„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის N01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№140/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.022.018395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №140/ნ

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №01/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/03/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება“;

ბ) პირველი  მე-3  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

დეპარტამენტი არის  სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.";

გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამისი ინიციატივის/დავალების საფუძველზე მინისტრის ნორმატიული აქტების  პროექტის მომზადება;

ე) შესაბამისი ინიციატივის/დავალების საფუძველზე სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანების) პროექტების მომზადება;“;

დ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების განხილვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით და  სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით სამინისტროს პოზიციის მომზადება;

ბ) „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთული, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე და სხვა დოკუმენტებზე  მიზანშეწონილობის თვალსაზრისით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ხელმძღვანელი პირების მიერ მოწოდებული პოზიციის დაფიქსირება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი