„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-4/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.035.016935
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-4/ნ

2022 წლის 18 იანვარი 

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12.04.2021, 010170000.22.035.016858) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“):

1. მე-3 მუხლს 23-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:

„24. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შესასყიდად წარმოდგენილი ინდივიდუალური უძრავი ქონება (ბინა) სააგენტოს მიერ შესაძლებელია შესყიდულ იქნეს ამ მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდება, რომ მასში შექმნილია უსაფრთხო, სათანადო საცხოვრებელი პირობები.“.

2. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დევნილი ოჯახის განცხადებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. კომისიის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, აგრეთვე შესაძლებელია დევნილ ოჯახზე ქირის თანხა გაიცეს განმეორებითი მონიტორინგის გარეშე 1 წლამდე ვადით, მაგრამ არაუმეტეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე, რაზედაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაშია 2022 წლის 18 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი