„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№598
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №598

2020 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი ცნობა (დანართი №2), რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნული ცნობა ხელმოწერილი/შტამპდასმული უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;“.

2. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და  12 პუნქტები:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა და თუ ისინი:

ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;

ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.

12. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა).“.

3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ემბრიონის შექმნის შემდეგ განხორციელდა მისი კრიოპრეზერვაცია (გაყინვა) და ემბრიონის შექმნიდან მის იმპლანტაციამდე პერიოდი არ აღემატება 10 წელს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება დადებული უნდა იყოს ემბრიონის იმპლანტაციამდე. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს უნდა წარედგინოს კრიოპრეზერვაციამდე (გაყინვა) შედგენილი ცნობა, სადაც მითითებულია წყვილის ვინაობა, რომლებიც ბავშვის დაბადების შემდეგ მიეთითებიან მის მშობლებად.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ წარდგენილი განაცხადების საფუძველზე დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება 2020 წლის 15 სექტემბრიდან გაცემულ ცნობაზე.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ვრცელდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან დადებულ ხელშეკრულებაზე.   

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა  პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 15 სექტემბრიდან.


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი