„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-83/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.017011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-83/ნ

2022 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05.07.2019, 470230000.22.035.016620) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“):

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ ომის ვეტერან დევნილთა ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ომის ვეტერან დევნილთა ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ ომის ვეტერან დევნილთა ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან უარი განაცხადეს ამ წესით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.“.

2. მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ დევნილი ოჯახი, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, განაცხადებს უარს, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ან ხელს არ მოაწერს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ თანხმობას, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დევნილი ოჯახი და/ან სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“.

3. მე-3 მუხლის 22-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არაუმეტეს 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე − ქ. თბილისში;“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ვრცელდება, მის ძალაში შესვლამდე, სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ადმინისტრაციულ დაპირებებზე, გარდა იმ ადმინისტრაციული დაპირებებისა, რომელთა საფუძველზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებულია.


 

მუხლი 3.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი