„ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-6/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016489
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-6/ნ

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/05/2017, 470230000.22.035.016446) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია საბჭოს სამდივნოში წარდგენილი უნდა იქნეს ტრანსპლანტაციის ოპერაციის განხორციელებამდე 15 სამუშაო დღით ადრე, გარდა, ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე  ესაჭიროება  ტრანსპლანტაციის ოპერაციის გადაუდებელი წესით ჩატარება,  რომლის დაყოვნებაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შესაბამისად, შეუძლებელია ამ დებულების მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები დაცულად ჩაითვლება, თუ:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე უზრუნველყოფს საბჭოსათვის შეტყობინებისა („განაცხადი დაგეგმილი ტრანსპლანტაციის შესახებ“ (დანართი №1.1)) და ნოტარიულად დამოწმებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტების (მ.შ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვ.) გაგზავნას. გაგზავნა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, info@moh.gov.ge-ზე;

ბ) ყველა საჭირო დოკუმენტაციას საბჭოს სამდივნოს წარუდგენს არაუგვიანეს ოპერაციის დასრულების დღიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, პაციენტის (რეციპიენტის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ოპერაციის გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ამ შემთხვევაშიც დოკუმენტაციის განხილვა განხორციელდება ამ მუხლის მე-4 - მე-8 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“. 

3. მე-8 და მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს თანხმობა ცოცხალი დონორისაგან ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გაიცემა/დასტურდება განაცხადის გაკეთებიდან არაუმეტეს 8 სამუშაო დღის ვადაში.

9. ამ მუხლის მე-2 დ 31 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გაყალბება გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
2018 წლის პირველი იანვრიდან, ამ ბრძანების ამოქმედებამდე ჩატარებული ტრანსპლანტაციის შემთხვევებისთვის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-9 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ოპერაციების ჩატარების თაობაზე შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები აითვლება ამ ბრძანების ამოქმედებიდან.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.02.2018.
როდის იქნა მიღებული „ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-6/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016489.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-6/ნ, 08.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016489 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4050808/