„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№837
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017329
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №837

2022 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის, ასევე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) სპეციალური სარიტუალო მომსახურება − ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება;

მ) შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება − შენობის გარეთ (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება.“.

3. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 392. სპეციალური სარიტუალო მომსახურება და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება

1. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებასა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის (შემდგომ − იუსტიციის სახლი) ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის სამსახურის სტრუქტურული ერთეული − ქორწინების სახლი (შემდგომ - ქორწინების სახლი) და იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანო.

2. დასაქორწინებელი პირები, რომლებსაც სურთ ქორწინების რეგისტრაციასთან ერთად, სპეციალური სარიტუალო მომსახურების ან/და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების მიღება, უფლებამოსილი არიან შესაბამისი განცხადებით მიმართონ ტერიტორიულ სამსახურს/იუსტიციის სახლის ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს/ქორწინების სახლს და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებასთან ერთად ან მისი წარდგენის შემდგომ წარადგინონ განცხადება, რომელშიც უნდა მიუთითონ მომსახურების ზუსტი დრო, მომსახურების განმახორციელებელი იუსტიციის სახლის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო/ქორწინების სახლი ან/და კონკრეტული მისამართი/ადგილი, სადაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურების ან/და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების მიღება. განცხადებასთან ერთად, დასაქორწინებელმა პირებმა უნდა წარადგინონ სპეციალური სარიტუალო მომსახურების/შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებასთან და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები, განცხადების წარდგენის წესი და ფორმა განისაზღვრება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

 

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სპეციალურ სარიტუალო მომსახურებას და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იუსტიციის სახლი.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა 2022 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოწესრიგდება სპეციალურ სარიტუალო მომსახურებასთან და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები და განისაზღვრება ამ მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის წესი და ფორმა.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე