010170000.22.035.016858.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.09.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, №01-30/ნ, 08.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.016858 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5145629/