„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.017169
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №8/ნ

2025 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 20/06/2013; 470230000.22.035.016210) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 1. ბრძანების:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) პირველადი ჯანდაცვის სისტემის შეფასების ინდიკატორების ჩამონათვალი (დანართი №3);

დ) ოჯახის ექიმისა და ექთნის სამუშაოთა აღწერილობები (დანართი №4).“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები  განსაზღვრულია მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის.“.

2. ბრძანებას დაემატოს №3 (პირველადი ჯანდაცვის სისტემის შეფასების ინდიკატორების ჩამონათვალი) და №4 (ოჯახის ექიმისა და ექთნის სამუშაოთა აღწერილობები) დანართები, თანდართული რედაქციით.

3. ბრძანებით დამტკიცებული  №1 დანართის  (ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები):

ა)  პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებზე (აღნიშნული არ ვრცელდება სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებზე,  გარდა, ამავე დანართის მე- 4 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა) და ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობების განმახორციელებელ სუბიექტებზე.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირველადი ჯანდაცვის გუნდის სამედიცინო პერსონალი უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ექიმებისთვის (სპეციალობებში: „საოჯახო  მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“): უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში საოჯახო მედიცინის კომპეტენციებით გათვალისწინებული მიმართულებებით და 2025 წლის 1 იანვრისთვის (და შემდეგ ყოველწლიურად) მოიპოვოს 30 უსგ ქულა. ამასთან,  შესაბამისი ქულები მოპოვებული უნდა იყოს განსხვავებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის.

შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შეფასება განხორციელდება 2025 წლის 1 აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში;

ბ) სოფლის ექიმებისთვის: უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში საოჯახო მედიცინის კომპეტენციებით გათვალისწინებული მიმართულებებით და 2027 წლის 1 იანვრისთვის (და შემდეგ, ყოველწლიურად) მოიპოვოს 30 უსგ ქულა, ამასთან, შესაბამისი ქულები მოპოვებული უნდა იყოს განსხვავებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის;

გ) ექთნებისთვის: უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) პირველადი ჯანდაცვის გუნდის ექიმებსა (სპეციალობებში: „საოჯახო  მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“)  და ექთნებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გულ-ფილტვის რეანიმაციის კურსი 3 წელიწადში ერთხელ (შეფასდეს 2027 წლის 1 იანვრიდან);

გ) მე-4 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალს ეზღუდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიწოდება“.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2025.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.04.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №8/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.017169.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №8/ნ, 30.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017169 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6486833/